პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance Academy-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. ნებისმიერ ფინანსურ რისკთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებამდე, ჩაატარეთ საკუთარი მოკვლევა და რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს.
მთავარი დეტალები
ZKsync გახლავთ მე-2 დონის ტექნოლოგია, რომელიც Ethereum-ზე ტრანზაქციების უფრო იაფად და სწრაფად განხორციელების საშუალებას იძლევა, ნულოვანი ინფორმაციის როლაფების (zk-როლაფების) და ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების (ZKP-ების) გამოყენებით.
ZKsync airdrop-ის მეშვეობით მოხდა მთლიანი მარაგის 17,5%-ის განაწილება მომხმარებლებსა და კონტრიბუტორებზე, ძირითადად კი ZKsync ეკოსისტემის ფარგლებში მიმდინარე პროცესების აქტიურ მონაწილეებსა და კონტრიბუტორებზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ZKsync იყენებს ZKP-ებს, ის გვთავაზობს ოპტიმისტურ როლაფებთან შედარებით უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეს და უფრო სწრაფ ანგარიშსწორებას.
შესავალი
მასშტაბირებადობა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ბლოკჩეინების კონტექსტში ეს ტერმინი აღნიშნავს ქსელების შესაძლებლობას, ერთდროულად დაამუშავოს ტრანზაქციების დიდი რაოდენობა. მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ რაც უფრო მეტი ტრანზაქციის დამატება ხდება ბლოკჩეინზე, მით უფრო იზრდება მომლოდინე ტრანზაქციების რაოდენობა, შესაბამისად, მცირდება ქსელის მუშაობის სისწრაფე და იზრდება ხარჯები.
ნულოვანი ინფორმაციის ტექნოლოგიები გვთავაზობს მასშტაბირებადობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ეფექტურ გზებს. წინამდებარე სტატიაში, გავეცნობით ZKsync-ის მასშტაბირების ტექნოლოგიას, გავიგებთ, როგორ მუშაობს და რით განსხვავდება ის ოპტიმისტური როლაფებისგან და რა უპირატესობებია მისთვის დამახასიათებელი. გარდა ამისა, განვიხილავთ ZK ტოკენების გამოყენების და airdrop-ების მეშვეობით განაწილების პრინციპებს.
რა არის ZKsync?
ZKsync გახლავთ მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგია, რომელიც Ethereum-ზე ტრანზაქციების უფრო სწრაფად და იაფად განხორციელების საშუალებას იძლევა, მათი Ethereum-ის მთავარი ბლოკჩეინის მიღმა დამუშავებით. ამისთვის ეს ტექნოლოგია იყენებს ე.წ. ნულოვანი ინფორმაციის როლაფებს (zk-როლაფები). Zk-როლაფები აერთიანებს რამდენიმე ტრანზაქციას და ამუშავებს მათ off-chain.
მე-2 დონის ტექნოლოგიები შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც გადატვირთული მაგისტრალისთვის დამატებული დამატებითი საავტომობილო ზოლი. ავტომობილებისთვის (ტრანზაქციებისთვის) მეტი სამოძრაო სივრცის შექმნით, მცირდება საცობები მთავარ გზატკეცილზე (Ethereum-ზე). ეს დამატებითი საავტომობილო ზოლი წარმოადგენს სწორედ Zksync-ის მიერ zk-როლაფების მეშვეობით ტრანზაქციების off-chain დამუშავების პროცესს.
როგორ მუშაობს ZKsync?
1. ტრანზაქციების გაერთიანება
საწყის ეტაპზე ხდება zk-როლაფების მეშვეობით off-chain ტრანზაქციების შეგროვება და დაჯგუფება. ZKsync არ ამუშავებს ამ ტრანზაქციებს ცალ-ცალკე, Ethereum-ის მთავარ ბლოკჩეინზე დატვირთვის შემცირების მიზნით.
მაგალითად, წარმოდგინეთ საფოსტო ოფისი, სადაც ნაცვლად თითოეული წერილის კონკრეტულ მისამართზე ცალ-ცალკე გაგზავნისა, ხდება მათი ერთად შეგროვება, დაჯგუფება და ერთიანად გაგზავნა, რაც ბევრად ამარტივებს პროცესს.
2. ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების გამოყენება
ამის შემდეგ, ZKsync ქმნის ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებს (ZKP-ებს), ტრანზაქციების ჯგუფების ვერიფიკაციის მიზნით. ZKP-ები ამოწმებენ ტრანზაქციების ვალიდურობას ჯგუფებში და ამ ყველაფერთან ერთად, უზრუნველყოფენ მათი დეტალების კონფიდენციალურობას.
ZKP-ები შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ამტკიცებთ, რომ იცით საიდუმლო პაროლი, მისი გამჟღავნების გარეშე. მაგალითად, თუ ელისს სურს იმის დამტკიცება, რომ მან იცის საიდუმლო კლუბის პაროლი, მას შეუძლია უპასუხოს კონკრეტულ შეკითხვებს, რომლის პასუხებიც მხოლოდ იმ ადამიანს ეცოდინებოდა, რომელმაც მართლა იცის პაროლი. შედეგად, მას აღარ მოუწევს პაროლის გამჟღავნება საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.
3. მტკიცებულებების გაგზავნა Ethereum-ზე
ამის შემდეგ ხდება ამ ZKP-ების გაგზავნა Ethereum-ის mainnet-ზე, სადაც ხორციელდება მათი საფუძვლიანი შემოწმება. ZKP-ების ვერიფიკაციის და ვალიდაციის შემდეგ, ხდება მათი დადასტურება Ethereum-ის ქსელზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხდა ტრანზაქციების ოფიციალურად ჩაწერა და დადასტურება ბლოკჩეინზე.
ZK ტოკენი
ZK ტოკენები საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მიიღონ მონაწილეობა ZKsync სისტემის მართვის პროცესებში, ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის გზით. ხმის მიცემის შესაძლებლობის გააქტიურება შესაძლებელია დელეგირების პროცესის გავლით. ვნახოთ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი:
თქვენი ZK ტოკენების ხმის მიცემის შესაძლებლობის გასააქტიურებლად უნდა მოხდეს მათი დელეგირება ZKsync მისამართზე. ეს შეიძლება იყოს თქვენი საკუთარი, ან სხვისი მისამართი.
ადამიანი, რომელიც აკონტროლებს ამ მისამართს, გახდება დელეგატი, რომელსაც შეეძლება მართვასთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესებში მონაწილეობა.
დელეგირება არ ცვლის ტოკენის მფლობელობის მონაცემებს, არამედ ააქტიურებს ხმის მიცემის შესაძლებლობას არჩეული მისამართისთვის.
დელეგირების შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ტოკენის მფლობელის მიერ და მოქმედებს ცვლილებების განხორციელებამდე, ან ტოკენების სხვაგან გადატანამდე.
დელეგირების რამდენიმე მისამართზე განხორციელება არ არის შესაძლებელი. ერთ საფულეში არსებული ხმის მიცემის ყველა შესაძლებლობა დელეგირებულია ერთ მისამართზე.
ZK ტოკენი დაემატა Binance-ის სიაში seed იარლიყით, 2024 წლის 17 ივნისს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ოფიციალური განაცხადი ლისტინგთან დაკავშირებით.
ZKsync Airdrop
ZK ტოკენის airdrop-ის მეშვეობით მოხდა მთლიანი მარაგის 17,5%-ის განაწილება შესაბამის საფულეებზე. განაწილება მოხდა მომხმარებლებსა და კონტრიბუტორებზე.
გამოყენებაზე დაფუძნებული airdrop
იმისათვის, რომ მომხმარებელს შეძლებოდა airdrop-ში მონაწილეობა, მას უნდა გადაეტანა საკუთარი ფინანსები ZKsync Era-ზე და დაეკმაყოფილებინა ამ შვიდი კრიტერიუმიდან ერთ-ერთი მაინც:
სულ მცირე 10 არა-ტოკენ სმარტ კონტრაქტთან ურთიერთქმედება ZKsync-ზე.
Paymasters-ის გამოყენება სულ მცირე 5 ტრანზაქციასთან მიმართებაში ZKsync Era-ზე. Paymaster-ები სხვა ანგარიშების ტრანზაქციების საკომისიოების დასაფარად შექმნილი ანგარიშებია, რის შედეგადაც საბოლოო მომხმარებლებს ეძლევათ ზოგიერთი ტრანზაქციის სრულიად უფასოდ განხორციელების შესაძლებლობა.
სულ მცირე 10 სხვადასხვა ERC-20 ტოკენით ვაჭრობა ZKsync Era-ს დეცენტრალიზებულ ბირჟებზე (DEX-ები).
ნებისმიერი ოდენობის ლიკვიდურობის უზრუნველყოფა ZKsync Era-ს კონტროლირებად DEX-ებზე და სესხების/გასესხების პროტოკოლებზე.
სულ მცირე ერთი Libertas Omnibus-ის არაჩანაცვლებადი ტოკენის (NFT) ფლობა snapshot-ის დროს.
სულ მცირე 3 თვის პერიოდის აქტივობა ZKsync Lite-ზე ZKsync Era-ს mainnet-ამდე.
Gitcoin-ზე დონაცია ZKsync Lite-ზე გამართული რაუნდების ფარგლებში.
ZKsync airdrop-ების განაწილება
ZKsync-ზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, განაწილებები ხორციელდებოდა ღირებულების მასშტაბირებადობის ფორმულის საფუძველზე, რომელიც შედგება რამდენიმე საფეხურისგან:
1. პირველ საფეხურს წარმოადგენს კონკრეტული მისამართის მფლობელობაში არსებული კრიპტო ვალუტების დღიური ბალანსის განსაზღვრა. ეს მოიცავს როგორც საფულის ბალანსს, ისე დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლებზე გადაგზავნილ კრიპტოვალუტებს.
2. ამის შემდეგ ხდება DeFi პროტოკოლების ფარგლებში არსებული კრიპტო აქტივების ღირებულების განსაზღვრა ნომინალურ ღირებულებაზე 2-ჯერ მეტი ოდენობით. მაგალითად, თუ DeFi პროტოკოლის ფარგლებში ფლობდით $100-ის ღირებულების კრიპტოვალუტას, ფორმულის მიხედვით ეს ღირებულება ჩაითვლება როგორც $200.
3. საბოლოო საფეხურზე ხდება ბალანსების შეკრება და გაყოფა snapshot-ის პერიოდზე (366 დღე), დროში შეწონილი საშუალო ბალანსების გამოთვლის მიზნით.
მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ელისი აგზავნის $200-ის ღირებულების კრიპტო აქტივებს ZKsync Era-ზე, snapshot-ამდე 30 დღით ადრე და მაშინვე ანაწილებს ამ აქტივების 1/4-ს ($50) DeFi პროტოკოლზე. დარჩენილი $150 ინახება მის საფულეში, snapshot-ის თარიღამდე. გამოვთვალოთ მისი დროში შეწონილი საშუალო ბალანსი (TWAB):
TWAB = ( ($150 * 30 დღე) + ($50 * 2 * 30 დღე) ) / 366 = $20,50
თითოეული მისამართი მიიღებს დამატებით კოეფიციენტებს კონკრეტული აქტივობების საფუძველზე, რომლებიც მიუთითებს, რომ ისინი წარმოადგენენ ZKsync-ის ერთგულ მომხმარებლებს, ან კონტრიბუტორებს. ეს კოეფიციენტები ემატება განაწილებულ ერთეულებს. დამატებითი კოეფიციენტების მისაღებად შესაძლებელია შემდეგი აქტივობების განხორციელება:
1. ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთი ZKsync ადგილობრივი NFT კოლექციის ფლობა snapshot-ის დროს: Dudiez, Hue, Moody Mights, Webears, ZKPENGZ, zkSkulls ან zkVeggies.
2. ARB/OP/ENS airdrop-ის სულ მცირე 50%-ის ფლობა მისი მიღებიდან 90-ზე მეტი დღის გასვლის შემდეგ.
კონტრიბუტორების აქტივობაზე დაფუძნებული airdrop
ZK ტოკენების airdrop ასევე მოიცავდა კონკრეტულ განაწილების პროცესებს ZKsync ეკოსისტემის სხვადასხვა კონტრიბუტორებზე. ქვემოთ მოცემულია დეტალური ინფორმაცია კონტრიბუტორების აქტივობაზე დაფუძნებული airdrop-ის შესახებ:
1. ZKsync-ის ადგილობრივი პროექტები: 215,250,000 ZK ტოკენების განაწილება მოხდა პირდაპირ კონტრიბუტორებზე და ZKsync Era-ს ფარგლებში შექმნილი ადგილობრივი პროექტების ხაზინებზე, რაც მოიცავს DeFi პროტოკოლებს, გეიმინგს, ZK ბლოკჩეინებს, NFT კოლექციებს, ინფრასტრუქტურას და ა.შ.
2. Builder-ები: 86,895,375 ტოკენი განაწილდა ინდივიდუალურ პირებზე, დეველოპერებზე, მკვლევრებზე, საზოგადოებებზე და კომპანიებზე, რომლებმაც შეიტანეს გარკვეული წვლილი ZLsync ეკოსისტემის განვითარებაში, წინსვლის, ადვოკატირების, ან განათლების თვალსაზრისით.
GitHub დეველოპერები: დეველოპერები, რომლებსაც სულ მცირე 25-ჯერ აქვთ მიღებული მონაწილეობა პროგრამის შემუშავებაში დეველოპერების სხვადასხვა პლატფორმაზე, 2024 წლის 24 მარტამდე.
პროტოკოლის გილდია: Ethereum-ის მკვლევრები და დეველოპერები.
ZK ქვესტის მონაწილეები: ZK ქვესტის დეველოპერების აქტივაციების პროცესში მონაწილეები 2023 წლის Istanbul Devconnect-ის ან 2024 წლის ETH Denver-ის ფარგლებში.
და ა.შ.
3. On-chain საზოგადოებები. 102,375,000 ტოკენი განაწილდა ექსპერიმენტული on-chain საზოგადოებების მცირე ჯგუფზე, ტოკენების და NFT-ების გამოყენების გზების შესწავლის და აღმოჩენის მიზნით, მაგალითად:
DEGEN-ის 1-ელი სეზონის ტოკენის airdrop-ის მიმღები პირები.
BONSAI-ს 1-ელი სეზონის ტოკენის airdrop-ის მიმღები პირები.
Crypto The Game-ის (CTG) 1-ელი და მე-2 სეზონის მონაწილეები და CTG გუნდი.
Pudgy Penguin-ის და Milady Maker-ის მფლობელები.
როგორ ხდება ZKsync Airdrop-ის მიღება?
უფრთხილდით ყალბ ვებ-საიტებს და ფიშინგის თავდასხმებს. დარწმუნდით, რომ იყენებთ ოფიციალურ ვებ-საიტებს და არხებს.
თქვენი მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად და ZK ტოკენების მოთხოვნისთვის, მიყევით ამ საფეხურებს:
1. ეწვიეთ airdrop-ის ოფიციალურ ვებ-საიტს და შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა airdrop-ში მონაწილეობის მიღების უფლება. შეიყვანეთ თქვენი საფულის მისამართი ან GitHub-ის მომხმარებლის სახელი და დააჭირეთ ღილაკს [შემოწმება].
2. დააწკაპუნეთ ღილაკზე [საფულის დაკავშირება], მიჰყევით მითითებებს და დააკავშირეთ თქვენი კრიპტო საფულე.
3. ამის შემდეგ საჭირო იქნება თქვენი ZK ტოკენების ხმის მიცემის შესაძლებლობის დელეგირება. დელეგირება შეგიძლიათ მოახდინოთ საკუთარ თავთან, ან საზოგადოების ნებისმიერ წევრთან.
4. და ბოლოს, დააჭირეთ ღილაკს [ტოკენების მოთხოვნა] და მიჰყევით მითითებებს. შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში, ხელახლა დააწკაპუნეთ ღილაკზე [ტოკენების მოთხოვნა].
როგორ ხდება ZKsync Airdrop-ის მიღება Binance-ზე?
ZK ტოკენების Binance-ის მეშვეობით მისაღებად, შესაბამისი უფლებების მქონე მომხმარებლებმა უნდა განახორციელონ სულ მცირე 0.02 ETH-ის დეპოზიტი, ZKsync Era ქსელის თეთრ სიაში შეტანილი მისამართიდან საკუთარ Binance-ის ანგარიშზე. ამ განაწილებისთვის შესაბამის დეპოზიტებად ჩაითვლება მხოლოდ ის დეპოზიტები, რომელთა განხორციელებაც მოხდა პირდაპირ აქტიური ZKsync მომხმარებლის თეთრ სიაში შეტანილი მისამართებიდან.
თეთრ სიაში შეტანილი მისამართების ჯგუფები:
ZK ტოკენების განაწილება მოხდება იმ მომხმარებლებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, პრინციპის „პირველად მოსული პირველი მიიღებს მომსახურებას“ საფუძველზე. თითოეულ მომხმარებლებს ZK ტოკენების მოთხოვნა მხოლოდ ერთხელ შეუძლია (ე.ი. ერთი მოთხოვნა თითო Binance-ის მომხმარებლის ID-ზე), მაქსიმალური ლიმიტი კი გახლავთ 200 ZK ტოკენი თითო მომხმარებელზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომხმარებელი ერთი Binance UID-ის გამოყენებით განახორციელებს 0.02 ETH-ის დეპოზიტს სხვადასხვა მისამართიდან, airdrop-ში მონაწილეობას ეს მომხმარებელი შეძლებს ერთხელ, ხოლო მის მიერ მიღებული ტოკენების მაქსიმალური რაოდენობა კვლავ 200 ZK ტოკენი იქნება.
Binance-ზე ZK ტოკენის პირველი airdrop-ის განხორციელება დაგეგმილია 2024 წლის 25 ივნისიდან. Binance-ის ZK ტოკენების განაწილების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ოფიციალური განაცხადი.
Sybil შეტევები და საზოგადოების კრიტიკა
ZKsync airdrop-მა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა კრიპტოვალუტის საზოგადოების წევრებს შორის, გაჩნდა ეჭვები მის აღსრულებასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით.
ZKsync airdrop-ის მიმართ უკმაყოფილება გამოითქვა Sybil თავდასხმების საწინააღმდეგო ეფექტური ზომების არარსებობის გამო. ბევრი მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ შესაძლებელი იყო მონაწილეობის კრიტერიუმების არაკეთილსინდისიერად გამოყენება, რაც ქმნიდა რამდენიმე საფულის შექმნის შესაძლებლობას, სისტემის „მოსატყუებლად“ და მეტი ტოკენის მისაღებად.
საპასუხოდ, ZKsync დეველოპერები განმარტავენ, რომ მათ შეგნებულად გადაწყვიტეს არ მიეღოთ ზედმეტად მკაცრი ზომები Sybil თავდასხმების წინააღმდეგ, ძირითადი მომხმარებლების პროცესებს მიღმა დარჩენის თავიდან არიდების მიზნით. ნაცვლად ამისა, მათ შეიმუშავეს ღირებულების მასშტაბირებადობის და კოეფიციენტების მოდელები, შესაძლო Sybil თავდასხმების ამოცნობის და ძირითადი მომხმარებლებისთვის მეტი პრიორიტეტის მინიჭების მიზნით.
ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ამტკიცებდა, რომ არ ხდებოდა ZK ტოკენების სამართლიანად განაწილება. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ თითო მისამართისთვის დადგენილი მაქსიმალური ზღვარი 100,000 ZK ტოკენი მეტისმეტად მცირე იყო, რადგან ეს ZKsync ეკოსისტემაში აქტიურად ჩართულ მომხმარებლებს უსამართლოდ უზღუდავდა სათანადო ოდენობის ჯილდოების მიღების შესაძლებლობას. ზოგიერთი მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ მათ ვერაფრის მიღება ვერ შეძლეს, მიუხედავად კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და ZKsync-ის პროდუქტების წლების განმავლობაში გამოყენებისა.
ამ ეჭვების გასაქარწყლებლად, ZKsync განმარტავს საკუთარ განაწილების სტრატეგიას და ხაზს უსვამს იმას, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესია აქტიური მონაწილეებისთვის ჯილდოების თანაბრად და სამართლიანად განაწილება. გუნდი ხაზს უსვამს იმას, რომ airdrop-ით განაწილებული ტოკენების 89% მიიღო ZKsync Era-ს ფარგლებში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართულმა მომხმარებლებმა.
ZKsync და ოპტიმისტური როლაფები
უსაფრთხოების მექანიზმი
საწყის ეტაპზე ოპტიმისტური როლაფები მხოლოდ ვარაუდის დონეზე ადასტურებენ ტრანზაქციების ვალიდურობას. ისინი იყენებენ მეთოდს, სადაც ნოდები იღებენ გარკვეულ თანხას ტრანზაქციების დამუშავების შემდგომ შემოწმებაში. რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, ხდება შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა და ტრანზაქციების ჩასწორება. ამ მიდგომის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ მარტივად დაუშვან შეცდომები.
ამის საპირისპიროდ, Zksync ტრანზაქციების უსაფრთხოების შესამოწმებლად იყენებს ZKP-ებს. ეს მიდგომა გვთავაზობს სიზუსტის ბევრად მაღალ დონეს ოპტიმისტურ როლაფებთან შედარებით.
ანგარიშსწორების დრო
ოპტიმისტურ როლაფებს გააჩნიათ ე.წ. 7-დღიანი გამოწვევის პერიოდი. ეს საჭიროა იმიტომ, რომ ოპტიმისტური როლაფები საწყის ეტაპზე მხოლოდ ვარაუდის დონეზე ადასტურებენ ტრანზაქციების ვალიდურობას, ტრანზაქციების ჩასწორება კი მხოლოდ რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება. არ ხდება ტრანზაქციების საბოლოო დამუშავება ამ პერიოდის დასრულებამდე, რაც ზრდის ანგარიშსწორებისთვის საჭირო დროს.
ამის საპირისპიროდ, ZKsync ტრანზაქციების შესამოწმებლად ZKP-ებს იყენებს. ტრანზაქციების საბოლოოდ დამუშავება ხდება ნოდების მიერ მათი შემოწმებისთანავე. ეს მიდგომა აქრობს გამოწვევის პერიოდის გამოყენების საჭიროებას, შესაბამისად შესაძლებელი ხდება ანგარიშსწორების უფრო სწრაფად განხორციელება.
ZKsync-ის უპირატესობები
მასშტაბირებადობა
ZKsync აუმჯობესებს Ethereum-ის ქსელის მასშტაბირებადობას ტრანზაქციების Ethereum-ის მთავარი ბლოკჩეინის მიღმა დამუშავებით, რისთვისაც ის zk-როლაფებს იყენებს. ეს ამცირებს ტრანზაქციის საკომისიოებს და ამცირებს ტრანზაქციების დამუშავებისთვის საჭირო დროს. შედეგად, ZKsync-ის მეშვეობით Ethereum მოიპოვებს მეტი მომხმარებლის და დეცენტრალიზებული აპლიკაციის (DApps) მხარდაჭერას.
EVM-სთან თავსებადობა
EVM-სთან თავსებადობა ნიშნავს იმას, რომ დეველოპერებს, რომლებმაც უკვე შექმნეს DApp-ები Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერისთვის (EVM) შეუძლიათ მინიმალური ცვლილებებით გადაიტანონ ისინი ZKsync-ზე. ეს ამცირებს სწავლის სირთულეს და ამარტივებს ZKsync-ის მასშტაბირებადობის ტექნოლოგიების შესწავლას.
შეჯამება
ნულოვანი ინფორმაციის როლაფების (zk-როლაფები) და ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულების (ZKP-ები) გამოყენებით, ZKsync იქცევა მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიად, რომელსაც შეუძლია ტრანზაქციების დამუშავების სისწრაფის გაუმჯობესება და ხარჯების შემცირება Ethereum-ის ქსელზე. ოპტიმისტურ როლაფებთან შედარებით, ZKsync გვთავაზობს უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეს და უფრო სწრაფი ანგარიშსწორების შესაძლებლობებს. გარდა ამისა, მისი EVM-სთან თავსებადობა დეველოპერებს უმარტივებს მისი მასშტაბირების ტექნოლოგიების შესწავლას.
დამატებითი საკითხავი
რა არის ZkEVM და როგორ შეუძლია მას Ethereum-ის ეკოსისტემის გაუმჯობესება?
ბლოკჩეინის მასშტაბირებადობა - საიდჩეინები და გადახდის არხები
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს მოსაზრებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ რაიმე ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.