TL;DR
SocialFi აერთიანებს დეცენტრალიზებული ფინანსების პრინციპებსა და სოციალურ მედიას. ის მომხმარებლებს აძლევს საკუთარ მონაცემებზე მეტი კონტროლისა და მომხმარებლებთან პირდაპირი დაკავშირების საშუალებას.
მისი ძირითადი მახასიათებლები მოიცავს ტოკენიზებულ სოციალურ კაპიტალს, ბლოკჩეინზე დაფუძნებულ მონაცემთა საცავს და დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების (DAO-ების) მეშვეობით მართვის საშუალებას.
მისი ფართო გამოყენებისთვის, SocialFi-ის პლატფორმებმა უნდა დაძლიონ ორი ძირითადი გამოწვევა - მასშტაბირებადობა და ეკონომიკური მდგრადობა.
SocialFi-ის მთავარი დაპირებაა უფრო გამჭვირვალე, სამართლიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული სოციალური მედიის გარემოს შექმნა.
Web3 და სოციალური მედია
Web3-ის მიზანია მომხმარებლებს დაუბრუნოს საკუთარ მონაცემებზე კონტროლი და სუვერენიტეტი, რაც ამჟამად ცენტრალიზებულ კორპორაციებს აქვთ. ამ იდეოლოგიის ცვლილებამ უკვე მოახდინა გავლენა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა საერთაშორისო გადახდები და ფინანსები. თუმცა, Web2-დან Web3-ზე გადასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშნელოვანი ცვლილებები სოციალურ მედიაში. წარმოიდგინეთ სოციალური მედიის პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს:
აქვთ საკუთარ მონაცემებზე უფრო მეტი კონტროლი და ცენტრალური ორგანიზაცია არის შუამავალი ამ პროცესში.
შეუძლიათ დაზოგონ საკომისიოების თანხა, ვინაიდან ტრანზაქციების დასამუშავებლად მათ არ სჭირდებათ შუამავალი.
ეს იდეები არის SocialFi-ის საფუძველი – რომელიც წარმოადგენს სოციალური ქსელის პლატფორმის „Web3 ვერსიას“.
რა არის SocialFi?
ტერმინი SocialFi შეიქმნა „სოციალური მედიისა“ და „ფინანსების“ კომბინაციით. მისი ძირითადი პრინციპია, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ ერთმანეთთან ურთიერთქმედება სოციალური მედიის პლატფორმაზე, რომლის დროსაც ეს ურთიერთქმედება მონეტიზებულია. განვიხილოთ, თუ როგორ მუშაობს Patreon. როგორც კონტენტ-კრეატორს, შეგიძლიათ თქვენს კონტენტზე წვდომა მიანიჭოთ მხოლოდ გადამხდელ მომხმარებლებს. SocialFi-ს მომხმარებლები მოქმედებენ იმავე პრინციპების მიხედვით, გარდა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებისა – კონტენტ-კრეატორებს შეუძლიათ მომხმარებლებთან პირდაპირ დაკავშირება, ცენტრალიზებული შუამავლის გარეშე. ქვემოთ მოცემულია SocialFi პლატფორმის რამდენიმე ელემენტი:
NFT-ები განსაზღვრავს ექსკლუზიური კონტენტის ციფრული მფლობელობას.
პროტოკოლის მართვაზე პასუხისმგებელნი არიან დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციები (DAO).
SocialFi vs DeSoc
SocialFi-ს და დეცენტრალიზებულ სოციალურ ქსელებს (DeSoc) ბევრი საერთო აქვს, თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. SocialFi ორიენტირებულია სოციალური ინტერაქციის მონეტიზაციაზე. ეს განსხვავება Patreon-სა და Instagram-ს შორის განსხვავების ანალოგიურია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პლატფორმაზე განთავსებულია კონტენტი და ჰყავს აქტიური აუდიტორია, თითოეულ მათგანს აქვს განსახვავებული მიზანი: პირველზე ყურადღება გამახვილებულია ფულად ტრანზაქციებზე, მეორეზე კი სოციალურ კავშირებზე.
რისთვის არის საჭირო SocialFi?
სოციალურმა მედიამ რადიკალურად შეცვალა კომუნიკაციის, ინფორმაციის გაზიარების და ურთიერთქმედების მონეტიზაციის მეთოდები. თუმცა, დღევანდელ Web2 პლატფორმებს არ შეუძლია მომხმარებლებისთვის საკმარისი შესაძლებლობების შემოთავაზება. ისინი გვთავაზობს ცენტრალიზებულ კონტროლს, ამცირებს ინდივიდუალური ბრენდის ფასეულობას და წარმოშობს კითხვებს ცენზურასთან, კონფიდენციალურობასთან და მონაცემთა მონეტიზაციასთან დაკავშირებით.
SocialFi იზიარებს Web3-ის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს. ინდივიდუალური ბრენდის ფასეულობასთან დაკავშირებული სოციალური ტოკენების შემოთავაზებით, ის ხელახლა განსაზღვრავს ონლაინ სოციალური ურთიერთქმედების ფორმას. მომხმარებლები აღარ არიან პლატფორმის შემოსავლის მოდელის პასიური მონაწილეები; ამის ნაცვლად, მათ შეუძლიათ საკუთარი პოპულარობის, აქტიურობის და კონტენტის მონეტიზაცია. ეს ტოკენიზაცია ცვლის ძალთა ბალანსს, რის შედეგად კონტროლი და ფასეულობა ხვდება ცალკეული კონტრიბუტორების ხელში და არა ცენტრალიზებული ერთეულების ხელში. „სოციალური კაპიტალი“ აღარ არის აბსტრაქტული ცნება. სოციალური ტოკენები, შეგიძლიათ თქვენი სოციალური კაპიტალის გამოთვლა და მისი გამოყენება.
დეცენტრალიზებულ ციფრულ ეპოქაში, SocialFi წარმოადგენს პირადი ბრენდინგის, კონტენტის შექმნის და კომერციის დამაკავშირებელ ხიდს. ის გვპირდება უფრო სამართლიან, გამჭვირვალე და გაძლიერებულ სოციალურ ეკოსისტემას, სადაც ხდება ინდივიდების აღიარება და დაჯილდოება და ასევე, მათ აქვთ საკუთარი ონლაინ საქმიანობისა და ურთიერთქმედებების კონტროლი.
მონეტიზაციის გარდა, SocialFi ეხება სიტყვის თავისუფლებასა და ცენზურას შორის არსებული დაძაბულობის თემას. დეცენტრალიზებული კურირების ხელშეწყობით, კონტენტის მოდერაცია კოლექტიურ პასუხისმგებლობად იქცევა, რითიც ხდება პროცესის დემოკრატიზაცია და ცენტრალიზებული სისტემების პოტენციური სუბიექტურობის შემცირება.
ტრენდული SocialFi-ის პროექტები
განვიხილოთ რამდენიმე პოპულარული SocialFi პროექტი.
Friend.tech (BASE)
Friend.tech არის ახალი დეცენტრალიზებული აპლიკაცია Base-ზე, რომელიც კრეატორებს აძლევს სოციალური ტოკენებით თავიანთი კონტენტის კაპიტალიზაციის შესაძლებლობას. „გასაღებების“ უნიკალური სისტემა, რაც წარმოადგენს სიმბოლურ აქციებს, გთავაზობთ კრეატორების პირად ჩატებზე და სხვა უნიკალურ ბენეფიტებზე ექსკლუზიურ წვდომას.
Friend.tech-ი გვპირდება კრეატორ-საზოგადოების ურთიერთობის რევოლუციონიზირებას, თუმცა აუცილებელია სათანადო ყურადღების გამოჩენა მისი საწყისი ეტაპიდან გამომდინარე. ამჟამად, Friend.tech შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე დიდ SocialFi პროექტად, რაც მხოლოდ მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის დამსახურებაა.
Stars Arena (Avalanche)
Stars Arena, რომელიც არის Web3 პლატფორმა Avalanche ქსელში, მომხმარებლებს აძლევს კონტენტის მონეტიზაციის საშუალებას, Twitter-ის ანგარიშების დაკავშირებითა და AVAX-ის საშუალებით ვაჭრობით. როგორც Friend.tech-ის fork, Stars Arena ინფლუენსერებს აძლევს მათი გულშემატკივართა საზოგადოების მონეტიზაციის საშუალებას, მათთვის ექსკლუზიური კონტენტის შეთავაზებით.
მისი მზარდი პოპულარობის მიუხედავად, Stars Arena-ს წარმატების გზა მარტივი არ იყო. ამ კვირის დასაწყისში განხორციელებულმა შეტევამ გამოიწვია $2 000 დოლარის ზარალი, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ეს პრობლემა გადაჭრილია.
რა უპირატესობები გააჩნია SocialFi-ს?
აქ მოცემულია SocialFi-ს რამდენიმე დადებითი მხარე.
დეცენტრალიზებული საცავი: SocialFi-ში არსებული ყველა მონაცემი ინახება ბლოკჩეინზე. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ცენტრალიზებული ერთეული ბოროტად ვერ გამოიყენებს თქვენს მონაცემებს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს პერსონალური მონაცემების გაჟონვასთან და მათ ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებს.
ტოკენის ჯილდოები: როგორც კონტენტ-კრეატორებს, ასევე ჩვეულებრივ მომხმარებლებსაც შეუძლიათ ტოკენის ჯილდოების მიღება ჩართულობისა და კონტენტის გაზიარების მეშვეობით.
ყურადღების ტოკენიზაცია: მომხმარებლებს ეძლევათ მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნის სტიმული, რომელიც იპყრობს ყურადღებას და იზიდავს მომხმარებლებს.
კონტენტის მფლობელობა: კონტენტი რჩება მომხმარებლების მფლობელობაში, რაც გამორიცხავს მათ მიერ ატვირთულ მასალებზე უფლებების დაკარგვის საფრთხეს.
დეპლატფორმიზაციისაგან დაცვა: ვინაიდან მმართველობას ახორციელებს DAO, ნაკლებია ერთი ორგანიზაციის ახირებით გამოწვეული უეცარი დეპლატფორმიზაციის შანსი.
სიტყვის თავისუფლება: ცენზურასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებით, SocialFi-ს პლატფორმები შეიძლება გახდეს გამოხატვის თავისუფლებისა და მონაცემთა დაცვის ეფექტური ინსტრუმენტები.
რა გამოწვევების წინაშე დგას SocialFi?
აქ ჩამოთვლილია რამდენიმე დაბრკოლება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს SocialFi-ს აპლიკაციების მასობრივ გავრცელებას.
1. მასშტაბირებადობა
სოციალური მედიის პლატფორმებმა, როგორიცაა Facebook და X, ჩადეს მილიონობით დოლარის ინვესტიცია სერვერებსა და მონაცემთა ბაზებში, რომლებსაც შეუძლიათ უზარმაზარი რაოდენობის მონაცემების დამუშავება. Facebook ამუშავებს მილიონობით კომენტარს, სტატუსსა და ატვირთულ ფოტოს, რაც ყოველდღიურად უდრის დაახლოებით 4 პეტაბაიტის მოცულობის მონაცემების მიმოცვლას. როგორ შეუძლიათ Web3 სოციალური მედიის აპლიკაციებს ამდენი მონაცემის დამუშავება ცენტრალიზებული ჩარევის გარეშე? ამ საკითხის გადასაჭრელად, დეველოპერები ატარებენ ექსპერიმენტებს მასშტაბირებადობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, როგორიცაა შარდინგი და ბლოკჩეინის გარეთ შენახვა.
2. მდგრადობა
მომხმარებლების მოსაზიდად, SocialFi-ს პლატფორმებმა მათ შესთავაზეს მომხიბლავი ტოკენის ჯილდოები, მაგრამ ამის კეთება გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური კაპიტალის ტოკენიზაციის იდეა არის ინოვაციური, ფაქტია, რომ ამ ტოკენების ღირებულება მაინც დაკავშირებულია ინფლუენსერის ქმედებებთან. მაგალითად, ინფლუენსერის ნეგატიურ პოსტს შეუძლია მისი სოციალური ტოკენების ღირებულების შემცირება და ამან შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი უკუკავშირის ციკლი.
შეჯამება
SocialFi დეცენტრალიზებული ფინანსების პრინციპებს აერთიანებს სოციალურ ქსელთან და ამით გარდაქმნის სოციალური მედიის გარემოს. მისი მთავარი მიზანია მომხმარებლების მისცეს საკუთარი მონაცემების კონტროლის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს კონტენტის ნამდვილ მფლობელობას და პირდაპირი მონეტიზაციის საშუალებას შუამავლების გარეშე. Friend.tech და Stars Arena პლატფორმები არიან ამ მოძრაობის პიონერები, თუმცა მათ გარკვეული გამოწვევების გადალახვა უწევთ. აქტუალური საკითხებია დეცენტრალიზებულ სფეროში მასშტაბირებადობის პრობლემები და ეკონომიკური მოდელების მდგრადობა. მიუხედავად ამისა, SocialFi-ს დაპირება სამართლიანი და გამჭვირვალე ციფრული სოციალურ სივრცის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც მომხმარებლებს ექნებათ თავიანთი სოციალური კაპიტალის რეალურად გამოყენების შესაძლებლობა, წარმოადგენს ნიშანს, რომ სახეზეა საოცარი ევოლუცია, რაც შეცვლის ონლაინ სივრცეში სოციალური ინტერაქციის აღქმას და მასში მონაწილეობის მეთოდებს.
დამატებითი საკითხავი
უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.