რა არის Friend.tech?
მთავარი
სტატიები
რა არის Friend.tech?

რა არის Friend.tech?

გამოქვეყნებული Oct 5, 2023განახლებული Jan 12, 2024
7m

TL;DR

  • Friend.tech კრეატორებს სთავაზობს კონტენტის მონეტიზაციის ახალ გზას „ტოკენიზებული ყურადღების“ მეშვეობით, რაც ასევე გულისხმობს კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებას.

  • „გასაღებების“ უნიკალური სისტემის საშუალებით, friend.tech-ი კრეატორებს აძლევს მათი პოპულარობის მონეტიზაციის საშუალებას და ამავე დროს მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ კონტენტზე წვდომას.

  • გამოწვევების მიუხედავად, Friend.tech-ის კონტენტის მონეტიზაციის ინოვაციურ მიდგომას სავარაუდოდ აქვს პერსპექტიული მომავალი, რაც შეცვლის სოციალური მედიის და ბლოკჩეინის ურთიერთქმედების ფორმას.

რა არის Friend.tech და როგორ მუშაობს ის?

Friend.tech არის Base-ზე დაფუძნებული, დეცენტრალიზებულ სოციალურ ტოკენზე ორიენტირებული აპლიკაცია, რომელიც კრეატორებს აძლევს თავიანთი კონტენტის ან გამოცდილების მონეტიზაციის საშუალებას. კრეატორები თავის ონლაინ საზოგადოებას უკავშირდებიან „ტოკენიზებული ყურადღების“ მეშვეობით, სადაც კრეატორის პოპულარობა წარმოდგენილია „გასაღებების“ (აქციების) მეშვეობით. არსებითად, „გასაღები“ წარმოადგენს აქციის ტიპს, რითიც მომხმარებელი იღებს წვდომას ექსკლუზიურ პირად ჩატებზე, რჩევებზე ან ანგარიშთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა უპირატესობაზე.

2023 წლის 10 აგვისტოს მისი გაშვების შემდეგ, Friend.tech-მა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 2023 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით, აპლიკაციაში დაფიქსირდა 317 000-ზე მეტი უნიკალური მყიდველი, 314 000 უნიკალური სუბიექტი და 11 000 ETH-ზე მეტი მოგება. ამ რიცხვებით ჩანს, რომ Friend.tech-ს აქვს პოტენციალი გახდეს პოპულარული SocialFi აპლიკაცია.

წყარო: Cryptokoryo-ს მიერ მომზადებული Dune Analytics dashboard, 2023 წლის 5 ოქტომბერი. 

პოპულარობის მიუხედავად, ეკოსისტემაში მონაწილეობის მიღებამდე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ მუშაობს Friend.tech. შემდეგ განყოფილებაში ჩვენ განვიხილავთ Friend.tech-ის ძირითად ელემენტებს და მახასიათებლებს.

1. მოწვევის კოდები

Friend.tech აპლიკაციის გამოსაყენებლად, თქვენ გჭირდებათ მოწვევის კოდი. მისი მიღება შეგიძლიათ მეგობრებისგან, Reddit-ის ფორუმებზე ან Twitter-ის ძიების საშუალებით. კოდის მიღების შემდეგ, თქვენ შეძლებთ Friend.tech-ის ანგარიშის შექმნას (შეამოწმეთ შემდეგი განყოფილება).

2. Friend.tech-ზე წვდომა

ანგარიშის შექმნის და თანხის დარიცხვის შემდეგ, მომხმარებელი მიიღებს მის ანგარიშზე მიბმული 1 უფასი „გასაღების“ ყიდვის მოთხოვნას. გარდა ამისა, თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი მიიღებს სამ მოწვევის კოდს, რომლის საშუალებით მისი მეგობრები შეძლებენ აპლიკაციის გამოყენებას.

3. Friend.tech-ის „გასაღებები“

„გასაღების“ შეძენის შემდეგ, მომხმარებლები შეძლებენ აპლიკაციის გამოყენებას და რჩეული კრეატორებისგან დამატებითი „გასაღების“ შეძენას, რათა ისარგებლონ ამ ანგარიშთან დაკავშირებული უპირატესობებით. ეს უპირატესობები მოიცავს წვდომას პირად ჩატებზე, მონაწილეობას გათამაშებაში ან ამ ანგარიშთან დაკავშირებულ ნებისმიერ სარგებელს.

ამ „გასაღების“ ღირებულება დამოკიდებულია კრეატორის პოპულარობაზე და მათ კონტენტზე მოთხოვნაზე, ამიტომ რაც უფრო მეტი ადამიანი ფლობს „გასაღებს“, მით მაღალია მათი ღირებულება. თუ პირი გადაწყვეტს ჯგუფის დატოვებას, ამის გაკეთება შეუძლია თავისი „გასაღების“ გაყიდვით.

4. საკომისიოები

„გასაღებების“ შეძენისას დახარჯული თანხა მოიცავს პლატფორმისა და კრეატორის საკომისიოებს. აქციებთან დაკავშირებული ყოველი ყიდვის/გაყიდვის ტრანზაქციისთვის დაწესებულია 10%-იანი საკომისიო, რომლის ნახევარი ეკუთვნის გამყიდველს, ხოლო მეორე ნახევარი მიდის Friend.tech-ის ხაზინაში.

მაგალითად, თუ ვინმე იყიდის „ჯონის გასაღებს“ 1 ETH-ად, ჯონი მიიღებს 0,05 ETH-ს და Friend.tech-ის ხაზინაც მიიღებს 0,05 ETH-ს. 

5. Airdrop-ის ქულები

Friend.tech-ის აპლიკაციაში არის სპეციალური ჩანართი airdrops. დღეისთვის, airdrop-ები მოიცავს მომხმარებლების მიერ ყოველი კვირის პარასკევ დღეს airdrop-ით მიღებულ „ქულებს“. აპლიკაციაში აღნიშნულია, რომ შეძლებთ ქულების სამომავლოდ გამოყენებას Friend.tech-ში, რაც შეიძლება გავიგოთ, როგორც მომავალი ტოკენის airdrop-ი. ეს წარმოადგენს სპეკულაციურ ინფორმაციას, ამიტომ პროექტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თვალყური ადევნეთ Friend.tech-ის ოფიციალურ განცხადებებს. 

როგორ შევქმნათ Friend.tech-ის ანგარიში?

Friend.tech აპლიკაციის გამოყენებისთვის, საჭიროა ანგარიშის შექმნა. ამისათვის საჭიროა შემდეგი საფეხურების გავლა.

1. თქვენი ტელეფონის ან კომპიუტერის ბრაუზერით შედით Friend.tech ვებ-გვერდზე და ჩამოტვირთეთ Friend.tech აპლიკაცია. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ დაგჭირდებათ აპლიკაციის არსებული მომხმარებლისგან მღებული მოწვევის კოდი. მოწვევის კოდის მიღებისთვის საუკეთესო ადგილია Twitter (X) ან Reddit-ის ფორუმები. 

2. აპლიკაციაზე წვდომის მიღების შემდეგ, უნდა გაიაროთ ავტორიზაცია სისტემაში და ტელეფონის ნომრის ან Google ანგარიშის მეშვეობით აპლიკაცია უნდა დაუკავშიროთ თქვენს Twitter-ის ანგარიშს.

3. შემდეგ, თქვენ უნდა დააკავშიროთ Friend.tech-ის აპლიკაცია თქვენს X (Twitter) ანგარიშთან და მისცეთ მას X-ზე წვდომის უფლება.

4. ახლა თქვენ შეგიძლიათ mainnet-ზე Ether-ის შეტანა და ხიდის გამოყენებით მინიმუმ 0,01-ის გადატანა თქვენს Base საფულის ანგარიშზე. mainnet-ზე თანხის შეტანა ასევე შეგიძლიათ Friend.tech პლატფორმის საშუალებით, რაც ბევრად უფრო მოსახერხებელია.

5. დეპოზიტის დადასტურების შემდეგ, თქვენ მიიღებთ საკუთარი გასაღების შეძენის მოთხოვნას, რაც საჭიროა პლატფორმის გამოყენების დაწყებისთვის. 

6. თქვენი გასაღების შეძენის შემდეგ, გადახვალთ პლატფორმის მთავარ გვერდზე. 

8. ახლა დროა გავეცნოთ Friend.tech-ს და შეიძინოთ რამდენიმე გასაღები.

რა უპირატესობები აქვს Friend.tech-ს?

Friend.tech-ის ძირითადი უპირატესობები მოიცავს შემდეგს:

1. არხის მონეტიზაცია

Friend.tech წარმოგიდგენთ კონტენტის მონეტიზაციის უნიკალურ და ეფექტურ მეთოდს. კრეატორები შემოსავალს იღებენ ექსკლუზიური კონტენტის და პრივილეგიების შეთავაზებით იმ მომხმარებლებისთვის, რომლებმაც შეიძინეს მათი ერთ-ერთი გასაღები. 

2. Web3 პროცესის გამარტივება

Friend.tech-ი გთავაზობთ მნიშვნელოვან უპირატესობებს, რაც მოიცავს web3-თან დაკავშირებული კონკრეტული პროცესების გამარტივებას, რისი წყალობითაც მისი გამოყენება უფრო მოსახერხებელი ხდება ფართო საზოგადოებისთვის. 

სისტემაში ავტორიზაციისა და თანხის შეტანის შემდეგ, თქვენ მიიღებთ პლატფორმაზე უწყვეტ წვდომას და აღარ დაგჭირდებათ განმეორებითი ავთენტიფიკაციისა და ტრანზაქციებთან დაკავშირებული პროცედურების ხელახლა გავლა. ეს ამარტივებს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ოპერაციებთან დაკავშირებულ სირთულეებს.

გარდა ამისა, ამ აპლიკაციის ჩამოტვირთვა ძალიან მარტივია, ვინაიდან ის ხელმისაწვდომია app store-ში და iOS-ზე, რაც მომხმარებლებს აძლევს მათი აქტივობების სმარტფონებიდან მოხერხებულად მართვის საშუალებას.

3. სოციალური კაპიტალი

Web3-ში, სოციალური კაპიტალი გულისხმობს ძალაუფლებას და პოპულარობას რაც გამომდინარეობს მხარდამჭერთა დიდი ან აქტიური საზოგადოებისგან. Friend.tech გთავაზობთ სოციალური ქსელებიდან, ურთიერთობებიდან და საზოგადოების ჩართულობისგან სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რომელიც შეგიძლიათ გარდაქმნათ მატერიალურ ეკონომიკურ აქტივად.

რა შეზღუდვები გააჩნია Friend.tech-ს?

Friend.tech-ის ძირითადი შეზღუდვები მოიცავს შემდეგს:

1. კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული საკითხები 

პოტენციურ რისკს წარმოადგენს Friend.tech-ის სავალდებულო თანამშრომლობა Twitter-თან. იმის გათვალისწინებით, რომ Twitter ჰაკერების საყვარელი სამიზნეა, ძალიან მნიშვნელოვანია გამოიჩინოთ სიფრთხილე. მომხმარებლებისთვის რისკის შემცირების რეკომენდებული ზომაა აპლიკაციის ნებართვების გაუქმება Twitter-ის პარამეტრების მეშვეობით, რაც გააუქმებს მონაცემთა შორის არსებულ ნებისმიერ არასასურველ კავშირს და დაიცავს მათ ციფრულ იდენტობას. ასევე, თუ Friend.tech-ს კომპიუტერით გამოიყენებით და მოახდენთ მისი პარამეტრების კონფიგურირებას დეველოპერის ინსტრუმენტებით მეშვეობით, შეგიძლიათ გაზარდოთ უსაფრთხოების დონე. 

2. უსაფრთხოების საკითხები 

კრიპტო-საზოგადოების წევრებმა აღნიშნეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი. ერთ-ერთი ასეთი საკითხია საფულეების გასაღებები განთავსება Friend.tech-ის სერვერზე, რომელიც ნაწილობრივ კასტოდიალურია. ეს წარმოადგენს უსაფრთხოების რისკებს პოტენციური ჰაკერული თავდასხმებისა და ხელმისაწვდომობის მესამე მხარეზე დამოკიდებულების გამო.

Friend.tech-თან დაკავშირებული კიდევ ერთი რისკია ის, რომ backend-ზე არ არსებობს ბოტებისგან დაცვის საშუალება. ბოტებისგან დაცვის არარსებობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან ეს ამარტივებს ბოტების შექმნას, რომლებიც უწყვეტად უკავშირდებიან Friend.tech-ის სერვერებს ახალი ანგარიშის შექმნის აქტივობების გამოვლენის მიზნით. ამ ინფორმაციის გამოყენებით, ბოტებს შეუძლიათ ახალი მომხმარებლების აქციების სწრაფად შეძენა მათ მიერ ბლოკჩეინზე პირველი შესყიდვის განხორციელების შემდეგ, რაც ბოტებს ანიჭებს არასამართლიან უპირატესობას.

3. რენტაბელობის საკითხები

Friend.tech-ის პლატფორმის დიზაინის გამო, რომელიც უზრუნველყოფს პოპულარობის მონეტიზაციას რთულია დიდი ოდენობით შემოსავლის გამომუშავება დიდი რაოდენობით ფოლოვერების არსებობის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ რაც უფრო დიდია თქვენი აუდიტორია, მით უფრო მაღალია გაზიარებული ექსკლუზიური კონტენტიდან ან შეთავაზებებიდან შემოსავლის მიღების პოტენციალი.

შეჯამება

მისი გაშვების დღიდან, Friend.tech-მა გამოავლინა მნიშვნელოვანი პოტენციალი. გასაღებების უნიკალური გამოყენების კომბინირება კრეატორის პოპულარობასთან და არსებულ მოთხოვნებთან, ქმნის მიმზიდველ გარემოს როგორც კრეატორებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. 

კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, პლატფორმა ამას განიხილავს, როგორც ზრდისა და გაუმჯობესების შესაძლებლობებს. სამომავლოდ, Friend.tech-ის მიდგომის სიმარტივემ და ეფექტურობამ შეიძლება შეცვალოს სოციალური მედიისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების ურთიერთქმედების ფორმა. 

პლატფორმის განვითარების პარალელურად, მოსალოდნელია რომ ის გააგრძელებს მომხმარებლების მოზიდვასა და კრეატორების მხარდაჭერას. Friend.tech-მა შეიძლება შემოგვთავაზოს ბევრი სიახლე და საინტერესო იქნება მისი სამომავლო განვითარებისთვის თვალის დევნება. მიუხედავად ამისა, ეს პროდუქტი ჯერ კიდევ ახალია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახალ პროექტებთან დაკავშირებით ჩაატაროთ საკუთარი მოკვლევა. 

დამატებითი საკითხავი

უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ რაიმე ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..