PoR სისტემით, ბირჟის რეზერვებში განთავსებული უნდა იყოს თანხა, რომელიც ტოლია (ან მეტია) მომხმარებლების მიერ შეტანილი მთლიანი აქტივების ოდენობის. თუ ეს კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, შეიძლება ითქვას, რომ ბირჟა "სრულად არის უზრუნველყოფილი". თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბირჟას არ შეუძლია ერთ აქტივის მეორით ჩანაცვლება. მაგალითად, როდესაც მომხმარებელი დეპოზიტზე განათავსებს 1 Bitcoin-ს, ბირჟამ უნდა გაზარდოს საკუთარი რეზერვები 1 Bitcoin-ით, თუმცა ამისათვის სხვა კრიპტოვალუტის გამოყენება არ შეუძლია. ამ რიცხვების შესაბამისობაში მოსაყვანად, მას ასევე არ შეუძლია საკუთარი კორპორაციული ჰოლდინგების გამოყენება.
PoR არ აძლევს ბირჟებს იმის საშუალებას, რომ მომხმარებლის აქტივები მოგების მისაღებად გამოიყენონ. მაგალითად, PoR არ აძლევს ბირჟებს საშუალებას, რომ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა სესხის სახით გაიტანონ და გამოიყენონ ის ინვესტირებისთვის.
PoR-ის მეშვეობით, ნებისმიერს შეუძლია შეამოწმოს, რომ კრიპტო ბირჟას სრულად აქვს შენახული მომხმარებლების მიერ დეპოზიტებზე შეტანილი აქტივები. შესაბამისად, ბირჟებს არ ეძლევათ ამ ბალანსების არადანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა, რაც გამოიწვევდა მომხმარებლის ნდობის დაკარგვას და მათ ბირჟასთან თანამშრომლობის სურვილს დააკარგვინებდა.
ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინვესტიციების ერთ-ერთი ტიპი, რომელიც წარმოადგენს მსესხებლისთვის, როგორც წესი, ...
დიდი მოცულობის მონაცემების ორგანიზების და სტრუქტურიზების მეთოდი, რომელიც ამარტივებს მათ დამუშავებას. ჰეშზე ...
ტოკენი, რომლის შექმნის მიზანია Ethereum-ზე სტეიკინგი ინვესტორებისთვის გახადოს უფრო ინკლუზიური და მოქნილი.