Flashbots-ის მუშაობის პრინციპის გასაგებად, ჯერ უნდა გაეცნოთ ტერმინი „მაინერის ამოღებადი ღირებულების“(MEV) მნიშვნელობას. MEV ნიშნავს მოგებას, რომლის მიღებაც შეუძლიათ მაინერებს ბლოკის მაინინგის დროს ტრანზაქციების ბლოკში შეტანით, ბლოკიდან ამოღებით ან მათი თანმიმდევრობის შეცვლით.
Flashbots ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს კრიპტო ვაჭრობაში, DeFi-ში და ზოგადად ბლოკჩეინის ეკოსისტემაში, ვინაიდან ის ფოკუსირებულია გამჭვირვალობის დანერგვაზე და MEV-ის აქტივობაზე წვდომის დემოკრატიზაციაზე. ეს მოიცავს „წინმსწრები“ და „მომყოლი“ ტრანზაქციების პრევენციას, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ტრეიდერებსა და მომხმარებლებზე.
„წინმსწრები“ ტრანზაქცია წარმოადგენს უსამართლო უპირატესობის მოპოვების მეთოდს, რომლის დროსაც მომხმარებელი საკუთარი ტრანზაქციას აგზავნის სხვა მომხმარებლის ტრანზაქციის წინ, ხოლო „მომყოლი“ გულისხმობს ტრანზაქციის განზრახ გაგზავნას სხვა მომხმარებლის ტრანზაქციის შემდეგ.
ამ პრობლემური საკითხების გადასაჭრელად, Flashbots-მა შექმნა ცალკე არხი ბლოკში ტრანზაქციების დასამატებლად, რაც ხელს უწყობს ტრანზაქციების თანმიმდევრობის განსაზღვრის პროცესის ღიად და სამართლიანად წარმართვას. პროცესს დაახლოებით ასეთი სახე აქვს:
მესამე მხარის block builder-ები ქმნიან ტრანზაქციების პაკეტებს და Flashbots-ის ქსელის მეშვეობით წარუდგენენ მათ მაინერებს.
Block builder-ების მიერ ტრანზაქციების შერჩევა და დალაგება ხდება პოტენციური მოგების მიხედვით (MEV).
შემდგომ მაინერები უშუალოდ ურთიერქმედებენ ქსელთან და block builder-ების მიერ შემოთავაზებული მოგების წილის საფუძველზე ირჩევენ, თუ რომელი პაკეტები დაამატონ ახალ ბლოკებში.
პრიორიტეტს მიიღებენ ის მომხმარებლები, რომლებიც block builder-ებს გაუგზავნიან ტრანზაქციებს, რომელსაც თან ახლავს გასამრჯელო (წახალისების სახით), რაც ქმნის ტრანზაქციის თანმიმდევრობის განსაზღვრის პროცესოს გამჭვირვალობას, სამართლიანობას და ეფექტურობას.
Flashbots თავის მომხმარებლებს და კონტრიბუტორებს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქტს და მომსახურებას:
Flashbots აუქციონი: ღია სავაჭრო ბირჟა ტრანზაქციების ეფექტური და სამართლიანი ორგანიზებისთვის. ის ვალიდატორებს აძლევს ბლოკის შექმნის დავალების მესამე მხარის block builder-ების ქსელისთვის დელეგირების საშუალებას ბლოკის მომგებიანობის ოპტიმიზაციის მიზნით.
Flashbots Protect: ეს არის Remote Procedure Call (RPC) სისტემა, რომლის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ პირს „წინმსწრები“, „მომყოლი“ და წარუმატებელი ტრანზაქციებისგან. RPC არის ერთგვარი კომპიუტერული სერვერი, რისი საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ბლოკჩეინის მონაცემების წაკითხვა და ტრანზაქციების განხორციელების ხელშეწყობა სხვადასხვა ქსელებში და ქსელებს შორის.
Flashbots Data: ეს არის dashboard-ები და ინსტრუმენტები, რომლის დანიშნულებაა Ethereum-ის ბლოკჩეინზე და Flashbots Auction-ზე მიმდინარე MEV ოპერაციების გამჭირვალობის გაუმჯობესება.
მოდით განვიხილოთ Flashbots-ის მიერ კრიპტო სფეროში შემოთავაზებული ზოგიერთი განსაკუთრებული უპირატესობა:
ტრანზაქციების ორგანიზების აუქციონის მექანიზმის მეშვეობით, მაინერებს შეუძლიათ მეტი მოგების მიღება უფრო მაღალი საკომისიოს მქონე ტრანზაქციების დამატებით და მათთვის პრიორიტეტების მინიჭებით.
Flashbots ამცირებს „წინმსწრები“ და „მომყოლი“ ტრანზაქციების განხორციელების ალბათობას. ეს უზრუნველყოფს ტრანზაქციების სამართლიანად და უსაფრთხოდ აღსრულებას
Flashbots ამცირებს ბოროტმოქმედების მიერ MEV-ის ექსტრაქციის გამოყენების რისკს, რისთვისაც ის ქმნის ღია აუქციონს ტრანზაქციების ორგანიზებისთვის
Flashbots ზრდის გამჭვირვალობას, რადგან ის ტრეიდერებს აძლევს ტრანზაქციების რეალური ღირებულების ნახვის საშუალებას.
მოდით განვიხილოთ Flashbots-ის გამოყენების შეზღუდვები კრიპტოთი ვაჭრობის სფეროში:
Flashbots მუშაობს off-chain ტრანზაქციის სისტემის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია უნებლიედ მოახდინოს ტრანზაქციების თანმიმდევრობის კონტროლის ცენტრალიზება. თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გარედან კონტროლდება და ამას ახორციელებს ადამიანების მცირე ჯგუფი, ეს ზრდის თაღლითური ქმედებების ალბათობას.
არსებობს ბაზრის მანიპულირების რისკი. Flashbots მაინერებს აძლევს უფრო მაღალი საკომისიოს მქონე ტრანზაქციებისთვის პრიორიტეტის მინიჭების საშუალებას, ვინაიდან ზოგიერთი ტრეიდერის ქმედებებმა შეიძლება პოტენციურად გამოიწვიოს ფასების ზრდა არასამართლიანი უპირატესობის მოსაპოვებლად.
მცირე მოცულობით მოვაჭრე ტრეიდერებს შეიძლება გაუჭირდეთ დიდი მოცულობით მოვაჭრეებისთვის კონკურენციის გაწევა, ვინაიდან მათ შეუძლიათ ტრანზაქციების უფრო მაღალი საკომისიოების გადახდა, რაც შექმნის არათანაბარ პირობებს მცირე მოცულობით მოვაჭრეებისთვის.
Flashbots-ის დანერგვა შეიძლება იყოს რთული არსებული ეკოსისტემის სტრუქტურასთან დაკავშირებული ტექნიკური სირთულეებისა და თავსებადობის საკითხების გამო
2022 წელს Flashbots-მა შემოგვთავაზა SUAVE-ის კონცეფცია, რომლის მიზანია block builder-ის როლის დეცენტრალიზაცია და ტრანზაქციების ექსკლუზიურად ორგანიზების შესაძლებლობის მქონე ცენტრალიზებულ სისტემებთან ბრძოლა.
სენდვიჩ ტრეიდინგი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სენდვიჩ შეტევები ან „სენდვიჩინგი“, არის კრიპტოვალუტის ბაზრ...