მეტასამყარო
მეტასამყარო არის მუდმივი, ონლაინ სამგანზომილებიანი გარემო, რომელიც ბევრი აზრით მომავლის ციფრული გამოცდილების მთავარი ელემენტია. მას ასევე უწოდეს „გამოცდილების ინტერნეტი“ და „სამგანზომილებიანი ინტერნეტი“. არსებობს მოსაზრება, რომ მომავლის ინტერნეტი, სადაც მომხმარებლები ვირტუალურად იმუშავებენ, ერთმანეთს შეხვდებიან, ითამაშებენ და სოციალიზდებიან, დაკავშირებული იქნება
Web3-ის ცნებასთან.
ტერმინი პირველად გვხვდება 1992 წელს გამოსულ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნში Snow Crash, რომელშიც ავტორი ნილ სტივენსონი ფიზიკური რეალობის მიღმა არსებულ ვირტუალურ სამყაროს აღწერს. მეტასამყარო შეიძლება იყოს ვირტუალური რეალობა, გაძლიერებული რეალობა და შერეული რეალობა. წარმოსახვითი მეტასამყარო ჯერ არ არსებობს, მაგრამ ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება. ბევრი
ტექ-კომპანია მუშაობს ვირტუალური სამყაროს სხვადასხვა ვერსიაზე, რომლებსაც ზოგი მეტასამყაროს უწოდებს, სხვები კი ამ ტერმინის გამოყენებისგან თავს იკავებენ. ფიქრობენ, რომ მეტასამყაროს საწყისი ვერსიების დახვეწისთვის ყველაზე წარმატებული ვიდეოთამაშებია.
ბლოკჩეინის ტექნოლოგია მეტასამყაროს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი არ არის, მაგრამ მისი დახმარება შეუძლია. ბლოკჩეინის ტექნოლოგია ფუნქციონირებაში ეხმარება ციფრულ ეკონომიკებს. მომხმარებლებს სხვადასხვა ვალუტების, გამოყენებითი ტოკენების და ვირტუალური ნივთების (NFT) ფლობა და გადაცვლა შეუძლიათ ყველგან, მათ შორის
სხვადასხვა მეტასამყაროებშიც. მეტასამყაროს სარგებლის მიღება შეუძლია კრიპტო საფულეებისგანაც, რომელსაც მომხმარებლები ვირტუალური ქონების უკეთ განკარგვისთვის გამოიყენებენ. ამას გარდა ბლოკჩეინ ტექნოლოგიას მომავლის მეტასამყაროებისთვის მართვის სანდო და გამჭვირვალე სისტემების შეთავაზება შეუძლია.