პირველადი DEX შეთავაზება (IDO)
პირველადი DEX შეთავაზება (IDO) არის ბლოკჩეინის მიერ თანხების მოზიდვის მეთოდი. ეს არის პირდაპირ
დეცენტრალიზებულ ბირჟაზე (DEX) ჩატარებული ტოკენების საჯარო გაყიდვა. თანხების მოზიდვის ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, როგორიცაა
მონეტის პირველადი შეთავაზება (ICO), რომელშიც მონაწილეობს ცენტრალური მართვის რგოლი, IDO პროექტებს აძლევს დეცენტრალიზებული გზით თანხების მოზიდვის საშუალებას, რაც გთავაზობთ მყისიერი ვაჭრობის შესაძლებლობას, ლიკვიდურობას და სამართლიანი ფასის დადგენას.
როგორც წესი, IDO-ს ტოკენის გამომშვები DEX-ზე ქმნის
ლიკვიდურობის პულს. ლიკვიდურობის პულები არის სმარტ კონტრაქტში არსებული ტოკენების წყვილები, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ვაჭრობა. ამ შემთხვევაში, წყვილი მოიცავს ახალ ტოკენს და უკვე არსებულ ტოკენს, როგორიცაა ეთერი (ETH) ან
BNB. თანხების მოზიდვის ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ვაჭრობა პირდაპირ და ავტომატურად ხორციელდება ბლოკჩეინზე, სმარტ კონტრაქტის მეშვეობით.
მომხმარებლებს შეუძლიათ IDO-ში მონაწილეობა მიიღება საკუთარი კრიპტო საფულის გამოყენებით. არ არის საჭირო ცენტრალიზებული შუამავალი რგოლი. პოპულარული IDO პლატფორმების მაგალითებია
UniSwap,
PancakeSwap და
SushiSwap.
თუმცა, IDO-ში მონაწილეობა დაკავშირებულია პოტენციურ რისკებთან. როგორც ნებისმიერი ინვესტიციის შემთხვევაში არსებობს შანსი, რომ IDO-ს ტოკენების ღირებულება არ გაიზრდება და ისინი გახდება უსარგებლო. გარდა ამისა, IDO-ს მეშვეობით გაშვებული ზოგიერთი პროექტი არის დაუსრულებელი და შესაძლოა თაღლითობასთანაც იყოს დაკავშირებული. კრიპტოსთან დაკავშირებული ინვესტიციების განხორციელებამდე, აუცილებელია ჩაატაროთ საკუთარი მოკვლევა.