რა არის Mira (MIRA)?

რა არის Mira (MIRA)?

განახლებული Sep 26, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • Mira არის დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მონაცემების ნდობის საჭიროების გარეშე ვერიფიკაციისთვის და მისი დანიშნულებაა ისეთი გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა ჰალუცინაციები და სუბიექტურობა ხელოვნური ინტელექტის სისტემებში.

  • პლატფორმა გვთავაზობს მექანიზმებს, როგორიცაა ბინარიზაცია, განაწილებული ვერიფიკაცია და ვერიფიკაციის მტკიცებულება, რაც უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის სისტემების სანდოობას.

  • MIRA არის პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი. ეს გამოიყენება API წვდომისთვის, სტეიკინგისთვის და მართვისთვის ქსელის მასშტაბით.

რა არის Mira?

Mira არის ხელოვნური ინტელექტისთვის (AI) შექმნილი ვერიფიკაციის დეცენტრალიზებული ქსელი. დღეისათვის, ხელოვნური ინტელექტის სისტემების უმეტესობა საჭიროებს ადამიანის ზედამხედველობას, რადგან მათი გამომავალი მონაცემები შეიძლება შეიცავდეს შეცდომებს ან იყოს სუბიექტური. Mira განსხვავებულ მიდგომას იყენებს, რადგან ის ხელოვნური ინტელექტის გამომავალ შედეგებს გადამოწმებად დებულებებად გარდაქმნის და ვერიფიკაციისთვის დამოუკიდებელი მონაწილეების ქსელში აგზავნის.

Mira იყენებს მექანიზმებს, როგორიცაა ბინარიზაცია, განაწილებული ვერიფიკაცია და ვერიფიკაციის დადასტურება, რათა გააუმჯობესოს ხელოვნური ინტელექტის სისტემების სანდოობა. ქსელი ასევე გვთავზობს პერსონალიზებადი ხელოვნური ინტელექტის სამუშაო პროცესების პლატფორმას, რომელსაც დეველოპერები SDK-ის ან პირდაპირი API ბრძანებებით უკავშირდებიან, რაც ამარტივებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ინტეგრირებას და ამავდროულად ამცირებს მათი შემუშავების სირთულეს და დროს.

როგორ მუშაობს Mira

ბინარიზაცია

Mira ვერიფიკაციის პროცესს ბინარიზაციით იწყებს. ეს არის მეთოდი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის კომპლექსურ პასუხს უფრო მცირე, გასაგებ დებულებებად შლის, რომლებიც ინდივიდუალურად შეიძლება შემოწმდეს. სიზუსტისთვის, სრული გამომავალი მონაცემის ერთიანად ვალიდაციის ნაცვლად, თითოეული დებულება განიხილება, როგორც ცალკე ერთეული.

მაგალითისთვის ავიღოთ წინადადება: „პარიზი არის საფრანგეთის დედაქალაქი და ეიფელის კოშკი არის მისი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა“. Mira ამას ორ დებულებად ყოფს: „პარიზი არის საფრანგეთის დედაქალაქი“ და „ეიფელის კოშკი არის პარიზის ღირსშესანიშნაობა“. თითოეული დებულების სათითაოდ გადამოწმებით, Mira ამარტივებს შეცდომების პოვნის/გასწორების პროცესს და აუმჯობესებს სისტემის სანდოობას.

განაწილებული ვერიფიკაცია

მას შემდეგ რაც Mira ხელოვნური ინტელექტის გამომავალ მონაცემებს პატარა, დებულებების სახელით ცნობილ სეგმენტებად დაყოფს, ქსელშიამ დებულებებს ამოწმებენ კონკრეტული ნოდები. ვინაიდან არც ერთ ნოდს არ აქვს წვდომა მთლიან გამომავალ მონაცემებზე, ეს აძლიერებს სისტემის უსაფრთხოებას და ართულებს რომელიმე მხარის მიერ შედეგების მანიპულაციას. სხვადასხვა ვერიფიკატორებიდან მიღებული შედეგების შეგროვებით, Mira ამცირებს სუბიექტურობას და ხელოვნური ინტელექტის გამომავალი მონაცემების ჰალუცინაციის შანსებს.

ვერიფიკაციის მტკიცებულება

Mira-ს ვერიფიკაციის მტკიცებულების მექანიზმი აერთიანებს ეკონომიკურ წახალისებებს და გამოთვლების შედეგების შემოწმების შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყოს სანდო შედეგების წარმოდგენა. ის აერთიანებს Proof of Work-ს (PoW), სადაც ვერიფიკატორები ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ სამუშაო ნამდვილად შესრულდა, და Proof of Stake-ს (PoS), სადაც მონაწილეები ტოკენებს განათავსებენ სტეიკინგზე და იღებენ სარგებელს ქსელში შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ.

თუ სტატისტიკური შემოწმების შედეგად არაკეთილსინდისიერი ქცევა დაფიქსირდება, ვერიფიკატორები დაკარგავენ სტეიკინგზე განთავსებულ ტოკენებს მათი სლეშინგის შედეგად. ეს დიზაინი უზრუნველყოფს არასათანადო ქცევის პრევენციას და ამავდროულად აჯილდოებს ვერიფიკატორებსზუსტი და სანდო შედეგების წარმოდგენისთვის.

აპლიკაციების შექმნა Mira-ზე

Mira Flows დეველოპერებს სთავაზობს ხელოვნური ინტელექტის პლატფორმას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს შექმნან და გაუშვან აპლიკაციები Mira-ს ვერიფიკაციის ქსელზე. ამ სამუშაო პროცესებში შედის ზოგადი დავალებები, როგორიცაა სუმარიზაცია, მონაცემების ექსტრაქცია და მრავალსაფეხურიანი pipeline-ები.

დეველოპერებს შეუძლიათ მათი პირდაპირ პროდუქტებში ინტეგრირება მარტივი API ბრძანებების გამოყენებით. მათ ასევე შეუძლიათ შექმნან უფრო პერსონალიზებული ტექნოლოგები Mira Flows SDK-ს მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს AI pipeline-ების შექმნის და რედაქტირების Python-ის ინსტრუმენტების ნაკრებს. SDK უზრუნველყოფს დიდი მოცულობის ენის მოდელების ინფორმაციის ბაზებთან ინტეგრირებას, რაც ხელს უწყობს ჩატბოტების, მაღალი დონის სამუშაო პროცესების და მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების შემუშავებას.

ეკოსისტემა 

Klok 

Klok არის Mira-ზე გაშვებული ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი. ეს ინსტრუმენტი წარმოგვიდგენს ერთიან ინტერფეისს ხელოვნური ინტელექტის მოდელებისთვის, რომელთა შორისაა DeepSeek, ChatGPT და Llama ფარგლებში, რაც მომხმარებლებს აძლევს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ფართო სპექტრთან წვდომის შესაძლებლობას. Klok-ს შეუძლია რთული ინფორმაციის შეჯამება, სხვადასხვა მონაცემების გაანალიზება, როგორიცაა საფულის აქტივობა, სოციალური მედიის კონტენტის გენერირება და საკუთარი პასუხების მომხმარებელთა პრეფერენციებზე და კონტექსტზე მორგება.

Delphi Oracle

Delphi Oracle არის ხელოვნური ინტელექტის მიერ მხარდაჭერილი კვლევის ასისტენტი, რომელიც შექმნილია Mira Network-ისა და Delphi Digital-ის მიერ. ეს ინსტრუმენტი ინტეგრირებულია Delphi-ს წევრების პორტალში და შექმნილია, რათა მხარი დაუჭიროს Delphi Digital-ის ინსტიტუციურ კვლევაზე წვდომას. ის უზრუნველყოფს კომპლექსური ანგარიშების სტრუქტურირებული შეჯამებების გენერირებას და ეყრდნობა Mira-ს მარშრუტიზაციას, ქეშირებას და დამამტკიცებელ API-ებს პასუხების გენერირების ეფექტურობისა და სანდოობისთვის.

მომხმარებლის აპლიკაციები

  • Learnrite: კვლევითი ინიციატივა, რომელიც ორიენტირებულია ვერიფიცირებული საგანმანათლებლო კონტენტის შემუშავებაზე. ეს კვლევა სწავლობს დიდი ტექსტის ვერიფიკაციის ახალ მეთოდებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება აკადემიურ და საგანმანათლებლო სფეროებში.

  • Astro: ასტროლოგიური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს ასტროლოგებთან დაკავშირების და პერსონიზებული ჰოროსკოპის შედგენის შესაძლებლობას აძლევს. ის გვთავაზობს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა რეგულარული განახლებები და პერსონალიზებული გზამკვლევი, რომლებიც თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზეა მორგებული.

  • Amor: ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აპლიკაცია, რომელიც გთავაზობთ პლატფორმას გულახდილი საუბრებისთვის. ის მომხმარებლებს აძლევს ურთიერთობის და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას.

MIRA ტოკენი

MIRA არის Mira პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი, რომლის მაქსიმალური მარაგი შეადგენს 1 მილიარდ ტოკენს. ის ხელმისაწვდომია მე-2 დონის Base ქსელში ERC-20 ტოკენის სახით. MIRA ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:

  • API წვდომა: MIRA შეიძლება გამოყენებულ იქნას Mira-ს API-ების და დეველოპერის სამუშაოების საფასურის ასანაზღაურებლად; ტოკენის მფლობელები იღებენ პრიორიტეტულ წვდომას და ფასდაკლებულ ტარიფებს.

  • AI აპლიკაციები: Mira SDK-ის მესვეობით, MIRA მხარს უჭერს ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებს, როგორიცაა ავთენტიფიკაცია, გადახდები, მეხსიერება და გამოთვლა.

  • სტეკინგი: ნოდის ოპერატორებს შეუძლიათ განახორციელონ MIRA-ს სტეკინგი, რათა უზრუნველყონ ქსელის უსაფრთხოება, შედეგად, კედილსინდისიერ მონაწილეები იღებენ ჯილდოებს, არასათანადო ქცევისთვის კი მათ ეკისრებათ ჯარიმები.

  • მმართველობა: MIRA-ს მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ გადაწყვეტილებებს ტოკენების გამოშვებასთან, განახლებებთან და პროტოკოლის დიზაინთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს ქსელის განვითარების მიმართულების ფორმირებას.

Mira (MIRA) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 25 სექტემბერს, Binance-მა განაცხადა, რომ MIRA იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 45-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 20-დან 22 სექტემბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს MIRA-ს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 20 მილიონი MIRA, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 2%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა MIRA-ს ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Mira არის დეცენტრალიზებული ვერიფიკაციის ქსელი, რომელიც შექმნილია AI-ის გამომავალი მონაცემების სანდოობის გასაუმჯობესებლად; ის აგვარებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ჰალუცინაციები და მიკერძოება. ქსელის არქიტექტურა აერთიანებს ბინარიზაციას, განაწილებულ ვერიფიკაციას და კონსენსუსის ჰიბრიდულ მოდელს, რაც უზრუნველყოფს ნდობის საჭიროების გარეშე ვერიფიკაციას. Mira გვთავაზობს სხვადასხვა აპლიკაციებს, როგორიცაა Delphi Oracle, Astro, და Amor, რაც გვაძლევს ისი სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას, დაწყებული კორპორაციული სისტემებით და დამთავრებული ყოველდღიური სამომხმარებლო აპლიკაციებით.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.








პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.