მთავარი დეტალები
Holoworld AI წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის (AI) სერვისებით ვაჭრობის და სოციალურ პლატფორმას, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან, გაყიდონ და გაუშვან AI აგენტები პროგრამირების ცოდნის საჭიროების გარეშე.
პლატფორმა გვთავაზობს Ava Studio-ს AI ვიდეოების შექმნისთვის, Agent Market-ს AI აგენტებით ვაჭრობისთვის და OpenMCP-ს ამ აგენტების ბლოკჩეინზე ინტეგრაციისთვის.
Holoworld-ის AI აგენტების მონაცემები იწერება Solana ბლოკჩეინზე, რაც გვთავაზობს მფლობელობის ვერიფიცირებად მტკიცებულებას და ამ აგეტების ციფრული აქტივების სახით გამოყენების შესაძლებლობას.
HOLO წარმოადგენს ამ ქსელის ადგილობრივ ტოკენს. ის გამოიყენება სტეიკინგისთვის, მმართველობის პროცესში და ეკოსისტემის აქტივობებში მონაწილეობისთვის.
რა არის Holoworld AI?
Holoworld AI არის დეცენტრალიზებული სავაჭრო და სოციალური პლატფორმა ხელოვნური ინტელექტის (AI) სერვისებისთვის. პლატფორმა ნებისმიერ მომხმარებელს აძლევს AI აგენტების შექმნის, გაყიდვის და გაშვების შესაძლებლობას პროგრამირების ცოდნის საჭიროების გარეშე. Hologram Labs-ის მიერ შექმნილი Holoworld AI აერთიანებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს, რაც გვაძლევს ინტერაქტიული და ვერიფიცირებადი ვირტუალური პერსონაჟების შექმნის შესაძლებლობას. სტატიკური ავატარებისგან განსხვავებით, Holoworld AI აგენტებს შეუძლიათ კომუნიკაცია ტექსტის, ხმის ან 3D მოდელების მეშვეობით, რაც აუმჯობესებს ინტერაქტიულობას.
პლატფორმა გვთავაზობს სხვადასხვა ინსტრუმენტებს, მაგალითად Ava Studio-ს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია AI ვიდეოების შექმნა, ასევე, Agent Market-ს, სადაც შესაძლებელია აგენტების ლისტინგი, გაყიდვა და გაშვება. ამ ფუნქციების მეშვეობით, Holoworld AI წარმოგვიდგენს სტრუქტურას ინტერაქტიული ციფრული პერსონაჟების შესწავლისთვის და მედია სერვისებზე და ონლაინ აქტივობებზე ექსპერიმენტების ჩატარებისთვის.
როგორ მუშაობს Holoworld AI
AI აგენტები
Holoworld AI-ს დანიშნულებაა AI აგენტების გაშვება, რომელთაც შეუძლიათ მოქმედება და კომუნიკაცია მომხმარებლების სახელით. ეს აგენტები წარმოადგენს მომხმარებლების ციფრულ იდენტობას, რომელთა გაშვება სხვადასხვა პლატფორმებზეა შესაძლებელი. თითოეული AI აგენტის მონაცემები ჩაწერილია Solana ბლოკჩინზე, რაც გვთავაზობს მფლობელობის ვერიფიცირებად მტკიცებულებას და ამ აგეტების ციფრული აქტივების ან ინტელექტუალური საკუთრების სახით გამოყენების შესაძლებლობას.
სოციალურ ქსელებთან, მაგალითად X პლატფორმასთან დაკავშირების შემდეგ, ეს აგენტი შეგიძლიათ გაუშვათ თქვენი ონლაინ წარმომადგენლის სახით, რომელიც იმოქმედებს თქვენი სტილის და გარეგნობის იმიტაციით. თქვენი აგენტის გაშვება ასევე შეგიძლიათ ლაივსტრიმებზე, ბრენდის არხებზე და სხვა ციფრულ სივრცეებში, რაც გაძლევთ მისი როგორც პირადი, ასევე პერსონალური დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას.
კრედიტები
Holoworld იყენებს კრედიტზე დაფუძნებულ სისტემას, რომლითაც ხდება AI აგენტების მუშაობის ხარჯების დაფარვა. ეს კრედიტები, რომლებიც ცნობილია Holo კრედიტების სახელწოდებით, გამოიყენება სხვადასხვა ხარჯების დასაფარად, მაგალითად ენის მოდელებთან ურთიერთქმედების, API მოთხოვნების და 3D რენდერინგის საფასურის გადასახდელად. კრედიტების მისაღებად, მომხმარებელმა უნდა დაწვას დოლარის ეკვივალენტური ღირებულების AVA ტოკენები, რომელიც არის Holoworld-ზე გაშვებული პირველი AI აგენტის ტოკენი. მაგალითად, 50 აშშ დოლარის ღირებულების AVA-ს დაწვით მიიღებთ 50 Holo კრედიტს. ყველა ხარჯის გაერთიანების წყალობით, ეს სისტემა ამარტივებს გადახდების კონტროლსა და მართვას.
ძირითადი ფუნქციები
Ava Studio
Ava Studio არის Holoworld-ის ვიდეო-რედაქტორის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ტექსტური ბრძანებების ვიდეო ფაილად გარდაქმნის შესაძლებლობას. პლატფორმა გეხმარებათ AI პერსონაჟების გენერირებაში, სკრიპტების წერაში, სცენების შექმნაში და საუბრის, ხმოვანი ეფექტების და ფონური მუსიკის დამატებაში. თქვენი ვიდეოს თითოეული კომპონენტი რედაქტირებადია, რაც საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ ვიზუალი, დროები და დიალოგები, სანამ არ მიიღებთ თქვენი ჩანაფიქრის შესაბამის პროდუქტს.
პლატფორმა გთავაზობთ მუშაობის ორ ძირითად ვარიანტს: შეგიძლიათ ნულიდან შექმნათ ორიგინალური კონტენტი ბრძანებების მეშვეობით ან გამოიყენოთ წინასწარ მომზადებული შაბლონები, რაც პროდუქტის უფრო სწრაფად გენერირების შესაძლებლობას მოგცემთ. რეგისტრაციის დროს, ახალი მომხმარებელი იღებს უფასო კრედიტებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელოა ვიდეოების, სცენების ან ხმოვანი კონტენტის გენერირებისთვის. Ava Studio-ს მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ გააერთიანოთ ავტომატიზაციის ფუნქცია და რედაქტირების მარტივი ინსტრუმენტები, რაც მოგცემთ ვიდეოების სწრაფად შექმნის საშუალებას, რისთვისაც არ არის საჭირო ტრადიციული რედაქტირების უნარები.
Agent Market
Agent Market გთავაზობთ AI აგენტების შექმნის, გაშვების და გაყიდვის შესაძლებლობას. ის არის როგორც გაშვების, ასევე სავაჭრო პლატფორმა, რომელიც წარმოგიდგენთ ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ აგენტები და გაუშვათ ისინი სხვადასხვა პლატფორმაზე. თითოეულ აგენტს აქვს ID ბარათი, რომელშიც მოცემულია მისი სახელი, ბიოგრაფია, ხმა, პროფილის გამოსახულება და აღწერილია, თუ როგორ ურთიერთქმედებს სხვებთან.
თქვენი აგენტის საინფორმაციო ბაზის შესაქმნელად შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილები ან ბმულები, ასევე შეგიძლიათ დააკორექტიროთ მისი ხასიათი შაბლონების ან ბრძანებების გამოყენებით. აგენტის გაშვების შემდეგ შეგიძლიათ მისი გაყიდვა, გარდა ამისა, სხვა მომხმარებლებს შეუძლიათ მისი პროფილის გაცნობა, ისტორიის ნახვა ან მასთან ლაივ-ჩატის მეშვეობით დაკავშირება. სავაჭრო პლატფორმების გარდა, ამ აგენტების გამოყენება შეგიძლიათ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, როგორიცაა X, YouTube და Twitch, რისი მეშვეობითაც მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც ინტერაქტიული კომპანიონის, ასევე ციფრული აქტივის სახით.
OpenMCP
OpenMCP (Model Context Protocol) წარმოადგენს ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებულ სტრუქტურას, რომელიც გვთავაზობს AI აგენტების Web3 სისტემებთან ურთიერთქმედების სტანდარტიზებულ მეთოდს. ის აგენტებს აძლევს ბლოკჩეინებთან, სმარტ კონტრაქტებთან და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან (DApp-ებთან) საერთო ინტერფეისის მეშვეობით ურთიერთქმედების შესაძლებლობას. ეს სტრუქტურა მოიცავს სხვადასხვა ინსტრუმენტებს, როგორებიცაა EVM Agent Kit და EVM MCP, რომლებიც მუშაობს EVM-თან თავსებად ბლოკჩეინებზე, როგორიცაა Arbitrum. ამ კომპონენტების დახმარებით, აგენტებს შეუძლიათ სმარტ კონტრაქტების წაკითხვა და დაწერა, ბლოკჩეინის მონაცემებზე წვდომა და სხვადასხვა ქსელებზე მუშაობა.
დეველოპერის ინსტრუმენტები
Holoworld-ის გამოყენება შეუძლიათ როგორც კონტენტ-კრეატორებს, ასევე დეველოპერებს. ინსტრუმენტები, რომლებიც არ საჭიროებს პროგრამირების ცოდნას, ნებისმიერ მომხმარებელს აძლევს ხელოვნური ინტელექტის მქონე პერსონაჟების მარტივად შექმნის შესაძლებლობას, ხოლო Agent SDK-ის და API-ების საშუალებით, დეველოპერებს შეუძლიათ აგენტების აპლიკაციებში და ჩატის პლატფორმებში ინტეგრაცია. აგენტს შეიძლება მიენიჭოს უნიკალური პიროვნული მახასიათებლები და უსაფრთხოდ გაეშვას სხვადასხვა პლატფორმაზე, რისთვისაც გამოიყენება განაწილებული გამოთვლების სისტემა (MPC).
Holoworld AI ტოკენი
HOLO არის Holoworld ეკოსისტემის ადგილობრივი ტოკენი და წარმოადგენს აგენტების აპლიკაციებით ვაჭრობის პლატფორმის საბაზისო ვალუტას.
სტეიკინგი: HOLO-ს სტეიკერებს შეუძლიათ გამოიმუშაონ ჯილდოები და მიიღონ ადრეული წვდომა Hololaunch-ზე გაშვებულ ახალ პროექტებზე.
მმართველობა: HOLO-ს მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროგრამებთან, პარტნიორობებთან და პროტოკოლის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მმართველობაში მონაწილეობის ფუნქცია საზოგადოების წევრებს სთავაზობს Holoworld-ის სამომავლო განვითარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას.
კრეატორების წახალისება: HOLO ტოკენების ნაწილი განკუთვნილია ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობის აქტივობებისთვის: პლატფორმის მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობისთვის, კრეატორებს და მონაწილეებს შეუძლიათ ჯილდოების გამომუშავება.
ქსელის ვალუტა: HOLO გამოიყენება, როგორც გადახდის საშუალება Holoworld Open MCP ქსელში, მისი მეშვეობით შესაძლებელია ტრანზაქციების განხორციელება მომხმარებლებს, აგენტებსა და აპლიკაციებს შორის.
Holoworld AI (HOLO) და Binance-ის HODLer Airdrop-ები
2025 წლის 11 სექტემბერს, Binance-მა განაცხადა, რომ HOLO იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 38-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 29 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს HOLO-ს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 30 720 000 HOLO, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1,5%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა HOLO-ს ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Holoworld AI აერთიანებს ხელოვნურ ინტელექტსა და ბლოკჩეინს და გვთავაზობს პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს აძლევს ვირტუალური AI აგენტების შექმნის, გაყიდვის და მათთან ურთიერთქმედების შესაძლებლობას. ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა Ava Studio და Agent Market, ამარტივებს AI-ზე დაფუძნებული კონტენტის შექმნის და გაზიარების პროცესს. OpenMCP-ის და დეველოპერის API-ების მეშვეობით, შესაძლებელია ამ აგენტების დაკავშირება სხვადასხვა ბლოკჩინებთან და DApp-ებთან.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.