რა არის Hashflow (HFT)?

რა არის Hashflow (HFT)?

გამოქვეყნებული Jan 17, 2023განახლებული Jul 9, 2025
5m

მთავარი დეტალები

  • Hashflow გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ DEX; ის წარმოადგენს ლიკვიდურობის სისტემას, რომელიც მხარს უჭერს Web3 საფულეებსა და DeFi პროტოკოლებს, რომელთა შორისაა Jupiter, 1inch, Cowswap და KyberSwap.

  • Hashflow იყენებს ინსტიტუციური მარკეტ-მეიკერების ქსელს და არა ტრადიციულ ლიკვიდურობის პულებს. ამჟამად Hashflow-ს მხარდაჭერის მქონე აპლიკაციების მეშვეობით მილიარდობით დოლარის მოცულობის ტრანაზქციები ხორციელდება.

  • RFQ-ზე დაფუძნებული ფასების განსაზღვრის სისტემა მომხმარებელს სთავაზობს ცურვის ნულოვან მაჩვენებელს, MEV-ისგან დაცვას და ვაჭრობის გარანტირებულ აღსრულებას.

  • HFT ტოკენის მფლობელები იღებენ წილს პროტოკოლის საკომისიოებიდან. ისინი ასევე იღებენ სარგებელს ტოკენების ხელახლა შესყიდვისას.

  • Hashflow განაგრძობს განვითარებას, იზრდება მისი მხარდაჭერის მქონე ბლოკჩეინების, პროტოკოლების და მაღალი დონის მარკეტ-მეიკერების ინტეგრაციების რაოდენობა.

შესავალი

DeFi ჩაფიქრებული იყო, როგორც ღია, ეფექტური და ნდობის საჭიროების არმქონე ფინანსური სისტემა, თუმცა რეალურად ამ სისტემაში ვაჭრობა კვლავ ფრაგმენტირებულია. ეკოსისტემაში დომინირებს AMM-ები, თუმცა მათ ახასიათებს ფასის ცურვა (ფასის ცვლილება ვაჭრობის დროს), MEV-ისგან დაუცველობა (თაღლითური ვაჭრობების რისკი) და ფრაგმენტირებული ლიკვიდურობა.

ზოგიერთი პლატფორმა ერთი შეხედვით შეიძლება გამორჩეულად მოგეჩვენოთ, თუმცა ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ ინტერფეისებით განსხვავდება და ყველა მათგანი ერთი და იმავე საბაზისო AMM პულებთან არის დაკავშირებული. ეს მომხმარებელს უქმნის არჩევანის ილუზიას, სინამდვილეში კი მათ უწევთ ერთსა და იმავე არაეფექტურობასთან გამკლავება მიუხედავად იმისა, თუ რომელ პლატფორმაზე ვაჭრობენ ისინი.

Hashflow განსხვავებულ მიდგომას გთავაზობთ.

საზიარო AMM ლიკვიდურობასთან დაკავშირების ნაცვლად, Hashflow საფულეებს და აპლიკაციებს აკავშირებს ინსტიტუციური მარკეტ-მეიკერების კონკურენტულ ქსელთან RFQ (request-for-quote) სისტემის გამოყენებით. ფასების განსაზღვრა ხდება ბლოკჩეინის გარეთ, ხოლო შეკვეთების აღსრულება - ბლოკჩეინზე, რაც უზრუნველყოფს საიმედო კოტირებას, MEV-ისგან დაცვას და გარანტირებულ ფასებს ცურვის გარეშე.

რა არის Hashflow?

Hashflow არის DeFi ლიკვიდურობის შრე, რომელიც უზრუნველყოფს MEV-ისგან დაცულ ვაჭრობას და საფულეებსა და აპლიკაციებს აკავშირებს ინსტიტუციური მარკეტ-მეიკერების ქსელთან RFQ სისტემის საშუალებით.

AMM-ებისგან განსხვავებით, რომლებიც დამოკიდებულია ტოკენის სტატიკურ პულებზე, Hashflow მომხმარებელს აკავშირებს პროფესიონალი სავაჭრო ფირმების ქსელთან (მარკეტ-მეიკერებთან), რომლებიც თითოეულ სავაჭრო მოთხოვნას პასუხობენ ხელმოწერილი კვოტების გაგზავნით.

ეს კვოტები:

  • ფასის ცურვისგან გარანტირებულად არის დაცული

  • ხელმოწერილია და სრულად უზრუნველყოფს MEV-ისგან დაცვას

  • კონკურენტულია თითოეული ვაჭრობისას

ამ არქიტექტურის წყალობით, Hashflow წარმოადგენს ლიკვიდურობის შრის საუკეთესო ვარიანტს საფულეებისთვის, DApp-ებისთვის და აგრეგატორებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია საუკეთესო ფასები და საიმედო აღსრულება.

ამ მოდელის წყალობით, Hashflow:

  • ინტეგრირებულია პლატფორმებთან, რომელთა ყოველკვირეული ვაჭრობის მოცულობა 20 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

  • ყოველდღიურად ახორციელებს 30 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ვაჭრობების მარშრუტიზაციას

  • გაშვებულია 8 უმსხვილეს ბლოკჩეინზე, რომელთა შორისაა Ethereum, Solana, Base, Monad და სხვა

  • უზრუნველყოფს თვეში 50 000-ზე მეტი უნიკალური საფულის მხარდაჭერას

როგორ მუშაობს Hashflow

Hashflow-ს საფუძვლად უდევს RFQ სისტემა, რომელიც ახდენს ფასების განსაზღვრის და ვაჭრობის აღსრულების პროცესების ერთმანეთისგან განცალკევებას.

აი როგორ მუშაობს ეს:

  1. მომხმარებელი ვაჭრობას იწყებს დაკავშირებული საფულის, DApp-ის ან აგრეგატორის მეშვეობით.

  2. Hashflow მოთხოვნას გადაამისამართებს მისი მარკეტ-მეიკერების ქსელთან, რომელიც ამ მოთხოვნის პასუხად აგზავნის ფასების ხელმოწერილ კვოტებს.

  3. მომხმარებელი ირჩევს საუკეთესო კვოტას, რის საფუძველზეც ხდება ვაჭრობის აღსრულება, რომლის ფასის ცურვის მაჩვენებელი ნულოვანია და სრულად არის დაცული MEV-ისგან.

ერთი ინტეგრაციით, ინტერფეისებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა ინსტიტუციური ლიკვიდურობის ფართო ქსელზე. მეორე მხრივ, ერთმანეთთან დაკავშირებული ბლოკჩეინებიდან და პლატფორმებიდან მონაცემების მისაღებად, მარკეტ-მეიკერებს სჭირდებათ მხოლოდ ერთხელ ინტეგრაცია.

კვოტები არის სტაბილური, ფასების განსაზღვრა კი გამჭვირვალე, ხოლო Hashflow-ს მოდულური დიზაინი ამარტივებს შეკვეთების მაღალ დონეზე აღსრულებას.

HFT ტოკენი

HFT წარმოადგენს Hashflow პროტოკოლის governance ტოკენს, რაც მის მფლობელებს საშუალებას აძლევს უშუალო ზეგავლენა მოახდინონ სისტემის განვითარებაზე veHFT ტოკენის მეშვეობით.

მმართველობაში მონაწილეობის გარდა, HFT მფლობელს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს გრძელვადიანი სარგებელი პროტოკოლის გამოყენების ზრდის და განვითარების პარალელურად. აი როგორ ხდება ეს:

  • წილი საკომისიოებიდან: პროტოკოლის საკომისიოების 50% ნაწილდება HFT-ის სტეიკერებს შორის

  • ტოკენების წვა: დარჩენილი 50% გამოიყენება HFT-ის შესაძენად და დასაწვავად, რისი წყალობითაც მცირდება მისი საერთო მარაგი

  • მმართველობა: HFT-ის მფლობელები მონაწილეობენ პროტოკოლის განვითარებაში veHFT ხმის მიცემის სისტემის მეშვეობით

Hashflow-ს მხარდაჭერის მქონე პლატფორმებზე მისი გამოყენების მასშტაბის ზრდის პარალელურად, ტოკენის მფლობელი იღებენ რეალურ, ინფლაციისგან დაცულ შემოსავალს.

რატომ არის Hashflow უნიკალური?

Hashflow ადგენს ახალ სტანდარტს DeFi სისტემაში ვაჭრობების აღსრულებისთვის და მოძველებულ AMM მექანიზმს ანაცვლებს უფრო სწრაფი, ჭკვიანი და მასშტაბირებადი სისტემით.

Hashflow წარმოადგენს ნულიდან შექმნილ, კრიპტო სივრცეში პირველ RFQ-ზე დაფუძნებულ აღსრულების შრეს. ის საფულეებს, პროტოკოლებს და აგრეგატორებს აკავშირებს პროფესიონალი მარკეტ-მეიკერების ქსელთან. თითოეული ვაჭრობის კვოტირება ხდება ბლოკჩეინის გარეთ, ხოლო ვაჭრობის აღსრულება - ბლოკჩეინზე, ზუსტად მითითებულ ფასად.

ის არ არის მხოლოდ საუკეთესო სავაჭრო გამოცდილება; ის DeFi-ს ფუნდამენტის სტრუქტურულ განახლებას წარმოადგენს. Hashflow ვითარდება ეკოსისტემის განვითარების პარალელურად და იზრდება მის მიერ მხარდაჭერილი ბლოკჩეინების და ინტერფეისების რაოდენობა.

შექმნილია მასშტაბირებისთვის

Hashflow პირდაპირ არის ინტეგრირებული პოპულარულ საფულეებში, აგრეგატორებში და პროტოკოლებში, რომლებიც გაშვებულია სხვადასხვა ბლოკჩეინებზე, რომელთა შორისაა Ethereum, Solana, Base, Monad და სხვა მრავალი. მისი განვითარება მის მიერ მხარდაჭერილი ეკოსისტემის განვითარებასთან ერთად ხდება.

აღსრულება კომპრომისების გარეშე

ვაჭრობების აღსრულება ზუსტად მითითებულ ფასად ხდება: ფასის ცურვის, MEV-ის და დაფარული ხარჯების გარეშე. კვოტირების ფასი ზუსტად ის ფასია, რომლითაც ვაჭრობა აღსრულდება. ყოველ ჯერზე.

მარკეტ-მეიკერების ქსელი

თითოეული ვაჭრობა ხორციელდება სხვადასხვა მაღალი დონის მარკეტ-მეიკერების მონაწილეობით, რაც უზრუნველყოფს ღრმა ლიკვიდურობას და საუკეთესო ფასების შემოთავაზებას.

უხილავი, თუმცა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა

Hashflow-ს შეუმჩნევლად მუშაობს, თუმცა ის DeFi ეკოსისტემის ყველა სფეროზე ახდენს გავლენას და უზრუნველყოფს სწრაფ, სუფთა და ეფექტურ ვაჭრობას.

პოპულარობის ზრდა

Hashflow უკვე ინტეგრირებულია DeFi-ს უმსხვილეს პლატფორმებში, ყოველკვირეულად მისი RFQ ქსელი უზრუნველყოფს მილიარდობით დოლარის მოცულობის ვაჭრობების მხარდაჭერას. თითოეული ინტეგრაცია აძლიერებს Hashflow-ს, როგორც ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის როლს, რადგან ყოველი დაკავშირებული აპლიკაცია ნიშნავს გაზრდილ მონაცემთა ნაკადს, მეტ კონკურენციას და უკეთეს ფასებს.

რა იქნება Hashflow-ს შემდეგი ნაბიჯი?

Hashflow-ს RFQ ინფრასტურქტურა ვითარდება DeFi ეკოსისტემის გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და თავს იმკვიდრებს, როგორც წამყვანი ლიკვიდურობის შრე ბლოკჩეინ-ვაჭრობის მომდევნო ტალღისთვის.

აი რა გველის წინ:

ახალი ბლოკჩეინების დამატება
ახალ ეკოსისტემებში ინტეგრაცია, როგორიცაა Monad, გააუმჯობესებს განვითარებადი ქსელებისთვის RFQ ლიკვიდურობის მიწოდებას, რაც მონაცემთა ახალი წყაროების შექმნას შეუწყობს ხელს.

უფრო ფართოდ გავრცელება. უფრო ღრმა ინტეგრაცია.
არსებულ პლატფორმებში მისი როლის ზრდის პარალელურად, Hashflow ამატებს ახალ საფულეებს, აგრეგატორებს და პროტოკოლებს, რაც ხელს უწყობს ძლიერი ქსელის ჩამოყალიბებას.

ლიკვიდურობის წყაროების ზრდა
რაც უფრო მეტი მარკეტ-მეიკერი ჩაერთვება ქსელში, მით მეტად გაიზრდება კონკურენცია და გაუმჯობესდება ბლოკჩეინების ლიკვიდურობა.

მეტი მოცულობა. უფრო მცირე სპრედები. უკეთესი გამტარუნარიანობა.
Hashflow-ს პოპულარობის ზრდასთან ერთად იზრდება ვაჭრობის აღსრულების სტანდარტი, რისი წყალობითაც ის DeFi-ს პარალელურად ვითარდება.

HFT ეკოსისტემა
მეტი ინტეგრაცია და მეტი ლიკვიდურობა ზრდის ვაჭრობის მოცულობას, რისი წყალობითაც გენერირდება მეტი პროტოკოლის საკომისიო და ძლიერდება გრძელვადიანი კავშირი გამოყენებას, HFT ტოკენსა და ზოგადად ეკოსისტემას შორის.

შეჯამება

Hashflow კიდევ ერთი პროტოკოლი არ არის; ის არის ლიკვიდურობის შრე, რომელიც ცვლის DeFi სივრცეში ვაჭრობების აღსრულების მექანიზმს.

რადგან ეკოსისტემა თანდათან უარს ამბობს AMM-ებზე, Hashflow-ს მიზანია ჩამოყალიბდეს პლატფორმად, რომელიც მომხმარებლებს ვაჭრობის საიმედო აღსრულებას შესთავაზებს: სწრაფად, ეფექტურად და ზუსტად—არა მარკეტინგის, არამედ არქიტექტურის წყალობით.

DeFi ეკოსისტემის მომხმარებლების დაკავშრებით მარკეტ-მეიკერების კონკურენტულ ქსელთან დაკავშირებით და მათთვის HFT ტოკენის შეთავაზებით, Hashflow ადგენს დეცენტრალიზებულ სამყაროსთვის ლიკვიდურობის მიწოდების ახალ სტანდარტს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.