ფასის ცურვას ადგილი აქვს, როდესაც ვაჭრობის საშუალო ფასი განსხვავდება საწყის ეტაპზე განსაზღვრული ფასისგან. ფასის ცურვას, როგორც წესი, ადგილი აქვს საბაზრო შეკვეთების გამოყენების დროს. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში გახლავთ ის, რომ არ არის უზრუნველყოფილი საკმარისი ლიკვიდურობა შეკვეთის შესავსებად, ან ბაზარი იმყოფება მერყეობის მდგომარეობაში, რაც იწვევს შეკვეთის საბოლოო ფასის შეცვლას.
შესაბამისად, ფასის ცურვა შესაძლოა გახდეს იმის გამომწვევი, რომ ტრეიდერმა მიიღოს განსაზღვრულ სასურველ ფასზე მეტი, ან ნაკლები თანხა. ტრეიდერები ფასის ცურვის დონის შემცირებას დიდი ზომის შეკვეთების შედარებით პატარა შეკვეთებად დაყოფით ცდილობენ, რისთვისაც ისინი იყენებენ ლიმიტ-შეკვეთებს, რომლებიც მათ ყიდვის ან გაყიდვის კონკრეტული ფასების მითითების შესაძლებლობას აძლევს.
ფასის ცურვის ფენომენის მნიშვნელობის სრულად აღსაქმელად, აუცილებელია გავიგოთ შეთავაზება-მოთხოვნის სპრედის მნიშვნელობა. ეს სპრედი წარმოადგენს განსხვავებას გამყიდველის მიერ მოთხოვნილ მაქსიმალურ ფასსა (შეთავაზება) და მყიდველის მიერ შემოთავაზებულ მინიმალურ ფასს შორის (მოთხოვნა). შეთავაზება-მოთხოვნის სპრედზე ზეგავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ბაზრის ლიკვიდურობა და ვაჭრობის მოცულობა. შედარებით მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივებს, როგორიცაა Bitcoin, როგორც წესი, უფრო დაბალი სპრედი აქვთ, ბაზარზე არსებული შეკვეთების რაოდენობის სიდიდის გამო.
განვიხილოთ შემთხვევა, სადაც ტრეიდერი განათავსებს დიდი ზომის საბაზრო შეკვეთას, რომლის ფასია $100, თუმცა ბაზარს არ გააჩნია საკმარისი ლიკვიდურობა. შეკვეთა შესაძლოა შეივსოს $100-ზე მაღალ ფასად, რაც გამოიწვევს შეძენის მოსალოდნელთან შედარებით მაღალი საშუალო ფასის მიღებას. ფასის ცურვას წარმოადგენს სწორედ ეს განსხვავება მოსალოდნელ და რეალურ ფასებს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ ფასის ცურვას ხშირ შემთხვევაში მოჰყვება არასასურველი შედეგები ტრეიდერებისთვის, შესაძლოა ადგილი ქონდეს ფასის დადებით ცურვასაც, იმ შემთხვევაში, თუ ფასები შეიცვლება ტრეიდერისთვის სასარგებლოდ. ზოგიერთი ბირჟა მომხმარებლებს ფასის ცურვის მათთვის მისაღები დონის განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს, რაც მიუთითებს იმაზე, თუ მოსალოდნელი ფასიდან რა დონის გადახრაა მისაღები ტრეიდერისთვის. ეს ფუნქცია ხშირად გამოიყენება დეცენტრალიზებულ ბირჟებზე და DeFi პლატფორმებზე.
ფასის ცურვის მისაღები დონის სწორად განსაზღვრა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან ზედმეტად დაბალი დონის მითითებამ შესაძლოა გააჭიანუროს შეკვეთის აღსრულება ან გამოიწვიოს ტრანზაქციის წარუმატებლად განხორციელება. ფასის ცურვის ზედმეტად მაღალი მისაღები დონის მითითებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფასების არასასურველ დონეებზე გადასვლა.
ფასის უარყოფითი ცურვის ალბათობის შესამცირებლად, ტრეიდერებს შეუძლიათ დაისახონ გარკვეული სტრატეგიები:
ტრეიდერებმა აუცილებლად უნდა გაიაზრონ შეთავაზება-მოთხოვნის სპრედის და ფასის ცურვის კონცეფციის მნიშვნელობა, ეს დაეხმარება მათ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში და პოტენციური რისკების მინიმუმამდე შემცირებაში. ფასის ცურვის კონცეფციის მნიშვნელობის გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მოღვაწეობს დეცენტრალიზებული ფინანსების და დეცენტრალიზებული ბირჟების სივრცეში.
როდესაც taker ირჩევს კრიპტოვალუტის საუკეთესო ხელმისაწვდომ შემოთავაზებას ან მოთხოვნას შეკვეთების წიგნში არსე...
ავტომატური მარკეტ-მეიკერები (AMM-ები) წარმოადგენს დეცენტრალიზებული ბირჟის (DEX) პროტოკოლების ქვეჯგუფს. ისინ...