საბაზრო შეკვეთა წარმოადგენს მითითებას აქტივის დაუყოვნებლივ ყიდვის ან გაყიდვის შესახებ შეკვეთების წიგნში არსებულ საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად. ტრეიდერის მიერ საბაზრო შეკვეთის განთავსებისთანავე, ავტომატურად ხდება მისი თანმხვედრი, მომლოდინე ლიმიტ-შეკვეთის მოძიება სავაჭრო ბირჟაზე. ყიდვის საბაზრო შეკვეთის შემთხვევაში, ეს ნიშნავს ყველაზე დაბალი ფასის მქონე გაყიდვის ლიმიტ-შეკვეთის მოძიებას. შეკვეთის შევსება მომენტალურად ხდება, რადგან არ არის მითითებული მაქსიმალური ან მინიმალური ფასი.
საბაზრო შეკვეთები ეფექტურია ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღსრულების სიჩქარეს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ფასის სიზუსტეს. მაგალითად, ტრეიდერმა, რომელსაც სურს სავაჭრო პოზიციიდან სწრაფად გასვლა ბაზრის მაღალი მერყეობის პერიოდებში, შესაძლოა გამოიყენოს საბაზრო შეკვეთა მომენტალურად შევსების გარანტიის უზრუნველყოფის მიზნით და თავი შეიკავოს კონკრეტული ფასის მაჩვენებლის მიღწევის მოლოდინისგან.
ამის საპირისპიროდ, ლიმიტ-შეკვეთები უფრო მეტად შეეფერება ისეთ სიტუაციებს, როდესაც ტრეიდერს სურს აქტივის კონკრეტულ ფასად ყიდვა ან გაყიდვა და მზად არის დაიცადოს გარკვეული დროის განმავლობაში, სანამ ბაზარი ფასის სასურველ ნიშნულს მიაღწევს. ამ ორი ტიპის შეკვეთას შორის არსებული განსხვავებების საფუძვლიანად შესწავლა ეხმარება ტრეიდერებს როგორც აღსრულების სიჩქარის, ისე ვაჭრობასთან დაკავშირებული ზოგადი ხარჯების მართვაში.
დეცენტრალიზებული ციფრული ლეჯერი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა ჩაწერილი კრიპტოვალუტის ტრანზაქციები...
კრიპტოგრაფიის მეშვეობით დაცული ციფრული ვალუტა, რომელიც გამოიყენება როგორც გაცვლის საშუალება peer-to-peer (P...
კრიპტოვალუტებით სავაჭრო ბირჟა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მონეტების ყიდვა და გაყიდვა.
Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება