Proof of wok

Proof of Work (PoW) არის კონსენსუსის ალგორითმი, რომელიც გამოიყენება ბლოკჩეინ ქსელებში ტრანზაქციების დასადასტურებლად და ახალი ბლოკების შესაქმნელად. სახელიდან გამომდინარე, ის მონაწილეებისგან (მაინერებისგან) გამოითხოვს გარკვეული რაოდენობის გამოთვლითი სამუშაოს შესრულებას.

PoW-ში, მაინერებმა რთული კრიპტოგრაფიული თავსატეხების ამოსახსნელად უნდა გამოიყენონ გამომთვლელი სიმძლავრე. პირველი მაინერი, რომელიც ამოხსნის თავსატეხს და დაასრულებს შედეგის ვერიფიკაციას, შეძლებს ბლოკჩეინში ტრანზაქციების ახალი ბლოკის დამატებას. ეს თავსატეხები სპეციალურადაა შექმნილი ისე, რომ მათი ამოხსნა საჭიროებდეს მნიშვნელოვან რესურსებს, თუმცა ქსელში მყოფი სხვა პირებისთვის მისი ამოხსნის გადამოწმება მარტივია. 

PoW მექანიზმი გამოიყენება ქსელის მუშაობის შეფერხების მცდელობის თავიდან ასაცილებლად, ვინაიდან ამას დასჭირდება უზარმაზარი გამოთვლითი რესურსები. ბლოკჩეინზე არსებული ინფორმაციის შესაცვლელად ან მანიპულირებისთვის საჭიროა, რომ ბოროტმოქმედი აკონტროლებდეს ქსელის მთლიანი გამოთვლითი სიმძლავრის, ანუ ჰეშრეითის 50%-ზე მეტს. თუ ის ამას შეძლებს, მაშინ მას შეეძლება „51%-ით შეტევის“ წამოწყება. თუმცა, Bitcoin-ის მსგავს დიდ ქსელებში, 51%-ით შეტევის წამოწყება ძალიან რთული და ძვირადღირებული პროცესია.
Bitcoin-ის შემქმნელმა სატოში ნაკამოტომ შექმნა PoW მექანიზმი და წარმოადგინა მეთოდი, რომლითაც ხდება მაინერების დაჯილდოვება ტრანზაქციის საკომისიოებით და ახლად დამზადებული Bitcoin-ით, რაც ხელს უწყობს მაინინგის კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.
მიუხედავად იმისა, რომ PoW გვთავაზობს შთამბეჭდავი დონის უსაფრთხოებას, მას აკრიტიკებენ ენერგიის მაღალი მოხმარების გამო, რამაც განაპირობა ალტერნატიული კონსენსუსის მექანიზმების შემუშავება, როგორიცაა Proof of Stake (PoS), რომელიც მიზანია უსაფრთხოების იგივე დონის უზრუნველყოფა გარემოზე ნაკლები ზემოქმედებით.
ასევე გაეცანით სტატიას: რა არის Proof of Stake?
პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.