რა არის და როგორ გამოიყენება Etherscan?
მთავარი
სტატიები
რა არის და როგორ გამოიყენება Etherscan?

რა არის და როგორ გამოიყენება Etherscan?

გამოქვეყნებული Oct 6, 2021განახლებული Aug 19, 2024
9m

მთავარი დეტალები

  • Etherscan გახლავთ Ethereum-ის ქსელისთვის შექმნილი ბლოკჩეინ-ექსპლორერი. მისი მეშვეობით შესაძლებელია ტრანზაქციების, ბლოკების, საფულის მისამართების, სმარტ კონტრაქტების და სხვა on-chain მონაცემების მოძიება. 

  • Etherscan მსოფლიოში Ethereum-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ექსპლორერია და ამ ყველაფერთან ერთად, მისი გამოყენება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი. მისი მეშვეობით შეძლებთ მარტივად დაეუფლოთ ბლოკჩეინებთან, სხვა საფულეებთან და DApp-ებთან ურთიერთქმედების პრინციპებს. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საეჭვო მოქმედებების ამოცნობაში.

  • გარდა ამისა, Etherscan-ის მეშვეობით შესაძლებელია სმარტ კონტრაქტებზე წვდომის მოპოვება, გაზის საკომისიოების შემოწმება და airdrop-ების მოძიება.

Binance Academy-ს კურსი

შესავალი

თუ Ethereum-ს HODLing-ის და რამდენიმე ტრანზაქციის განხორციელების გარდა სხვა მიზნითაც იყენებთ, ბლოკჩეინ სივრცის ეფექტურად გამოყენების პრინციპების შესწავლა ძალიან დაგეხმარებათ. Etherscan შესანიშნავი საწყისი წერტილია საბაზისო ცოდნის მიღების დასაწყებად.

Etherscan-ის ფუნქციების უმეტესობით სარგებლობას კრიპტო საფულის დაკავშირების ან ანგარიშის გახსნის გარეშე შეძლებთ. განვიხილოთ Etherscan-ის გამოყენების ყველაზე გავრცელებული გზები და გავიგოთ, რისთვის არის შესაძლებელი მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება.

რა არის Etherscan?

Etherscan გახლავთ ბლოკ-ექსპლორერი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ტრანზაქციებთან, სმარტ კონტრაქტებთან, მისამართებთან დაკავშირებულ და სხვა საჯარო ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება Ethereum-ის ბლოკჩეინზე

Ethereum-ის ქსელზე განხორციელებული ყველა ქმედება არის საჯარო და Etherscan მოქმედებს საძიებო სისტემის მსგავსად და გაძლევთ ამ საჯარო ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას. ტრანზაქციის ჰეშის (ტრანზაქციის ID-ის) მეშვეობით, თქვენ შეძლებთ ყველა შესაბამისი აქტივობის და ინფორმაციის ნახვას, რაც მოიცავს ტოკენებს, სმარტ კონტრაქტებსა და საფულის მისამართებს.

არის თუ არა საჭირო ანგარიშის შექმნა Etherscan-ის გამოსაყენებლად?

Etherscan-ის გამოყენებისთვის რეგისტრაციის გავლა არ არის საჭირო, თუმცა ანგარიშის შექმნა საჭირო იქნება, თუ მოისურვებთ დამატებითი ფუნქციებით სარგებლობას. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ შემომავალ ტრანზაქციებთან დაკავშირებული შეტყობინებები, ისარგებლოთ დეველოპერების ინსტრუმენტებით ან შექმნათ მონაცემთა არხები.

Etherscan-ის გამოსაყენებლად საძიებო ველში უნდა ჩასვათ საფულის მისამართი, ტრანზაქციის ID (TXID), კონტრაქტის მისამართი ან სხვა იდენტიფიკატორი. თქვენთვის ინფორმაციის მოწოდება მოხდება თქვენი ძიების პარამეტრების შესაბამისად. თუმცა, ასეთი ინფორმაცია ძირითადად მოიცავს შესაბამის ტრანზაქციებს, მისამართებს, დროის ნიშნულებს და თანხებს.

Etherscan არ გთავაზობთ კრიპტო საფულით სარგებლობის შესაძლებლობას. ტრანზაქციების განხორციელების მიზნით დაგჭირდებათ საფულე, მაგალითად Binance Web3 Wallet, MetaMask ან Trust Wallet.

რატომ უნდა გამოიყენოთ Etherscan?

ბლოკჩეინის გამოყენებასთან დაკავშირებით მეტი ცოდნის მიღება დაგეხმარებათ DApp-ების და ტრანზაქციების მუშაობის პრინციპების უკეთ გააზრებაში. გარდა ამისა, ამ ინფორმაციის ფლობა დაგეხმარებათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ბლოკჩეინზე საეჭვო მოქმედებების ამოცნობაში.

მაგალითად, whale გაფრთხილებები გაცნობებთ ბირჟაზე დიდი ოდენობის კრიპტოვალუტის გადმოტანის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა ეს ინფორმაცია მიუთითებდეს მასობრივი გაყიდვის დაწყებაზე. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ როგორ იყენებენ საკუთარი პროექტის ტოკენებს პროექტის დამფუძნებლები. ეს დაგეხმარებათ პოტენციური თაღლითობების ან rug pull-ების ამოცნობაში, რომლის დროსაც დეველოპერები ტოვებენ საკუთარ პროექტებს და მასობრივად ყიდიან მონეტებს.

როგორ ხდება ტრანზაქციის ან საფულის მოძებნა Etherscan-ის მეშვეობით

ტრანზაქციების ტრეკინგი არის Etherscan-ის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია. მაგალითისთვის, შემთხვევითობის პრინციპით ავირჩევთ რომელიმე ტრანზაქციას უახლესი ტრანზაქციების სიიდან.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საფულიდან გააგზავნეთ 1.23 ether (ETH) შემდეგ საჯარო მისამართზე: 0x52a94197CCCB021c930aC17EA1b309296dA16ea1.

ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ, თქვენი საფულე აჩვენებს შემდეგ TXID-ს:

0xf248c7e015245926f150006c8a5584d84259a23a8c5171282c95e3c2e2a1c292

დავუშვათ გსურთ იმის შემოწმება, თუ რამდენჯერ დადასტურდა ტრანზაქცია და გაიგზავნა თუ არა ის წარმატებით.

1. გადადით Etherscan-ის მთავარ გვერდზე და იპოვეთ გვერდის დასაწყისში მოცემული საძიებო ველი.

2. შემდეგ დააკოპირეთ და ჩასვით ტრანზაქციის ID საძიებო ველში და დააჭირეთ ძიების ხატულას.

Etherscan-ის ბლოკჩეინ-ექსპლორერი

3. ახლა უკვე შეძლებთ ამ კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებული ყველა დეტალის ნახვას:

ტრანზაქციის მიმოხილვა Etherscan-ზე

უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად უნდა დააჭიროთ ღილაკს [დააწკაპუნეთ მეტის სანახავად].

Etherscan-ის ტრანზაქციის დეტალები

4. განვიხილოთ ნაგულისხმევი პარამეტრებით ნაჩვენები ელემენტები.

ტრანზაქციის ჰეში

ამ კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებული ციფრებისა და ასოებისგან შემდგარი სტრიქონი (TXID).

სტატუსი

ინფორმაცია ტრანზაქციის წარუმატებლად განხორციელების, მიმდინარეობის ან წარმატებით განხორციელების შესახებ.

ბლოკი

ბლოკის ნომერი, რომელშიც მოხდა თქვენი ტრანზაქციის დამატება. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ, თუ რამდენჯერ მოხდა თქვენი ტრანზაქციის დადასტურება. ეს გახლავთ თქვენი ტრანზაქციის ბლოკის შემდეგ ბლოკჩეინზე დამატებულ ბლოკების რაოდენობა.

დროის ნიშნული

იმ ბლოკის დროის ნიშნული, რომელშიც მოხდა თქვენი ტრანზაქციის დამატება.

საიდან

იმ საფულის მისამართი, საიდანაც მოხდა ტრანზაქციის განხორციელება.

სად

მიმღები მისამართი ან სმარტ კონტრაქტი.

ღირებულება

ტრანზაქციის მეშვეობით გადარიცხული ETH-ის რაოდენობა.

ტრანზაქციის საკომისიო

ტრანზაქციის განხორციელებისთვის გადახდილი საკომისიო.

გაზის ფასი

ტრანზაქციისთვის გამოყენებული თითოეული გაზის ერთეულის ფასი.

ზემოთ მოცემული მონაცემების საფუძველზე, მარტივია იმის დადასტურება, რომ ტრანზაქცია წარმატებით განხორციელდა და საკმარისი რაოდენობით დადასტურდა. ტრანზაქციის სტატუსის შემოწმება ასევე შეგიძლიათ მიმღები საფულის მეშვეობით.

ამისთვის უნდა დაბრუნდეთ საძიებო ველის გვერდზე და ჩასვათ მიმღები საფულის მისამართი:

0x52a94197CCCB021c930aC17EA1b309296dA16ea1

Etherscan-ის საძიებო ველი

გვერდის ქვედა ნაწილში მოცემულია ამ მისამართთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქციის ჩამონათვალი:ტრანზაქციის ისტორიის ნახვა Etherscan-ზე

წითლად მონიშნულია თქვენ მიერ 1.23 ETH-ის გასაგზავნად განხორციელებული საწყისი ტრანზაქცია. ის მონიშნულია, როგორც შემომავალი და მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ მიერ მოძებნილი მისამართი წარმოადგენდა მიმღებ მისამართს. გვერდის ზედა ნაწილში შეგიძლიათ იხილოთ საფულის ბალანსის მიმოხილვა.

საფულის მიმოხილვა Etherscan-ზე

როგორ ვიპოვოთ ტოკენის კონტრაქტის მისამართი Etherscan-ის მეშვეობით

თუ DApp-ების ფარგლებში ხშირად იყენებთ სმარტ კონტრაქტებს, გირჩევთ შეისწავლოთ Etherscan-ის მეშვეობით მათი მოძიების პრინციპები. ამ გზით, თქვენ შეძლებთ გადაამოწმოთ თქვენ მიერ გამოყენებული სმარტ კონტრაქტის მისამართის სისწორე. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენს საფულეში ახალი ტოკენის დასამატებლად, დიდი ალბათობით, ტოკენის მისამართიც დაგჭირდებათ.

ტოკენის კონტრაქტის მისამართის მოსაძებნად, უნდა შეამოწმოთ Etherscan-ის ტოკენების ტრეკერის გვერდი, სადაც მოცემულია ტოკენების სია. სხვა შემთხვევაში, მისი მოძებნა შეგიძლიათ CoinMarketCap-ზე, CoinGecko-ზე ან პროექტის ოფიციალურ არხებზე.

ნაგულისხმევი პარამეტრების შესაბამისად, Etherscan-ის ტოკენების ტრეკერი დაალაგებს ტოკენებს მათი საბაზრო კაპიტალის მიხედვით.

Etherscan-ის ტოკენების ტრეკერი

ტოკენის კონტრაქტის მოსაძებნად დააწკაპუნეთ სიაში მოცემულ ტოკენზე. მის პოვნას შეძლებთ განყოფილების „დამატებითი ინფორმაცია“ ქვეშ.

Etherscan-ის ტოკენის კონტრაქტი

როგორ ვიპოვოთ სმარტ კონტრაქტი Etherscan-ის მეშვეობით

მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ რა არის Ethereum-ის ქსელის Uniswap-ის ERC-20 ტოკენი:

0x1f9840a85d5af5bf1d1762f925bdaddc4201f984

1. დააკოპირეთ და ჩასვით სმარტ კონტრაქტის მისამართი საძიებო ველში.

სმარტ კონტრაქტის მოძებნა Etherscan-ზე

2. ეკრანზე გამოჩნდება კონტრაქტის ბალანსის დეტალები და Uniswap-ის (UNI) ტოკენის კონტრაქტთან დაკავშირებული სხვა ზოგადი ინფორმაცია.

ტოკენის მიმოხილვა Etherscan-ზე

3. აქ შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის ტრანზაქციებთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კომენტარების სექცია და სმარტ კონტრაქტები. Uniswap-ის კონტრაქტის წესების წასაკითხად და მისი გამოყენების ვარიანტების სანახავად დააწკაპუნეთ ღილაკზე [კონტრაქტი].

Etherscan-ის კონტრაქტი

4. ჩანართზე [კონტრაქტის წაკითხვა] გადასვლის შემდეგ იხილავთ ზოგად ინფორმაციას კონტრაქტის შესახებ. მისი მეშვეობით შეძლებთ კონკრეტული მისამართის ან საფულის ბალანსის შემოწმებას, რომელსაც აქვს თქვენს საფულეში არსებული ტოკენის გამოყენების მხარდაჭერა.

კონტრაქტის წაკითხვა Etherscan-ზე

ჩანართზე [კონტრაქტის დაწერა] დაწკაპუნებით შეძლებთ უშუალოდ UNI სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედებას. ეს შეიძლება გამოგადგეთ ისეთ სიტუაციებში, როდესაც DeFi პლატფორმები და DApp-ები არ არის ხელმისაწვდომი ტექნიკური ხარვეზების ან ვებსაიტის გათიშვის გამო. 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედება შეგიძლიათ სცადოთ Etherscan-ის მეშვეობით, ნაცვლად პროექტის ვებსაიტის გამოყენებისა. დარწმუნდით, რომ ნამდვილად სწორ კონტრაქტის მისამართს იყენებთ.

ღილაკზე [Web3-თან დაკავშირება] დაწკაპუნებით, შეძლებთ თქვენი კრიპტო საფულის, მაგალითად MetaMask-ის ან Binance Chain საფულის დაკავშირებას და კონტრაქტით სარგებლობას.

Etherscan-ის Web3-თან დაკავშირება

ამ შემთხვევაში ყველაზე მარტივი ქმედება მონეტების გადატანაა. მაგალითად, ღილაკზე [გადატანა] დაწკაპუნებით, თქვენ შეძლებთ დაკავშირებული საფულიდან კონტრაქტთან დაკავშირებული ტოკენის გადატანას. ქვემოთ მოცემული ტრანზაქციის ფარგლებში, დაკავშირებული საფულიდან მოხდება 1 UNI-ს გადარიცხვა შესაბამის ველში ჩასმულ მიმღები საფულის მისამართზე. ოდენობის მითითების შემდეგ შეამოწმეთ, მოიცავს თუ არა ის ათწილადის მძიმის შემდეგ საკმარისი ოდენობის ციფრებს.

Etherscan-ზე გადატანა

[transferFrom-ის] მეშვეობით, შეგიძლიათ ტოკენების გადატანა თქვენ მიერ კონტროლირებადი მისამართიდან სხვა მისამართებზე.

Etherscan transferFrom

მომხმარებელთა უმეტესობას შესაძლოა არასდროს დასჭირდეს ამ ფუნქციებით სარგებლიობა. თუმცა, იმის ცოდნა, თუ სად შეიძლება მათი პოვნა და როგორ ხდება მათი გამოყენება, გამოგადგებათ ისეთ შემთხვევებში, როდესაც საჭირო იქნება სმარტ კონტრაქტში შენახულ ფინანსებზე წვდომა.

როგორ შევამოწმოთ გაზის ფასები Etherscan-ზე

გაზის ფასი შედის Ethereum-ის ტრანზაქციების საკომისიოში. ეს საკომისიოები განსხვავებულია იმ ბლოკის შესაბამისად, რომელშიც მოხდა თქვენი ტრანზაქციის დამატება. თითოეული ბლოკისთვის დადგენილია განსხვავებული საკომისიო, მონაცემების და ქსელის ტრაფიკის შესაბამისად.

Etherscan-ის გაზის ტრეკერის მეშვეობით შესაძლებელია გაზის ფასის სხვადასხვა დონეზე ფასებსა და დროებს შორის სხვაობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით შესაძლებელია ქსელის დატვირთულობის მიახლოებითი დონის და გადარიცხვის განსხორციელებისთვის ან სმარტ კონტრაქტით სარგებლობისთვის გადასახდელი თანხის სავარაუდო ოდენობის განსაზღვრა.

Etherscan-ის გაზის ტრეკერი

შეჯამება

Etherscan უფასო და მარტივად გამოსაყენებელი ინსტრუმენტია. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით შეგიძლიათ მოიძიოთ იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ნაჩვენებია თქვენს საფულეში ან სავაჭრო ბირჟის პლატფორმაზე. გარდა ამისა, Etherscan წარმოადგენს სხვა ბლოკ-ექსპლორერების საბაზისო ელემენტსაც, როგორიცაა მაგალითად BscScan და მათი გამოყენებისთვის საჭირო უნარებიც ერთმანეთის მსგავსია. Etherscan არის სასარგებლო ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ისეთ შემთხვევებში, თუ გსურთ ტრანზაქციის სტატუსის შემოწმება, ან თქვენთვის სასურველი DApp-ის სმარტ კონტრაქტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება.

დამატებითი საკითხავი


პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.