მთავარი
ლექსიკონი
ტრანზაქციის ID (TXID)

ტრანზაქციის ID (TXID)

რა არის ტრანზაქციის ID? 

ტრანზაქციის ID (TXID) ან ტრანზაქციის ჰეში შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც საიდენტიფიკაციო ნომერი, რითიც ხდება ბლოკჩეინის თითოეულ ტრანზაქციის ამოცნობა. ეს არის სიმბოლოების უნიკალური კომბინაცია, რომელიც შეიძლება გადამოწმდეს და დაემატოს ბლოკჩეინზე.

როდესაც ხდება ტრანზაქციის ბლოკჩეინზე დამატება, მას ენიჭება უნიკალური ტრანზაქციის ID. ტრანზაქციის ID გენერირება ხდება ტრანზაქციის მონაცემების ჰეშირებით, რაც მოიცავს გამგზავნის მისამართს, მიმღების მისამართს და გაგზავნილი კრიპტოვალუტის რაოდენობას.

გამოყენებული ბლოკჩეინიდან გამომდინარე, ტრანზაქციის პოვნა შეგიძლიათ ბლოკ ექსპლორერის მეშვეობით ტრანზაქციის ID-ის მოძებნით. ტრანზაქციის ID-ები გამოიყენება ტრანზაქციის ვერიფიკაციის, ჩანაწერების შენახვის და პრობლემების აღმოფხვრის პროცესში. 

ტრანზაქციის ID-ის მაგალითები

ბიტკოინის პირველი ტრანზაქციის TXID

ეს არის ბიტკოინის პირველი ტრანზაქციის TXID, რომელიც სატოში ნაკამოტომ გაუგზავნა ჰალ ფინის:

F4184fc596403b9d638783cf57adfe4c75c605f6356fbc91338530e9831e9e16

Bitcoin-ის პიცის ტრანზაქციის TXID

ეს არის ცნობილი Bitcoin-ის პიცის ტრანზაქციის TXID:

Cca7507897abc89628f450e8b1e0c6fca4ec3f7b34cccf55f3f531c659ff4d79

ტრანზაქციის ID-ების გენერირებისთვის, ბიტკოინი იყენებს SHA-256 (Secure Hash Algorithm 256-bit) კრიპტოგრაფიული ჰეშის ფუნქციას. ეს ფუნქცია ამუშავებს ტრანზაქციის მონაცემებს და შედეგად იღებს 256-ბიტიან ჰეშის მონაცემებს, რომელიც წარმოდგენილია 64-სიმბოლოიანი თექვსმეტობითი რიცხვის სახით.

ამ ტრანზაქციების მოძებნა თავადაც შეგიძლიათ, რისთვისაც უნდა დააკოპიროთ და ჩასვათ TXID-ები ბიტკოინის ბლოკ-ექსპლორერში, მაგალითად blockchain.com-ში ან blockchair.com-ში. 

სად ვიპოვოთ ტრანზაქციის ID? 

ტრანზაქციის ID-ების მოძებნა შეგიძლიათ ბლოკჩეინის ექსპლორერის მეშვეობით, სადაც ტრანზაქციის ყველა დეტალი საჯაროა. ეს გამჭვირვალობა ნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია შეამოწმოს კონკრეტულ ტრანზაქციასთან ან მისამართთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ID-ები ცალსახად არ ამჟღავნებს გამგზავნის და მიმღების რეალურ ვინაობას, არსებობს მეთოდები, რომელთა მეშვეობით პოტენციურად შესაძლებელია მათი გამოვლენა.

სად ვიპოვოთ ტრანზაქციის ID-ები ცენტრალიზებულ ბირჟებზე 

ცენტრალიზებული ბირჟიდან (CEX), მაგალითად Binance-დან კრიპტოვალუტის გატანის დროს, პლატფორმა გიჩვენებთ თქვენი გატანის ტრანზაქციის TXID-ს. Binance-ზე, ამის ნახვა შეგიძლიათ თქვენი ტრანზაქციის ისტორიის გვერდზე. თუ დააწკაპუნებთ მოცემული თანხის გამოტანის TXID-ზე, ის გადაგიყვანთ ბლოკჩეინის ბლოკ ექსპლორერში არსებულ შესაბამის ტრანზაქციაზე.

თანხის არასწორ მისამართზე (ან ბლოკჩეინზე) გადარიცხვის შემთხვევაში, აუცილებელია თქვენს გატანის ისტორიაში შესაბამისი TXID-ის პოვნა, რათა დაიწყოთ იმის გარკვევა, შეგიძლიათ თუ არა თქვენი თანხის დაბრუნება. ასეც რომ იყოს, თანხის დაბრუნება არ არის გარანტირებული და უმჯობესია დაუკავშირდეთ იმ პლატფორმის მხარდაჭერის გუნდს, რომლის მეშვეობითაც გააგზავნეთ თქვენი თანხა.

პოსტების გაზიარება
შესაბამისი ტერმინები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.