TL;DR
Telegram-ის სავაჭრო ბოტები წარმოადგენს ავტომატურ სისტემებს, რომლებიც ინტეგრირებულია Telegram-ის შეტყობინებების აპლიკაციაში და მომხმარებლებს ეხმარება დეცენტრალიზებულ ბირჟებზე ვაჭრობაში.
Telegram-ის სავაჭრო ბოტები მომხმარებელს სთავაზობს ავტომატურ ვაჭრობის ფუნქციებს, როგორიცაა კოპირებით ვაჭრობა, ლიკვიდურობის სნაიპინგი და Airdrop-ის ფარმინგი.
Telegram-ის სავაჭრო ბოტები ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, შესაბამისად მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მათი გამოყენება დაკავშიებულია რისკებთან, რაც მოიცავს სმარტ-კონტრაქტების რისკებს და კასტოდიალური რისკებს.
რა არის Telegram-ის სავაჭრო ბოტები?
Telegram-ის სავაჭრო ბოტები მუშაობს, როგორც Telegram-ში ინტეგრირებული ავტომატური სისტემა, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ვაჭრობების აღსრულებაში დეცენტრალიზებულ ბირჟებზე (DEX-ებზე). ამ ბოტებთან ურთიერთობისთვის მომხმარებლები იყენებენ შეტყობინებების ინტერფეისს.
Telegram-ის სხვადასხვა სავაჭრო ბოტებს უნიკალური მახასიათებლები გააჩნია, თუმცა უმეტესობას აქვს საერთო სავაჭრო ფუნქციები, როგორიცაა stop-loss და take-profit შეკვეთები, კოპირებით ვაჭრობა და რამდენიმე საფულის მხარდაჭერა.
Binance-ის კვლევის თანახმად, 2023 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით, telegram-ის ბოტებით განხორციელებული ვაჭრობის მთლიანმა მოცულობამ გადააჭარბა 283 მილიონ აშშ დოლარს.
როგორ მუშაობს Telegram-ის სავაჭრო ბოტები?
Telegram-ის სავაჭრო ბოტები ეხმარება ტრეიდერებს ტრანზაქციების ავტომატიზაციაში, რაც გულისხმობს დეცენტრალიზებულ ბირჟებთან (DEX), მაგალითად Uniswap-თან დაკავშირებას და მომხმარებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული წესების მიხედვით ვაჭრობას.
ეს ბოტები ანაცვლებს Web3 საფულეების და DEX-ის მომხმარებლის ინტერფეისს (UI) და მომხმარებლის გამოცდილებას (UX), რითაც ამარტივებს დეცენტრალიზებულ ბირჟაზე კრიპტოს ყიდვის რთულ პროცესს.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ სავაჭრო ბოტს აქვს უნიკალური ინტერფეისი, ყველა მათგანის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს სწრაფი სნაიპინგის ან ტოკენების მყისიერად შეძენის პროტოკოლის შემოთავაზება. ტოკენის სნაიპინგი აღნიშნავს სავაჭრო სტრატეგიას, როდესაც ხდება ახალი ტოკენის შეძენა მისი გამოშვებისთანავე.
პარამეტრების დაყენების პროცესი მოიცავს რამდენიმე მარტივ ნაბიჯს: შედით ოფიციალურ ვებ-საიტზე, Telegram-ის ჩატში გახსენით სავაჭრო ბოტი და შეიყვანეთ ინსტრუქციების პანელზე მოცემული ბრძანებები. გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ ბოტს აქვს განსხვავებული დიზაინი და ბრძანებების მენიუ.
Telegram-ის სავაჭრო ბოტის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია კონკრეტული ბოტისთვის განკუთვნილი ახალი საფულის მისამართის შექმნა ან საფულის მისამართის იმპორტი პირადი გასაღების გამოყენებით. Telegram-ის სავაჭრო ბოტებისთვის რეკომენდირებულია ახალი საფულის შექმნა ან ცალკე ანგარიშის გამოყენება, თქვენი ძირითადი საფულის იმპორტის ნაცვლად.
ვაჭრობის დასაწყებად, მომხმარებლებმა უნდა ჩარიცხონ კრიპტო ახალ საფულეში, ჩვეულებრივ ether (ETH). მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ ტოკენის ყიდვის ვარიანტი, რისთვისაც უნდა შეიყვანონ სასურველი ტოკენის კონტრაქტის მისამართი. სავაჭრო ბოტი დაამუშავებს ტრანზაქციას გაზის საკომისიოების გათვალისწინებით და დააჩქარებს აქტივების შესყიდვას.
ამის საპირისპიროდ, როდესაც ახალი ტოკენით ვაჭრობისთვის იყენებთ Uniswap-ს ან MetaMask-ს, ეს მოიცავს სხვადასხვა ხელმოწერების დამუშავებას და ტრანზაქციის საკომისიოების განსაზღვრას.
რისი გაკეთება შეგვიძლია Telegram-ის სავაჭრო ბოტებით?
Telegram-ის სავაჭრო ბოტებს ბევრი საერთო ფუნქცია აქვს, თუმცა თითოეულ მათგანს უნიკალური მახასიათებლები გააჩნია. აქ მოცემულია Telegram-ის სავაჭრო ბოტებისთვის დამახასიათებელი რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ფუნქცია.
1. ტოკენების ყიდვა და გაყიდვა
ეს ბოტები ინტეგრირებულია Telegram-ის შეტყობინებების გაგზავნის პლატფორმაში და მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიძინონ ტოკენები კონტრაქტის მისამართის დაკოპირებით და შეტყობინებების ფანჯარაში ჩასმით. ზოგიერთ ბოტს გააჩნია რეალურ დროში განახლების ფუნქცია, რომელიც გაცნობებთ თქვენი ვაჭრობების მოგების ან ზარალის ცვლილების შესახებ. გარდა ამისა, ეს ბოტები აჩქარებენ ტოკენის გაყიდვის პროცესს წინასწარ დამტკიცებული ტრანზაქციების გააქტიურებით.
2. Take-profit და stop-loss შეკვეთების შექმნა
Telegram-ის სავაჭრო ბოტების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ stop-loss და take-profit შეკვეთების შექმნა, რაც ბოტს მისცემს ვაჭრობების ავტონომიურად განხორციელების საშუალებას მითითებული პარამეტრების საფუძველზე. ამ ტიპის შეკვეთების გამოყენებით, ტრეიდერებს შეუძლიათ ახალი ტოკენებით ვაჭრობა რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი CEX-ზე, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ხშირად ეს ტოკენები დაკავშირებულია მაღალ რისკებთან.
3. Anti-rug-ფუნქცია და honeypot-ის გამოვლენა
Telegram-ის ზოგიერთი სავაჭრო ბოტი აღჭურვილია anti-rug და anti-MEV შესაძლებლობებით. იმ შემთხვევაში, თუ ტოკენის დეველოპერი შეეცდება განახორციელოს rug-pull, anti-rug ფუნქცია გამოავლენს მოსალოდნელ ტრანზაქციას mempool-ში და დაუყოვნებლივ განახორციელებს უფრო სწრაფ გაყიდვის ტრანზაქციას, რათა თავიდან აიცილოს rug-pull-ის რეალიზაცია.
Anti-MEV ფუნქცია ყიდვის ტრანზაქციებს აგზავნის დაცული რეტრანსლატორით, რაც უზრუნველყოფს ყველა ყიდვის ტრანზაქციის mempool-ში შეუმოწმებლად მოხვედრის თავიდან აცილებას. ეს სტრატეგია გთავაზობთ დაცვას MEV-ისგან ან „სენდვიჩ“ ბოტებისგან. ეს მეთოდი ზოგადად ნიშნავს, რომ ეს პირადი ტრანზაქციები უფრო ნელა მუშავდება. გაითვალისწინეთ რომ ეს ფუნქციები ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ეტაპზეა და შესაძლოა ყოველთვის სათანადოდ ვერ იმუშაოს.
გარდა ამისა, Telegram-ის სავაჭრო ბოტებს შეუძლიათ ტოკენის დეველოპერის მიერ ინიცირებული მავნე ტრანზაქციების აღმოჩენა. თუ ასეთი ტრანზაქციების გამო ტოკენის გაყიდვა გახდება შეუძლებელი, ის ჩაითვლება, რომ საქმე გვაქვს honeypot-ან. ამის შემდეგ, ბოტი სწრაფად განახორციელებს ნებისმიერი პოზიციის ლიკვიდაციას, რათა თავიდან აიცილოს honeypot-ის ტიპის თაღლითობა.
4. კოპირებით ვაჭრობა
ზოგიერთი Telegram-ის ბოტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიყვანოს კონკრეტული საფულის მისამართი, რის შემდეგაც ბოტი ავტომატურად იმეორებს ამ საფულით განხორციელებულ ყველა ვაჭრობას. ეს სავაჭრო ბოტი წარმოადგენს მომხმარებლის ანგარიშისა და არჩეული ტრეიდერის დამაკავშირებელ ხიდს, რომელიც მომხმარებლის სახელით აღასრულებს ვაჭრობებს წამყვანი ტრეიდერის მიერ მოწოდებული სიგნალების საფუძველზე.
თუმცა, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ წარსულში დაფიქსირებული შედეგები სამომავლო მოგების გარანტია არ არის. მომხმარებლებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე წამყვანი ტრეიდერის არჩევის და სავაჭრო ბოტების პარამეტრების განსაზღვრის დროს. კოპირებით ვაჭრობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი რისკია ლიკვიდურობის რისკი, რომელიც წარმოიშვება მაშინ, როდესაც ბაზრის ლიკვიდურობა არასაკმარისია ვაჭრობების აღსრულებისთვის, რამაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს ფასის ცურვა, პოზიციების დახურვის სირთულე და ტრანზაქციის ხარჯების გაზრდა.
5. სნაიპინგი
ზოგიერთ Telegram-ის სავაჭრო ბოტს შეუძლია განახორციელოს ლიკვიდურობის სნაიპინგი, მეთოდის სნაიპინგი და რამდენიმე საფულის სნაიპინგი. ლიკვიდურობის სნაიპინგი არის ავტომატური სნაიპინგის ფორმა, რომელიც აღასრულებს ყიდვის შეკვეთებს მაშინ, როდესაც ბოტი დააფიქსირებს ლიკვიდურობის დამატებას. ეს ბოტები ხშირად დაპროგრამებულია, რომ ყიდვის ტრანზაქციები გააგზავნოს დეველოპერის მიერ ლიკვიდურობის გასაზრდელად განხორციელებული ტრანზაქციების ანალოგიური გაზის პარამეტრებით, რათა ყიდვის ტრანზაცია დაემატოს იმავე ბლოკში, დეველოპერის ტრანზაქციის შემდეგ. ეს მაქსიმალურად ზრდის „სნაიპერის“ მიერ ახალი ტოკენებით მიღებულ მოგებას.
მეთოდის სნაიპინგი გამოიყენება მაშინ როდესაც ტოკენები რჩება გაუყიდავი, ლიკვიდურობის დამატების მიუხედავად. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ ყიდვის ტრანზაქციების ავტომატურად გაგზავნა, დეველოპერის მომლოდინე ტრანზაქციის „მეთოდის ID“-ის გამოყენებით. „მეთოდის ID“ გამოავლენს, თუ როგორ უკავშირდება დეველოპერის ტრანზაქცია ტოკენის სმარტ კონტრაქტს, რაც პოტენციურად ხელს უწყობს ახალი ტოკენით ვაჭრობას და „სნაიპერს“ აძლევს ყიდვის ტრანზაქციის განხორციელების საშუალებას პირველივე შესაძლებლობისთანავე.
Telegram-ის სავაჭრო ბოტებით მომხმარებელს შეუძლია სნაიპინგის განხორციელება ერთდროულად რამდენიმე საფულის გამოყენებით. მაგალითად, თუ ტრეიდერი განახორციელებს ტოკენის სნაიპინგს რამდენიმე საფულით, ამ შემთხვევაში ბოტი განახორციელებს იდენტურ ვაჭრობებს ყველა საფულეზე.
6. Airdrop-ის ფარმინგი
Telegram-ის სავაჭრო ბოტების გამოყენებით ტრეიდერებს შეუძლიათ შექმნან ავტომატური დავალებები, რაც დაეხმარება მათ Airdrop-ის მიზნების მიღწევაში. Airdrop-ის ფარმინგზე ორიენტირებული ბოტები ზოგადად ოპერირებენ რამდენიმე ბლოკჩეინზე, რათა გამოავლინონ ყველაზე პერსპექტიული Airdrop-ის შესაძლებლობები. Airdrop-ის ფარმინგის ბოტების გამოყენებით, მომხმარებლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ Airdrop-ის კამპანიებში სხვადასხვა საფულეებით, რაც პოტენციურად გაზრდის მათ მოგებას.
თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მომხმარებლებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე თავიანთი საფულის ან პირადი ინფორმაციის ბოტებთან გაზიარების ან გადაუმოწმებელ Airdrop-ებში მონაწილეობის დროს. Airdrop-ები უამრავ თაღლითობასთანაა დაკავშირებული. ყოველთვის ჩაატარეთ საფუძვლიანი მოკვლევა, რათა დარწმუნდეთ თქვენი აქტივების და პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და დაცულობაში.
Telegram-ის სავაჭრო ბოტებთან დაკავშირებული რისკები
მიუხედავად იმისა, რომ Telegram-ის სავაჭრო ბოტები გვთავაზობს მოხერხებულ და საჭირო ფუნქციებს, მათი გამოყენებით ვაჭრობის დაწყებამდე უნდა გაეცნოთ მათთან დაკავშირებულ რისკებს.
1. აქტივების უსაფრთხოება
როგორც არსებული საფულის დაკავშირება, ასევე ბოტისთვის ახალი საფულის შექმნა მოითხოვს თქვენს პირად გასაღებებზე წვდომას. დარწმუნდით, რომ აკავშირებთ ახალ საფულეს და არა თქვენს ძირითად საფულეს. გარდა ამის, ამ ბოტებთან დაკავშირებით არსებობს კასტოდიალური რისკები ვინაიდან პირადი გასაღებები გენერირებულია Telegram-ის სავაჭრო ბოტის მიერ, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს წვდომა თქვენს პირად გასაღებებზე.
2. სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებული რისკები
Telegram-ის სავაჭრო ბოტებს ესაჭიროება სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთობა. იმ ტიპის სმარტ კონტრაქტთან ურთიერთქმედების დროს, რომელსაც არ აქვს გავლილი აუდიტი, Telegram-ის სავაჭრო ბოტები შეიძლება აღმოჩნდეს ამ სმარტ კონტრაქტში არსებული საზიანო კოდის გავლენის ქვეშ.
3. ტექნიკური სირთულე
Telegram-ის სავაჭრო ბოტების დაყენება არის ტექნიკურად კომპლექსური პროცესი, რაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს დამწყებთათვის. მნიშვნელოვანია წაიკითხოთ Telegram-ის ბოტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტაცია და ვაჭრობა დაიწყოთ კრიპტოს ისეთი მცირე რაოდენობით, რომლის დაკარგვაც ძლიერ არ დაგაზარალებთ.
შეჯამება
Telegram-ის სავაჭრო ბოტები წარმოადგენს ალტერნატიულ ინსტრუმენტს, რაც კრიპტო ტრეიდერებს სთავაზობს კომფორტს, სიჩქარეს და ნიშურ ფუნქციებს. ისინი ამარტივებენ ვაჭრობის პროცესს და ამავე დროს გთავაზობთ ფუნქციების არჩევანს, როგორიცაა კოპირებით ვაჭრობა, ლიკვიდურობის სნაიპინგი და MEV დაცვა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოტები კრიპტო სივრცის პერსპექტიულ ტექნოლოგიას წარმოადგენს, მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ მათი თანმდევი რისკები, მათ შორის სახსრების უსაფრთხოება და სმარტ კონტრაქტის რისკები. Telegram-ის სავაჭრო ბოტების გამოყენებამდე, ტრეიდერმა უნდა ჩაატაროს საფუძვლიანი კვლევა, რათა გაიგოს თუ როგორ ფუნქციონირებს ბოტი, მისი საბაზისო სმარტ კონტრაქტები და შეისწავლოს მასთან დაკავშირებული რისკები.
მნიშვნელოვანია აირჩიოთ კარგი შეფასებების და რეპუტაციის მქონე სავაჭრო ბოტები, სასურველია, რომ გვთავაზობდეს მისი ისტორიის ჩანაწერების შემოწმების შესაძლებლობას. ტრეიდერი უნდა იყოს ინფორმირებული განახლებების, პოტენციური პრობლემების შესახებ და ის აქტიურად უნდა ჩაერთოს საზოგადოებრივ განხილვებში რათა მოახდინოს საკუთარი გამოცდილების ოპტიმიზაცია და ამ ინსტრუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების შემცირება.
დამატებითი საკითხავი
რა არის Stop-Loss და Take-Profit დონეები და როგორ გამოვთვალოთ ისინი?
კრიპტოვალუტით ვაჭრობის სტრატეგიების გზამკვლევი დამწყებთათვის
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.