ზოგადად, Gossip პროტოკოლები შეიძლება დაიყოს ორ ტიპად: გავრცელება (მონაცემების ნოდიდან ნოდზე გადაცემა) და აგრეგაცია (მონაცემების შეკრება გადაცემამდე).
ბლოკჩეინ ქსელებში Gossip პროტოკოლი იძლევა ტრანზაქციების და ახალი ბლოკების ყველა მონაწილეს შორის ეფექტურად გაზიარების შესაძლებლობას ცენტრალური კოორდინატორის გარეშე, რაც უზრუნველყოფს დეცენტრალიზაციას და შეცდომებისადმი მდგრადობას.
Hedera Hashgraph ქსელში გამოიყენება მისი ვარიაცია, სახელწოდებით „gossip about gossip“, სადაც ნოდები ერთმანეთს უზიარებენ არა მხოლოდ ტრანზაქციების მონაცემებს, არამედ წინა კომუნიკაციის ჩანაწერებსაც. ეს გვთავაზობს კონსენსუსის მაღალეფექტურ პროცესს.
Gossip პროტოკოლის პოპულარობა განაპირობა მისმა მასშტაბირებადობამ და მდგრადობამ. რადგან ნებისმიერ მომენტში თითოეული ნოდი მხოლოდ მცირე შემთხვევით შერჩეულ ნოდების ჯგუფთან ურთიერთობს, პროტოკოლს შეუძლია მასშტაბირება ძალიან დიდ ქსელებამდე, ცენტრალური კოორდინატორის გარეშე. იდეალურ პირობებში ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს ყველა ნოდზე O(log N) რაუნდში, სადაც N არის კვანძების საერთო რაოდენობა. ნოდების შემთხვევითობის პრინციპით შერჩევა ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ პროტოკოლი აგრძელებს მუშაობას მაშინაც კი, თუ ზოგიერთი ნოდი ქსელიდან გაითიშება.
დანიშნულების მიხედვით, Gossip პროტოკოლები იყოფა ორ ძირითად ტიპად:
გავრცელების ტიპის Gossip პროტოკოლი, რომელსაც ზოგჯერ multicast-ს უწოდებენ, ფოკუსირდება მონაცემებთა პაკეტის გავრცელებაზე ერთი ნოდიდან ქსელის ყველა სხვა ნოდზე. თითოეული ნოდი, რომელიც იღებს მონაცემს, მას გადასცემს შემთხვევით შერჩეულ ნოდებს და პროცესი მეორდება მანამ, სანამ ინფორმაცია მთელ ქსელში არ გავრცელდება. ეს არის Gossip პროტოკოლის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც გამოიყენება ბევრ ბლოკჩეინ-ქსელში ახალი ტრანზაქციებისა და ბლოკების გასავრცელებლად.
აგრეგაციის ტიპის Gossip პროტოკოლი მონაცემების გავრცელებამდე ახდენს მათ დამუშავებას და გაერთიანებას. ამ დროს, დაუმუშავებელი მონაცემების გადაცემის ნაცვლად, ნოდები ითვლიან ხელთარსებული მონაცემების ჯამურ მნიშვნელობებს ან სტატისტიკას და ამის შემდეგ უზიარებენ მათ სხვა ნოდებს.. ეს მიდგომა ეფექტურია ისეთი ამოცანების შესრულებისთვის, როგორიცაა ქსელის საშუალო მნიშვნელობის გამოთვლა, ანომალიების აღმოჩენა ან სენსორებიდან მიღებული მონაცემების აგრეგაცია მსხვილ განაწილებულ სისტემებში.
ამ კატეგორიების Gossip პროტოკოლი შეიძლება მუშაობდეს push რეჟიმში (ნოდი უგზავნის მონაცემებს სხვა ნოდებს), pull რეჟიმში (ნოდი ითხოვს მონაცემებს სხვა ნოდებისგან) ან push-pull რეჟიმში (ერთი ურთიერთქმედებით მონაცემები ორივე მიმართულებით იცვლება). push-pull ვერსიები, როგორც წესი, უფრო ეფექტურია, რადგან ნოდებს აძლევს ერთი რაუნდის ფარგლებში როგორც განახლებების გაზიარების, ასევე მისთვის საჭირო მონაცემების მიღების შესაძლებლობას.
Gossip პროტოკოლი ფართოდ გამოიყენება ბლოკჩეინ-ქსელებში ტრანზაქციებისა და ახალი ბლოკების გაზიარების დეცენტრალიზებული და შეცდომებისადმი მდგრადი მეთოდების დანერგვის მიზნით. როდესაც ნოდი იღებს ან ქმნის ტრანზაქციას, ის მას გადასცემს შემთხვევით შერჩეული ნოდების მცირე რაოდენობას. თითოეული ნოდი იმავე პროცესს იმეორებს და, როგორც წესი, ტრანზაქცია მთელ ქსელში რამდენიმე წამში ვრცელდება ცენტრალური სერვერის მეშვეობით კოორდინაციის გარეშე. ამ მიდგომის სხვადასხვა ვარიანტები გამოიყენება როგორც Bitcoin-ის, ასევე Ethereum-ის ქსელებზე, სადაც თითოეული ნოდი ახალ ტრანზაქციებსა და ბლოკებს დაახლოებით რვა შემთხვევით შერჩეულ ნოდს უზიარებს.
Gossip პროტოკოლის ბლოკჩეინ-სივრცეში გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია Hashgraph-ის განაწილებული ლეჯერი, რომელიც შეიქმნა 2016 წელს Leemon Baird-ის მიერ. Hashgraph იყენებს მექანიზმს, რომელსაც „gossip about gossip“ ეწოდება. ამ დროს ნოდები ერთმანეთს უზიარებენ არა მხოლოდ ტრანზაქციების მონაცემებს, არამედ ასევე წინა კომუნიკაციის ინფორმაციას. შედეგად იქმნება ქსელში განხორციელებული კომუნიკაციის საზიარო და ვერიფიცირებადი ჩანაწერები.
ტრანზაქციის მონაცემების და ბლოკის ინფორმაციის ქსელის ნოდებს შორის გაზიარებისთვის Gossip პროტოკოლებს ასევე იყენებენ სხვა კორპორაციული ბლოკჩეინ-პლატფორმებიც, მათ შორის Hyperledger Fabric, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ, რომ gossip-ზე დაფუძნებული კომუნიკაციის გამოყენების სფერო მხოლოდ საჯარო ბლოკჩეინებით არ შემოიფარგლება.
Gossip protocol არის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ქსელში ჩართული კომპიუტერები ინფორმაციის მიმოცვლას ცენტრალური კოორდინატორის გარეშე ახორციელებენ. თითოეული კომპიუტერი (ანუ ნოდი) მონაცემებს გადასცემს შემთხვევით შერჩეულ რამდენიმე ნოდს, რომლებიც შემდეგ მას სხვებს უზიარებენ. ეს პროცესი ჰგავს ახალი ამბის გავრცელებას ადამიანების ჯგუფში. Gossip პროტოკოლები გამოიყენება ბევრ განაწილებულ სისტემაში, მათ შორის ბლოკჩეინ-ქსელებში, რაც უზრუნველყოფს განახლებული ინფორმაციის მიწოდებას ყველა მონაწილისთვის.
Gossip პროტოკოლი გამოიყენება ბლოკჩეინ-ქსელებში ახალი ტრანზაქციებისა და ბლოკების გასაზიარებლად. როდესაც ნოდი ქმნის ან იღებს ტრანზაქციას, ის მას გადასცემს შემთხვევით შერჩეული ნოდების მცირე ჯგუფს. თითოეული მათგანი იმავე პროცესს იმეორებს მანამ, სანამ ინფორმაცია ქსელის ყველა ნოდამდე არ მიაღწევს. ასეთი დეცენტრალიზებული მიდგომა ნიშნავს, რომ არც ერთ ნოდს არ სჭირდება ქსელის თითოეული მონაწილისთვის ამ მონაცემების პირდაპირ მიწოდება, რაც უზრუნველყოფს პროცესის მასშტაბირებადობასა და მდგრადობას. მონაცემების გასავრცელებლად Bitcoin, Ethereum და Hashgraph იყენებენ Gossip პროტოკოლის სხვადასხვა ვარიაციას.
ინფორმაციის გავრცელების ტრადიციულ სისტემაში, ერთი ნოდი ყველა დანარჩენ ნოდს ერთდროულად უგზავნის ინფორმაციას, რაც მასშტაბირებადობის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. Gossip პროტოკოლის შემთხვევაში, თითოეული ნოდი ინფორმაციას უზიარებს შემთხვევით შერჩეული ნოდების მცირე ჯგუფს, რის შემდეგაც ეს ინფორმაცია კასკადურად ვრცელდება და რამდენიმე რაუნდში ქსელის ყველა მონაწილესთან აღწევს. Gossip პროტოკოლის შემთხვევაში კომუნიკაციის საფეხურები უფრო მეტია, თუმცა შემცირებულია დატვირთვა ცალკეულ ნოდზე და ქსელი აგრძელებს მუშაობას მაშინაც კი, როდესაც ნოდების ნაწილი მიუწვდომელია.
DApp-ები წარმოადგენს აპლიკაციებს, რომლებიც, ცენტრალური მონაცემთა ბაზის ნაცვლად, გაშვებულია კომპიუტერების P2...
გაწერილი წესების სისტემა, რომელიც დეცენტრალიზებული ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელ ქმედებებს განსაზღვრავს.