რა არის TrueUSD (TUSD)?
მთავარი
სტატიები
რა არის TrueUSD (TUSD)?

რა არის TrueUSD (TUSD)?

გამოქვეყნებული Jul 13, 2023განახლებული Jun 25, 2024
5m

წინამდებარე სტატია წარმოადგენს სპონსორის მიერ მოწოდებულ კონტენტს და არ უნდა იქნას განხილული, როგორც ფინანსური ან საინვესტიციო რჩევა. ამ სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ავტორს/შემდგენს ეკუთვნის და არ ასახავს Binance Academy-ს მოსაზრებებს. 

TUSD-ის გაცნობა

სტეიბლკოინები წარმოადგენს კრიპტოვალუტის და ფიატ-ვალუტის სამყაროების დამაკავშირებელ ხიდს, რომელთა ღირებულება მიბმულია რეზერვის აქტივზე, მაგალითად აშშ დოლარზე ან ოქროზე. კრიპტოვალუტის ეკოსისტემაში ისინი ფართოდ გამოიყენება, როგორც ღირებულების შენახვის და გადაცემის მეთოდი. ერთ-ერთ ასეთი სტეიბლკოინს წარმოადგენს TrueUSD (TUSD), რომელიც USD-ით მხარდაჭერილი ციფრული ვალუტაა.

TUSD იყენებს Chainlink-ის რეზერვების მტკიცებულების (PoR) ტექნოლოგიას, რაც იძლევა მისი ბლოკჩეინის გარეთ არსებული რეზერვების რეალურ დროში, ბლოკჩეინზე ვერიფიკაციის შესაძლებლობას, რისი წყალობითაც მისი აშშ დოლართან კავშირი სრულიად გამჭვირვალეა. გარდა ამისა,  ათზე მეტ ბლოკჩეინის ქსელთან თავსებადობის და რამდენიმე DeFi პლატფორმაზე ინტეგრაციის წყალობით, ის განსაკუთრებით პოპულარულია მომხმარებლებს შორის, რომლებიც კრიპტოვალუტების ფასების მერყეობის ფონზე, ცდილობენ იპოვონ სტაბილური ალტერნატივა. 

რა არის TUSD?

TUSD არის სტეიბლკოინი, რომელიც მიბმულია აშშ დოლართან 1:1 თანაფარდობით. TUSD-ის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, სარეზერვო ფონდში ინახება მიმოქცევაში არსებული TUSD ტოკენების ეკვივალენტური რაოდენობის USD.

TUSD დაფუძნებულია ფართოდ გავრცელებულ ERC-20 ტოკენის სტანდარტზე, რის გამოც ის თავსებადია მრავალ ბლოკჩეინის ქსელთან და დეცენტრალიზებულ აპლიკაციასთან (DApp). სხვა სტეიბლკოინების მსგავსად, TUSD-ის მიზანია მომხმარებელს საშუალება მისცეს შევიდეს და დატოვოს კრიპტოვალუტის ბაზარი დროში გაწელილი პროცედურების გარეშე, რაც დამახასიათებელია ტრადიციული საბანკო სისტემებისთვის. კრიპტო ბაზრებზე, ინვესტორებს შეუძლიათ TUSD გადაცვალონ სხვა მონეტებზე. ის ასევე წარმოადგენს კრიპტო და ფიატ-ვალუტების დამაკავშირებელ ხიდს, ამასთანავე მას არ ახასიათებს კრიპტოვალუტების არასტაბილურობა.

როგორ მუშაობს TUSD?

TUSD მუშაობს ბლოკჩეინზე გაშვებულ სმარტ კონტრაქტებზე დაფუძნებით, რაც აშშ დოლარის ტოკენიზებული ვერსიის გამოშვების და გატანის საშუალებას იძლევა. როდესაც მომხმარებელს სურს შეიძინოს TUSD, მან პირველ რიგში უნდა გადარიცხოს USD მითითებულ საბანკო ანგარიშზე. გადარიცხული თანხის მიღების შემდეგ, სმარტ კონტრაქტი ავტომატურად მოახდენს შესაბამისი რაოდენობის TUSD ტოკენის გენერირებას და გადაიტანს მათ მომხმარებლის საფულეში, შესაბამისად გაიზრდება მიმოქცევაში არსებული ტოკენების რაოდენობა.

როდესაც მომხმარებელი გაყიდის საკუთარ TUSD-ს, სმარტ კონტრაქტი მომენტალურად „დაწვავს“ ამ ტოკენებს, შესაბამისად შემცირდება TUSD-ის ცირკულირებადი მარაგი. ამავდროულად, პლატფორმა ამ მომხმარებელს გადაურიცხავს აშშ დოლარს.

TUSD-ის გამოყენების ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ შეძენის ან გატანის ტრანზაქციებისთვის საკომისიოები არ გეკისრებათ. ეს პროექტი მოგებას იღებს მის ანგარიშზე განთავსებულ აშშ დოლარებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სახით.

როდესაც მომხმარებელი TUSD-ს კრიპტოვალუტის ბირჟაზე ყიდულობს, ფაქტობრივად ის TUSD ტოკენებს სხვა მფლობელისგან მეორად ბაზარზე შეიძენს. ამ ტრანზაქციის განხორციელებისას, ცვლილებების შეტანა ხდება მხოლოდ ამ ბირჟის შიდა ლეჯერში და ამ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს Ethereum-ის ბლოკჩეინზე გაშვებულ TUSD-ის საბაზისო სმარტ კონტრაქტებთან. 

რამდენად უსაფრთხოა TUSD?

2023 წლის თებერვალში, TUSD გახდა პირველი USD-ზე მიბმული სტეიბლკოინი, რომელმაც დანერგა Chainlink-ის რეზერვების მტკიცებულებაზე (PoR) დაფუძნებული მონეტების ავტომატური დამზადების კონტროლის სისტემა. PoR იძლევა USD-ის რეზერვების ავტომატური გადამოწმების საშუალებას, სათანადო უზრუნველყოფის არსებობის დასადასტურებლად. PoR-ის ინტეგრაციით, TUSD მიზნად ისახავს გააუმჯობესოს მისი სტეიბლკოინები დამზადების პროცესი გამჭვირვალობის, რისკის მართვის და უსაფრთხოების გაზრდის მეშვეობით.

TUSD-ის მახასიათებლები

TUSD-ის სხვადასხვა ბლოკჩეინის ქსელებზე გაშვებამ ხელი შეუწყო მის დანერგვას და გამოყენებას დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აპლიკაციებში. ამჟამად TUSD არსებობს მრავალ ბლოკჩეინის ქსელში, როგორებიცაა BNB Chain, Polygon, Avalanche, Tron და Ethereum.

ქვემოთ მოცემულია მახასიათებლები, რომლებიც განასხვავებს TUSD-ს სხვა კრიპტოვალუტებისგან: 

  1. სტაბილური ღირებულება:TUSD წარმოადგენს სტეიბლკოინს, რომელიც მიბმულია აშშ დოლართან 1:1 თანაფარდობით.

  2. რეზერვებით უზრუნველყოფა: TUSD გარანტიას იძლევა, რომ სრულად იქნება მხარდაჭერილი აშშ დოლარით, აშშ დოლარის ეკვივალენტური აქტივებით და მაღალი ლიკვიდურობის მქონე მოკლევადიანი ინვესტიციებით, მაგალითად T-bills-ით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ სარეზერვო ფონდში ყოველთვის იქნება თითოეული TUSD ტოკენის შესაბამისი ღირებულების აქტივი.

  3. გამჭვირვალობა: TUSD ორიენტირებულის გამჭვირვალობაზე - სარეზერვო აქტივების არსებობის გადამოწმება ნებისმიერ დამოუკიდებელ აუდიტორს რეალურ დროში შეუძლია. შესაბამისი მონაცემების ნახვა მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია TUSD-ის ოფიციალურ ვებსაიტზე. 

  4. მარტივი კონვერტაცია: TUSD შეიძლება გადაიცვალოს USD-ზე. ინდივიდუალურ და კორპორაციულ მომხმარებლებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ოფიციალურ ვებსაიტზე და ნებისმიერ დროს დაამზადონ ან გაიტანონ TUSD. 

  5. ეფექტური ტრანზაქციები: ის დაფუძნებულია საიმედო ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურაზე, რაც გვთავაზობს ტრადიციულ საბანკო სისტემასთან შედარებით სწრაფ და ხელმისაწვდომ ტრანზაქციებს.

ქვემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები TUSD-ის გამოყენებას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის:

  • დამზადება: მომხმარებლებს შეუძლიათ დეპოზიტზე შეიტანონ USD და დაამზადონ TUSD ტოკენები. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული TUSD ტოკენი მხარდაჭერილი იქნება აშშ დოლარით 1:1 თანაფარდობით.

  • ჰოლდინგი: TUSD ტოკენების ჰოლდინგი მომხმარებელს აძლევს ჰეჯირების საშუალებას, სხვა კრიპტოვალუტების ფასების არასტაბილურობით გამოწვეული ზარალის თავიდან ასაცილებლად და ქონების სტაბილური ღირებულების შესანარჩუნებლად.

  • ვაჭრობა: TUSD-ით ვაჭრობა შესაძლებელია კრიპტოვალუტის ბირჟებზე და ბაზრებზე, რისი წყალობითაც ის ხელმისაწვდომია მრავალი მომხმარებლისთვის.

  • სტეიკინგი, ფარმინგი და მაინინგი: მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ განახორციელონ TUSD-ის სტეიკინგი, ფარმინგი ან მაინინგი DeFi პლატფორმებზე, რაც იძლევა ჯილდოების გამომუშავების და პასიური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. 

როგორ უნდა ივაჭროს მომხმარებელმა TUSD-ით?

მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ TUSD ან გადაცვალონ ის USD-ზე ან სხვა აქტივებზე, რისთვისაც უნდა გამოიყენონ კრიპტოვალუტის ბირჟები, როგორიცაა Binance. ამ შემთხვევაში, პროცესის განხორციელებისთვის, მათ უნდა შეასრულონ ბირჟის მიერ განსაზღვრული პროცედურები და გაიდლაინები. Binance მომხმარებელს საშუალებას აძლევს ივაჭრონ TUSD/BTC-ზე დამატებითი საკომისიოების გარეშე. 

TUSD-ის ინტეგრაცია ბლოკჩეინის ქსელებთან

TUSD თავსებადია მრავალ ბლოკჩეინის ქსელთან, რომელთა შორისაა Ethereum, TRON, Avalanche, BNB Chain, Fantom და Polygon. ბლოკჩეინებს შორის თავსებადობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადარიცხოს და გამოიყენოს TUSD სხვადასხვა პლატფორმების და პროტოკოლების მეშვეობით, რაც მათი ახალი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ კონსულტანტს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შესაძლოა იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.