რა არის StraitsX USD (XUSD)?
მთავარი
სტატიები
რა არის StraitsX USD (XUSD)?

რა არის StraitsX USD (XUSD)?

განახლებული Mar 21, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • StraitsX USD არის სტეიბლკოინი, რომელიც მიბმულია აშშ დოლართან 1:1 თანაფარდობით. მისი დანიშნულებაა გადახდების, ვაჭრობის და ფულის გადარიცხვის უფრო მარტივად და ეფექტურად განხორციელება. 

  • XUSD ოპერირებს სინგაპურის ფინანსური რეგულაციების მოთხოვნების დაცვით და მხარდაჭერილია აშშ დოლარის რეალური რეზერვებით. ის გვთავაზობს ვაჭრობის და ციფრული აქტივების გამოყენების უფრო უსაფრთხო და სტაბილურ გზას.

  • StraitsX USD ხელმისაწვდომია Ethereum (ERC-20) და BNB Smart Chain (BEP-20) ქსელებზე. სამომავლოდ იგეგმება ბლოკჩეინის სხვა ქსელებზე გაშვება.

შესავალი

StraitsX USD (XUSD) წარმოადგენს სტეიბლკოინს, რომელიც გამოშვებულია StraitsX-ის - ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიის მიერ, რომელიც ორიენტირებულია ციფრული აქტივების ტექნოლოგიებზე. XUSD მიბმულია აშშ დოლართან 1:1 თანაფარდობით და მისი დანიშნულებაა ციფრული გადახდების, აქტივების ტრანზაქციების და ფულადი გზავნილების გამარტივება.

რა არის StraitsX USD?

StraitsX USD არის სტეიბლკოინი, რომელიც მხარდაჭერილია აშშ დოლარის რეზერვებით, რომელთა განკარგვა ხდება რეგულაციების დაცვით მოქმედი ფინანსური ინსტიტუტების მიერ. მისი გამომშვები კომპანიაა StraitsX USD Issuance Pte. Ltd., რომელიც რეგულირდება სინგაპურის მონეტარული დეპარტამენტის (MAS) მიერ. ეს უზრუნველყოფს სინგაპურის ფინანსური რეგულაციების მოთხოვნებთან შესაბამისობას, რაც მომხმარებლებს სთავაზობს გამჭვირვალობას და უსაფრთხოებას.

XUSD-ის დიზაინი უზრუნველყოფს ამ სტეიბლკოინის საბაზრო ღირებულების სტაბილურობას. ამის გამო ის სასარგებლოა ბიზნესებისთვის, ტრეიდერებისთვის და პირებისთვის, რომელთაც სურთ ციფრული აქტივების გამოყენება არასტაბილურობასთან დაკავშირებული რისკების გარეშე.

რა არის XUSD?

XUSD შეიქმნა ფინანსური ტრანზაქციების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში. ქვემოთ მოცემულია მისი რამდენიმე ძირითადი გამოყენების გზა:

  • ციფრული აქტივების ტრანზაქციები: გამოიყენება სავაჭრო ბირჟების და ტრეიდერების მიერ ტრანზაქციების განხორციელებისთვის ტრადიციული საბანკო გადარიცხვების საჭიროების გარეშე.

  • გადახდები და მიკროგადახდები: ბიზნესებს და ფიზიკურ პირებს აძლევს ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას მინიმალური საკომისიოებით.

  • ფულადი გზავნილები: XUSD ამარტივებს და აჩქარებს ფულის სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნის პროცესს.

ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული XUSD-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს ციფრული ტრანზაქციების განხორციელების მარტივი და ხარჯეფექტური მეთოდი.

XUSD-ის ყიდვა და გაყიდვა

სხვა სტეიბლკოინების მსგავსად, XUSD წარმოადგენს აშშ დოლარის რეპრეზენტაციას ბლოკჩეინის ქსელზე.

XUSD-ის შესაძენად, StraitsX პლატფორმაზე უნდა განათავსოთ ეკვივალენტური რაოდენობის აშშ დოლარის დეპოზიტი. დეპოზიტის განთავსების დადასტურების შემდეგ, თქვენს კრიპტო საფულეში ჩაირიცხება იმავე რაოდენობის XUSD.

თუ თქვენი აქტივების განაღდება გსურთ, შეგიძლიათ XUSD გადაცვალოთ აშშ დოლარში. როდესაც თქვენ გააკეთებთ თანხის განაღდების მოთხოვნას, შესაბამისი რაოდენობის XUSD ტოკენი ამოღებული იქნება ცირკულაციიდან, რათა შენარჩუნებულ იქნეს ტოკენსა და მის რეზერვებს შორის 1:1 თანაფარდობა.

რეზერვების მართვა

StraitsX-ს აქვს რეზერვების მართვის მკაცრი პოლიტიკა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მიმოქცევაში არსებული თითოეული XUSD მხარდაჭერილია რეზერვებში არსებული ეკვივალენტური რაოდენობის აშშ დოლარით. აღნიშნული რეზერვები მოიცავს შემდეგს:

  • ნაღდი ფულის დეპოზიტებს

  • ნაღდი ფულის ეკვივალენტურ აქტივებს

  • აშშ-ს მთავრობის მიერ გამოშვებულ მოკლევადიან ფასიან ქაღალდებს

დამოუკიდებელი მესამე მხარის მიერ ჩატარებული რეგულარული აუდიტები უზრუნველყოფს მიმოქცევაში არსებული XUSD-ის რეზერვებით სრულ მხარდაჭერას, რაც აუმჯობესებს გამჭვირვალობას და ამ ტოკენის მიმართ ნდობას.

არის თუ არა XUSD გაშვებული Ethereum-ზე?

დიახ, XUSD გაშვებულია Ethereum ბლოკჩეინზე ERC-20 ტოკენის სახით, თუმცა ის ასევე ხელმისაწვდომია BNB Smart Chain (BSC) ბლოკჩეინზე BEP-20 ტოკენის სახით. 

როგორც EVM-თან თავსებადი ტოკენი, XUSD შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აპლიკაციებში და სერვისებში, რომლებიც გაშვებულია Ethereum და BNB Chain ქსელებზე.

სამომავლოდ StraitsX გეგმავს XUSD-ის ასევე სხვა ბლოკჩეინებზე გაშვებას, რისი წყალობითაც ის ხელმისაწვდომი გახდება უფრო მეტი მომხმარებლისთვის და DeFi საზოგადოებისთვის.

XUSD-ის გამოყენების უპირატესობები

XUSD გვთავაზობს რამდენიმე უპირატესობას ტრადიციული საგადახდო სისტემებთან და სხვა ციფრულ აქტივებთან შედარებით:

  1. ფასის სტაბილურობა: კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რომელთა ღირებულება მაღალი მერყეობით გამოირჩევა, XUSD-ის ფასი სტაბილურ დონეზეა შენარჩუნებელი, რაც მას ანგარიშსწორების საიმედო საშუალებად აქცევს.

  2. ტრანზაქციების სიჩქარის გაუმჯობესება: ტრადიციული საბანკო გადარიცხვების დამუშავებას შესაძლოა დღეები დასჭირდეს, განსაკუთრებით საერთაშორისო გადახდების შემთხვევაში. XUSD-ით ტრანზაქციების განხორციელებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

  3. დაბალი საკომისიოები: ტრადიციული საგადახდო სისტემების მეშვეობით ფულის გაგზავნისას, ხშირად მომხმარებელს მაღალი საკომისიოს გადახდა უწევთ. XUSD-ით განხორციელებული ბლოკჩეინ-ტრანზაქციების ღირებულება, როგორც წესი, გაცილებით დაბალია.

  4. რეგულაციებთან შესაბამისობა: StraitsX ოპერირებს სინგაპურის ფინანსური რეგულაციების დაცვით, რისი წყალობითაც XUSD-ის მართვა ხორციელდება საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად.

  5. გამჭვირვალობა: რეგულარული აუდიტების და ბლოკჩეინისთვის დამახასიათებელი გამჭვირვალობის წყალობით, მომხმარებელს შეუძლია თავად დარწმუნდეს, რომ XUSD სრულად არის მხარდაჭერილი რეზერვებით.

რა უნდა გაითვალისწინოთ

XUSD ბევრ უპირატესობას გვთავაზობს, მიუხედავად ამისა, მომხმარებელი ფრთხილად უნდა იყოს, რათა თავიდან აიცილოს პოტენციური რისკები:

  1. მესამე მხარის პლატფორმა: თუ XUSD-ის შენახვისთვის ან ვაჭრობისთვის იყენებთ არარეგულირებულ პლატფორმას, პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაკარგოთ საკუთარი აქტივები.

  2. ადგილობრივი რეგულაცია: XUSD მოქმედებს სინგაპურის რეგულაციების დაცვით, თუმცა სხვა ქვეყნებში მისი სამართლებრივი სტატუსი შეიძლება განსხვავებული იყოს. რაიმე რისკის გაწევამდე გაეცანით ადგილობრივ რეგულაციებს.

  3. სმარტ კონტრაქტისთვის დამახასიათებელი სისუსტეები: XUSD წარმოადგენს ERC-20 ტოკენს, შესაბამისად ის იყენებს სმარტ კონტრაქტებს, ამიტომ საჭიროა გაითვალისწინოთ ბაგებთან და ჰაკერულ თავდასხმებთან დაკავშირებული საფრთხეები.

  4. ლიკვიდურობის რისკები: მიუხედავად იმისა, რომ XUSD სრულად არის მხარდაჭერილი რეზერვებით, თანხის გატანის მოთხოვნის შემთხვევაში ის შეიძლება ლიკვიდურობასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დადგეს.

StraitsX (XUSD) Binance-ზე

2025 წლის 17 მარტს, Binance-მა განაცხდა StraitsX USD-ის (XUSD) ლისტინგის შესახებ. ლისტინგის შემდეგ გამოცხადდა პრომოაქცია, რაც ითვალისწინებდა ნულოვან საკომისიოს. პრომოაქციის პერიოდში, მასში მონაწილეობის უფლების მქონე მომხმარებელს ეძლევა XUSD/USDT წყვილებზე სპოტ და მარჟით ვაჭრობის შესაძლებლობა ნულოვანი საკომისიოებით.

სპოტ და მარჟით ვაჭრობის წყვილებთან დაკავშირებული პრომოაქციების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ საკომისიოების და ტრანზაქციების მიმოხილვის გვერდი.

შეჯამება

StraitsX USD (XUSD) წარმოადგენს სტეიბლკოინს, რომელიც გამოიყენება გადახდების, ვაჭრობის და ფულადი გზავნილების მარტივად და ეფექტურად განხორციელებისთვის. რადგან XUSD ოპერირებს სინგაპურის ფინანსური რეგულაციების მოთხოვნების დაცვით და მხარდაჭერილია აშშ დოლარის რეალური რეზერვებით, ის გვთავაზობს ვაჭრობის და ციფრული აქტივების გამოყენების უფრო უსაფრთხო და სტაბილურ გზას. 

XUSD წარმოადგენს ტრადიციული საბანკო სისტემების და დეცენტრალიზებული ფინანსური სერვისების დამაკავშირებელ ხიდს, თუმცა ის შედარებით ახალი პროექტია, ამიტომ დაველოდოთ, შეძლებს თუ არა ის განვითარებას და კრიპტო სივრცის პოპულარულ სტეიბლკოინად ჩამოყალიბებას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: MiCA-ს მოთხოვნების თანახმად, ევროპის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მცხოვრები მომხმარებლებისთვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები არასანქცირებული სტეიბლკოინების გამოყენებასთან დაკავშირებით. მეტი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.

წინამდებარე სტატია წარმოდგენილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაკავშირებული სტატიები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.