რა არის Internet Computer (ICP)?

რა არის Internet Computer (ICP)?

განახლებული Sep 17, 2025
5m

მთავარი დეტალები

  • Internet Computer (ICP) არის ბლოკჩეინის ქსელი, რომელიც ინტერნეტის მომხმარებელს სთავაზობს გამომთვლელ სიმძლავრეს, რომლის მიწოდება ხდება დეცენტრალიზებული ქლაუდ-სისტემის მეშვეობით.

  • ის დეველოპერებს სთავაზობს სმარტ კონტრაქტებზე დაფუძნებული აპლიკაციების შექმნისა და გაშვების შესაძლებლობას, რომლებიც ტრადიციული პროგრამების მსგავსად მუშაობს.

  • ICP ტოკენები გამოიყენება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის, საკომისიოების გადახდისთვის და ქსელის მუშაობის მხარდამჭერი პირებისთვის ჯილდოების გასაცემად.

  • პროექტის მიზანია ცენტრალიზებული ქლაუდ-სერვისების პროვაიდერებისთვის კონკურენციის გაწევა და მომხმარებლისთვის ნდობის საჭიროების არმქონე და მასშტაბირებადი ალტერნატივის შეთავაზება.

icp cta ბანერი

შესავალი

Internet Computer (ICP) არის ბლოკჩეინი, რომლის მიზანია ინტერნეტ-სერვისების და პროგრამული უზრუნველყოფის შეთავაზების მეთოდების ტრანსფორმაცია. ტრადიციული ცენტრალიზებული სერვერების გამოყენების ნაცვლად, ICP გთავაზობთ აპლიკაციების ინტერნეტში გაშვების დეცენტრალიზებულ მეთოდს. ICP, რომელიც შეიქმნა 2016 წელს DFINITY Foundation-ის მიერ, ხოლო გაეშვა 2021 წელს, ერთმანეთთან აკავშირებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ მონაცემთა ცენტრებს და ქმნის დეცენტრალიზებულ ქლაუდ-სისტემას.

რა არის Internet Computer (ICP)?

ICP არის საჯარო ბლოკჩეინი, რომელიც ინტერნეტის მომხმარებელს სთავაზობს ქლაუდ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ გამომთვლელ სისტემას. ის აერთიანებს დეცენტრალიზებულ კონტროლს, მასშტაბირებად სმარტ კონტრაქტებსა და დამოუკიდებელი ოპერატორების საკუთრებაში არსებულ აპარატურას. ICP იძლევა პროგრამების სმარტ კონტრაქტების მსგავსად გაშვების შესაძლებლობას და გვთავაზობს ტრადიციული ქლაუდ-სერვისების, მაგალითად Amazon Web Services-ის ან Google Cloud-ის ალტერნატივას.

მისი მიზანია სმარტ კონტრაქტები გახადოს ტრადიციული პროგრამების მსგავსად მძლავრი და მოქნილი, რათა მათი მეშვეობით შესაძლებელი გახდეს კომპლექსური დავალებების შესრულება, ვებსაიტების გაშვება და სტანდარტული ვებ-ბრაუზერების მომხმარებლებთან კომუნიკაცია. ამ სისტემის წყალობით, დეველოპერები შეძლებენ შექმნან სრულად ბლოკჩეინზე გაშვებული აპლიკაციები, რომელთა მუშაობა არ იქნება დამოკიდებული ცენტრალიზებულ ინფრასტრუქტურაზე, რაც გააუმჯობესებს გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებას.

როგორ მუშაობს Internet Computer?

დეცენტრალიზებული აპარატურა

Internet Computer მუშაობს აპარატურული ნოდების მეშვეობით, რომლებიც ეკუთვნის სხვადასხვა დამოუკიდებელ ჯგუფებს და იმართება მათ მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებზე ან ცენტრალიზებულ სერვერებზე, რაც ამცირებს ცენზურის ან სისტემის გათიშვის რისკებს. თითოეული ნოდი ქსელს აწვდის გამომთვლელ რესურსებს და ერთად ისინი ქმნიან განაწილებულ ქლაუდ-ქსელს.

მძლავრი სმარტ კონტრაქტები

ICP-ში სმარტ კონტრაქტებს უწოდებენ „კონტეინერებს“, რომლებშიც ინახება მნიშვნელოვანი მოცულობის მონაცემები და მათი მასშტაბირება ქლაუდ-პროგრამების მსგავსად ხდება. მათი მეშვეობით შესაძლებელია რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება, რაც ქსელს აძლევს უამრავი ტრანზაქციის ერთად დამუშავების საშუალებას ეფექტურობის შემცირების გარეშე.

საკომისიოების უნიკალური სისტემა

საკომისიოების აპლიკაციის ყოველი გამოყენების დროს გადახდის ნაცვლად, დეველოპერები საკუთარ პროექტებს ტვირთავენ წინასწარ გადახდილ „ციკლებთან“ ერთად, რომლითაც ხდება გამომთვლელი სიმძლავრის საფასურის გადახდა. ეს მომხმარებლებს აძლევს აპლიკაციების მარტივად, სტანდარტული ვებ-ბრაუზერის მეშვეობით გამოყენების შესაძლებლობას, კონკრეტული საფულის ან ტოკენის საჭიროების გარეშე.

კავშირი

სხვა ბლოკჩეინებთან და ტრადიციულ ინტერნეტ-საიტებთან კავშირისთვის, ICP იყენებს ჩვეულებრივ ვებ-პროტოკოლებს, როგორიცაა HTTP. მაგალითად, მას აქვს chain-key Bitcoin-ის (ckBTC) მხარდაჭერა, რომელიც წარმოადგენს ICP სისტემაში გამოყენებულ, Bitcoin-ით უზრუნველყოფილ ტოკენს. სამომავლოდ ასევე იგეგმება Ethereum-ზე და სხვა ბლოკჩინებზე ინტეგრაცია.

საზოგადოება

ICP-ის კონტროლს ახორციელებს დეცენტრალიზებული მმართველობის სისტემა, სახელწოდებით Network Nervous System (NNS), რომელიც იძლევა ქსელის განახლების და გაუმჯობესების შესაძლებლობას ცენტრალური მართვის რგოლის საჭიროების გარეშე. ქსელის ზრდა ასევე შესაძლებელია მცირე ზომის ქვექსელების დამატებით, რაც ამცირებს ქსელის დატვირთვას.

რისი შექმნაა შესაძლებელი ICP-ზე?

ICP-ზე დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან უამრავი აპლიკაცია და სერვისი, მათ შორის ბიზნეს-პროგრამები, ჩატის დეცენტრალიზებული აპლიკაციები, Web3 სოციალური მედიის პლატფორმები და DeFi-ს პროდუქტები.

ამ პლატფორმას აქვს სხვადასხვა პროგრამირების ენის მხარდაჭერა (როგორებიცაა Rust და Python), მათ შორიაა Motoko, რომელიც წარმოადგენს DFINITY-ს მიერ შექმნილ პროგრამირების ენას. ეს პლატფორმაზე მუშაობას უმარტივებს იმ დეველოპერებს, რომლებიც ტრადიციულ პროგრამებზე მუშაობდნენ.

შეზღუდვები

Internet Computer-ზე ნოდების გაშვებისთვის საჭიროა მძლავრი აპარატურა, რამაც შესაძლოა შეზღუდოს მონაწილეთა რაოდენობა და გავლენა მოახდინოს ქსელის დეცენტრალიზაციის დონეზე. გარდა ამისა, რადგან არ არსებობს ცენტრალური კომპანია, რომელიც აკონტროლებს კონტენტს, შეიძლება გართულდეს შეურაცხმყოფელი ან მავნე მასალების კონტროლი.

კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენს პოპულარიზაცია: მიუხედავად იმისა, რომ ICP გვთავაზობს მძლავრ ინსტრუმენტებს, დეველოპერებისა და ბიზნესების იმაში დარწმუნებას, რომ ეს ინსტრუმენტები მათთვის ნაცნობ ცენტრალიზებულ სერვისებზე, მაგალითად AWS-ზე ან Google Cloud-ზე უკეთესია, შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს.

ICP არ არის ერთადერთი ქსელი, რომელიც ინტერნეტის ტრანსფორმაციას ცდილობს. სხვა პროექტები, მათ შორის IPFS/Filecoin და Solid (რომელიც შექმნილია ვებ-გამომგონებლის, ტიმ ბერნერს-ლის მიერ) ასევე მუშაობენ ალტერნატიული ინტერნეტ-ტექნოლოგიების შემუშავებაზე.

შეჯამება

Internet Computer მიზნად ისახავს შეცვალოს ინტერნეტ-სივრცე და გახადოს ის უფრო ღია, დაცული და დეცენტრალიზებული. გაუმჯობესებული სმარტ კონტრაქტების, დეცენტრალიზებული აპარატურის და მმართველობაში საზოგადოების ჩართულობის წყალობით, ICP გვთავაზობს ონლაინ აპლიკაციებსა და სერვისებზე წვდომის ახალ მეთოდებს. 

მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, ICP-ს აქვს პოტენციალი შეცვალოს ვებ-სერვისების გამოყენებისა და მათთან ურთიერთქმედების გზები. მისმა წარმატებამ შესაძლოა შეამციროს ტექნოლოგიურ გიგანტებზე დამოკიდებულება, დეველოპერებს მისცეს მეტი შესაძლებლობა, ხოლო მომხმარებლებს - საკუთარი ციფრული მონაცემების უკეთ კონტროლის საშუალება.

დამატებითი საკითხავი 

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.