რა არის KernelDAO (KERNEL)?

რა არის KernelDAO (KERNEL)?

განახლებული Apr 10, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • KernelDAO არის განმეორებითი სტეიკინგის ეკოსისტემა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს სტეიკინგზე განთავსებული ტოკენების სხვადასხვა ქსელში და სერვისში გამოყენების შესაძლებლობას. მისი მიზანია სტეიკინგის ეფექტურობის და მომგებიანობის გაზრდა და მომხმარებლების გათავისუფლება ტექნიკური დეტალების ცოდნის საჭიროებისგან.

  • KernelDAO ეკოსისტემა ხელმისაწვდომია Ethereum და BNB Chain ქსელებზე და წარმოდგენილია სამი ძირითადი პროდუქტით: Kernel, Kelp და Gain. 

  • Kernel არის ქსელი, სადაც მომხმარებელი ახორციელებს განმეორებით სტეიკინგზე განსათავსებელი ტოკენების დეპოზიტს. Kelp არის სისტემა, რომელიც ვალიდატორებს აკავშირებს სერვისებთან, რომელთაც ესაჭიროება მათი მხარდაჭერა. Gain არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია აკონტროლოს და მაქსიმალურად გაზარდოს საკუთარი ჯილდოები.

შესავალი

კრიპტო სივრცის ერთ-ერთ პოპულარულ ტრენდს წარმოადგენს განმეორებითი სტეიკინგი - მექანიზმი, რომელიც იძლევა სტეიკინგზე განთავსებული აქტივების სხვადასხვა ქსელში და სერვისში გამოყენების შესაძლებლობას, რაც აუმჯობესებს კაპიტალის ეფექტურობას და უსაფრთხოებას.

დეცენტრალიზებული სერვისების რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნა ამ სერვისების მხარდაჭერისთვის საჭირო საიმედო ვალიდატორებზე. KernelDAO-ს მიზანია ამ პროცესის გამარტივება, რისთვისაც ის მომხმარებლებს, ვალიდატორებს და დეველოპერებს სთავაზობს განმეორებითი სტეიკინგის აქტივობების კოორდინაციის შესაძლებლობას.

ლოკვიდურობის სტეიკინგის ტოკენების (LST-ების) მფლობელებს და ვალიდატორი ნოდების ოპერატორებს KernelDAO სთავაზობს საკუთარი კრიპტო აქტივებიდან მიღებული სარგებლის მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობას.

როგორ მუშაობს KernelDAO?

KernelDAO ერთმანეთთან აკავშირებს სამ ჯგუფს: ტოკენის მფლობელებს, ვალიდატორებს და ეგრეთწოდებულ აქტიური ვალიდაციის სერვისებს (AVS). KernelDAO განკუთვნილია:

  1. მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ შემოსავლის გაზრდა საკუთარი LST-ების განმეორებით სტეიკინგზე განთავსებით;

  2. ვალიდატორებისთვის, რომელთაც სურთ დამატებითი ჯილდოების გამომუშავება სხვადასხვა სერვისის მხარდაჭერის მეშვეობით;

  3. აქტიური ვალიდაციის სერვისებისთვის (AVS), რომელთაც ესაჭიროებათ საიმედო ვალიდატორები.

ამ პროტოკოლის მუშაობას უზრუნველყოფს მისი სამი ძირითადი პროდუქტი: Kernel, Kelp და Gain.

Kernel: საწყისი წერტილი

ყველაფერი Kernel-ით იწყება. მომხმარებელს შეუძლია საკუთარი LST-ების (stETH-ის ან სხვა ტოკენების) განთავსება Kernel-ზე. ეს ტოკენები გამოყენებული იქნება სხვადასხვა სერვისის სტეიკინგზე განთავსებისთვის. თქვენ არ გჭირდებათ თქვენი ტოკენების გამოყენების ადგილის თავად არჩევა. Kernel ამას თქვენს ნაცვლად გააკეთებს.

აი როგორ მუშაობს Kernel:

  • ირჩევს საიმედო ვალიდატორებს თქვენი განმეორებითი სტეიკინგის ტოკენების განკარგვისთვის;

  • ცდილობს დაიცვას თქვენი თანხები სლეშინგისგან (ვალიდატორის არაკეთილსინდისიერი ქცევისთვის დაწესებული ჯარიმებისგან);

  • მისი დანიშნულებაა ტოკენების გადანაწილება სხვადასხვა ვალიდატორს შორის, დეცენტრალიზაციის გაუმჯობესების მიზნით;

  • ირჩევს საუკეთესო სტრატეგიას განმეორებითი სტეიკინგისთვის მაქსიმალური სარგებლის მიღების მიზნით.

მარტივად რომ ვთქვათ, Kernel მომხმარებლებს ეხმარება განმეორებითი სტეიკინგის მარტივად და უპრობლემოდ განხორციელებაში.

Kelp: თანხვედრის სისტემა

Kelp მუშაობს, როგორც თანმხვედრი შეკვეთების მოძიების სისტემა, თუმცა ამ შემთხვევაში ის ეძებს ვალიდატორებს და AVS-ებს. AVS წარმოადგენს აპლიკაციას ან სერვისს, რომელსაც გარკვეული დავალების შესასრულებლად, მაგალითად მონაცემების მიწოდებისთვის, ტრანზაქციების შემოწმებისთვის ან კონკრეტული სისტემების გაშვებისთვის ესაჭიროება ვალიდატორების მხარდაჭერა. Kelp ამ აპლიკაციებს და სერვისებს ეხმარება ვალიდატორების მოძიებაში შემდეგ მონაცემებზე დაფუძნებით:

  • ქსელში ყოფნის დროები და ეფექტურობის ისტორია;

  • ვალიდატორის მიერ სტეიკინგზე განთავსებული თანხის ოდენობა;

  • მათ მიერ შემოთავაზებული მომსახურებების ტიპები.

AVS-ებსაც შეიძლება ქონდეთ საკუთარი წესები, მაგალითად ვალიდატორებისთვის მომსახურების საფასურის გადახდის მეთოდები ან ვალიდატორის საიმედოობის განსაზღვრის კრიტერიუმები. Kelp ამ მონაცემებს ითვალისწინებს ძიების პროცესში.

Kelp-ის წყალობით ვალიდატორებს შეუძლიათ მარტივად მოიძიონ განმეორებითი სტეიკინგის შესაძლებლობები მათ ძებნაში საკუთარი დროის დახარჯვის გარეშე.

Gain: ჯილდოების ოპტიმიზატორი

Gain წარმოადგენს კომპონენტს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები თვალყურს ადევნებენ და მართავენ განმეორებითი სტეიკინგის ჯილდოებს. ის აერთიანებს თქვენ მიერ სხვადასხვა სერვისის მეშეობით განხორციელებული ტოკენების სტეიკინგით მიღებულ ჯილდოებს. Gain ასევე გეხმარებათ:

  • თქვენი სამომავლოდ მისაღები შემოსავლების გამოთვლაში;

  • ჯილდოების მოთხოვნაში;

  • ჯილდოების ხელახლა ინვესტირებაში, რაც დროთა განმავლობაში გაზრდის დაგროვილ შემოსავალს.

ამგვარად, Gain გამორიცხავს სხვადასხვა პლატფორმაზე ავტორიზაციის საჭიროებას და გთავაზობთ განმეორებით სტეიკინგზე განთავსებული აქტივების ერთი ინტერფეისიდან მართვის შესაძლებლობას.

KERNEL ტოკენი

KERNEL ტოკენი წარმოადგენს KernelDAO ეკოსისტემის მთავარ ტოკენს. ამ ტოკენის ძირითადი ფუნქციებია:

  • მმართველობა: ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ პროტოკოლის გაუმჯობესების შემოთავაზებებს, მაგალითად ვალიდატორების ან განმეორებითი სტეიკინგის სტრატეგიების არჩევის მეთოდებს.

  • წამახალისებელი ჯილდოები: მომხმარებლებს და ვალიდატორებს შეუძლიათ მიიღონ KERNEL ტოკენები ქსელის ფუნქციონირების მხარდაჭერის სანაცვლოდ.

  • სტეიკინგი: KERNEL ტოკენების ფლობით ან სტეიკინგში გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ბენეფიტები, მაგალითად უფრო დიდი ჯილდოები ან პრივილეგიები ხმის მიცემისას.

KERNEL-ის მთლიანი მარაგი შეადგენს 1 მილიარდ ტოკენს. ტოკენების ნაწილი გაიცემა ადრეული ეტაპის მომხმარებლების ჯილდოების სახით ან სხვადასხვა კამპანიის, მაგალითად Binance Megadrop-ის ფარგლებში.

KernelDAO და Binance Megadrop

2025 წლის 1 აპრილს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც KernelDAO იქნება Binance Megadrop-ის მე-4 პროექტი. Binance Megadrop არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს Web3 პროექტებზე ადრეულ ეტაპზე წვდომის შესაძლებლობას. მომხმარებლებს, რომლებიც საკუთარ BNB-ს გამოიყენებენ Simple Earn პროდუქტების გამოწერისთვის და შეასრულებენ კონკრეტულ Web3 ქვესტებს, ექნებათ KERNEL-ის მიღების უფლება.

Binance Megadrop-ის კამპანიისთვის გამოყოფილია 40 მილიონი KERNEL ტოკენი, რაც შეადგენს მთლიანი მარაგის 4%-ს. დამატებით 40 მილიონი ტოკენი გამოყოფილი იქნება სხვა მარკეტინგული კამპანიებისთვის.

გასათვალისწინებელი რისკები

KernelDAO, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროტოკოლი, გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მათგანი:

  • სლეშინგი: არაკეთილსინდისიერი საქციელის გამო, ვალიდატორმა შეიძლება დაკარგოს სტეიკინგში გამოყენებული აქტივების ნაწილი.

  • სმარტ კონტრაქტის ბაგები: ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა DeFi პლატფორმის შემთხვევაში, პროგრამულ კოდში არსებულმა ხარვეზებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვიოს.

  • საბაზრო რისკი: ტოკენის ფასები და შემოსავლის ოდენობა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ მოგება გარანტირებული არ არის.

ფინანსური რისკების გაწევამდე, მნიშვნელოვანია თავად ჩაატაროთ მოკვლევა პროტოკოლის მუშაობის უკეთ გასაგებად. იმისათვის, რომ ამ პროდუქტების შესაძლებლობებს უკეთ გაეცნოთ, სასურველია მათი გამოყენება დაიწყოთ მცირე თანხით.

შეჯამება

KernelDAO წარმოადგენს განმეორებითი სტეიკინგის მზარდი ეკოსისტემის სტრუქტურის და ეფექტურობის გაუმჯობესების მცდელობას. ის გვთავაზობს მომხმარებლების, ვალიდატორების და დეცენტრალიზებული სერვისების ერთმანეთთან დაკავშირების ინსტრუმენტებს და მისი მიზანია მომხმარებელს დაეხმაროს ტოკენების სტეიკინგით მიღებული შემოსავლების ზრდაში. KernelDAO წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც პასიურ სტეიკერებს, ინფრასტრუქტურის ოპერატორებს და Web3 სერვისების დეველოპერებს სთავაზობს განმეორებით სტეიკინგში უფრო მარტივად და ორგანიზებულად მონაწილეობის შესაძლებლობას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.