მთავარი დეტალები
CryptoPunks გახლავთ პიქსელ-არტის 10 000 უნიკალური პერსონაჟის კოლექცია Ethereum ბლოკჩეინზე რომელიც 2017 წელს შეიქმნა Larva Labs-ის მიერ და ხშირად მოიხსენიება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პოპულარული არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) პროექტი.
აღნიშნული პროექტი წინ უსწრებდა ERC-721 სტანდარტის შექმნას და პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა მის განვითარებაზე, სწორედ ამიტომ მიიჩნევა ის NFT-ის განვითარების ისტორიის ფუნდამენტურ ელემენტად.
CryptoPunks ბრენდსა და ინტელექტუალურ საკუთრებას თავდაპირველად Larva Labs ფლობდა (2022 წლის მარტი), თუმცა მოგვიანებით ეს უკანასკნელი არასამთავრობო ორგანიზაცია Infinite Node Foundation-მა ჩაანაცვლა (2025 წლის მაისი).
კოლექციის გაშვების შემდეგ გაყიდვებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ინდივიდუალური გაყიდვების მაჩვენებელი 23,7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
შესავალი
ერთი შეხედვით, ეს მცირე ზომის, პიქსელური პერსონაჟები არც თუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება. ზოგიერთ მათგანს ხელში ჩიბუხი უჭირავს, ზოგს ქუდი ახურავს, ზოგს კი საერთოდ, უცხოპლანეტელის ფორმა აქვს, თუმცა, როდესაც საქმე NFT-ებს ეხება, ვიზუალური მხარე დიდად მნიშვნელოვანი არ არის.
8-ბიტიანი ფორმატის გამოსახულებების სახით წარმოდგენილი CryptoPunks, რომლის მაქსიმალური მარაგი 10 000 ერთეულისგან შედგება, გახლავთ NFT კოლექცია, რომელიც განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნითა და პოპულარობით სარგებლობს. აღნიშნულ ერთეულებს არ აქვთ მინიჭებული რაიმე განსაკუთრებული ფუნქცია, გარდა სტანდარტული გამოყენებისა. ამასთან, CryptoPunks ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ NFT პროექტს წარმოადგენს.
ვინ არის CryptoPunks-ის შემქმნელი?
CryptoPunks შეიქმნა ნიუ-იორკში, მეტ ჰოლისა და ჯონ უოტკინსონის მიერ დაფუძნებული კომპანიის, Larva Labs-ის მიერ. პროექტი 2017 წელს, ექსპერიმენტის სახით გაეშვა და მიზნად NFT-ებისა და ხელოვნების ნიმუშების გაერთიანებას, საბოლოოდ კი, კრიპტო ხელოვნების მაქსიმალურ პოპულარიზაციას ისახავდა.
აღნიშნულ კოლექციაში შემავალი 10 000-ვე ერთეული წარმოადგენს Ethereum ბლოკჩეინზე განთავსებულ უნიკალურ NFT-ს. კოლექციაში შედის 3840 მდედრობითი სქესის და 6039 მამრობითი სქესის პერსონაჟი, მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი დამატებითი პერსონაჟებიც, როგორიცაა მაგალითად მაიმუნები, უცხოპლანეტელები და ზომბები. სხვადასხვა ინსტრუმენტისა და ატრიბუტის ერთობლიობით კი მიიღწევა შედეგი, რომელიც 10 000-ვე პერსონაჟის უნიკალურობას უზრუნველყოფს.
საწყის ეტაპზე CryptoPunks-ის განაწილება ყოველგვარი საფასურის გარეშე ხდებოდა და საჭირო იყო მხოლოდ Ethereum ბლოკჩეინზე განხორციელებული ტრანზაქციის საკომისიოს გადახდა.
მფლობელობის ისტორია
CryptoPunks-ის მფლობელთა ვინაობა გაშვების შემდეგ ორჯერ შეიცვალა. 2022 წლის მარტში, Larva Labs-მა სრულად გაყიდა CryptoPunks-ის და Meebits-ის ინტელექტუალური საკუთრების ფლობის უფლებები და აღნიშნული Bored Ape Yacht Club-ის მფლობელობაში არსებული კომპანიის, Yuga Labs-ის საკუთრებაში გადავიდა. Yuga Labs-მა მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება CryptoPunks NFT-ების მფლობელებისთვის კომერციალიზაციის და IP-ის გამოყენების ლიცენზიების მინიჭების შესახებ.
2025 წლის მაისში Yuga Labs-მა CryptoPunks IP 25 მილიონი აშშ დოლარის ფონდის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციას, Infinite Node Foundation-ს (NODE) მიჰყიდა. აღნიშნული გარიგების ფარგლებში მიღებული თანხა დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. NODE-ის განცხადების მიხედვით, ძირითად მიზანს წარმოადგენდა კოლექციისა და ბლოკჩეინის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. მოგვიანებით, Larva Labs-ის დამფუძნებლები მეტ ჰოლი და ჯონ უოტკინსონი მრჩეველების სახით შეუერთდნენ NODE-ის მართველთა საბჭოს.
გაყიდვების ყველაზე მსხვილი სერიები
CryptoPunks-ის პოპულარობის დონე, NFT-ების პარალელურად, უსწრაფესად იზრდებოდა. ქრისტის აუქციონის სახლის მიერ კოლექციების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა მილიონებს მიაღწია.
ყველაზე ძვირადღირებული ტოკენი, CryptoPunk #5822, რომელზეც გამოსახული იყო უცხოპლანეტელი ლურჯი ბენდენით, 8000 ETH-ად (23,7 მილიონი აშშ დოლარი) გაიყიდა 2022 წლის თებერვალში. კიდევ ერთი, უმაღლეს ფასად გაყიდული NFT გახლდათ CryptoPunk #3100, რომელზეც ასევე ლურჯ ბენდენიანი უცხოპლანეტელი იყო გამოსახული, თავდაპირველად 2021 წლის მარტში, 4200 ETH-ად (7,58 მილიონი აშშ დოლარი) გაიყიდა, ხოლო განმეორებით 2024 წლის მარტში, 4500 ETH-ად (16,03 მილიონი აშშ დოლარი) გაიყიდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუდმივ ინტერესს იშვიათი ერთეულების მიმართ, საწყისი პოპულარობის ტალღის დასრულების შემდეგაც კი.
კოლექციის გაშვებიდან დღემდე წარმოებული გაყიდვებით მიღებულმა შემოსავალმა 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
როგორ მუშაობს CryptoPunks?
2017 წელს, პროექტის გაშვების პერიოდში, ჯერ კიდევ არ არსებობდა ERC-721 ტოკენის პროტოკოლი, რომელიც დღესდღეობით NFT-ებისთვის გამოიყენება. Larva Labs იყენებდა იმ პერიოდისთვის მისთვის ხელმისაწვდომ ერთადერთ პროტოკოლს, რომელიც გახლდათ ERC-20. მოგვიანებით მოხდა CryptoPunks-ის მიერ ERC-20 კოდის მოდიფიცირება ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო არაჩანაცვლებადი ტოკენების დამზადება. სწორედ აღნიშნული პროცესების შთაგონებით, მალევე შეიქმნა ERC-721 სტანდარტიც.
ტოკენებთან დაკავშირებით ინფორმაციის Etherscan-ის მეშვეობით მოძიებისას, აგრეთვე მიიღებთ ინფორმაციას დამტკიცებული მაქსიმალური მარაგის, 10 000 ერთეულის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ CryptoPunks დაფუძნებულია ERC-20 სტანდარტზე, ისინი არ წარმოადგენს იდენტურ ტოკენებს. აღნიშნული ინფორმაცია აგრეთვე წარმოდგენილია CryptoPunks-ის ოფიციალური ვებსაიტის გვერდზე „შეკითხვები და პასუხები“.
თითოეული CryptoPunk-ის ავთენტურობის დადასტურება შესაბამისი ეტალონური გამოსახულების ჰეშირების, შემდეგ კი მიღებული შედეგის ტოკენის კონტრაქტის კონკრეტული გამოსახულების ჰეშთან შედარებითაა შესაძლებელი. გამომდინარე იქიდან, რომ გამოსახულებების ზომა არ იძლევა მათი პირდაპირ ბლოკჩეინზე შენახვის საშუალებას, Larva Labs-მა შექმნა კომპოზიტური გამოსახულება, რომელიც 10 000-ვე CryptoPunks-ს მოიცავდა. აღნიშნული გამოსახულების ჰეში წარმოდგენილია CryptoPunks-ის ტოკენის კონტრაქტში.
თითოეული ტოკენი მოიცავს მეტა მონაცემებს, რომელიც მიუთითებს მათ ადგილმდებარეობაზე კომპოზიტურ გამოსახულებაში. მაგალითად, აღნიშნულ კომპოზიტურ გამოსახულებაში CryptoPunk #7804 რიგით 7804-ეა.
სად არის შესაძლებელი CryptoPunks-ის ყიდვა?
2022 წელს განხორციელებული კონტრაქტის განახლების შედეგად, CryptoPunks-მა მოიპოვა ადგილობრივი ERC-721 ვაჭრობის მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს , რომ მათი მეშვეობით ვაჭრობა შესაძლებელია პირდაპირ ისეთ მსხვილ სავაჭრო ბირჟებზე, როგორიცაა OpenSea, ყოველგვარი დამატებითი პროცედურის გავლის საჭიროების გარეშე. სავაჭრო ბირჟაზე მიმდინარე პროცესებში ჩართვა შესაძლებელია MetaMask ან სხვა, თავსებადი საფულის დაკავშირებით.
საწყის ეტაპზე, NFT პლატფორმების უმეტესობაზე CryptoPunks-ის მეშვეობით ვაჭრობისთვის აუცილებელი იყო მათი შეფუთვა ERC-721 ტოკენების სახით, რისთვისაც გამოიყენებოდა მესამე მხარის სერვისები. თუმცა 2022 წელს განხორციელებული კონტრაქტის განახლების შემდეგ, აღნიშნული მოქმედების განხორციელება საჭირო აღარ არის.
ხშირად დასმული შეკითხვები
ვინ არის CryptoPunks-ის მფლობელი დღესდღეობით?
2025 წლის მაისის მონაცემებით, CryptoPunks-ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს ფლობს არასამთავრობო ორგანიზაცია Infinite Node Foundation (NODE). NODE-მა IP Yuga Labs-ისგან დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. Yuga Labs-მა, თავის მხრივ, IP თავდაპირველი შემქმნელებისგან, Larva Labs-ისგან შეიძინა 2022 წლის მარტში. დღესდღეობით, ცალკეული CryptoPunks NFT-ების მფლობელებად მიჩნეულნი არიან ის მომხმარებლები, რომლებიც საკუთარ საფულეში ინახავენ აღნიშულ ერთეულებს; IP-ის ფლობა არ ახდენს ზეგავლენას ვაჭრობის უფლებებზე.
არის თუ არა შესაძლებელი CryptoPunks-ის ყიდვა დღესდღეობით?
დიახ. CryptoPunks-ის მეშვეობით ვაჭრობა ხორციელდება ისეთ NFT სავაჭრო ბირჟებზე, როგორიცა OpenSea. 2022 წელს განხორციელებული კონტრაქტის განახლების შემდეგ, CryptoPunks-მა მოიპოვა ადგილობრივი ERC-721 ტოკენებით ვაჭრობის მხარდაჭერა, შესაბამისად, შეფუთვის საჭიროება აღარ არსებობდა. შესყიდვის საკომისიოების გაზის საკომისიოების გადასახდელად Ethereum საფულე, მაგალითად MetaMask და განსაზღვრული რაოდენობის ETH დაგჭირდებათ.
რა ხდის CryptoPunks-ს ღირებულს?
CryptoPunks-ის ღირებულებაზე ზეგავლენას სხვადასხვა ფაქტორი ახდენს. ეს გახლავთ ერთ-ერთ ყველაზე ძველი NFT პროექტი Ethereum-ზე და ატარებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ERC-721 სტანდარტის შემუშავებისა და განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. იშვიათობის შესაბამისი დონე (არსებობს მხოლოდ 10 000 ერთეული), უნიკალური კომბინაციები და განსაკუთრებული ერთეულები (უცხოპლანეტელის, მაიმუნის და ზომბის ტიპები სტანდარტულ ერთეულებზე იშვიათია) ზეგავლენას ახდენს ინდივიდუალური ერთეულების ღირებულებაზე. მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრეთვე კულტურული მახასიათებლები და მაღალი მოთხოვნა კოლექციონერების მხრიდან, თუმცა, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ NFT-ის ფასები გამოირჩევა მაღალი მერყეობით და წარსული ფასების ისტორია არ წარმოადგენს ფასების სამომავლო ცვლილებების გარანტირებულ ინდიკატორს.
შეჯამება
CryptoPunks შეიძლება მივიჩნიოთ NFT ხელოვნებისა და ციფრული საკოლექციო ერთეულების ინდუსტრიის პიონერად. 2017 წელს, როდესაც მოხდა აღნიშნული ერთეულების გაშვება, ბლოკჩეინზე უნიკალური ციფრული აქტივის ფლობის კონცეფცია ერთგვარ ინოვაციას წარმოადგენდა. Larva Labs-ის გუნდმა განახორციელა თითქმის ყველა საჭირო პროცესი, რომელმაც უზრუნველყო NFT ეკოსისტემის დღევანდელი სახით არსებობა.
CryptoPunks დღემდე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კრიპტო ინდუსტრიაში. ჯერ კიდევ შესამჩნევია მისი ზეგავლენა სხვადასხვა NFT პროექტზე, რომლებიც სწორედ ზემოაღნიშნული 10 000 ერთეულის შთაგონებით იქმნება.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.