მაგალითად, თუ ინდივიდის 10 ვაჭრობიდან 7 მომგებიანია, მისი მოგების კოეფიციენტი იქნება 70% (7/10). მოგების კოეფიციენტის გამოსათვლელად მომგებიანი ვაჭრობების რაოდენობა უნდა გავყოთ ვაჭრობების მთლიან რაოდენობაზე. საკუთარი მოგების თანაფარდობის გამოთვლით, ტრეიდერები ხედავენ, მუშაობს თუ არა მათი სტრატეგია.
მოგების კოეფიციენტის გარდა, შედეგების შესაფასებლად ტრეიდერები მოგება-წაგების კოეფიციენტსაც იყენებენ. მოგების კოეფიციენტისგან განსხვავებით, მოგება-ზარალის კოეფიციენტი გამოითვლება მომგებიანი ვაჭრობების შეფარდებით წამგებიანი ვაჭრობების რაოდენობასთან .
მაგალითად 20 ვაჭრობიდან 12 მომგებიანი იყო, 8 კი - წამგებიანი. თქვენი მოგება-წაგების კოეფიციენტი არის 1.5 (12/8). თქვენი მოგების კოეფიციენტი კი 60%-ია (12/20x100). თუმცა, ისევე როგორც წინა განხილულ შემთხვევაში, მოგება-წაგების კოეფიციენტის 1.0-იან ნიშნულზე მაღლა ყოფნა წარმატების გარანტი არ არის.
უნდა აღინიშნოს, რომ მოგების მაღალი კოეფიციენტი ყოველთვის წარმატებას არ აღნიშნავს. სარგებელი დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზე, რომელთა შორის არის რისკის და ჯილდოს შეფარდება. მოგების მაღალი თანაფარდობის შემთხვევაშიც კი, მოგებას ვერ ნახავთ, თუ თქვენი stop loss-ები ძალიან დიდია. ამიტომაც ბევრი მცირე მოგება სარგებელს არ ქმნის. შესაძლებელია მოხდეს პირიქითაც.
ტრეიდერებს შეუძლიათ მოგების კოეფიციენტი წინა აქტივობიდან გამოთვალონ, რაც მომდევნო ვაჭრობისთვის რისკის და ჯილდოს შეფარდების გამოთვლის საშუალებას იძლევა.
მას, ვისაც მაღალი მოგების კოეფიციენტი აქვს, მოგების ნულოვან დონემდე მისაღწევად რისკის და ჯილდოს დაბალი თანაფარდობა დასჭირდება. მას, ვისაც დაბალი მოგების კოეფიციენტი აქვს, მოგების ნულოვან დონემდე მისაღწევად რისკის და ჯილდოს მაღალი თანაფარდობა დასჭირდება.
თუ მაღალი მოგების კოეფიციენტის შენარჩუნება გსურთ, რისკისა და ჯილდოს თანაფარდობა დაბალ დონეზე უნდა შეინარჩუნოთ. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ჩაერთოთ დაბალრისკიან აქტივობებში, როგორიცაა მაგალითად სამთავრობო ობლიგაციებში ინვესტირება.
ტრანზაქციის ID (TXID) არის სიმბოლოების უნიკალური კომბინაცია, რითაც ხდება ბლოკჩეინის თითოეულ ტრანზაქციის ამო...
აღმოაჩინეთ ERC-1155 ტოკენების მრავალფეროვნება. იდეალურია თამაშებისთვის, ციფრული საკოლექციო ნივთებისთვის და ...
Proof of Work არის კრიპტო კონსენსუსის მექანიზმი, სადაც კრიპტოგრაფიული თავსატეხების ამოსახსნელად მაინერები ი...