მთავარი
ლექსიკონი
ექსპონენციური მოძრავი საშუალო (EMA)

ექსპონენციური მოძრავი საშუალო (EMA)

რა არის EMA?

ექსპონენციური მოძრავი საშუალო (EMA) არის ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება აქტივების ფასის მოძრაობის მონიტორინგის მიზნით გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მარტივი მოძრავი საშუალოსგან განსხვავებით (SMA), EMA უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ფასების უახლეს მონაცემებს, რაც ხელს უწყობს ასახავს ბაზრის მოკლევადიანი რყევების უკეთ ასახვას.
ამ მხრივ EMA ჰგავს შეწონილ მოძრავ საშუალოს (WMA), ვინაიდან ისიც უფრო მეტ წონას ანიჭებს უახლეს მონაცემთა წერტილებს. თუმცა, EMA-ს შემთხვევაში ეს ხდება ექსპონენტურად, ხოლო WMA-ს შემთხვევაში კი ხაზოვანი მეთოდით.

როგორ გამოვთვალოთ EMA

როგორც აღვნიშნეთ, EMA ექსპონენტურად მეტ წონას ანიჭებს ფასის უახლეს მონაცემებს. EMA-ს გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დროის პერიოდებისთვის, თუმცა მაგალითის სახით, თითოეულ პერიოდს განვიხილავთ როგორც სრულ სავაჭრო დღეს. EMA გამოითვლება შემდეგი ფორმულით: 

EMA = ( დახურვის ფასი -  წინა EMA ) x კოეფიციენტი + წინა EMA, სადაც:
  • დახურვის ფასი ​ არის პერიოდის (დღის) ბოლო სავაჭრო ფასი. შესაბამისად, ყოველდღიური დიაგრამის გამოყენების შემთხვევაში, ეს იქნება სანთლის დიაგრამაზე აღნიშნული დღიური დახურვის ფასი. თუ დღე ჯერ არ დასრულებულა, შეგიძლიათ უგულებელყოთ ის და მის ნაცვლად გამოიყენოთ წინა პერიოდების მონაცემები.
  • წინა EMA არის წინა პერიოდის (დღის) EMA-ს მაჩვენებელი. თუ არ გაქვთ წინა EMA, მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი მოძრავი საშუალო (SMA) (იხილეთ ქვემოთ მოცემული მაგალითი).
  • კოეფიციენტი = 2 / (n + 1). ეს არის „smoothing" მუდმივა. მისი მნიშვნელობა განისაზღვრება თქვენ მიერ გამოყენებული პერიოდების რაოდენობის საფუძველზე (n).

EMA-ს მაგალითი

დავუშვათ, გსვურს 10 დღის EMA-ს გამოთვლა. თუ წინა დღის EMA არ არის ხელმისაწვდომი, ჯერ უნდა გამოვითვალოთ SMA.

1. დავიწყოთ SMA-ით.

დავუშვათ, რომ ბოლო 1 -10 დღეების შესაბამისი დახურვის ფასებია 50, 57, 58, 53, 55, 49, 56, 54, 63 და 64.

გამოვიყენოთ ფორმულა:

SMA = (50 + 57 + 58 + 53 + 55 + 49 + 56 + 54 + 63 + 64) / 10 = 55,9

2. განვსაზღვროთ კოეფიციენტი.

კოეფიციენტი= 2 / (10+1) ​= 2 / 11 = 0,1818

3. გამოვთვალოთ EMA. 

დავუშვათ, რომ მე-11 დღის დახურვის ფასია 60. ამ მონაცემების EMA-ს ფორმულაში ჩაწერით, მივიღებთ შემდეგ შედეგს:

EMA = (60 − 55,9) x 0,1818 + 55,9 = 56,64

ამ მაგალითში, 10 დღიანი EMA არის 56,64 აშშ დოლარი. ახლა ჩვენ შეგვიძლია მისი გამოყენება წინა დღის EMA-ს სახით, შემდეგი დღის EMA-ს გამოსათვლელად.

EMA კრიპტოვალუტებით ვაჭრობის კონტექსტში

კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დროს EMA-ები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბაზრის ტენდენციების, შებრუნების და გადაკვეთის წერტილების სიგნალების იდენტიფიკაციისთვის.

1. ტრენდის იდენტიფიკაცია. ტრეიდერები EMA-ს ბაზრის ტენდენციის მიმართულების იდენტიფიკაციისთვის იყენებენ. მზარდი EMA მიუთითებს აღმავალ ტენდენციაზე, ხოლო კლებადი EMA - დაღმავალ ტენდენციაზე.
2. EMA გადაკვეთის წერტილების სტრატეგია: ეს გულისხმობს ორი EMA-ს გამოყენებას, ჩვეულებრივ ეს არის, მოკლევადიანი EMA (მაგ., 10 დღის) და გრძელვადიანი EMA (მაგ., 50 დღის). ყიდვის სიგნალი წარმოიშობა როცა მოკლევადიანი EMA ზემოდან კვეთს გრძელვადიან EMA-ს, ხოლო გაყიდვის სიგნალი წარმოიშობა როცა მოკლევადიანი EMA ქვემოდან კვეთს გრძელვადიან EMA-ს.
3. EMA და SMA. ბაზრის ტენდენციების უფრო ნათელი სურათის მისაღებად და პოტენციური შებრუნებების იდენტიფიცირებისთვის, ბევრი ტრეიდერი აერთიანებს EMA-ებს SMA-ებთან. ვინაიდან EMA უფრო მგრძნობიარეა მოკლევადიანი რყევების მიმართ, მან ხანდახან შეიძლება წარმოქმნას ცრუ სიგნალები. შესაბამისად, SMA-ს და EMA-ს ერთობლივი გამოყენება დაეხმარება ტრეიდერებს მიღებული სიგნალის დადასტურებაში. როდესაც SMA იძლევა ერთნაირ სიგნალს EMA-ს შემდეგ რამდენიმე პერიოდის განმავლობაში, არის მცირე ალბათობა იმისა რომ ეს არის ცრუ სიგნალი.
4. ფასი და EMA-ს გადაკვეთის წერტილები: ზოგიერთი ტრეიდერი დაინტერესებულია შემთხვევებით, როდესაც საბაზრო ფასი ზემოდან და ქვემოდან კვეთს EMA-ს. თუ ფასი გადაკვეთავს EMA-ს ზემოდან, ეს შეიძლება იყოს ყიდვის სიგნალი, ხოლო თუ ფასი გადაკვეთავს EMA-ს ქვემოდან, ეს შეიძლება იყოს გაყიდვის სიგნალი.

დასკვნა

EMA არის ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტი, რომელიც უფრო მეტ წონას ანიჭებს ფასების უახლეს მონაცემებს და უკეთ ასახავს ბაზრის ტენდენციის ცვლილებებს. კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დროს EMA-ები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტენდენციების, შებრუნების და გადაკვეთის წერტილების სიგნალების იდენტიფიკაციისთვის. თუმცა, სხვა ნებისმიერი ტექნიკური ანალიზის ინდიკატორის მსგავსად, არ არსებობს მისი სიზუსტის არანაირი გარანტია. ტრეიდერები ხშირად აერთიანებენ რამდენიმე TA ინდიკატორს რისკების შემცირების მიზნით.