არსებობს ორი ტიპის fork: soft და hard. ორივე ტიპის fork-ით ხორციელდება ცვლილებები ბლოკჩეინზე განხორციელებული ტრანზაქციების ისტორიაში, თუმცა სხვადასხვა გზით და შესაბამისად, სხვადასხვა ზეგავლენით ქსელზე. Soft fork წარმოადგენს ბლოკჩეინზე განხორციელებულ პროგრამულ განახლებას, რომლის შედეგადაც ბლოკჩეინი ორად არ იყოფა, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქსელზე არსებული ნოდების უმეტესობა მიიღებს ზემოხსენებულ განახლებას.
Hard fork არის ბლოკჩეინის პროტოკოლის ფარგლებში განხორციელებული ცვლილება, რომელიც არ ვრცელდება ძველ მოდელებზე. ქსელზე აქტიურობის შესანარჩუნებლად, საჭიროა თითოეული ნოდის სისტემა განახლდეს უახლეს ვერსიაზე. ისეთ შემთხვევებში, სადაც ახალ წესებთან დაკავშირებული კონსენსუსი არ არის ერთსულოვანი, ბლოკჩეინი იყოფა ორ ნაწილად, რომელთაგან თითოეული გაყოფის მომენტიდანვე დამოუკიდებლად ფუნქციონირებს ტრანზაქციების შესაბამისი ლეჯერით.
Hard fork-თან შედარებით, soft fork-ები უფრო გონივრულ და უსაფრთხო ალტერნატივად მიიჩნევა, რადგან ისინი ვრცელდება ძველ მოდელებზეც. ეს იმას ნიშნავს, რომ ბლოკჩეინი მოქმედად ითვლება იმ ნოდებისთვისაც, რომელიც ჯერ არ გადასულან პროტოკოლის ახალ ვერსიაზე. Soft fork-ების მეშვეობით შესაძლებელი ისეთი ახალი ფუნქციებისა და მახასიათებლების შემუშავება, რომლითაც არ იცვლება ბლოკჩეინის წესები. ამ ტიპის fork-ები ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ახალი ფუნქციების შემუშავებისთვის პროგრამირების დონეზე.
Fork-ებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ბლოკჩეინის ქსელსა და მის მომხმარებლებზე. ისინი შესაძლოა ახალი კრიპტოვალუტების შექმნის, არსებული ტოკენების ღირებულების და ქსელის მართვის სტრუქტურის შეცვლის საფუძველი გახდეს.
Proof of Work არის კრიპტო კონსენსუსის მექანიზმი, სადაც კრიპტოგრაფიული თავსატეხების ამოსახსნელად მაინერები ი...
თაღლითობის მტკიცებულება არის კრიპტოგრაფიული მტკიცებულება, რომელსაც ვერიფიკატორი აგზავნის ტრანზაქციის ვალიდუ...
აქტივის შეფასება მისი საბაზისო მახასიათებლების საფუძველზე, მისი რეალური ღირებულების დასადგენად.