კრიპტო პროტოკოლი
კრიპტო პროტოკოლი წარმოადგენს წესების და პროცედურების ნაკრებს, რომლითაც ხდება მონაწილეების ქმედებების რეგულირება დეცენტრალიზებულ ქსელში, რომელიც ოპერაციების უსაფრთხოებისთვის იყენებს
კრიპტოგრაფიას. კრიპტო პროტოკოლები ჩვეულებრივ ღია კოდზე დაფუძნებული და გამჭვირვალე პროტოკოლებია, რომლის საწყისი კოდის ნახვის და შემოწმების შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. თავისი არსით ისინი დეცენტრალიზებულია და უზრუნველყოფს, რომ ერთ პიროვნებას ან ორგანიზაციას არ შეეძლოს ქსელის კონტროლი. მონაწილეებს ქსელის ოპერაციებში საკუთარი წვლილი შეაქვთ ტრანზაქციების ვალიდაციის და ქსელის
კონსენსუსის შენარჩუნების მეშვეობით.
პროტოკოლები მხოლოდ
კრიპტოვალუტისთვის არ იქმნება; ისინი თითქმის ყველგან გვხვდება. მაგალითისთვის ავიღოთ ინტერნეტი, სადაც პროტოკოლები ვებსაიტების ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ. ყველაზე გავრცელებული ინტერნეტ-პროტოკოლებია HTTP და HTTPS. ესენი წარმოადგენს საბაზისო კოდებს, რომლების ინტერნეტ აპლიკაციების გაშვების საშუალებას იძლევა. Google, Facebook, Twitter და ბევრი სხვა ვებსაიტი ამ ინტერნეტ-პროტოკოლებიდან ერთ-ერთს იყენებს.
კრიპტო პროტოკოლები შექმნილია
ნდობის საჭიროების გარეშე მუშაობისთვის, რაც ნიშნავს, რომ მონაწილეებს შეუძლიათ ტრანზაქციების განხორციელება ნდობით აღჭურვილი შუამავლის გარეშე. ამის განხორციელება შესაძლებელია კრიპტოგრაფიის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს ტრანზაქციების დაცულობას და უსაფრთხოებას.
სადემონსტრაციოდ განვიხილოთ
Bitcoin, ყველაზე პოპულარული კრიპტო პროტოკოლი. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს თანხა გადარიცხოს პირდაპირ, მესამე მხარის, მაგალითად ბანკის დახმარების გარეშე. Bitcoin-ის კონსენსუსის ალგორითმი ეფუძნება
Proof of Work-ს (PoW), რომელიც ტრანზაქციების ვალიდაციისთვის ქსელის მონაწილეებისგან მოითხოვს რთული მათემატიკური თავსატეხების ამოხსნას და სანაცვლოდ ჯილდოების სახით გასცემს ახალ Bitcoin-ებს.
კრიპტო პროტოკოლებს
დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi), განვითარებადი სფეროსთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომლის მიზანია ახალი ფინანსური სისტემების და
პროდუქტების შექმნა, რომლებიც, ტრადიციული ფინანსებისგან განსხვავებით, დაფუძნებული იქნება დეცენტრალიზებულ ქსელებზე.