DYOR-ის მიზანია შეამციროს არაინფორმირებული კრიპტო-ინვესტორების რაოდენობა. მათ უნდა შეისწავლონ და გაიგონ თუ რა არის კრიპტოვალუტა, რათა ჰქონდეთ ზუსტი წარმოდგენა, თუ რატომ ყიდულობენ ამ ვალუტას და რატომ უჭერენ მხარს ამ პროექტს.
ამ ტერმინს ასევე იყენებენ, როგორც პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს, როდესაც კრიპტოვალუტით მოვაჭრე ტრეიდერები და ენთუზიასტები სოციალური მედიის პლატფორმებზე აქვეყნებენ საჯარო პოსტებს ან აზიარებენ საკუთარ ბაზრის ანალიზს.
Shilling არის კრიპტოვალუტაში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ადამიანი რეკლამას უკეთებს თავის საკუთრებაში არსებულ მონეტებს იმ იმედით, რომ ეს დადებითად იმოქმედებენ მის ფასზე. ხშირად, ძნელია ერთმანეთისგან განასხვაო Shilling და მიუკერძოებელი პოსტი. ნებისმიერ კრიპტოვალუტაში ინვესტირებამდე, რეკომენდებულია დამოუკიდებლად მიიღოთ გადაწყვეტილება და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ თქვა, რომ ეს კარგი აზრია.
კრიპტოგრაფიის მეშვეობით დაცული ციფრული ვალუტა, რომელიც გამოიყენება როგორც გაცვლის საშუალება peer-to-peer (P...