ამ უნიკალური იდენტიფიკატორების წყალობით, BEP-721 ტოკენები შეიძლება გამოყენებულ იქნას საკოლექციო, არაჩანაცვლებადი ნივთების რეპრეზენტაციისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ გადაცვალონ და გადაგზავნონ ეს ტოკენები მათი საბაზრო ღირებულების შესაბამისად, რაც განისაზღვრება ტოკენის იშვიათობის და დანიშნულების გათვალისწინებით.
BEP-721 ტოკენები შეიძლება წარმოადგენდნენ:
ციფრულ ან ფიზიკურ ხელოვნების ნიმუშებს
საკოლექციო ნივთებს
თამაშში გამოსაყენებელ საგნებს
ფიზიკურ საკუთრებას და უძრავ ქონებას
ლატარიის ბილეთებს
BEP-721-ს აქვს ფუნქციების სია, რომელიც განსაზღვრავს BNB Smart Chain-ზე ამ ტოკენის მოქმედებას. ზოგიერთი მათგანი სტანდარტული ფუნქციას წარმოადგენს, რომელიც BEP-20 სტანდარტშიც არის წარმოდგენილი:
name: განსაზღვრავს BEP-721 ტოკენის სახელს, რომლის საშუალებითაც სხვა კონტრაქტებს მისი იდენტიფიცირება შეუძლიათ
Symbol: ტოკენის შემოკლებული სახელი, რომელიც ტიკერის სიმბოლოს ანალოგიურია
balanceOf: აჩვენებს ტოკენის ბალანსს კონკრეტულ მისამართზე
totalSupply: განსაზღვრავს შექმნილი ტოკენების საერთო რაოდენობას.
ასევე არსებობს კუთვნილების დადასტურებისთვის გამოყენებული საბაზისო ფუნქციები, რომელთა გამოყენება სავალდებულო არ არის. NFT-ების უნიკალურ მახასიათებელს წარმოადგენს მეტამონაცემების ფუნქცია:
tokenMetadata: ეს ფუნქცია იძლევა ტოკენში მეტამონაცემების დამატების საშუალებას, რისი მეშვეობითაც ხდება NFT-ის დაკავშირება შესაბამის ხელოვნების ნიმუშის ან სხვა საკოლექციო ნივთის ფაილთან.
გაშვებული იქნა Binance-ის მიერ მონეტის პირველადი შემოთავაზების შემდეგ, რომელიც დასრულდა 2017 წლის 3 ივლისს....
BEP-20 არის ტოკენის სტანდარტი BNB Smart Chain-ზე, რომელიც წარმოადგენს ERC-20-ის, ყველაზე პოპულარული Ethereu...