რა არის EIP-4844 Ethereum-ში და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას მომხმარებლისთვის?
მთავარი
სტატიები
რა არის EIP-4844 Ethereum-ში და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას მომხმარებლისთვის?

რა არის EIP-4844 Ethereum-ში და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას მომხმარებლისთვის?

გამოქვეყნებული Feb 14, 2023განახლებული Nov 30, 2023
7m

TL;DR

EIP-4844, ასევე ცნობილი როგორც პროტო-დანკშარდინგი, არის Ethereum პროტოკოლის განახლება, რომლის შედეგადაც საკომისიო შემცირდება და გაიზრდება პროტოკოლის გამტარუნარიანობა. ამ მიზნით განახლება გვთავაზობს ტრანზაქციის ახალ ტიპს, რომელიც ინფორმაციის blob-ებს იღებს.

EIP-4844-ის ფუნქციის გაგებაში დაგვეხმარება შემდეგი ალიტერაციული ფრაზა: „EIP-4844 ამაგრებს blob-ებს ბლოკებზე“. ეს არის გარდამავალი განახლება, რომლის სამომავლო შედეგიც იქნება სრული დანკშარდინგი, რაც Ethereum-ს მისცემს გლობალური ტრანზაქციების ქსელის მართვის შესაძლებლობას. 

შესავალი

წლების განმავლობაში Ethereum-ის დეველოპერები ცდილობენ მოერგონ მომხმარებელთა მზარდ ბაზას. The Ethereum Upgrades-ის გავლით შეიქმნა გაუმჯობესებები, მაგალითად შერწყმა და როლაფები. ამ ცვლილებების დახმარებით გაიზარდა Etthereum-ზე ტრანზაქციის გამტარუნარიანობა და შემცირდა. ტრანზაქციის ხარჯი.

ამის მიუხედავად საკომისიო ბევრისთვის მაინც ძვირია, გამტარუნარიანობა კი ოპტიმალური ჯერაც არ არის, რაც ფართო მიღების ტემპს ანელებს. Ethereum ამ პრობლემის გრძელვადიან პერსპექტივაში მოსაგვარებლად მონაცემთა შარდინგის გამოყენებას აპირებს.

მონაცემთა შარდინგის დანერგვა გრძელი და რთული პროცესია, ამიტომ EIP-4844 ერთგვარ გარდამავალ გამოსავალს წარმოადგენს. მისი დახმარებით Ethereum გადავა სრულ დანკშარდინგზე და გამტარუნარიანობა გაიზრდება 100,000 ტრანზაქცია/წამში (TPS), დეცენტრალიზაციის ან უსაფრთხოების უსაფრთხოების ხელყოფის გარეშე.

რა არის EIP-4844?

EIP აღნიშნავს Ethereum-ის გაუმჯობესების შეთავაზების (Ethereum Improvement Proposal), პროტოკოლს, რომელიც დეველოპერებს Ethereum-ის პროტოკოლში ახალი ფუნქციებისა და გადაწყვეტების შექმნის საშუალებას აძლევს. პროტო-დანკშარდინგი Ethereum-ის ორი მკვლევრის, Proto Lambda-ს და Dankrad Feist-ის სახელების გაერთიანებით შეიქმნა.   

EIP-4844-ის უკეთ გასაცნობად აუცილებელია ვიცოდეთ რა არის შარდინგი. მარტივად რომ ვთქვათ, ხდება მონაცემთა ბაზების დაყოფა სპეციფიკურ სეგმენტებად, რითაც უმჯობესდება ამ ბაზების ეფექტიანობა და გამოყენება. 

შარდინგი ბლოკჩეინის — კონკრეტულად კი Ethereum-ის — შემთხვევაში უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის. Ethereum გეგმავს დანერგოს შარდინგის ტიპი, სახელად დანკშარდინგი, რაც შეამცირებს ტრანზაქციის ხარჯს და გაზრდის გამტარუნარიანობას. დანკშარდინგმა, რომელსაც „მასშტაბირების მკვლელსაც“ უწოდებენ, უნდა გაზარდოს Ethereum-ის TPS 100000-მდე. 

შედარებისთვის, 2023 წლის I კვარტლის Ethereum-ის საბაზისო დონე წამში 15 ტრანზაქციას ამუშავებს, მეორე დონის როლაფები კი წამში 100 ტრანზაქციას. მონაცემები აბსოლუტურად ზუსტი არ არის, თუმცა დანკშარდინგის ეფექტი ნათელია: მისი დახმარებით Ethereum მასშტაბირებას განუზომლად გაზრდის.

დანკშარდინგსა და Ethereum-ის ან სხვა ადრეულ შარდინგის შეთავაზებებს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ დანკშარდინგი ცდილობს მეტი სივრცის შექმნას არა ტრანზაქციებისთვის, არამედ მონაცემთა „blob“-ისთვის (ამაზე უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებთ). 

დანკშარდინგის კიდევ ერთი ინოვაციაა ე.წ. ბაზარი შერწყმული საკომისიოთი, სადაც მხოლოდ ერთი proposer ირჩევს ტრანზაქციას ყველა შარდისთვის, ნაცვლად თითოეული შარდისთვის თითო proposer-is არსებობისა. 

შერწყმული საკომისიოს ბაზრის მუშაობისთვის და მაქსიმალური ამოღებადი ღირებულების(MEV) პრობლემის შემსუბუქებისთვის, გამოყენებულ იქნება მეთოდი სახელწოდებით proposer-ის/builder-ის განცალკევება. Proposer არის Ethereum პროტოკოლის ვალიდატორი (ადრე, Ethereum-ის შერწყმამდე მას მაინერი ეწოდებოდა), რომელიც ირჩევს, თუ რომელი ტრანზაქცია შევა მომდევნო ბლოკში.  

EIP-4844 (პროტო-დანკშარდინგი) არის სრული დანკშარდინგისკენ გადადგმული ნაბიჯი და TPS-ს დაახლოებით 1,000-მდე გაზრდის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, EIP-4844 დანერგავს ტრანზაქციის ახალ ტიპს, რომელიც ინფორმაციის blob-ებს მიიღებს — რაც სრული დანკშარდინგის მნიშვნელოვანი ელემენტია. EIP-4844 უნდა დაინერგოს 2023 წლის მეორე ნახევარში, თუმცა შესაძლოა დაგვიანდეს.

როგორ მუშაობს EIP-4844?

თავისი არსით EIP-4844 დანერგავს ტრანზაქციის ახალ ტიპს, blob-მატარებელ ტრანზაქციებს, რომლებიც რეგულარულ ტრანზაქციებს ჰგავს, თუმცა დამატებული აქვს ინფორმაციის ნაწილი რა ცნობილია როგორც ბინარული დიდი ობიექტები ანუ blob-ები. 

ბენ ეჯერინტონი, Ethereum-ის კონტრიბუტორი EIP-4844-ს აღწერს ალიტერაციული ფრაზით: „EIP-4844 ამაგრებს blob-ებს ბლოკებზე“. ეს ფრაზა გვაჩვენებს როგორ იყენებენ blob-is მატარებელი ტრანზაქციები ბლოკებზე მიმაგრებულ blob-ებს, რითაც ამ ბლოკების მიერ გადატანადი ინფორმაციის მოცულობა იზრდება. 

შესაძლოა დაიბნეთ და მოგეჩვენოთ რომ ეს ბლოკების ზომის გაზრდის მსგავსია — რაც არ შეესაბამება Ethereum-ის პოზიციას დიდი ბლოკების წინააღმდეგ, რაც უფრო მეტ კომპიუტერულ სიმძლავრეს მოითხოვს და შესაბამისად ცენტრალიზებისკენ მიდის. 

თუმცა ბლოკ-სივრცესა და blob-სივრცეს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს.

ბლოკ-სივრცე

blob-სივრცე

ჩანს ყველა ნოდისთვის

დიახ

დიახ

ხანგრძლივობა

სამუდამო

კვირები

EVM-ების მიერ შემჩნევა

დიახ

არა

მეხსიერება

აღსრულების კლიენტი

კონსენსუსის კლიენტი

ზომა

მაქსიმალური სამიზნე ~940 კბ

საწყისი სამიზნე 256 კბ

ფასი

მაღალი (16 გაზი/ბაიტი)

ძალიან დაბალი

Blob-ები:შენახვის შეზღუდული ხარჯი და აღსრულების ნულოვანი ხარჯი , თუმცა ყოველ ნოდს აქვს გამტარუნარიანობის ხარჯი. წყარო: ბენ ეჯინტონი

Blob-ები ზომით დიდია, თუმცა სამუდამოდ შენახული და EVM-ზე ხილვადი ბლოკებისგან განსხვავებით, ისინი ხელმისაწვდომია მხოლოდ მცირე დროით და EVM-ზე არ ჩანს. ამას გარდა Blob-ები გამოთვლებით დატვირთული აღსრულების შრის ნაცვლად Ethereum-ის კონსენსუსის შრეზეა განთავსებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Blob-სივრცე ბლოკ-სივრცეზე გაცილებით იაფია. 

ბლობ-მატარებელი ტრანზაქციების გარდა, EIP-4844 დანერგავს აღსრულების შრის ლოგიკას, ვერიფიკაციის წესებს, მრავალგანზომილებიანი საკომისიოს ბაზრებს და სხვა სისტემურ ცვლილებებს, რაც სამომავლოდ სრულ დანკშარდინგამდე მიგვიყვანს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ P-4844 დანერგავს სრული დანკშარდინგის ლოგიკის უმეტეს ნაწილს, მაგრამ ის თავად არ განახორციელებს შარდინგს. ამის მიუხედავად, EIP-4844 ემსახურება არა მხოლოდ მასობრივი მიღებისთვის საჭირო გამტარუნარიანობისა და ღირებულების შექმნას, ამავე დროს EIP-4844 გვეხმარება მასშტაბირებასა და დანახარჯის შემცირებაშიც.     

რით დაეხმარება EIP-4844 მომხმარებლებს?

EIP-4844 არის პროტოკოლის განახლება, რომელიც Ethereum-ის როლაფებზე ორიენტირებული საგზაო რუკის ნაწილია. EIP-4844-ის დანერგვისთვის მზადება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, devnet-ების ნაწილი უკვე მუშაობს და განახლების დეტალების შექმნაც თითქმის დასრულებულია. 

EIP-4844-ის დანერგვა მომხმარებლებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შესთავაზებს, რაც ყველაზე მეტად უფრო სწრაფი ტრანზაქციებითა და დაბალი საკომისიოთი გამოიხატება. EIP-4844-ის წარმატებით დანერგვა Ethereum-ს კრიპტოვალუტის სამყაროში უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ უნდა მოიქცეთ, წაშლილი blob-ის ინფორმაციის სანახავად. როგორ უკვე გითხარით, blob-ები Ethereum-ის კონსენსუსის შრეზეა განთავსებული, მისი ფუნქცია კი სხვა პროტოკოლების გრძელვადიანი შენახვისთვის განსაკუთრებულად დაცული საინფორმაციო დაფის რეალურ დროში მიწოდებაა. ამიტომ, blob-ების წაშლის შემდეგაც კი, ისინი სადღაც, გრძელვადიან მეხსიერებაში ინახება.

შეჯამება

EIP-4844 არის Ethereum-ის პროტოკოლის რთული განახლება, რომელიც არის ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის ნაწილი და დაკავშირებულია სისტემურ განახლებებთან, როგორიცაა proposer/builder განცალკევება (PBS) და EIP-1559 blob-ის საკომისიოს რეგულირება.

მომხმარებლებს EIP-4844-ის შესახებ ინფორმაციის ქონა მოახლებული ცვლილებებისთვის მოამზადებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ცვლილებების დიდი ნაწილი საკომისიოს შემცირებასა და ტრანზაქციების აჩქარებას შეეხება.

Ethereum-ის პროტოკოლი მუდმივად იცვლება და უმჯობესდება. EIP-4844 ახლო მომავალში დაგეგმილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განახლებაა, რომელიც ქსელის შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება. EIP-4844-ის წარმატებულად დანერგვა Ethereum-ს ტრანზაქციების გლობალურ ქსელში კიდევ უფრო კონკურენტუნარიანად აქცევს.

დამატებითი საკითხავი

უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: წინამდებარე კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სრულად გაეცანით აქ მოცემულ უარს პასუხისმგებლობაზე. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ არის ფინანსური რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ჩვენი გამოყენების პირობები და რისკის შესახებ გაფრთხილება.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.