რა არის მოდულური ბლოკჩეინები?
მთავარი
სტატიები
რა არის მოდულური ბლოკჩეინები?

რა არის მოდულური ბლოკჩეინები?

გამოქვეყნებული Feb 27, 2024განახლებული Jun 4, 2024
5m

მთავარი დეტალები

  • მოდულური ბლოკჩეინები წარმოადგენენ მრავალ დონიან მიდგომას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ქსელის მასშტაბირებადობის, უსაფრთხოების და პერსონალიზაციის ოპტიმიზაცია.

  • ისეთი ფუნქციების სპეციალიზებით, როგორიცაა აღსრულება, ანგარიშსწორება, კონსენსუსი და მონაცემთა ხელმისაწვდომობა, მოდულურ ბლოკჩეინებზე მიიღწევა გამტარუნარიანობის მაღალი დონე და ხდება დეცენტრალიზაციისა და უსაფრთხოების საჭირო მაჩვენებლების შენარჩუნება.

  • Celestia, Dymension და სხვა პროექტები იყენებენ მოდულური ბლოკჩეინების სტრუქტურების პოტენციალს ბლოკჩეინის ტრილემასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად (რომელიც აღწერს უსაფრთხოებას, მასშტაბირებადობასა და დეცენტრალიზაციას შორის მიღწეულ კომპრომისს).

შესავალი

ბლოკჩეინის სივრცე საგრძნობლად გაფართოვდა მისი დაარსების დღიდან და დეველოპერები მუდმივად ეძებენ მასშტაბირებადობის, უსაფრთხოებისა და დეცენტრალიზაციის გაუმჯობესების ახალ გზებს. ტრადიციული მონოლითური მიდგომა, როდესაც ყველა ოპერაცია სრულდება ერთ ბლოკჩეინზე, ხშირად აწყდება მასშტაბირებადობასთან, განახლებასთან და ვალიდატორი ნოდებისთვის საჭირო აპარატურის მოთხოვნებთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ამ შეზღუდვების საპასუხოდ, მოხდა მოდულური ბლოკჩეინის კონცეფციის შემუშავება, რაც წარმოადგენს მონოლითური მიდგომის პერსპექტიულ ალტერნატივას.

რა არის მოდულური ბლოკჩეინები?

მოდულური ბლოკჩეინები მნიშვნელოვნად განსხვავდება მონოლითური ბლოკჩეინის მოდელისგან, ვინაიდან მას გააჩნია მრავალ დონიან არქიტექტურა, რომელიც ძირითად ამოცანებს ყოფს სპეციალიზებულ ფუნქციებად. სხვადასხვა დონისთვის კონკრეტული ფუნქციების მინიჭებით, მოდულური ბლოკჩეინების მიზანია უფრო მასშტაბირებადი და კონფიგურირებადი სისტემის შექმნა, დეცენტრალიზაციასა და უსაფრთხოების დონის შემცირების გარეშე.

როგორ მუშაობს მოდულური ბლოკჩეინები?

მოდულური ბლოკჩეინების მუშაობს ოთხ ძირითად ფუნქციაზე სპეციალიზებით: აღსრულება, ანგარიშსწორება, კონსენსუსი და მონაცემთა ხელმისაწვდომობა. აღსრულება მოიცავს ტრანზაქციების დამუშავებას, ანგარიშსწორება უზრუნველყოფს მიმღების მიერ ტრანზაქციის თანხის გარანტირებულად მიღებას, კონსენსუსი ახდენს ტრანზაქციის ავთენტურობის ვალიდაციას და მონაცემთა ხელმისაწვდომობა ეხება ტრანზაქციის მონაცემების შენახვას. ეს მოდულური დიზაინი იძლევა მეტი მოქნილობისა და ეფექტურობის საშუალებას, რაც გთავაზობთ ბლოკჩეინის მასშტაბირებადობის ტრილემის პრობლემის გადაჭრის პერსპექტიულ მიდგომას.

მოდულური ქსელების შესწავლა

არსებობს მოდულური ბლოკჩეინის დანერგვის სხვადასხვა მეთოდი, რომელთაგან თითოეულს აქვს უნიკალური მახასიათებლები. თვალსაჩინო მაგალითები მოიცავს როლაფებს, validium-ს and sovereign როლაფებს. 

  • როლაფები ფუნქციონირებს როგორც აღსრულების დონე, რომელიც ამუშავებს ტრანზაქციებს და აქვეყნებს მონაცემებს მე-2 დონის ქსელში (L1). 

  • Validium არის როლაფების ერთ-ერთი სახე, რომელიც ამუშავებს off-chain ტრანზაქციებს, მონაცემების L1-ზე გაგზავნამდე. ის ასევე ეყრდნობა Proof of Stake ვალიდატორების ქსელს.

  • Sovereign როლაფები გამოირჩევიან იმით, რომ მოქმედებენ როგორც აღსრულების, ასევე ანგარიშსწორების დონე, როდესაც მონაცემთა ბლოკები პირდაპირ ქვეყნდება როლაფებზე. Sovereign როლაფების ვალიდაციას არ სჭირდება L1 სმარტ კონტრაქტები.

მოდულური ბლოჩეინების დადებითი და უარყოფითი მხარეები

მოდულური ბლოკჩეინის არქიტექტურა მონოლითურ დიზაინებთან შედარებით გთავაზობთ ბევრ სარგებელს, როგორიცაა გაუმჯობესებული მასშტაბირებადობა, მოქნილობა და ურთიერთთავსებადობა. თუმცა, მისი უპირატესობების მიუხედავად, მოდულურ ბლოკჩეინებზე რაიმეს დამატება შეიძლება უფრო რთული იყოს, ვინაიდან ის საჭიროებს გარკვეული ცოდნის ფლობას მომხმარებლებისა და დეველოპერების მიერ.

დადებითი მხარეები

1. გაუმჯობესებული მასშტაბირებადობა: მოდულური ბლოკჩეინები გამოირჩევიან მასშტაბირებადობის პოტენციალით, ვინაიდან ისინი ბევრი რესურსის საჭიროების მქონე დავალებებს ანაწილებენ ცალკეულ დონეებზე, რაც იძლევა უფრო დიდი გამტარუნარიანობის საშუალებას დეცენტრალიზაციის დონის შემცირების გარეშე.

2. მოქნილობა და ურთიერთთავსებადობა: მოდულური ძირითადი დონეები შექმნილია ისე, რომ იყოს ძალიან მოქნილი, რაც ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობას 1-ლი და მე-2 დონის ბევრ ბლოკჩეინს შორის. ეს მოქნილობა დეველოპერებს აძლევს Ethereum-ის ვირტუალური მანქანის (EVM) (EVM) ან მათი სასურველი სხვა ვირტუალური მანქანების გაშვების საშუალებას.

3. მრავალფეროვანი აპლიკაციების შემუშავება: ბლოკჩეინის მოდულურობა მხარს უჭერს უნივერსალური აპლიკაციების შემუშავებას, რაც ამცირებს ბლოკჩეინის ეკოსისტემაში არსებულ პრობლემებს. ეს მრავალფეროვნება ხელს უწყობს უსაფრთხო და ეფექტური დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApps) უფრო ფართო სპექტრის შექმნას.

4. კონფიგურირებადი ტექნიკური ინსტრუმენტები: დეველოპერებს შეუძლიათ აირჩიონ ის ვირტუალური მანქანა, რომელიც საუკეთესოდ მოერგება მათ საჭიროებებს, რაც უზრუნველყოფს კონფიგურირებად ტექნიკურ ინსტრუმენტებს. ეს ხელს უწყობს უფრო ადაპტირებადი და დეველოპერებისთვის მოსახერხებელი გარემოს შექმნას.

უარყოფითი მხარეები

1. განვითარების სირთულე: მოდულურ ბლოკჩეინებზე ერთეულების დამატება შესაძლოა უფრო მეტ სირთულესთან ასოცირდებოდეს, მის მონოლითურ ალტერნატივებთან შედარებით. სირთულეები გულისხმობს იმას, რომ აუცილებელია გარკვეული ცოდნის ფლობა, როგორც მომხმარებლებისთვის, ისე დეველოპერებისთვის, რაც პოტენციურად ამცირებს როგორც გავრცელების, ისე განვითარების პროცესებს.

2. ტესტირებასთან დაკავშირებული შეზღუდვები: მოდულური ქსელები არ არის გატესტილი სხვადასხვა გამოწვევასთან მიმართებაში, განსხვავებით მათი მონოლითური ალტერნატივებისგან, როგორიცაა Ethereum ან Bitcoin. მოდულური ბლოკჩეინების სივრცეში ჯერ კიდევ გასავლელია ტესტირების და ვალიდაციის ის ხანგრძლივი პროცესები, რომლებიც გაიარეს გავრცელებულმა ბლოკჩეინებმა, რაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს მათი გამძლეობის მიმართ რეალური სამყაროს და მაღალი დატვირთვის პირობებში.

3. განვითარების საწყისი ეტაპი: მოდულური ბლოკჩეინები ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფებიან. მიუხედავად ბაზარზე მათ მიმართებაში გამოვლენილი ენთუზიაზმისა, ამ ქსელებს არ გაუვლიათ საკმარისი ტესტირება რეალური სამყაროს პირობებში და არ მიუღიათ ვალიდაცია, რისთვისაც განვითარების შედარებით მაღალ დონეებზე გადასვლაა საჭირო. ეს ყველაფერი აჩენს გარკვეულ ეჭვებს გრძელვადიან პერსპექტივაში მოდულური ბლოკჩეინების სტაბილურობასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებით.

მოდულური ბლოკჩეინების მაგალითები

Celestia

მოდულური ბლოკჩეინების კონტექსტში, Celestia გახლავთ მოდულური ქსელი, რომელიც იძლევა ბლოკჩეინების მიერ სკალირების უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობას, ფუნქციონირების ეფექტურობაზე ზემოქმედების გარეშე. როლაფები და მე-2 დონის ქსელები Celestia-ს იყენებენ მაშინ, როდესაც ტრანზაქციის მონაცემებს ხდიან საჯაროდ ხელმისაწვდომს და ამავდროულად სარგებლობენ მონაცემთა სწრაფი და ეფექტური ხელმისაწვდომობის უპირატესობებით. ამის მისაღწევად, Celestia ქმნის და იყენბს სხვადასხვა ფუნქციას, როგორიცაა მაგალითად მონაცემთა ხელმისაწვდომობის შემოწმება და sovereign როლაფები. მონაცემთა ხელმისაწვდომობის შემოწმების ფუნქციის მეშვეობით Celestia ზრდუს ბლოკების ზომებს, ქსელში მეტი ნოდის ჩართვის პარალელურად.

Dymension

Dymension გახლავთ მარტივად გაშვებადი და სწრაფი მოდულური ბლოკჩეინების, RollApp-ების ქსელი. Dymension-ის მუშაობის პრინციპი ძალიან ჰგავს ტრადიციული, full-stack ვებ აპლიკაციის მუშაობის პრინციპს. RollApp-ების ქსელი ფუნქციონირებს როგორც front-end (მომხმარებელთა ინტერაქცია), ხოლო Dymension როგორც back-end და ახორციელებს ეკოსისტემის კოორდინაციას. გარდა ამისა, არსებობს მონაცემთა ხელმისაწვდომობის ქსელები, რომლებიც მონაცემთა ბაზის სახით ფუნქციონირებენ და საჭიროების შესაბამისად ხელმისაწვდომს ხდიან სხვადასხვა მონაცემს.

შეჯამება

მოდულური ბლოკჩეინების მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვნება და ურთიერთთავსებადობა ხელს უწყობს უფრო ეფექტური და დეცენტრალიზებული ეკოსისტემის შექმნას. მოდულურმა ქსელებმა შესაძლოა დროთა განმავლობაში მოიპოვონ უფრო მეტი DApp-ის მხარდაჭერა და ასევე გაიზარდოს მათი გამოყენების გზების რაოდენობა, რაც დიდი ალბათობით ხელს შეუწყობს DeFi-ს განვითარების უფრო მაღალ საფეხურებზე ასვლას. რამდენადაც დეველოპერთა გუნდები კვლავ მასშტაბირებადობის ტრილემის გადაჭრის გზების ძებნაზე არიან ორიენტირებულნი, მოდულარულობის დანერგვა კრიპტო სივრცეში უფრო და უფრო მეტად გაფართოებას გვპირდება.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.