კრიპტოვალუტების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, რაც მათ ტრადიციული ვალუტისგან განასხვავებს არის ის, რომ მათი წესები კოდშია გაწერილი. ეს უზრუნველყოფს მათ გამჭვირვალობას, თუმცა ასევე ართულებს ცვლილებების განხორციელებას. მაგალითისთვის განვიხილოთ Bitcoin. მისი მაქსიმალური მარაგი 21 მილიონია. სისტემაში ამ მონეტების დამატება ხდება მაინინგის პროცესის მეშვეობით, რომლის დროსაც პირი ახორციელებს ტრანზაქციების ვალიდაციას და სანაცვლოდ იღებს ჯილდოს Bitcoin-ის სახით. ეს ჯილდო ნახევრდება ყოველ ოთხ წელიწადში, ხოლო ბოლო Bitcoin-ის მაინინგი დაახლოებით 2140 წელს მოხდება. ეს კოდები, რომელიც Bitcoin-ის კოდშია გაწერილი, უზრუნველყოფს მონეტარული პოლიტიკის პროგნოზირებადობას.
სტაბილური ტოკენომიკა უზრუნველყოფს მონეტის ღირებულების შენარჩუნებას და ეკოსისტემაში მასზე მოთხოვნის არსებობას, რაც დამოკიდებულია რეალურ სამყაროში მისი გამოყენების შესაძლებლობაზე. სათანადოდ გააზრებულ ტოკენომიკას შეუძლია სარგებელი მოუტანოს პროექტში მონაწილე ყველა პირს, დაწყებული დეველოპერებით და დამთავრებული პირველი ინვესტორებით და მომხმარებლებით, რაც ქმნის ტოკენის პროექტის მდგრად და განვითარებად ციფრულ ეკონომიკას.
Contango და Backwardation არის ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საქონლის ფიუჩერსების ფასის და მისი სავარაუდო...
ტერმინი „ტოკენომიკა წარმოადგენს ორი სიტყვის, „ტოკენის“ და „ეკონომიკის“ კომბინაციას. ის საშუალებას გვაძლევს ...
როდესაც taker ირჩევს კრიპტოვალუტის საუკეთესო ხელმისაწვდომ შემოთავაზებას ან მოთხოვნას შეკვეთების წიგნში არსე...