ტოკენის დაბლოკვა

განახლებული Sep 25, 2026

რა არის ტოკენის დაბლოკვა?

ტოკენის დაბლოკვა არის დადგენილი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც კრიპტო ტოკენების გაყიდვა, გადარიცხვა ან ვაჭრობაში გამოყენება შეუძლებელია. დაბლოკვის პერიოდს ზოგჯერ ვესტინგის პერიოდს უწოდებენ.

პროექტები ტოკენის დაბლოკვას ხშირად პრევენციული ღონისძიების სახით იყენებენ, რომლის მიზანია ტოკენის გრძელვადიანი სტაბილურობის მხარდაჭერა. მფლობელების გარკვეული რაოდენობისთვის ტოკენებზე წვდომის შეზღუდვა უზრუნველყოფს ბაზარზე ერთბაშად დიდი რაოდენობით ტოკენის გამოშვების პრევენციას.

რისთვის გამოიყენება ტოკენის დაბლოკვა?

მონეტის პირველადი შეთავაზების (ICO) ღონისძიების შემდეგ ხშირად ფიქსირდება მასშტაბური გაყიდვები, რაც დაკავშირებულია მონეტის ბაზარზე გამოჩენისთანავე ადრეული ინვესტორების ან გუნდის წევრების მიერ საკუთარი აქტივების მასიურად გაყიდვასთან. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფასის მკვეთრი ვარდნა. დაბლოკვა უზრუნველყოფს ამ რისკის შემცირებას და ტოკენით ვაჭრობაში მონაწილეებში ნდობის გაღრმავებას.

დაბლოკვის მექანიზმი ასევე ხელს უწყობს მონაწილეების მოტივაციის ამაღლებას. როდესაც გუნდს განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში არ აქვს წვდომა საკუთარ ტოკენებზე, მისი წევრები კონცენტრირებულნი არიან პროექტის გრძელვადიან განვითარებაზე და არა ფასის მოკლევადიან რყევებზე. რადგან ვესტინგის გრაფიკი, როგორც წესი, საჯაროა ბაზარი ხშირად წინასწარ რეაგირებს ტოკენების მოსალოდნელი განბლოკვის ფაქტორზე.

როგორ მუშაობს ვესტინგის გრაფიკები

ტოკენების დაბლოკვა, როგორც წესი, ვესტინგის გრაფიკის სახითაა სტრუქტურირებული. ეს გრაფიკი ხშირად პროექტის გაშვებიდან 1 ან 2 წელზეა გათვლილი, ხოლო ადრეული მხარდამჭერებისთვის ზოგჯერ უფრო დიდხანს გრძელდება. ვესტინგის გრაფიკი ხშირად მოიცავს cliff პერიოდს - საწყის ეტაპს, რომლის განმავლობაშიც ტოკენების განბლოკვა საერთოდ არ ხდება. cliff-ის სტანდარტული ხანგრძლივობა 12 თვეს შეადგენს.

cliff პერიოდის დასრულების შემდეგ ტოკენების განბლოკვა ხდება ეტაპობრივად და არა ერთიანად. ეს ეტაპობრივი, ანუ ხაზოვანი განბლოკვა ტოკენების გამოშვებას დროში ანაწილებს, რაც ამცირებს განბლოკვის ღონისძიების გავლენას ბაზარზე.

როგორ მოქმედებს ტოკენის დაბლოკვა მის მარაგზე

დაბლოკილი ტოკენები არ არის პროექტის ცირკულირებადი მარაგის ნაწილი. რადგან დაბლოკვის პერიოდში მათი ვაჭრობაში გამოყენება შეუძლებელია, ისინი არ არის გათვალისწინებული მარაგთან დაკავშირებულ მაჩვენებლებში და ტრეიდერების მიერ განხორციელებულ ტექნიკურ ანალიზში. როდესაც დაბლოკვის ვადა იწურება, ახლად გამოშვებული ტოკენები მიმოქცევაში ხვდება და შეიძლება გავლენა მოახდინოს ხელმისაწვდომ მარაგზე.
პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.