პრაქტიკაში, HTLC ტრანზაქციის მიმღებმა გადახდა უნდა დაადასტუროს კრიპტოგრაფიული მტკიცებულების წარდგენით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც ბლოკების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. თუ მიმღები გადახდას დროულად არ მოითხოვს, თანხა ავტომატურად დაბრუნდება თავდაპირველ გამომგზავნთან.
HTLC აერთიანებს ორ ცალკეულ ფუნქციას, რომელთა ერთიანობაც გადახდას აქცევს როგორც პირობითს, ასევე დროში შეზღუდულს:
ამ ორი ფუნქციის ერთობლიობა უზრუნველყოფს, რომ გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდეს, თუ მიმღები სწორ pre-image-ს, timelock-ის ამოწურვამდე გაამჟღავნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამგზავნს თანხის უკან დაბრუნება შეუძლია. ეს სტრუქტურა სრულიად აქრობს შუამავლების ნდობის საჭიროებას მრავალეტაპიანი ან მარშრუტიზებული გადახდების ფარგლებში.
მაგალითად, დავუშვათ, ალისს სურს, რომ კონკრეტული თანხა გადაუხადოს ქეროლს, თუმცა მათ შორის პირდაპირი საკომუნიკაციო არხი არ არსებობს. HTLC-ის მეშვეობით, ალისს შეუძლია გადახდა საერთო ნაცნობის, ბობის დახმარებით განახორციელოს. Hashlock-ისა და Timelock-ის პირობები სრულად გამორიცხავს ბობის მიერ თანხის მითვისების ან დაკავების რისკს: მას მხოლოდ ის დარჩენია, რომ გადარიცხვა შეთანხმებული წესებით გაატაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში – თანხა კვლავ ალისს დაუბრუნდება.
სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმით ცნობილი დეველოპერის (დეველოპერების) მიერ შექმნილი კრიპტოვალუტა. ისტორიაში პირვ...
სმარტ კონტრაქტები ზოგიერთ ბლოკჩეინის ქსელზე არსებული თვითაღსრულებადი კონტრაქტებია. მათი წესები და პირობები ...
სმარტ კონტრაქტის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ერთი კრიპტოვალუტა მეორეზე გაცვალოთ ცენტრალიზებული შუ...
Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება