Aevo (AEVO)

რა არის Aevo?

Aevo არის დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX), რომელიც ორიენტირებულია დერივატებით, მათ შორის ოფციონებით და უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობაზე. ეს DEX გაშვებულია Optimism-ის OP Stack-ის მიერ შექმნილ მე-2 დონის ქსელზე, რომელიც წარმოადგენს ოპტიმისტური როლაფის სტრუქტურას Ethereum-ის აპლიკაციების მასშტაბირებადობისთვის. ეს სტრუქტურა Aevo-ს საშუალებას აძლევს შემოგვთავაზოს უფრო სწრაფი ტრანზაქციები და დაბალი ფასები და ამავდროულად ისარგებლოს Ethereum-ის უსაფრთხოებით.

ისტორია და წინაპირობა

Aevo შეიქმნა დერივატივებით დეცენტრალიზებულ ვაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, როგორებიცაა მაღალი დაყოვნება და ქსელის გადატვირთვა. პროექტი მხარდაჭერილია ინვესტორების მიერ, რომელთა შორისაა Paradigm, Dragonfly Capital, Coinbase და Yzi Labs. ერთ-ერთი პირველი დერივატივებზე ორიენტირებული მე-2 დონის პლატფორმის შემოთავაზებით, Aevo-მ თავი დაიმკვიდრა, როგორც ადრეულმა მოთამაშემ დეცენტრალიზებული დერივატივების ბაზრებზე.

როგორ მუშაობს Aevo?

AEVO გაშვებულია OP Stack-ზე, ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებულ მქონე სტრუქტურაზე, რომელიც Optimism-მა მე-2 დონის როლაფების შესაქმნელად შეიმუშავა. ეს იძლევა ტრანზაქციების დაბალი ხარჯებით და უფრო მაღალი სიჩქარით off-chain დამუშავების შესაძლებლობას, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხორციელდება Ethereum-ზე.
ეფექტურობის გასაზრდელად, Aevo იყენებს off-chain შეკვეთების წიგნს და შეკვეთების თანხვედრის სისტემას. თანმხვედრი შეკვეთების მოძიება ხდება off-chain, რაც ამცირებს დაყოვნებას, ვაჭრობის სიჩქარე კი ცენტრალიზებული ბირჟების ანალოგიურია. 

ამავდროულად, სისტემა ინარჩუნებს გამჭვირვალობას, რადგან შესაბამისი ვაჭრობები საბოლოო ანგარიშსწორებისთვის ისევ ბლოკჩეინზე იგზავნება. ეს ჰიბრიდული მოდელი ქმნის ბალანსს შესრულების სისწრაფესა და ჩანაწერების ბლოკჩეინზე წარმოებას შორის.

რა არის AEVO?

AEVO არის Aevo პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი, რომლის საერთო მარაგი ფიქსირებულია და შეადგენს ერთ მილიარდ ტოკენს. ის მხარს უჭერს მმართველობის ფუნქციებს, რაც საშუალებას აძლევს მფლობელებს ხმა მისცენ პროტოკოლის განახლებებს და პარამეტრებს. ტოკენის გამოშვება მოხდა Ribbon Finance-ის RBN ტოკენის რებრენდინგის ფარგლებში, რამაც უზრუნველყო ეკოსისტემის ერთიანი იდენტობის ქვეშ გაერთიანება. 

დასკვნა

Aevo არის დერივატივების დეცენტრალიზებული ბირჟა, რომელიც აერთიანებს off-chain სისწრაფეს და on-chain უსაფრთხოებას. პლატფორმა გვთავაზობს ოფციონებით, უვადო კონტრაქტებით და ფიუჩერსებით ვაჭრობას, ხოლო AEVO ტოკენი მხარს უჭერს მმართველობას და წახალისებებს ეკოსისტემის ფარგლებში.