მთავარი დეტალები
Walrus არის დეცენტრალიზებული შენახვის და მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროტოკოლი, რომელიც შექმნილია ბლოკჩეინის აპლიკაციებისთვის და ავტონომიური აგენტებისთვის.
პროტოკოლი გვთავაზობს შენახვის კომბინირებად, ეკონომიურ სისტემას დიდი ზომის არასტრუქტურირებული მონაცემებისთვის, როგორიცაა მედია ფაილები, AI მონაცემთა ნაკრებები და ბლოკჩეინის არქივები.
Walrus იყენებს წაშლის კოდის ინოვაციურ ალგორითმს, სახელწოდებით Red Stuff, რაც უზრუნველყოფს სწრაფ აღდგენას მინიმალური რეპლიკაციის საჭიროებით.
Walrus-ის საიტები გვაჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ დეველოპერებს სრულად დეცენტრალიზებული ვებ სერვისების ჰოსტინგი პირდაპირ Sui-ზე და Walrus-ზე, ცენტრალიზებულ ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულების საჭიროების გარეშე.
რა არის Walrus?
Walrus არის დეცენტრალიზებული შენახვის და მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროტოკოლი, რომელიც შექმნილია ბლოკჩეინისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აპლიკაციებისთვის. პროტოკოლი წარმოგვიდგენს დიდი ზომის ფაილების, მაგალითად სურათების, ვიდეოების და მონაცემთა ნაკრებების შენახვის მასშტაბირებად და გადამოწმებად გზას, რომელთა პირდაპირ ბლოკჩეინზე შენახვა ძვირი და მოუხერხებელი იქნებოდა.
Walrus გაშვებულია Sui ბლოკჩეინზე, ხოლო პლატფორმა ინტეგრირებულია Sui-ს სმარტ კონტრაქტების გარემოსთან, რაც დეველოპერებს სთავაზობს მონაცემების შენახვის მოქნილი და სანდო მეთოდს. თავდაპირველად Mysten Labs-ის მიერ შექმნილი Walrus იყო დამოუკიდებელი დეცენტრალიზებული ქსელი, რომლის მართვისთვის გამოიყენებოდა მისი ადგილობრივი ტოკენით, WAL და ჰქონდა Walrus Foundation-ის მხარდაჭერა.
როგორ მუშაობს Walrus
დაშიფვრა და off-chain-ზე შენახვა
როდესაც მონაცემები Walrus-ზე იტვირთება, ის მცირე ზომის, sliver-ების სახელით ცნობილ ნაწილებად იშლება, რომლებიც იყენებენ Red Stuff-ს - ქსელის წაშლის კოდის ალგორითმს. Red Stuff აუმჯობესებს ეფექტურობას ამ დაშიფრული ფრაგმენტების სხვადასხვა შენახვის ნოდებზე გადანაწილებით, თითოეულ მათგანზე სრული ასლის შენახვის ნაცვლად.
ამ შენახვის ნოდებს პერიოდულად მოეთხოვებათ იმის შემოწმება, რომ მათთვის მიწოდებული ფრაგმენტები ჯერ კიდევ მათთან ინახება, რაც უზრუნველყოფს მონაცემების მუდმივად ხელმისაწვდომობას. რამდენიმე ნოდის ქსელიდან გასვლის შემთხვევაშიც კი, თავდაპირველი მონაცემების აღდგენა შესაძლებელი იქნება sliver-ების ქვეჯგუფის მეშვეობით. ეს მიდგომა Walrus შესაძლებლობას აძლევს შეინარჩუნოს ეფექტურობა უფრო ნაკლები მონაცემის ასლით, რითაც ის განსხვავდება ტრადიციული ბლოკჩეინებისგან, რაც მოითხოვს მონაცემების სრულად რეპლიკაციას.
On-chain მეტამონაცემები
Walrus-ში დიდი მოცულობის ფაილები blob-ების სახით ინახება, რომლებიც წარმოადგენს არასტრუქტურირებული მონაცემების, მაგალითად სურათების, ვიდეოების და მონაცემთა ნაკრებების პაკეტებს. ამ დიდი ზომის blob-ების პირდაპირ ბლოკჩეინზე გაშვების ნაცვლად, Walrus ინახავს მხოლოდ მათ მეტამონაცემებს და ხელმისაწვდომობის მტკიცებულებებს Sui ბლოკჩეინზე.
ხელმისაწვდომობის მტკიცებულებები არის კრიპტოგრაფიული ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს, რომ შენახვის ნოდები ჯერ კიდევ ფლობენ მათთვის გადაცემულ მონაცემების ფრაგმენტებს. ეს მტკიცებულებები ნებისმიერს აძლევს შესაძლებლობას გადაამოწმოს blob-ის ხელმისაწვდომობა მთლიანი ფაილის ჩამოტვირთვის ან შემოწმების საჭიროების გარეშე.
შენახულ blob-ებზე პირდაპირ საკუთარი აპლიკაციებიდან წვდომისთვის ან მათი ვალიდაციისთვის, დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ Move პროგრამირების ენაზე დაწერილი Sui-ს სმარტ კონტრაქტები.
მონაცემების აღდგენა
როდესაც შენახულ ფაილს მოითხოვთ, აგრეგატორი აგროვებს საჭირო sliver-ებს სხვადასხვა ნოდიდან და ახდენს თავდაპირველი მონაცემების რეკონსტრუქციას. აღდგენილი კონტენტის გაგზავნა შესაძლებელია კონტენტის მიწოდების ქსელის (CDN) ან ქეშის მეშვეობით, რაც უფრო სწრაფ წვდომას გვთავაზობს. იმის გამო, რომ მხოლოდ მცირე ზომის ფრაგმენტების გაგზავნა და რეკომბინაცია ხდება, აღდგენის პროცესი ეფექტურია დიდი ზომის მონაცემთა ბაზებისთვისაც.
Walrus-ის საიტები
Walrus-ის საიტები წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ვებსაიტებს, რომლებიც პირდაპირ Walrus-ის და Sui-ის ქსელებზეა გაშვებული, რაც ტრადიციული ვებ-ჰოსტინგის ალტერნატივას გვთავაზობს. დეველოპერებს შეუძლიათ ატვირთონ სტატიკური ფაილები საიტის ასაწყობი ინსტრუმენტის მეშვეობით, კონტენტი კი მუდმივად ინახება ქსელზე.
თითოეული საიტი Sui მისამართზეა მიბმული, შესაძლებელია მათი დაკავშირება NFT-ებთან, მას ასევე აქვს SuiNS-ს მხარდაჭერა, რაც გვთავაზობს მარტივი, ადამიანის მიერ წაკითხვადი სახელების გამოყენების შესაძლებლობას. იმის გამო, რომ კონტენტი დეცენტრალიზებულ ნოდებზეა შენახული, ის მუდმივად ხელმისაწვდომი და ცენზურისგან დაცულია. Walrus-ის საიტები სტატიკურია, თუმცა დეველოპერებს შეუძლიათ საფულეების დაკავშირება და სმარტ კონტრაქტების გამოყენება, რათა დაამატონ ინტერაქციული მახასიათებლები და on-chain ფუნქციები.
გამოყენების გზები
შესაძლებელია Walrus-ის ინტეგრირება სხვა ბლოკჩეინებთან, რაც უზრუნველყოფს ისეთი აპლიკაციების მხარდაჭერას, რომლებიც საჭიროებს დეცენტრალიზებულ და მასშტაბირებად მონაცემთა საცავს, მათ შორის:
NFT-ები და DApp-ები: Walrus-ს შეუძლია ისეთი მედია ფაილების შენახვა და მიწოდება, როგორებიცაა სურათები, ვიდეოები და აუდიო მასალა. ეს ფაილები ხელმისაწვდომია HTTP მოთხოვნების მეშვეობით, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან მულტიმედიის მქონე დეცენტრალიზებული აპლიკაციები (DApp-ები).
ხელოვნური ინტელექტი: Walrus-ის გამოყენება შესაძლებელია ვერიფიცირებული მონაცემთა ნაკრებების შესანახად, ხელოვნური ინტელექტის მოდელების წონის დადგენისა და სწორი ტრენინგის მტკიცებულებებისთვის, რაც უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტი მონაცემების და შედეგების ხელმისაწვდომობას.
ბლოკჩეინის მონაცემების დაარქივება: Walrus-ის გამოყენება შესაძლებელია ბლოკჩეინის ისტორიის შენახვის ალტერნატიული სისტემის სახით. მაგალითად, ქსელს შეუძლია Sui-ს საკონტროლო პუნქტების, ტრანზაქციის ჩანაწერების და ბლოკჩეინის მდგომარეობის ისტორიული სნეპშოტების შენახვა.
მონაცემთა ხელმისაწვდომობა: Walrus მხარს უჭერს მე-2 დონის ქსელებს ვერიფიკაციისა და აუდიტისთვის საჭირო off-chain მონაცემების, მაგალითად blob-ების, ვალიდურობის მტკიცებულებების და ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების (ZKP-ები) ხელმისაწვდომობის დადასტურების მეშვეობით.
დეცენტრალიზებული ვებ-ჰოსტინგი: Walrus-ს შეუძლია სრულად დეცენტრალიზებული ვებსაიტების ჰოსტინგი, რაც ფრონტენდ და ბექენდ კომპონენტებს ბლოკჩეინზე მუშაობის საშუალებას აძლევს.
WAL ტოკენი
WAL არის Walrus პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი, რომელიც გაშვებულია Sui ბლოკჩეინზე. WAL-ის მაქსიმალური მარაგი შეადგენს 5 მილიარდ ტოკენს და ის იყენებს დეფლაციურ მოდელს, რომელიც ამცირებს მარაგს ტოკენების დაწვის მექანიზმების საშუალებით. ის ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:
გადახდა: WAL არის გადახდის ტოკენი Walrus-ში მონაცემთა შენახვისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ შენახვის საფასური წინასწარ გადაიხადონ, ხოლო WAL დროთა განმავლობაში გადანაწილდება ნოდებზე და სტეიკერებზე ჯილდოს სახით.
უსაფრთხოება: WAL უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას დელეგირებული სტეიკინგის საშუალებით. მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ სტეიკინგი ან ტოკენების დელეგირება შენახვის ნოდებზე და მიიღონ ჯილდოები ნოდის ეფექტურობის საფუძველზე. სლეშინგის შემთხვევაში, ჯარიმები შეეხებათ ნაკლები ეფექტურობის მქონე ნოდებს.
მმართველობა: WAL-ის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ქსელის მმართველობაში, ძირითადი პარამეტრებისა და ჯარიმების სისტემის ცვლილებებისთვის ხმის მიცემით.
Walrus (WAL) და Binance-ის HODLer Airdrop-ები
2025 წლის 10 ოქტომბერს, Binance-მა განაცხადა რომ WAL იქნებოდა Binance HODLer Airdrop-ების პროგრამის 49-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 1-დან 3 ოქტომბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს WAL-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 32,5 მილიონი WAL, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 0,65%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა WAL-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Walrus აერთიანებს დეცენტრალიზებული შენახვის შესაძლებლობას ბლოკჩეინის ტექნოლოგიასთან და გვთავაზობს დიდი რაოდენობის მონაცემების მართვის უსაფრთხო, ეფექტურ გზას. Sui ბლოკჩეინზე გაშვებული და Red Stuff-ის დაშიფვრის სისტემის მიერ მხარდაჭერილი ეს ქსელი ამცირებს შენახვის გადასახადებს და ამავდროულად უზრუნველყოფს მონაცემთა ხელმისაწვდომობას. Walrus-ის საიტების და ტოკენიზებული შენახვის შესაძლებლობების მსგავსი ფუნქციებით, პროტოკოლი დეველოპერებს სთავაზობს მონაცემებზე დაფუძნებული აპლიკაციების დეცენტრალიზებულ გარემოში შექმნის ალტერნატიულ მეთოდს.
დამატებითი საკითხავი
რა არის მონაცემთა ტოკენიზაცია და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
რა არის EIP-4844 Ethereum-ში და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას მომხმარებლისთვის?
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.