რა არის Turtle (TURTLE)?

რა არის Turtle (TURTLE)?

განახლებული Oct 27, 2025
5m

მთავარი დეტალები

  • Turtle არის განაწილების პროტოკოლი, რომელიც შექმნილია Web3 მომხმარებლის აქტივობის მონეტიზაციისთვის.

  • ის იყენებს API-ებს, რათა თვალი ადევნოს საფულეების ურთიერთქმედებებს, როგორიცაა ლიკვიდურობის უზრუნველყოფა, სვოპი, სტეიკინგი და რეფერალები.

  • პროტოკოლი ლიკვიდურობის პროვაიდერებს (LP-ები) სთავაზობს წვდომას ექსკლუზიურ შეთავაზებებზე, გაზრდილ ჯილდოებსა და შემცირებული რისკის მქონე საცავებზე და ამავდროულად ინარჩუნებს თვითმეურვეობას ფონდებზე.

turtle cta ბანერი

შესავალი

დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სფერო სწრაფად იზრდება, რაც ქმნის ციფრული აქტივების მართვის ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს. Turtle არის ბლოკჩეინის პროტოკოლი, რომელიც აანალიზებს საფულეების აქტივობას, რათა გააუმჯობესოს ლიკვიდურობის და ჯილდოების გადანაწილება Web3 სივრცეში. ამ სტატიის მიზანია Turtle-ის სტრუქტურის, ფუნქციონირების და ძირითადი კომპონენტების მიმოხილვა, რაც მკითხველებს დაეხმარება გაეცნონ მისი მიდგომის გავლენას ზოგადად DeFi ეკოსისტემაზე.

რა არის Turtle?

Turtle არის განაწილების პროტოკოლი, რომელიც აკვირდება სხვადასხვა Web3 საფულის აქტივობებს, მათ შორის იმას, თუ რამდენ ლიკვიდურობას უზრუნველყოფენ მომხმარებლები, მათ მიერ გამომუშავებულ სარგებელს, პარტნიორული პროტოკოლების საშუალებით განხორციელებულ ტოკენების სვოპებს, ვალიდატორების სტეიკინგს და რეფერალის კოდის გამოყენებას. ის იყენებს API-ებს ამ მოქმედებების მონიტორინგისთვის, რაც პარტნიორებს საშუალებას აძლევს შექმნან დამატებითი შემოსავლის წყაროები, მომხმარებლების მიერ ზედმეტი მოქმედებების განხორციელების და რისკების გაწევის გარეშე.

მისი მთავარი მიზანია შექმნას გამჭვირვალე, უსაფრთხო და კოოპერაციული სივრცე, სადაც ლიკვიდურობის პროვაიდერები, დეველოპერები, ინვესტორები და აუდიტორები იმუშავებენ ერთად და მიიღებენ თანაბარ სარგებელს.

როგორ მუშაობს Turtle

Turtle-ის სისტემა შექმნილია სამი ძირითადი ჯგუფისთვის: ლიკვიდურობის პროვაიდერებისთვის, DeFi პროტოკოლებისა და განაწილების პარტნიორებისთვის.

ლიკვიდურობის პროვაიდერებისთვის (LP-ები)

ლიკვიდურობის პროვაიდერებს (LP-ებს) შეუძლიათ შეუერთდნენ Turtle-ს მათი საფულეების ციფრული ხელმოწერის მეშვეობით დაკავშირებით. რეგისტრაციის შემდეგ, მათ შეუძლიათ ჩვეულებრივ გააგრძელონ პარტნიორი პროტოკოლების გამოყენება და ამავდროულად მიიღონ დამატებითი ჯილდოები შემდეგი მეთოდებით:

  • გაზრდილი შეთავაზებები: სპეციალური ლიკვიდურობის შეთავაზებები, რომლებიც გვთავაზობს 5% -დან 50%-მდე მეტ ტოკენის ჯილდოს, რომელიც Turtle-ის ხაზინის მიერ იმართება.

  • Turtle საცავები: შეგროვებული ლიკვიდურობის ვარიანტები, რომელიც LP-ებს საშუალებას აძლევს ავტომატურად მიიღონ სტაბილური ჯილდოები რისკის გაწევის გარეშე, რაც ამარტივებს უფრო დიდი ეკოსისტემების წახალისებებში მონაწილეობას.

პროტოკოლებისათვის

Turtle ეხმარება DeFi პროექტებს ლიკვიდურობის მოზიდვაში, 300 000-ზე მეტი ლიკვიდურობის პროვაიდერისგან შემდგარი ქსელის ანალიზის შეთავაზებით, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია მსხვილ ინვესტორებზე. პროტოკოლი ხელს უწყობს ლიკვიდურობის გამოყენების ეფექტური სტრატეგიების დაგეგმვასა და განხორციელებას, რაც ახდენს კაპიტალის მოზიდვის ოპტიმიზაციას ტოკენების ემისიებზე ზედმეტი დამოკიდებულების გარეშე. პროტოკოლებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ, თუ როგორ მუშაობს მათი ლიკვიდურობა და ნახონ შემოსავალი Turtle-ის Client Portal-is მეშვეობით.

განაწილების პარტნიორებისთვის

განაწილების პარტნიორებს შეუძლიათ თავიანთი საზოგადოებების მონეტიზაცია Turtle-ის განაწილების ინფრასტრუქტურის გამოყენებით. Client Portal-ის მეშვეობით, მათ შეუძლიათ Turtle Earn-ის საკუთარ ვებსაიტებში ან აპლიკაციებში ინტეგრირება ჰოსტის ბმულის ან SDK-ის გამოყენებით.

მთავარი პროდუქტები

გაზრდილი შეთავაზებები

ეს სპეციალური შეთავაზებები LP-ებს სთავაზობს დამატებით ტოკენების ჯილდოებს, რომლებიც მხარს უჭერს Turtle-ის ზრდას და სტაბილურობას. განაწილებული ტოკენების რაოდენობა კონტროლდება, ხოლო LP-ები სარგებელს იღებენ საკუთარი წვლილის პროპორციულად.

Turtle საცავები

საცავები ამარტივებენ ლიკვიდურობის მართვას თანხების პულებში გაერთიანებით, შესაბამისად, LP-ებს ეძლევათ ჯილდოების გამომუშავების შესაძლებლობა ნაკლები ძალისხმევით და რისკის გაწევის გარეშე. საცავები ასევე ხელს უწყობს პროტოკოლების განვითარებას მათი ერთ საერთო ლიკვიდურობის წყაროსთან დაკავშირებით.

Turtle-ის კამპანიები

ეს პროდუქტი გვთავაზობს „ეკოსისტემას, როგორც სერვისს“, რათა დაეხმაროს პროტოკოლებს DeFi აქტივობის უფრო დიდი მასშტაბით დაწყებაში. საცავების, ჯილდოების და პარტნიორობების კომბინირებით, Turtle მიზნად ისახავს მიიზიდოს სწორი ტიპის ლიკვიდურობა თითოეული პროტოკოლის მიზნის შესაბამისად. მაგალითად, ამ კოორდინირებული მეთოდის მეშვეობით, კომპანიამ TAC Summoning პირველ თვეში 650 მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა.

Earn Widget და ლიკვიდურობის სარეიტინგო დაფა

Earn Widget არის ინსტრუმენტი, რომელიც LP-ებს საშუალებას აძლევს მარტივად მოიძიონ Turtle-ის შესაძლებლობები. ლიკვიდურობის სარეიტინგო დაფა აჯილდოვებს მომხმარებლებს, რომლებიც ლიკვიდურობას უზრუნველყოფენ და მონაწილეობენ სოციალურ აქტივობებში, რაც ხელს უწყობს საზოგადოების ზრდას და ჩართულობას.

Turtle (TURTLE) და Binance HODLer Airdrop-ები

2025 წლის 21 ოქტომბერს, Binance-მა განაცხადა რომ TURTLE იქნებოდა Binance HODLer Airdrop-ების პროგრამის 55-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 14-დან 16 ოქტომბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს TURTLE-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 10 მილიონი TURTLE, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა TURTLE-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

TURTLE არის განაწილების პროტოკოლი, რომელიც აკვირდება საფულეების აქტივობებს და ახდენს ლიკვიდურობის უზრუნველყოფის და ჯილდოების გაცემის პროცესების კოორდინაციას Web3 სივრცეში. ლიკვიდურობის პროვაიდერებისთვის, პროტოკოლებისთვის და განაწილების პარტნიორებისთვის ინსტრუმენტების შეთავაზებით, ის გვთავაზობს ლიკვიდურობის მართვის სისტემას, რაც გამორიცხავს მომხმარებლის მიერ საკუთარი აქტივების მართვის საჭიროებას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.