მთავარი დეტალები
Quant არის ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა, რომელიც გვეხმარება სტანდარტიზებული API-ების მეშვეობით ტრადიციული ფინანსური სისტემების სხვადასხვა ბლოკჩეინებთან დაკავშირებაში.
Overledger წარმოადგენს Quant-ის API გეითვეის, რომელიც გვთავაზობს აპლიკაციების რამდენიმე ბლოკჩეინთან და კომპანიის სისტემებთან ერთდროულად დაკავშირების შესაძლებლობას.
პლატფორმა გვთავაზობს Quant Flow-ს პროგრამირებადი გადახდებისთვის, QuantNet-ს ტოკენიზებული ანგარიშსწორებისთვის, Quant Fusion-ს რამდენიმე ლეჯერზე აღსრულებისთვის და PayScript-ს ავტომატიზებული ფინანსური ალგორითმებისთვის.
QNT არის ქსელის ადგილობრივი ტოკენი. ის გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად Multi-Ledger Rollup-ზე, კროს-ჩეინ ტრანზაქციების გასამარტივებლად და ნოდის მონაწილეობისთვის სტეიკინგის განსახორციელებლად.
რა არის Quant?
Quant არის ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა, რომელიც გვეხმარება ტრადიციული ფინანსების სისტემების ბლოკჩეინის ქსელებთან დაკავშირებაში. პლატფორმის ურთიერთთავსებადი ფენა, Overledger, სხვადასხვა ლეჯერების, გადახდის სისტემების და ციფრული აქტივების პლატფორმების ერთმანეთთან დასაკავშირებლად იყენებს ერთიან API სტრუქტურას. ეს ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს გააზიარონ მონაცემები და დაუკავშირდნენ სხვადასხვა სისტემებს მათ არსებულ ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის საჭიროების გარეშე.
Quant-ის ტექნოლოგია შემუშავებულ იქნა Bank of England-თან, UK Regulated Liability Network-თან და European Central Bank-თან თანამშრომლობით. ის მსოფლიოს ბანკების მიერ გამოიყენება ოპერაციების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და რეგულირებული ციფრული ფინანსური სისტემების მხარდასაჭერად. გარდა ამისა, ბიზნესები Quant-ის პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ პროგრამირებად გადახდების განხორციელებისთვის, ტოკენიზებული აქტივებით ანგარიშსწორებისთვის და საკუთარ აპლიკაციებში კროს-ჩეინ ფუნქციების ინტეგრირებისთვის.
ძირითადი მახასიათებლები
Overledger
Overledger არის API-ზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც ბიზნესებს ეხმარება საკუთარი არსებული სისტემების სხვადასხვა ბლოკჩეინის ქსელთან ერთიანი ინტერფეისის მეშვეობით დაკავშირებაში. აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი (API) მოქმედებს, როგორც პროგრამებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, რაც მათ აძლევს ინფორმაციის გაგზავნის და მიღების შესაძლებლობას.
მოთხოვნისა და პასუხის ფორმატების თავსებადობის მეშვეობით, Overledger დეველოპერებს საშუალებას აძლევს იმუშაონ სხვადასხვა ბლოკჩეინებზე ტექნიკური სპეციფიკის სიღრმისეული ცოდნის გარეშე. Overledger ასევე მხარს უჭერს მულტიჩეინ დეცენტრალიზებული აპლიკაციების (mDApps) შემუშავებას, რომელთა გაშვება ერთდროულად რამდენიმე ბლოკჩეინზეა შესაძლებელი.
Quant Flow
Quant Flow არის API-ზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ბანკებს, ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს და გადახდის სერვისის პროვაიდერებს საკუთარ სისტემებში პროგრამირებადი ციფრული ფულის ინტეგრირების შესაძლებლობას სთავაზობს. ეს პლატფორმა, რომელიც დაფუძნებულია Overledger ტექნოლოგიაზე, გვეხმარება აღრიცხვის პროცესების ავტომატიზაციასა და კონკრეტული მოვლენების საფუძველზე გააქტიურებული გადახდების მხარდაჭერაში. Quant Flow ასევე გვთავაზობს შესაბამისობის შემოწმების, თაღლითობაზე მონიტორინგის და ლიკვიდურობის კონტროლის ფუნქციებს, რაც ორგანიზაციებს ეხმარება რისკის მართვასა და თანხების განკარგვაში.
QuantNet
QuantNet არის სისტემა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ეხმარება ტოკებნიზებული ფულის და ციფრული აქტივების სხვადასხვა ქსელებს შორის გადატანაში კონკრეტულ ლეჯერზე ან არაავტომატურ პროცესზე დამოკიდებულების გარეშე. ცალკეულ ინსტიტუტს აღარ ესაჭიროება საკუთარი იზოლირებული სისტემის გამოყენება, რადგან QuantNet გვთავაზობს ერთიან გეითვეის, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს საჯარო და კერძო ბლოკჩეინებს, გადახდის ქსელებსა და აქტივების პლატფორმებს.
QuantNet-ის ISO 20022 სტანდარტზე დაფუძნებული დიზაინი იძლევა ფინანსების ინდუსტრიაში გამოყენებული გლობალური შეტყობინებების სტანდარტის შესაბამისი შეტყობინებების სისტემაში ინტეგრირების შესაძლებლობას. ამის წყალობით სხვადასხვა სისტემები ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებენ საერთო ფორმატის გამოყენებით, რაც ამცირებს დამატებითი თავსებადობის ინსტრუმენტების ან შუალედური პროგრამების გამოყენების საჭიროებას. QuantNet-ს ასევე შეუძლია ვაჭრობის შემდგომი პროცესების ავტომატიზაცია და აქტივების გადატანა სხვადასხვა სისტემებს შორის.
Quant Fusion
Quant Fusion წარმოადგენს სტრუქტურას, რომელიც საჯარო ბლოკჩეინებს აკავშირებს კერძო ქსელებთან. ეს ორგანიზაციებს აძლევს მონაცემების და აქტივების სისტემებს შორის ხიდების ან შეფუთული ტოკენების გარეშე გადატანის შესაძლებლობას. Fusion შედგება ორი ძირითადი კომპონენტისაგან: Multi-Ledger Rollup (MLR) და Network of Networks.
Quant-ის MLR იძლევა აქტივობების რამდენიმე ბლოკჩეინზე ერთდროულად დამუშავების და აღსრულების შესაძლებლობას, განსხვავებით ტრადიციული როლაფებისგან, რომლებიც მხოლოდ ერთ ბლოკჩეინს უკავშირდებიან. Network of Networks მონაწილეებს საშუალებას აძლევს დააკავშირონ საკუთარი ნოდები ან ბლოკჩეინები და შექმნან ურთიერთდაკავშირებული სისტემა.
Fusion-ის როლაფი მოქნილი სისტემაა, რომელსაც უამრავი ტიპის ბლოკჩეინის მხარდაჭერა შეუძლია, მათ შორის საჯარო ქსელების, ორგანიზაციული სისტემების და რეგულირებული ეკოსისტემების, რომლებიც საჭიროებს კონტროლირებულ ურთიერთთავსებადობას. კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად, Quant Fusion არ იყენებს ტრადიციულ საჯარო ბლოკჩეინ-ექსპლორერს. ამის ნაცვლად, მომხმარებლებს საკუთარი აქტივობების, მაგალითად ბალანსების, ტრანზაქციის დეტალების და სმარტ კონტრაქტების შესახებ ინფორმაციის სანახავად შეუძლიათ გამოიყენონ სპეციალური API-ები და მომხმარებლის ინტერფეისები.
PayScript
Quant PayScript არის ფინანსური პროგრამების შესაქმნელი ინსტრუმენტი, რომელიც ბანკებს და ბიზნესებს აძლევს საშუალებას განსაზღვრონ საკუთარი ფულის მოძრაობის და ქცევის წესები. ეს ინსტრუმენტი მხარს უჭერს როგორც ტრადიციულ საბანკო ანგარიშებს, ასევე სტეიბლკოინებს, რაც გვთავაზობს ავტომატურ გადახდებს, გამარტივებულ სამუშაო პროცესს და კომპლექსური ტრანზაქციების უფრო ეფექტურ მართვას. Quant PayScript-ის წესების სისტემის გამოყენებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ შექმნან ფულის მოძრაობის მკაფიო ინსტრუქციები პროგრამირების სპეციალიზებული უნარების საჭიროების გარეშე.
გამოყენების გზები
ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები (CBDC-ები): საჯარო ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოსცადონ და დანერგონ CBDC მოდელები Quant-ის ურთიერთთავსებადი ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს გადახდის სისტემებს, კერძო ლეჯერებს და რეგულირებულ ქსელებს.
ორგანიზაციის მომარაგების ჯაჭვები: კომპანიებს შეუძლიათ გაამარტივონ ანგარიშსწორება, თვალი ადევნონ აქტივებს და მოახდინონ შესაბამისობის კონტროლის ავტომატიზაცია Quant-ის API-ების გამოყენებით მომარაგების ჯაჭვების პლატფორმების ბლკჩეინის ქსელებთან დაკავშირების მეშვეობით.
სხვადასხვა ქსელზე აღსრულება: Quant Fusion-ის ორგანიზაციებს შეუძლიათ ტრანზაქციების დამუშავება ან სმარტ კონტრაქტების გაშვება რამდენიმე საჯარო ან კერძო ბლოკეინზე Quant Fusion-ის ეკოსისტემაში.
პროგრამირებადი გადახდები: ინსტიტუტებს შეუძლიათ Quant Flow-ს გადახდის ინსტრუმენტების მეშვეობით მოახდინონ ხელფასების გაცემის, გადასახადების დამუშავების, სახაზინო ფუნქციების და მოვლენაზე დაფუძნებული ტრანზაქციების აღსრულების ავტომატიზაცია.
ტოკენიზებული ანგარიშსწორება: ბანკებსა და ფინანსურ პლატფორმებს შეუძლიათ რეალურ დროში განახორციელონ ტოკენიზებული დეპოზიტების, თანხების და აქტივების ანგარიშსწორება QuantNet-ის საზიარო და რეგულაციების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით.
QNT ტოკენი
QNT არის Quant-ის ეკოსისტემის ადგილობრივი ტოკენი, რომელიც რამდენიმე დანიშნულებით გამოიყენება:
გაზის საკომისიოები: QNT შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად Multi-Ledger Rollup-ში. მისი დეპონირების შემდეგ ის მოქმედებს, როგორც როლაფის ადგილობრივი ტოკენი.
კროს-ჩეინ გადარიცხვები: QNT შესაძლოა გამოიყენებოდეს Multi-Ledger Rollup-ზე ERC-20 ტოკენების დეპონირებისა და გატანისთვის, რითაც მხარს უჭერს კროს-ჩეინ აქტივების მოდელს.
სტეიკინგი: QNT შეიძლება განთავსდეს სტეიკინგზე ნოდების ოპერატორების მიერ, რომლებიც ასრულებენ სეკვენსერის ან ვერიფიკატორის ფუნქციებს. მონაწილეებს შეუძლიათ მიიღონ QNT ჯილდოები ქსელის ოპერაციებსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობისათვის.
შეჯამება
Quant-ის შექმნის მიზანია ფინანსური ინსტიტუტების დახმარება უფრო დაკავშირებული და პროგრამირებადი ციფრული ინფრასტრუქტურის შექმნაში. მისი ურთიერთთავსებადობის დონე სისტემებს აძლევს სხვადასხვა ლეჯერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას, ხოლო მისი პროდუქტები, როგორებიცაა Quant Flow, QuantNet, Quant Fusion და PayScript მხარს უჭერს ტოკენიზებულ ანგარიშსწორებას და ქსელებს შორის აღსრულებას. ერთობლივად, ამ ინსტრუმენტების მიზანია ფინანსურ ორგანიზაციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის გამარტივება და ციფრული ფულის თავსებადი სისტემების შექმნა.
დამატებითი საკითხავი
რა არის Zk-როლაფები? მე-2 დონის ბლოკჩეინის მასშტაბირებადობის მეთოდი
რა არის აპჩეინები (კონკრეტული აპლიკაციისთვის შექმნილი ბლოკჩეინები)?
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.