რა არის Conflux (CFX)?
მთავარი
სტატიები
რა არის Conflux (CFX)?

რა არის Conflux (CFX)?

განახლებული Feb 20, 2025
8m

მთავარი დეტალები

  • Conflux (CFX) აუმჯობესებს ბლოკჩეინის მასშტაბირებადობას ხის გრაფის სტრუქტურისა და ჰიბრიდული კონსენსუსის მექანიზმის გამოყენებით, რაც ზრდის ტრანზაქციების გამტარუნარიანობას და იძლევა პარალელური ტრანზაქციების დამუშავების საშუალებას.

  • CFX ტოკენი ხელს უწყობს მმართველობის პროცესში მონაწილეობას, სტეიკინგის განხორციელებას, ტრანზაქციების საკომისიოების გადახდას და ეკოსისტემაში ჩართულობას.

  • EVM-თან თავსებადობა და კროს-ჩეინ ურთიერთთავსებადობა Conflux-ს უნივერსალურ პლატფორმად აქცევს დეველოპერებისთვის, რომელზეც შესაძლებელია Ethereum-ზე გაშვებული DApp-ების მარტივად ინტეგრაცია. 

შესავალი

ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მეინსტრიმად დანერგვის მასშტაბი იზრდება, თუმცა გარკვეული კრიტიკული გამოწვევები კვლავ არსებობს. ყველაზე პრობლემური მასშტაბირებადობის საკითხია. დეცენტრალიზებული ქსელების ზრდასთან ერთად, მათი ტრანზაქციების სიჩქარე მცირდება, ხოლო საკომისიოები იზრდება, რამაც შეიძლება შეაფერხოს ბლოკჩეინის ფართოდ გავრცელების პროცესი.

Conflux (CFX) არის ბლოკჩეინის პლატფორმა, რომელიც შექმნილია კონკრეტულად მასშტაბირებადობის პრობლემების მოსაგვარებლად. ის იყენებს ახლებურ ხის გრაფის სტრუქტურას, რომლის მიზანია დაცული, მასშტაბირებადი და სწრაფად მომუშავე ეკოსისტემის შექმნა Web3 სივრცის, მათ შორის დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სერვისების და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ები) განვითარებისთვის.  

Conflux ქსელის ცენტრში არის CFX ტოკენი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქსელის მმართველობაში, სტეიკინგის განხორციელების და ტრანზაქციების საკომისიოების გადახდის პროცესში.

რა არის Conflux (CFX)?

Conflux არის 1-ელი დონის საჯარო ბლოკჩეინის პლატფორმა, რომელთან დაკავშირებისთვის ნებართვა არ არის საჭირო. საჯარო ნიშნავს, რომ არ არსებობს ცენტრალური რგოლი, რომელიც გასცემს ქსელთან დაკავშირების ნებართვებს. 2018 წელს ჩინეთში დაფუძნებული ეს პლატფორმა მიზნად ისახავს აღმოფხვრას მასშტაბირებადობის შეზღუდვები და ამავდროულად გააუმჯობესოს უსაფრთხოების და დეცენტრალიზაციის დონე. 

Conflux შექმნილია შედარებით დაბალ ფასად მაღალი გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად დეველოპერებისთვის, რომლებსაც დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ები), დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმების და Web3 სივრცის სხვა სერვისების შექმნა სურთ. 

ის იყენებს ჰიბრიდულ კონსენსუსის მექანიზმს მონაცემთა ძირითად სტრუქტურასთან ერთად, რომელიც ცნობილია „ხის გრაფის“ სახელწოდებით. ეს სტრუქტურა Conflux-ს ტრანზაქციების პარალელურად დამუშავების და გადატვირთვის შემცირების საშუალებას აძლევს. ეს გაზრდის ტრანზაქციის სიჩქარეს და გააუმჯობესებს ქსელის ეფექტურობას ტრადიციულ, ხაზობრივ მოდელებზე მომუშავე ბლოკჩეინებთან შედარებით. 

როგორ მუშაობს Conflux

ჰიბრიდული კონსენსუსის მექანიზმი

Conflux აერთიანებს Proof of Work (PoW) და ორიენტირებული აციკლური გრაფის (DAG) სტრუქტურას, რათა შექმნას ჰიბრიდული კონსენსუსის მექანიზმი. 

ტრადიციული PoW სისტემები, როგორიცაა Bitcoin, რთული ამოცანების ამოსახსნელად და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოიხმარს დიდი რაოდენობით ენერგიას. თუმცა ეს ჰიბრიდული მიდგომა იყენებს PoW-ის უსაფრთხოებას და ამავდროულად აუმჯობესებს ეფექტურობას DAG სტრუქტურის საშუალებით. 

მიუხედავად იმისა, რომ ცალკე კონსენსუსის მექანიზმის სახით არ ფუნქციონირებს, Proof of Stake (PoS) მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ და წვლილი შეიტანონ ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ტოკენების სტეიკინგის განხორციელების და ჯილდოების გამომუშავების მეშვეობით. ეს დაკავშირებულია კონსენსუსის მექანიზმთან, რადგან სტეიკერების ქმედებები ხის გრაფის სახით იწერება. 

ხის გრაფის სტრუქტურა

ხის გრაფის სტრუქტურა, რომელიც (DAG)-ის ტიპს წარმოადგენს, საკვანძო როლს ასრულებს Conflux-ის ტექნოლოგიაში. ტრადიციული ბლოკჩეინებისგან განსხვავებით, სადაც ტრანზაქციების დამუშავება ხაზობრივი მოდელით, ერთმანეთის მიყოლებით ხდება, Conflux-ის მიერ გამოყენებული ხის გრაფის სტრუქტურა იძლევა სხვადასხვა ბლოკებისა და ტრანზაქციების პარალელურად დამუშავების საშუალებას.

ერთი ხაზის ნაცვლად, წარმოიდგინეთ ხე ბევრი ტოტით. თითოეული ტოტი წარმოადგენს ტრანზაქციების ნაკრებს. ეს ტრანზაქციები ახლა უკვე ამ სხვადასხვა ტოტზე შეიძლება დამუშავდეს. 

ტრადიციული, ხაზობრივი მოდელების გამოყენებისას ქსელის ზრდასთან ერთად სხვადასხვა გამოწვევას ვაწყდებით, ხოლო ხის გრაფის სტრუქტურის გამოყენებისას პარალელური დამუშავების ფუნქცია ზრდის ქსელის გამტარუნარიანობას და ტრანზაქციების დამუშავების სიჩქარეს. 

GHAST

Greediest Heaviest Adaptive Sub-Tree (GHAST) ალგორითმი არის მთავარი კომპონენტი Conflux-ის კონსენსუსის მექანიზმში. ეს ალგორითმი მუშაობს ხის დიაგრამასთან ერთად ყველაზე დატვირთული ქვეტოტის იდენტიფიცირების საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ ალგორითმი ირჩევს ტოტს, რომელიც შეიცავს ყველაზე მეტ ტრანზაქციას და დადასტურებას. 

არსებითად, ტრანზაქციების არჩევას ახორციელებს GHAST ალგორითმი. ეს უზრუნველყოფს, რომ ქსელის ფარგლებში შეთანხმებული იყოს ტრანზაქციების მიმდევრობა და მოხდეს ორმაგი ხარჯვის პრევენცია. ეს ქსელს საშუალებას აძლევს პარალელურად დაამუშაოს ტრანზაქციები და ამავდროულად შეინარჩუნოს უსაფრთხოება და კონსენსუსი. 

EVM-თან თავსებადობა და სმარტ კონტრაქტები

Conflux სრულად თავსებადია Ethereum-ის ვირტუალურ კომპიუტერთან (EVM), რაც დეველოპერებს უმარტივებს არსებული Ethereum DApp-ებიდან Conflux-ზე გადასვლას ან ახალი მოდელების შექმნას, რისთვისაც იყენებს Conflux-ის მაღალ გამტარუნარიანობას და დაბალ საკომისიოებს. 

Conflux ასევე უჭერს მხარს ტურინგის სისრულის სმარტ კონტრაქტებს. ეს კონტრაქტები აღასრულებენ კომპლექსურ ლოგიკას და შესაბამისად, პლატფორმაზე ხელმისაწვდომს ხდიან DApp-ების უფრო ფართო სპექტრს. 

კროს-ჩეინ პროტოკოლი

Conflux-ის ShuttleFlow წარმოადგენს კროს-ჩეინ ხიდს, რომელიც იძლევა ურთიერთთავსებადობის საშუალებას. ეს უზრუნველყოფს აქტივებისა და მონაცემების გადატანას ქსელებს შორის, როგორიცაა Ethereum, BNB Smart Chain და სხვა ბლოკჩეინები. 

ეს ურთიერთთავსებადობა ზრდის Conflux-ზე დაფუძნებული DApp-ების პოტენციური გამოყენების შემთხვევების რიცხვს და აუმჯობესებს Conflux-ის გამოყენებადობას ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების ეკოსისტემაში. ShuttleFlow იყენებს ცალკე ტოკენს, FC-ს (Function Coin) აღნიშნული კროს-ჩეინ ტრანზაქციების ხელშესაწყობად. 

ტოკენომიკა

CFX ტოკენი არის Conflux-ის ქსელის ადგილობრივი კრიპტოვალუტა. ის გამოიყენება ეკოსისტემის მართვისთვის და ფუნქციონირებისთვის.

CFX-ის გამოყენებადობა

  • ქსელის მმართველობა: მომხმარებლებს, რომლებიც ფლობენ CFX ტოკენებს, შეუძლიათ Conflux-ის ქსელში მონაწილეობა. ტოკენების მფლობელებს შეუძლიათ სხვადასხვა შემოთავაზებასთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა, რაც ზეგავლენას ახდენს პლატფორმის მომავალზე. 

  • სტეიკინგი და უსაფრთხოება: მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ CFX-ის სტეიკინგი და წვლილი შეიტანონ ქსელის უსაფრთხოებაში. CFX-ის ბლოკირებით სტეიკერებს შეუძლიათ ტრანზაქციების ვალიდაცია და CFX ტოკენის ჯილდოების გამომუშავება. 

  • საკომისიოები: Conflux-ის ქსელში ტრანზაქციების საკომისიოების გადახდა ხორციელდება CFX-ის გამოყენებით.

  • ეკოსისტემაში მონაწილეობა: CFX შეგიძლიათ გამოიყენოთ DApp-თან ინტერაქციისთვის, პრემიუმ ფუნქციებზე წვდომის მისაღებად და Conflux-ის ქსელში აქტივობებში მონაწილეობისთვის. 

საწყისი განაწილება

გენეზისის ბლოკის ხუთი მილიარდი ტოკენიდან CFX ტოკენები თავდაპირველად ხუთ კატეგორიაში გადანაწილდა:

კატეგორია

პროცენტი

კერძო კაპიტალის ინვესტორები

12%-მდე

ფონდების ჰოლდინგები

4% + გაუყიდავი

გენეზისის გუნდი

36%

საზოგადოების ფონდი

8%

ეკოსისტემის ფონდი

40%

ფონდების ჰოლდინგების გაუყიდავი ნაწილი წარმოადგენს ნებისმიერ ტოკენს, რომელიც არ გაყიდულა განაწილების წინა ეტაპზე (კერძო კაპიტალის ინვესტორები).

ტოკენის გამოშვება

ტოკენების გამოშვება ხდება ორი მექანიზმით: 

  • PoW მაინინგი: მაინერები ჯილდოს იღებენ ახალი CFX ტოკენების სახით თითო ბლოკისთვის, რომლის მაინინგსაც წარმატებით განახორციელებენ. ჯილდოს ოდენობა არის დაახლოებით 1 CFX თითო ბლოკზე. ეს ოდენობა შესაძლოა განსხვავდებოდეს DAO-ზე ხმის მიცემის შედეგების მიხედვით. 

  • PoS პროცენტი: მომხმარებლებს, რომლებიც ახორციელებენ CFX-ების სტეიკინგს, შეუძლიათ ჯილდოების მიღება CFX-ის სახით. ჯილდოს ოდენობა ასევე რეგულირდება DAO-ს მიერ. 

ტოკენების დაწვა

ბევრი ქსელის მსგავსად, Conflux-იც იყენებს ტოკენების დაწვის მექანიზმებს ტოკენების მარაგის შესამცირებლად და ინფლაციის სამართავად:

  • სპონსორის მიერ დაფინანსებული ტოკენების მარაგის დაწვა: მომხმარებლის CFX ტოკენების დაწვა ხორციელდება მაშინ, როდესაც სპონსორები აფინანსებენ მათ შენახვას ქსელში. 

  • ტრანზაქციის საკომისიოების დაწვა: ასევე ხდება შეგროვებული ტრანზაქციის საკომისიოების ნაწილის დაწვა. 

DAO მმართველობა

Conflux DAO (დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია) მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქსელის ძირითადი პარამეტრების რეგულირებაში. ესენია: 

პარამეტრი

აღწერა

PoW ბლოკის ჯილდო

მაინერებისთვის თითოეული ბლოკისთვის გადაცემული CFX-ების რაოდენობა.

საპროცენტო განაკვეთი სტეიკინგის ჯილდოს გამოსათვლელად

საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გამოიყენება სტეიკინგის ჯილდოების გამოსათვლელად.

სპონსორის მიერ დაფინანსებული ტოკენების მარაგის დაწვის თანაფარდობა

გარე სპონსორის მიერ დაფინანსებული ტოკენების მარაგის დაწვის ხარჯების თანაფარდობა.

ტრანზაქციის საკომისიოების დაწვის თანაფარდობა

იმ ტრანზაქციის საკომისიოების თანაფარდობა, რომლის დაწვაც ხორციელდება.

Conflux ეკოსისტემა

Conflux სრულად თავსებადია Ethereum-თან და მასზე გაშვებულია მრავალი ადგილობრივი DApp, როგორიცაა Fluent Wallet, ConfluxHub და Swappi.

Fluent Wallet

Web3 საფულე, რომელიც შექმნილია სპეციალურად Conflux ქსელისთვის. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მართონ აქტივები და იმუშაონ DApp-ებთან.

Conflux-ის Fluent Wallet

ConfluxHub

ConfluxHub არის პლატფორმა, რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა DeFi სერვისს. ეს სერვისები მოიცავს ტოკენების გამოშვებას და მმართველობას Airdrop-ებსა და კროს-ჩეინ ხიდებზე.

ConfluxHub

Swappi

როგორც დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX), რომელიც მუშაობს Conflux eSpace-ზე, Swappi მომხმარებლებს სთავაზობს სერვისებს, როგორიცაა ტოკენების სვოპი, სტეიკინგის შესაძლებლობები და მონაწილეობა ჯილდოების გამომუშავების სხვადასხვა მექანიზმში.

Swappi conflux

შეჯამება

ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის პოპულარობის ზრდასთან ერთად, Conflux მიზნად ისახავს მასშტაბირებადობის კუთხით არსებული გამოწვევების აღმოფხვრას. 

მისი ხის გრაფის სტრუქტურა, ჰიბრიდული კონსენსუსის მექანიზმი და GHAST ალგორითმი შესაძლებელს ხდის ტრანზაქციების პარალელურად დამუშავებას და ეფექტურ ვალიდაციას. CFX ტოკენი ამუშავებს ქსელს, ამარტივებს მმართველობას, სტეიკინგს და ეკოსისტემაში მონაწილეობას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია მომზადებულია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.