მთავარი დეტალები
Hyperliquid არის on-chain ვაჭრობისთვის შექმნილი პირველი დონის ბლოკჩეინი, პლატფორმა, რომელიც ცნობილია მაღალეფექტური უვადო ფიუჩერსების და სპოტ ბაზრებით.
HYPE არის ქსელის ადგილობრივი ტოკენი, რომელიც გამოიყენება გაზის საკომისიოებისთვის, სტეიკინგისთვის, მმართველობის პროცესში მონაწილეობისთვის და ვაჭრობის საკომისიოებთან დაკავშირებული პოტენციური ბენეფიტების მისაღებად.
Hyperliquid აერთიანებს on-chain შეკვეთების წიგნს და (HyperCore) EVM-თან თავსებადი სმარტ კონტრაქტების ფენას (HyperEVM).
ეკოსისტემა ასევე მოიცავს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა საცავები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კაპიტალი დააბანდონ ტრეიდერის სტრატეგიაში, ასევე რეფერალის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ხდება საკომისიოების განაწილება.
შესავალი
Hyperliquid არის პირველი დონის ბლოკჩეინი, რომელიც შექმნილია ერთი მთავარი იდეის გარშემო: ვაჭრობის სრულად on-chain სივრცეში გადატანა სიჩქარის შემცირების გარეშე. მისი ადგილობრივი ტოკენი, HYPE, უზრუნველყოფს ქსელისა და მისი მზარდი აპლიკაციების ეკოსისტემის ფუნქციონირებას. პროექტი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX), რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უვადო ფიუჩერსებითა და სპოტ ვაჭრობას პირდაპირ საკუთარ ბლოკჩეინზე.
რა არის Hyperliquid?
Hyperliquid არის სპეციალური დანიშნულების ბლოკჩეინი, რომელიც ფინანსურ აპლიკაციებზეა ორიენტირებული. ის თავიდანვე შეიქმნა სავაჭრო ბირჟის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც გულისხმობს ტრანზაქციების სწრაფად და დაბალი დაყოვნებით აღსრულებას, რისი მიღწევაც რთულია ზოგადი დანიშნულების ქსელებზე ვაჭრობისას.
ბევრი დეცენტრალიზებული პლატფორმისგან განსხვავებით, რომელთა მუშაობა ლიკვიდურობის პულებზეა დაფუძნებული, Hyperliquid იყენებს სრულად on-chain შეკვეთების წიგნს - მოდელს, რომელიც უფრო ახლოსაა ტრადიციულ ბირჟებთან და უზრუნველყოფს მყიდველებისა და გამყიდველების თანმხვედრი შეკვეთების მოძიებას. თითოეული შეკვეთა, გაუქმება, გარიგება და ლიკვიდაცია ბლოკჩეინზე იწერება.
HyperCore და HyperEVM
Hyperliquid თავის სისტემას ორ ძირითად ნაწილად ყოფს. HyperCore მართავს ბლოკჩეინზე არსებულ უვადო ფიუჩერსებისა და სპოტ ბაზრების შეკვეთების წიგნებს, რომელთა მეშვეობით ხდება თანმხვედრი შეკვეთების მოძიება და ანგარიშსწორება. მისი დიზაინი უზრუნველყოფს მაღალ გამტარუნარიანობას და იძლევა აქტიური ვაჭრობის შესაძლებლობას.
მეორე ნაწილი, HyperEVM, არის აღსრულების ფენა, რომელიც თავსებადია Ethereum-ის ვირტუალურ კომპიუტერთან. ეს დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან სმარტ კონტრაქტებზე დაფუძნებული აპლიკაციები, რომლებიც იძლევა უფრო ფართო ქსელის ლიკვიდურობის და სავაჭრო ფუნქციების გამოყენების შესაძლებლობას EVM ბლოკჩეინებზე გაშვებული სხვა აპლიკაციების მსგავსად.
როგორ აღწევს ქსელი კონსენსუსს
Hyperliquid იყენებს კონსენსუსის საკუთარ მეთოდს, რომელსაც გუნდი HyperBFT-ს უწოდებს და რომელიც შთაგონებულია კარგად ცნობილი ბიზანტიელი გენერლების პრობლემის მიმართ მედეგი არქიტექტურით. პრაქტიკაში, ქსელის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ვალიდატორების მიერ, ხოლო HYPE-ის მფლობელებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ უსაფრთხოებას, ტოკენების ვალიდატორებისთვის გადაცემის მეშვეობით delegated proof of stake (DPoS) მოდელის ფარგლებში.
რისთვის გამოიყენება HYPE ტოკენი?
HYPE არის Hyperliquid ქსელის ადგილობრივი აქტივი, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება:
ქსელის საკომისიოები და გაზი: HYPE გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად და ასრულებს HyperEVM-ზე სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებული ოპერაციების გაზის აქტივის ფუნქციას.
სტეიკინგი და უსაფრთხოება: მფლობელებს შეუძლიათ HYPE გადასცენ ვალიდატორებს ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სანაცვლოდ მიიღონ სტეიკინგის ჯილდოები.
მმართველობა: ისევე, როგორც სხვა governance ტოკენების შემთხვევაში, HYPE ტოკენი მფლობელებს აძლევს პროტოკოლთან და მის განახლებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებას.
სავაჭრო ბენეფიტები: HYPE-ის სტეიკინგი გთავაზობთ ბირჟის საკომისიოებთან დაკავშირებული ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც დამოკიდებულია ხელმისაწვდომ პროგრამებზე.
ტოკენის მარაგი და დიზაინი
ტოკენის ტოკენომიკის გაგება კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილია. HYPE-ის მაქსიმალური მარაგი 1 მილიარდ ტოკენს შეადგენს. ასევე მოქმედებს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პროტოკოლის შემოსავლის ნაწილი ბაზრიდან HYPE-ის გამოსყიდვისთვის გამოიყენება, რის შემდეგაც ხდება ამ ტოკენების დაწვა მისი მარაგის შემცირების მიზნით.
2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, Hyperliquid-ის პროტოკოლი ვაჭრობის საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლის 90%-ზე მეტს, ღია ბაზარზე, HYPE-ის უწყვეტი შესყიდვებისთვის იყენებს. აღნიშნული მექანიზმები ოფიციალურ დოკუმენტაციაში უნდა გადამოწმდეს, რადგან დეტალები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.
უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობა და ეკოსისტემა
Hyperliquid-ის გამოყენების ყველაზე პოპულარული გზაა დეცენტრალიზებული დერივატივებით, განსაკუთრებით უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობა, რომლებიც წარმოადგენს ვადის გასვლის თარიღის არმქონე კონტრაქტებს. ასევე მხარდაჭერილია სპოტ ვაჭრობა.
დროთა განმავლობაში ეკოსისტემა გაფართოვდა და მას დაემატა HyperEVM-ზე დაფუძნებული სხვა აპლიკაციები, რომელთა შორისაა სესხების აღების, გასესხებისა და აქტივების გამოშვების ფუნქციები.
ეს კომბინაცია პროექტის მთავარი შეთავაზების საფუძველია: სპეციალიზებული სავაჭრო პლატფორმის მაღალი სიჩქარე გაერთიანებულია პროგრამირებადი სმარტ კონტრაქტების ფენის მოქნილობასთან.
საცავები
Hyperliquid-ის ეკოსისტემის ერთ-ერთი ფუნქციაა საცავები. საცავი წარმოადგენს საერთო სავაჭრო ანგარიშს: ერთი პირი, რომელსაც საცავის ლიდერი ეწოდება, მართავს სტრატეგიას, ხოლო სხვებს შეუძლიათ ამ სტრატეგიაში თანხის დაბანდება და მოგებიდან წილის მიღება. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სტრატეგიას შესთავაზონ ლიკვიდურობა ისე, რომ თავად აქტიურად არ ივაჭრონ.
საცავის მოგება და ზარალი დეპოზიტორებს შორის ნაწილდება მათ მიერ დაბანდებული თანხის პროპორციულად. მომხმარებლების მიერ მართულ საცავებში ლიდერი, როგორც წესი, იღებს ეგრეთწოდებულ „ეფექტურობის საკომისიოს“, რაც შეადგენს ახლად მიღებული მოგების დაახლოებით 10%-ს. ჩვეულებრივ, ეს საკომისიო გამოითვლება ე.წ. უმაღლესი ნიშნულის მიხედვით, რაც უბრალოდ საცავის მიერ აქამდე მიღწეულ უმაღლეს ღირებულებას ნიშნავს. ლიდერი საკომისიოს მხოლოდ იმ მოგებაზე იღებს, რომელიც ამ წინა მაქსიმუმს აღემატება.
მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ საცავის ღირებულება იზრდება და ახალ მაქსიმუმს აღწევს. ლიდერი იღებს საკომისიოს ამ მოგებიდან. თუ ამის შემდეგ საცავის ღირებულება შემცირდება, მოგვიანებით კი კვლავ იმავე დონეს დაუბრუნდება, ახალი საკომისიო არ დაერიცხება, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ დაკარგული ღირებულების აღდგენა ხდება და არა ახალი მოგების მიღება. ლიდერი საკომისიოს მხოლოდ მაშინ მიიღებს, როდესაც საცავის ღირებულება წინა მაქსიმუმს გადააჭარბებს. ეს დეპოზიტორებს ერთი და იმავე მოგებისთვის საკომისიოს ორჯერ გადახდისგან იცავს.
როგორც წესი, ლიდერებს ასევე მოეთხოვებათ, რომ სეიფში შეინარჩუნონ საკუთარი თანხების გარკვეული ნაწილი; და რადგან სეიფს შეუძლია როგორც თანხის დაკარგვა, ისე ზრდა, დეპოზიტორები ნებისმიერ ზარალსაც ინაწილებენ.
რეფერალის პროგრამა
Hyperliquid ასევე გვთავაზობს რეფერალის პროგრამას. მომხმარებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაჭრობის მოცულობასთან დაკავშირებულ მოთხოვნას, შეუძლიათ შექმნან რეფერალის კოდი და გაუზიარონ ის სხვებს. როდესაც სხვა პირი ამ კოდის გამოყენებით ვაჭრობს, მომწვევი იღებს გარკვეულ პროცენტს მოწვეული მომხმარებლის ვაჭრობის საკომისიოებიდან, ხოლო ახალი მომხმარებელი იღებს ფასდაკლებას ვაჭრობის საწყისი მოცულობისთვის განსაზღვრულ საკომისიოებზე.
HYPE Binance-ზე
2026 წლის 24 სექტემბერს განხორციელდა HYPE-ს ლისტინგი Binance-ზე და მას მიენიჭა Seed ტეგი. ამჟამად სპოტ ვაჭრობა ხელმისაწვდომია შემდეგი წყვილებით: HYPE/USDT, HYPE/USDC და HYPE/TRY. ზოგიერთ რეგიონში HYPE-ით ვაჭრობა USDT-სთან წყვილში ასევე ხელმისაწვდომია Binance Futures-ზე.
შენიშვნა: HYPE/TRY წყვილი ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც აქვთ ვერიფიცირებული Binance TR ანგარიში.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა არის Hyperliquid?
Hyperliquid არის პირველი დონის ბლოკჩეინი, რომელიც on-chain ვაჭრობისთვის არის შექმნილი. ის განსაკუთრებით ცნობილია უვადო ფიუჩერსებითა და სპოტ ვაჭრობით, რომელიც ხორციელდება on-chain შეკვეთების წიგნის მეშვეობით, ხოლო სხვა აპლიკაციებისთვის მას ასევე აქვს EVM-თან თავსებადი ფენა.
რისთვის გამოიყენება HYPE ტოკენი?
HYPE გამოიყენება ქსელისა და გაზის საკომისიოების გადასახდელად, სტეიკინგისთვის, ქსელის უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის და მმართველობაში მონაწილეობისთვის. პოტენციურად, ის ასევე გვთავაზობს ვაჭრობის საკომისიოებთან დაკავშირებულ ბენეფიტებს.
რა არის Hyperliquid-ის საცავები?
საცავები წარმოადგენს საერთო სავაჭრო ანგარიშებს. საცავის ლიდერი მართავს სტრატეგიას, ხოლო მოგება და ზარალი დეპოზიტორებს შორის ნაწილდება მათ მიერ დაბანდებული თანხის პროპორციულად. მომხმარებლების მიერ მართულ საცავებში, როგორც წესი, გათვალისწინებულია საცავის ლიდერისთვის ეფექტურობის საკომისიო.
რატომ აქვს HYPE-ს Binance-ზე Seed ტეგი?
Seed ტეგი აღნიშნავს ინოვაციურ, ადრეულ ეტაპზე მყოფ ტოკენებს, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს უფრო მაღალ რისკსა და მერყეობას. ეს არის სიგნალი მომხმარებლებისთვის, რომ ვაჭრობამდე დამატებითი სიფრთხილე გამოიჩინონ და გაიაზრონ რისკები.
არის თუ არა HYPE ინვესტიციის კარგი საშუალება?
ეს სტატია არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას. HYPE არის ადრეულ ეტაპზე მყოფი, შედარებით მაღალი რისკის მქონე აქტივი, რომლის ფასიც მაღალი მერყეობით ხასიათდება. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს თქვენს საკუთარ კვლევასა და თქვენთვის მისაღები რისკის დონეს.
შეჯამება
Hyperliquid წარმოადგენს მაღალი სიჩქარის ვაჭრობის სრულად on-chain გარემოში გადატანის ამბიციურ მცდელობას, რისთვისაც ის იყენებს ბლოკჩეინზე განთავსებული შეკვეთების წიგნისა და პროგრამირებადი სმარტ კონტრაქტების ფენის კომბინაციას. HYPE ტოკენი ამ სისტემის ცენტრალური ელემენტია და გამოიყენება საკომისიოების, უსაფრთხოებისა და მმართველობის მხარდასაჭერად, ხოლო ისეთი ფუნქციები, როგორიცაა საცავები და რეფერალის პროგრამა, უფრო ფართო ეკოსისტემის შექმნას უწყობს ხელს.