მთავარი დეტალები
Binance Chat არის აპლიკაციაში ინტეგრირებული შეტყობინებების ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს აძლევს კომუნიკაციის, ბაზრის შესახებ ინფორმაციის გაზიარების და კრიპტოს გაგზავნის შესაძლებლობას Binance-ის აპლიკაციიდან გაუსვლელად.
მომხმარებლებს ერთმანეთთან დასაკავშირებლად შეუძლიათ გამოიყენონ Chat ID, UID ან QR კოდი და შეუერთდნენ ჯგუფის ჩატრუმებს პირდაპირ Binance-ის აპლიკაციის მთავარი გვერდიდან ან Binance Square-ის პროფილიდან.
ინტერაქტიული ინსტრუმენტები, როგორიცაა „წითელი კონვერტები“ და „სავაჭრო ბარათები“, გვთავაზობს მიმოწერის პარალელურად კრიპტოსთან დაკავშირებული ფუნქციების გამოყენების შესაძლებლობას.
Binance Chat ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგიერთ რეგიონში. ზოგიერთი ფუნქცია ეტაპობრივად დაემატება, ზოგის დამატება კი არ მოხდება ადგილობრივი შეზღუდვების გამო.
შესავალი
Binance Chat წარმოადგენს შეტყობინებების ფუნქციას, რომელიც პირდაპირ Binance-ის აპლიკაციაშია ინტეგრირებული, რისი წყალობითაც გაერთიანებულია რეალურ დროში კომუნიკაციის და კრიპტოთი ვაჭრობის ფუნქციები. შეტყობინებების და სავაჭრო ბირჟის აპლიკაციებს შორის რეგულარულად გადასვლის ნაცვლად, მომხმარებელს შეუძლია ერთ ინტერფეისის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა ბაზრების სიახლეების განხილვაში, გააზიაროს სავაჭრო იდეები და გააგზავნოს ციფრული აქტივები.
ეს ფუნქცია ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული Binance Square პლატფორმასთან, რაც მომხმარებელს აძლევს ონლაინ კომუნიკაციის დროს სოციალურ კონტენტზე მარტივად წვდომის საშუალებას. კრიპტო პლატფორმები მუდმივად ვითარდება და დღეისათვის მათი დანიშნულება არ შემოიფარგლება მხოლოდ ვაჭრობით. Binance Chat-ის მსგავსი ფუნქციები იმის დემონსტრირებაა, თუ როგორ არის შესაძლებელი კომუნიკაციის და ფინანსური ინსტრუმენტების ერთ ინტერფეისში გაერთიანება.
რა არის Binance Chat?
Binance Chat არის Binance-ის მიერ შემოთავაზებული შეტყობინებების ინტეგრირებული ფუნქცია, რომელიც გაეშვა 2026 წლის 15 აპრილს. ის მომხმარებლებს აძლევს შეტყობინებების გაგზავნის, ჯგუფურ დისკუსიებში მონაწილეობის და პლატფორმის სხვა მომხმარებლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. ამ ფუნქციაში ინტეგრირებულია ვაჭრობასთან დაკავშირებული კონტენტის გაზიარების და კრიპტოს გაგზავნის ინსტრუმენტები.
ეს ფუნქცია შეიქმნა კრიპტოს სოციალური ასპექტების კომბინირების მიზნით, როგორიცაა ბაზართან დაკავშირებული დისკუსიები, საზოგადოების ფორიმრება და კონტენტის გაზიარება, რომელსაც ემატება ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობები Binance-ის პლატფორმაზე. ის წარმოადგენს Binance-ის აპლიკაციაში ინტეგრირებულ კომუნიკაციის ინსტრუმენტს, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული Binance Square-თან.
როგორ მუშაობს Binance Chat?
Binance Chat-ზე წვდომა პირდაპირ Binance-ის აპლიკაციიდან შეგიძლიათ. მისი გახსნისთვის მომხმარებელი უნდა შეეხოს მთავარ გვერდზე მოცემულ Chat ხატულას ან აპლიკაციის საძიებო ველში უნდა ჩაწეროს „Chat".
მისი გახსნის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია:
დაიწყოს პირადი მიმოწერა Binance-ის სხვა მომხმარებელთან.
შეუერთდეს Binance Square-ის კრეატორების და საზოგადოებების მიერ შექმნილ ჯგუფურ ჩატრუმებს.
გამოიყენოს ინტერაქტიული ინსტრუმენტები, როგორიცაა „წითელი კონვერტები“ და „სავაჭრო ბარათები“.
ეს ფუნქცია ასევე ინტეგრირებულია Binance Square-ში, რომელიც წარმოადგენს Binance-ის სოციალური კონტენტის პლატფორმას. მომხმარებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ კრეატორის პროფილი და შეუერთდნენ მის ჩატრუმს.
როგორ დავიწყოთ Binance Chat-ით სარგებლობა
Binance Chat-ის გამოყენების დაწყება მარტივია:
დარწმუნდით, რომ Binance-ის აპლიკაცია განახლებულია უახლეს ვერსიამდე.
გახსენით აპლიკაცია და შეეხეთ მთავარ გვერდზე მოცემულ Chat ხატულას ან საძიებო ველში ჩაწერეთ „Chat“.
კონტაქტების დასამატებლად შეეხეთ [+] სიმბოლოს და საძიებო ველში შეიყვანეთ Chat ID, UID ან გამოიყენეთ QR კოდი. მიმოწერის დაწყებისთვის კონტაქტის დამატების მოთხოვნაზე თანხმობა.
ჯგუფის ჩატრუმში გაწევრიანებისთვის უნდა გადახვიდეთ Binance Square-ის კრეატორის პროფილზე.
შეეხეთ ჩატში მოცემულ [+] ღილაკს, რათა მიიღოთ წვდომა ისეთ ფუნქციებზე, როგორებიცაა „წითელი კონვერტები“, „სავაჭრო ბარათები“ და მხარდაჭერილი გადარიცხვის ინსტრუმენტები.
მიმოწერის დაწყებამდე შესაძლოა საჭირო იყოს კონტაქტის დამატების მოთხოვნაზე თანხმობის მიღება, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ფუნქციას იყენებთ.
Binance Chat-ის ძირითადი ფუნქციები
დისკუსიები რეალურ დროში
Binance Chat მომხმარებლებს აძლევს შეტყობინებების მიმოცვლის და ბაზრის შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში გაზიარების შესაძლებლობას. შეგიძლიათ წამოიწყოთ პირადი მიმოწერა ან გაწევრიანდეთ ჯგუფურ ჩატრუმში და ჩაერთოთ დისკუსიებში კრიპტო სივრცის სტრატეგიების, ტენდენციების და სიახლეების შესახებ.
„წითელი კონვერტები“
„წითელი კონვერტები“ წარმოადგენს ჩატის ფუნქციის მეშვეობით კრიპტოს გაგზავნის მეთოდს. Binance Chat-ში მომხმარებელს შეუძლია „წითელი კონვერტები“ გაუგზავნოს კონტაქტებს ან ჯგუფური ჩატრუმის მონაწილეებს, რაც კრიპტოს ტრანზაქციებში სოციალური ელემენტის ინტეგრირებას უზრუნველყოფს.
„სავაჭრო ბარათები“
„სავაჭრო ბარათების“ დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ ჩატში გააზიარონ ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ეს ამარტივებს პოზიციების, საბაზრო ინფორმაციის და სავაჭრო იდეების განხილვას.
კრიპტო გადარიცხვები
ზოგ შემთხვევაში Binance Chat ასევე მხარს უჭერს მომხმარებლებს შორის კრიპტოს პირდაპირ გადარიცხვას. ამ ფუნქციის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ადგილობრივ რეგულაციებზე და რეგიონის მხარდაჭერაზე. გადარიცხვის ეს ფუნქცია Binance Pay-ს მსგავსად მუშაობს, რაც უზრუნველყოფს Binance-ის მომხმარებლებს შორის აქტივების სწრაფად და მარტივად მიმოცვლას.
კონტაქტების მართვა
Binance Chat-ში ინტეგრირებულია კონტაქტების მართვის ინსტრუმენტები, რაც მომხმარებლებს ეხმარება ერთმანეთთან დაკავშირებაში აპლიკაციის მიერ მხარდაჭერილი რეკვიზიტების გამოყენებით (მაგ., Chat ID, Binance UID ან QR კოდი). შესაძლოა საჭირო იყოს კონტაქტის დამატების მოთხოვნაზე თანხმობა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს უკეთ აკონტროლოს კომუნიკაცია.
Binance Chat და Binance Square
Binance Square წარმოადგენს Binance-ის სოციალური კონტენტის პლატფორმას, სადაც კრეატორები აზიარებენ მოსაზრებებს ბაზრის შესახებ, საგანმანათლებლო კონტენტს და კრიპტოსთან დაკავშირებულ სიახლეებს. Binance Chat-ის წყალობით, ამ შესაძლებლობებს ემატება რეალურ დროში კომუნიკაციის ინსტრუმენტი.
Binance Square-ის პროფილთან დაკავშირებული ჯგუფური ჩატრუმები საზოგადოებებს ეხმარება უფრო მარტივად აწარმოონ დისკუსიები მათთვის საინტერესო თემებზე ან პირდაპირ დაუკავშირდნენ კრეატორებს. კონტენტისა და დისკუსიების ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენს Binance Chat-ის მთავარ დანიშნულებას, რაც აუმჯობესებს Binance-ის აპლიკაციით სარგებლობის გამოცდილებას.
ხელმისაწვდომობა და შეზღუდვები
Binance Chat გაეშვა 2026 წლის 15 აპრილს. მისი გამოყენებისთვის საჭიროა Binance-ის აპლიკაცია და ის ხელმისაწვდომია მხოლოდ მხარდაჭერილ რეგიონებში. ამჟამად ყველა ფუნქცია არ არის ხელმისაწვდომი. ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა ჯგუფური ჩატრუმები და გადარიცხვებთან დაკავშირებული ფუნქციები, შეიძლება ეტაპობრივად დაემატოს.
კრიპტოსთან დაკავშირებული ზოგიერთი ფუნქცია, როგორიცაა გადარიცხვები, შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ადგილობრივი კანონებით და რეგულაციებით დაწესებული შეზრუდვების გამო. ხელმისაწვდომობა ასევე დამოკიდებულია რეგიონზე და პლატფორმის მხარდაჭერაზე.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის Binance Chat?
Binance Chat არის აპლიკაციაში ინტეგრირებული შეტყობინებების ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს რეალურ დროში კომუნიკაციის, ჯგუფურ ჩატრუმებში გაწევრიანების და კრიპტოსთან დაკავშირებული ინსტრუმენტებით სარგებლობის შესაძლებლობას Binance-ის აპლიკაციის გამოყენებით.
როგორ გამოვიყენოთ Binance Chat?
Binance Chat-ზე წვდომისთვის მომხმარებელმა უნდა გახსნას Binance-ის აპლიკაცია და შეეხოს მთავარ გვერდზე მოცემულ Chat ხატულას ან საძიებო ველში ჩაწეროს „Chat“.
როგორ დავამატო კონტაქტები Binance Chat-ში?
კონტაქტის დასამატებლად შეგიძლიათ საძიებო ველში შეიყვანოთ კონტაქტის Chat ID, Binance UID ან დაასკანეროთ მისი QR კოდი. კომუნიკაციის დასაწყებად საჭიროა მეორე მხარე დაეთანხმოს თქვენს მოთხოვნას.
შემიძლია თუ არა Binance Chat-ის ჯგუფურ ჩატრუმებში გაწევრიანება?
დიახ. Binance Chat-ში შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ჯგუფურ ჩატრუმებში, რომელთა შორისაა Binance Square-ის კრეატორის პროფილებთან დაკავშირებული ჩატრუმები. ამ ფუნქციის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია მისი გაშვების სტატუსზე და რეგიონზე.
რისი გაკეთება შეუძლიათ მომხმარებლებს Binance Chat-ის მეშვეობით?
მომხმარებლებს შეუძლიათ გააგზავნონ შეტყობინებები, გაწევრიანდგენ ჩატრუმებში, გააზიარონ „სავაჭრო ბარათები“, გააგზავნონ „წითელი კონვერტები“ და მიიღონ წვდომა კრიპტოს გადარიცხვის ფუნქციებზე ჩატის ფუნქციის გამოყენების პარალელურად.
არის თუ არა Binance Chat ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში?
Binance Chat ხელმისაწვდომია მხარდაჭერილ რეგიონებში, თუმცა ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება შეზღუდული ან საერთოდ მიუწვდომელი იყოს ადგილობრივი კანონების, რეგულაციების და გაშვების სტატუსის გამო.
შეჯამება
Binance Chat აერთიანებს შეტყობინებების გაგზავნის, სოციალური ურთიერთქმედების და კრიპტოსთან დაკავშირებულ ინსტრუმენტებს და წარმოგვიდგენს მათ ერთიანი ინტერფეისის მეშვეობით. მომხმარებლებს, რომლებიც უკვე იყენებენ Binance Square-ს ან ზოგადად Binance-ის აპლიკაციას შესაძლებლობა აქვთ უფრო მარტივად გამოიყენონ კონტენტის დათვალიერების, შეტყობინებების გაგზავნის და კრიპტოთი ვაჭრობის ზოგიერთი ფუნქცია.
Binance Chat-ს ახალი ფუნქციები ყოველდღიურად ემატება, რაც ასახავს კრიპტო პლატფორმების განვითარების ზოგად ტენდენციას, რაც გამოიხატება კომუნიკაციის და ფინანსური ინსტრუმენტების ერთ სივრცეში გაერთიანებაში.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.