პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.
მთავარი დეტალები
Binance Futures გთავაზობთ არა მხოლოდ კრიპტოვალუტებით, არამედ ტრადიციული აქტივებით ვაჭრობის შესაძლებლობას, როგორიცაა ოქრო, ვერცხლი და აქციები. ახლა უკვე შეგიძლიათ ივაჭროთ Tesla-ს აქციებით TSLAUSDT ტიკერის გამოყენებით.
ეს კონრაქტები გთავაზობთ უნიკალურ უპირატესობებს ტრადიციულ საფონდო ბირჟებთან შედარებით, რაც მოიცავს 24/7 რეჟიმში ვაჭრობას და ფრაქციული ვაჭრობის შესაძლებლობებს.
თუ გსურთ ივაჭროთ თქვენს მფლობელობაში არსებულზე მეტი ღირებულების აქტივებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლევერიჯი (5x-მდე), თუმცა ეს საჭიროებს რისკის უფრო ყურადღებით მართვას.
მექანიზმი, რომელსაც ეწოდება „ფინანსირების განაკვეთები“, უზრუნველყოფ ფასის სტაბილურობას, ამ დროს საკომისიოების ანგარიშსწორება ყოველ ოთხ საათში ერთხელ ხდება.
შესავალი
ისტორიულად, ტრადიციული აქციებით, მაგალითად, Tesla-ს (TSLA) აქციებით ვაჭრობა შესაძლებელი იყო მხოლოდ ტრადიციულ საფონდო ბირჟებზე, როგორიცაა Nasdaq. ხშირად ეს დაკავშირებული იყო შეზღუდულ სავაჭრო საათებთან, კომპლექსური საბროკერო ანგარიშების საჭიროებასთან და მონაწილეობის უფლების მიღების სირთულესთან. ტრადიციული ფინანსური აქტივების კრიპტოვალუტის ბირჟებზე ინტეგრაციის წყალობით, დღეისათვის ეს ბარიერები აღარ არსებობს.
Binance Futures გვთავაზობს Tesla-ს (TSLA) კონტრაქტებს, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ივაჭრონ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქციებით, რის საშუალებასაც კრიპტო ეკოსისტემის მოქნილობა იძლევა.
რა არის Tesla-ს ფიუჩერსები Binance-ზე?
Binance-ზე Tesla-ს აქციები წარმოდგენილია, როგორც USDT-ით უზრუნველყოფილი უვადო კონტრაქტები. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ფასი შეესაბამება Tesla Inc.-ის (TSLA) აქციის ფასს Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე, ხოლო მისი ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება სტეიბლკოინი USDT.
Binance Futures-ზე Tesla-ს ფიუჩერსის ტიკერია TSLAUSDT. ტრადიციულ საბროკერო ბირჟაზე აქციების ყიდვის პროცესისგან განსხვავებით, ეს კონტრაქტები ნაღდი ფულით ანგარიშსწორების დერივატივებს წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ფლობით თქვენ არ იღებთ ხმის მიცემის უფლებას ან დივიდენდებს, თუმცა შეგიძლიათ სცადოთ მოგების მიღება საბაზისო აქციების ფასის ზრდის ან კლების მეშვეობით.
ეს კონცეფცია მარტივია: თუ ფიქრობთ, რომ Tesla-ს ფასი აიწევს, თქვენ ყიდულობთ კონტრაქტს (ხსნით Long პოზიციას). თუ თვლით, რომ ფასი დაიკლებს, თქვენ ყიდით მას (ხსნით Short პოზიციას). მოგების და ზარალის დაანგარიშება ხდება USDT-ში.
Tesla-ს აქციებით კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობის უპირატესობები
აქციებით ვაჭრობის დიგიტალიზაციას რამდენიმე უპირატესობა აქვს აქციებით „ძველი მეთოდით“ ვაჭრობასთან შედარებით.
1. ბაზარზე წვდომა 24/7 რეჟიმში
ტრადიციული საფონდო ბირჟები, როგორიცაა Nasdaq, ღიაა მხოლოდ სამუშაო საათების განმავლობაში, შაბათ-კვირა კი მათთვის დასვენების დღეებია. თუ Tesla-ს შესახებ მნიშვნელოვანი სიახლე შაბათს დაფიქსირდება, ტრადიციული აქციონერები ორშაბათამდე ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებენ. Binance Futures-ზე კი TSLAUSDT კონტრაქტით ვაჭრობა დღეში 24 საათის და კვირაში 7 დღის განმავლობაში არის შესაძლებელი. ეს იძლევა ბაზრის ცვლილებაზე დღის ნებისმიერ პერიოდში მომენტალურად რეაგირების შესაძლებლობას.
2. ბაზარზე შესვლის დაბალი ბარიერები
ტრადიციულ ბაზრებზე მაღალი ფასის მქონე აქციების სრულად შეძენა შესაძლოა ინდივიდუალური ტრეიდერისთვის შეუძლებელი იყოს. Binance Futures გთავაზობთ ფრაქციული ვაჭრობის შესაძლებლობას. Tesla-ს კონტრაქტის მინიმალური ზომა სულ რაღაც 0,01 TSLA-ს შეადგენს, რაც ტრეიდერებს აძლევს მცირე კაპიტალით ვაჭრობის საშუალებას.
3. ლევერიჯი
ფიუჩერსების კონტრაქტები ტრეიდერებს აძლევს დიდი ზომის პოზიციის მცირე კაპიტალით (მარჟით) გახსნის შესაძლებლობას. 2026 წლის თებერვლის მონაცემებით, Binance Futures გვთავაზობს ხუთჯერად (5x) ლევერიჯს TSLAUSDT კონტრაქტისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრეიდერს შეუძლია 500 აშშ დოლარის ღირებულების Tesla-ს კონტრაქტი შეიძინოს დაახლოებით 100 აშშ დოლარის მარჟით.
ფინანსირების განაკვეთების განმარტება
რადგან ამ კონტრაქტების ვადა არასოდეს იწურება, სისტემას ესაჭიროება იმის უზრუნველყოფა, რომ ამ კონტრაქტის ფასი Tesla-ს აქციის რეალურ ფასთან ყოველთვის მაქსიმალურად იყოს მიახლოებული. სწორედ ამისთვის არის საჭირო ფინანსირების განაკვეთები.
ფინანსირების გადასახადი: ეს არის გადასახადი, რომელიც მოძრაობს ტრეიდერებს (მყიდველებსა და გამყიდველებს) შორის ყოველ ოთხ საათში ერთხელ. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ბირჟის საკომისიო.
შესაძლებლობა: თუ ფინანსირების განაკვეთი დადებითია, long ტრეიდერები უხდიან short ტრეიდერებს. ზოგადად, ამ ფინანსირების განაკვეთები proactiveinvestors.com-ის მონაცემებისგან მაქსიმუმ 2%-ით განსხვავდება. კონკრეტული საბაზრო ტენდენციების დროს, გახსნილი პოზიციის შენარჩუნების შემთხვევაში, ტრეიდერებს პასიური შემოსავლის გამომუშავება ამ ფინანსირების საკომისიოების მეშვეობით შეუძლიათ.
რისკების მართვა
ამ აქტივებით ვაჭრობა ძალიან ადვილია, თუმცა ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ძალიან სწრაფად დაკარგოთ თქვენი კაპიტალი.
ლევერიჯის რისკი: გახსოვდეთ, რომ ლევერიჯი თქვენს თანხას რამდენჯერმე ზრდის. 5x ლევერიჯი ზოგიერთი კრიპტო კონტრაქტზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა ესეც მნიშვნელოვან რისკთანაა დაკავშირებული. მაგალითი: თუ იყენებთ 5x ლევერიჯს და Tesla-ს აქციის ფასი 20%-ით დაეცემა, თქვენ დაკარგავთ თქვენი თანხის 100%-ს. ამას ეწოდება იძულებითი ლიკვიდაცია.
ბაზრის მერყეობა ტექნოლოგიური კომპანიების აქციები, როგორიცაა Tesla, ძლიერი მერყეობით გამოირჩევა. თუ ამას დავუმატებთ კრიპტო-დერივატივების ბაზრების არასტაბილურობას, არსებობს ფასების მკვეთრი შეცვლის რისკი.
როგორ დავიცვათ თავი
თავის დაცვის მიზნით, ტრეიდერები ხშირად იყენებენ რისკის მართვის სტრატეგიებს, რაც მოიცავს შემდეგს:
სტრატეგიული stop-loss შეკვეთების განთავსება პოტენციური ზარალის შემცირების მიზნით.
პოზიციის ზომის მართვა ანგარიშის ხანგრძლივად შენარჩუნების მიზნით..
ზედმეტი ლევერიჯისთვის თავის არიდება, განსაკუთრებით არასტაბილურობის პერიოდებში.
როგორ ვივაჭროთ Tesla-ს (TSLA) აქციებით Binance Futures-ზე
1. შედით თქვენს Binance-ის ანგარიშზე, გადადით ჩანართზე [Futures] (ფიუჩერსები), შემდეგ აირჩიეთ [USD(S)-M Futures].
შენიშვნა: ეს პროდუქტი შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ზოგიერთ რეგიონში.
2. ამის შემდეგ გახსენით ჩამოსაშლელი მენიუ და მოძებნეთ TSLAUSDT.
ამ და სხვა კონტრაქტების ნახვა ასევე შეგიძლიათ კატეგორიაში [TradFi].
3. ქვედა მარჯვენა კუთხეში შეგიძლიათ ნახოთ თქვენი Futures-ის ანგარიშის ბალანსი. თუ ბალანსზე თანხა არ არის, მის შესავსებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნქციები [Transfer] (გადარიცხვა), [Buy Crypto] (კრიტოს ყიდვა) ან [Swap] (სვოპი).
თუ პირველად იყენებთ Binance Futures-ს, პირველ რიგში უნდა გახსნათ Futures-ის ანგარიში.
თუ პირველად იყენებთ Binance Futures-ს, პირველ რიგში უნდა გახსნათ Futures-ის ანგარიში.
4. როდესაც მზად იქნებით, შეგიძლიათ დაიწყოთ ფიუჩერსების კონტრაქტების ყიდვა ან გაყიდვა შეკვეთების პანელის გამოყენებით. შეკვეთის მინიმალური ზომა არის 0,01 TSLA.
5.ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ [Cross] ღილაკზე დაწკაპუნებით ან შეხებით შეგიძლიათ აირჩიოთ კროს-მარჟის ან იზოლირებული მარჟის რეჟიმი.
თუ გააქტიურებულია კროს-მარჟის რეჟიმი, თქვენი მარჟის ან ლიკვიდაციის დონეების დაანგარიშებისას ხდება თქვენს ფიუჩერსების ანგარიშზე და ფიუჩერსების ყველა პოზიციაზე არსებული აქტივების გათვალისწინება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ღია პოზიციები ერთმანეთზე ახდენს გავლენას.
იზოლირებული მარჟის რეჟიმი საშუალებას გაძლევთ ინდივიდუალურად აკონტროლოთ თქვენი პოზიციების რისკები თითოეული მათგანისთვის კონკრეტული აქტივის გამოყენების მეშვეობით, ეს იმას ნიშნავს, რომ იზოლირებულ პოზიციაზე გავლენას არ მოახდენს სხვა ღია პოზიციაზე დაფიქსირებული ფასის რყევა.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი სტატია: რა არის იზოლირებული მარჟა და კროს-მარჟა კრიპტოთი ვაჭრობის დროს?.
6. ეკრანის ქვედა ნაწილში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თქვენი პოზიციები, ღია შეკვეთები, შეკვეთების ისტორია და სხვა.
შეჯამება
TSLAUSDT სავაჭრო წყვილის დამატებით, Binance Futures გვთავაზობს ტრადიციული საფონდო ბირჟების კრიპტო სივრცესთან დაკავშირების შესაძლებლობას. ტრადიციულ ვაჭრობის მეთოდებთან დაკავშირებული შეზღუდვების აღმოფხვრის მეშვეობით, Binance Futures წარმოგვიდგენს Tesla-ს აქციებით ვაჭრობის მოსახერხებელ გზას. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ფიუჩერსებით ვაჭრობის დაწყებამდე აუცილებელია მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინება და ამ პროდუქტის მუშაობის პრინციპების ცოდნა.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.