შეკვეთების წიგნი
შეკვეთების წიგნი წარმოადგენს აქტივის ყიდვის ან გაყიდვის ღია შეკვეთების სიას, რომელშიც შეკვეთები დალაგებულია ფასების მიხედვით.
ზემოთ მოცემულ სურათზე ნაჩვენებია BTC/USDT წყვილის შეკვეთების წიგნი
Binance Futures პლატფორმაზე. მწვანე ფერით ნაჩვენებია ყიდვის შეკვეთები ფასის კონკრეტულ დონეებზე, ხოლო წითელი ფერი აღნიშნავს გაყიდვის შეკვეთებს.
სისტემას, რომელიც ყიდვის შეკვეთებს გაყიდვის შეკვეთებთან აკავშირებს, თანხვედრის სისტემა ეწოდება. ის იყენებს შეკვეთების წიგნს ბირჟის მონაწილეების ვაჭრობების აღსრულებისთვის. შეკვეთების თანხვედრის სისტემა ყველა ელექტრონული ბირჟის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს და განსაზღვრავს ამ ბირჟის ეფექტურობას და მდგრადობას. ზოგადად, შეკვეთების წიგნში ერთი და იგივე სახის ინფორმაციაა მოცემული, თუმცა მისი დიზაინი სხვადასხვა პლატფორმაზე შეიძლება განსხვავებული იყოს.
ისტორიულად, ელექტრონული ბირჟები ყიდვის და გაყიდვის შეკვეთების ერთმანეთთან დაკავშირებისთვის ცენტრალიზებულ სისტემებს იყენებდნენ. ეს მეთოდი ელექტრონული ბირჟის მუშაობის უზრუნველყოფის ყველაზე მძლავრ საშუალებად რჩება.
შეკვეთების წიგნები არის ტრეიდერებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტი, რადგან მათი გამოყენებით შესაძლებელია მყიდველისა და გამყიდველის ინტერესის განსაზღვრა კონკრეტული ფასების მიმართ. ეს მონაცემები გაწვდით ღირებულ ინფორმაციას პოტენციური
მხარდაჭერისა და
წინააღმდეგობის დონის შესახებ.
შეკვეთების წიგნში არსებული ყიდვის ან გაყიდვის შეკვეთების დისბალანსი შეიძლება მიუთითებდეს ბაზრის პოტენციურ მიმართულებაზე. მაგალითად, კონკრეტულ დონეზე არსებული ყიდვის შეკვეთების დიდი რაოდენობა შეიძლება მიუთითებდეს
მხარდაჭერის დონეზე. ამავდროულად, გაყიდვის შეკვეთების დიდი რაოდენობა შეიძლება მიუთითებდეს
წინააღმდეგობის ზონაზე. ეს თავისთავად არ წარმოადგენს ყიდვის ან გაყიდვის სიგნალებს. კარგი პრაქტიკაა, დადასტურების მოძიება ანალიზის სხვა მეთოდების გამოყენებით.
ზოგიერთ ბირჟას, რომელსაც უწოდებენ
dark pool-ს, აქვს შეკვეთების წიგნები, რომლებიც არ არის საჯარო.