ლასპეირესის ინდექსი
ლასპეირესის ინდექსი არის ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც კონტროლდება სამომხმარებლო კალათის ფასების ცვლილება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ის გვეხმარება დროთა განმავლობაში ფასების ზრდის ან შემცირების კონტროლში, რაც
ინფლაციის ან დეფლაციის ზოგადი სურათის დანახვის საშუალებას გვაძლევს. ლასპეირესის ინდექსი ხშირად გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (
CPI) გამოსათვლელად, რითაც განისაზღვრება ცხოვრების ღირებულება.
ლასპეირესის ინდექსი იყენებს პროდუქტებს და სერვისებს საბაზისო პერიოდიდან (დროის კონკრეტული საწყისი წერტილი). ხდება საბაზისო პერიოდში ამ პროდუქტების და სერვისების ფასის ჩაწერა. ინდექსი, რომლის მეშვეობითაც ხდება ამავე რაოდენობის ერთეულების ფასების შედარება შემდგომი პერიოდის განახლებულ ფასებთან.
ფორმულა
ლასპეირესის ინდექსის ფორმულაა:
ლასპეირესის ინდექსი = ∑(Pt⋅Q0) / ∑(P0⋅Q0) * 100, სადაც:
∑ მიუთითებს მისი შემდგომი ერთეულების ჯამზე.
Pt არის პროდუქტის ან სერვისის მიმდინარე ფასი.
P0 არის პროდუქტის ან სერვისის ფასი საბაზისო პერიოდში.
Q0 არის პროდუქტის ან სერვისის ოდენობა საბაზისო პერიოდში.
ინტერპრეტაცია
თუ ლასპეირესის ინდექსი 100-ზე მეტია, ეს ნიშნავს იმას, რომ სამომხმარებლო კალათის ღირებულება გაიზარდა საბაზისო პერიოდთან შედარებით.
თუ ლასპეირესის ინდექსი 100-ზე ნაკლებია, ეს ნიშნავს იმას, რომ სამომხმარებლო კალათის ღირებულება შემცირდა საბაზისო პერიოდთან შედარებით.
თუ ლასპეირესის ინდექსი 100-ის ტოლია, ეს ნიშნავს იმას, რომ სამომხმარებლო კალათის ღირებულება არ შეცვლილა საბაზისო პერიოდთან შედარებით.
მაგალითი
განვიხილოთ მარტივი მაგალითი, სადაც სამომხმარებლო კალათი შეიცავს ორ ნივთს: ვაშლს და პურს.
დავუშვათ, საბაზისო პერიოდში:
მიმდინარე პერიოდში მოცემული გვაქვს განსხვავებული ფასები:
10 ვაშლიდან თითოეულის ღირებულებაა 1,50$.
პურის 5 ბატონიდან თითოეულის ღირებულებაა 2,50$.
გამოვთვალოთ სამომხმარებლო კალათის ღირებულება საბაზისო და მიმდინარე პერიოდში:
საბაზისო პერიოდის ღირებულება = (10 1) + (5 2) = 10 + 10 = 20
მიმდინარე პერიოდის ღირებულება = (10 1,50) + (5 2,50) = 15 + 12,5 = 27,5
ახლა კი გამოვთვალოთ ლასპეირესის ინდექსი:
ლასპეირესის ინდექსი = (27,5 / 20) * 100 = 137,5
ჩვენს მაგალითში ლასპეირესის ინდექსის მნიშვნელობა 137,5 მიუთითებს იმაზე, რომ სამომხმარებლო კალათის ღირებულება გაიზარდა 37,5%-ით საბაზისო პერიოდთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ ლასპეირესის ინდექსი როგორც წესი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებთან და სერვისებთან მიმართებაში გამოიყენება, მისი გამოყენება შესაძლებელია
კრიპტოვალუტების ბაზრის კონტექსტშიც. კრიპტოვალუტები გახლავთ ციფრული აქტივები, რომელთა ფასისთვისაც დამახასიათებელია მერყეობა. შესაბამისად, აუცილებელია მათი ფასის დროთა განმავლობაში ცვლილებისთვის თვალის დევნება.
გამოყენება
ლასპეირესის ინდექსის კრიპტოვალუტებთან მიმარტებაში გამოსაყენებლად, უნდა აირჩიოთ სხვადასხვა კრიპტოვალუტების შემცველი კალათა. მაგალითად, შეგიძლიათ აირჩიოთ
bitcoin,
ether და
solana. ამის შემდეგ, უნდა ჩაიწეროთ მათი რაოდენობა და ფასები საბაზისო პერიოდში. უნდა მოხდეს მათი ფასების განახლება დროთა განმავლობაში და საწყისი რაოდენობის (საბაზისო პერიოდში ჩანიშნული) უცვლელად შენარჩუნება.
უპირატესობები
ლასპეირესის ინდექსის კრიპტოვალუტების სივრცეში გამოყენება ინვესტორებს ეხმარება კრიპტოვალუტების ჯგუფის ზოგადი ღირებულების დროთა განმავლობაში ცვლილებისთვის თვალის დევნებაში. ეს შესანიშნავი ინსტრუმენტია მათთვის, ვინც ფლობს
მრავალფეროვან კრიპტო პორტფოლიოს, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია ფასების ცვლილების საერთო ზეგავლენის განსაზღვრა მათ ჰოლდინგებზე.
პროდუქტების და სერვისების ფასების უცვლელად შენარჩუნებით და მხოლოდ მათი ფასების განახლებით, ლასპეირესის ინდექსი დაგვეხმარება ინფლაციის ან დეფლაციის ზოგადი სურათის უკეთ აღქმაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინდექსი ძირითადად გამოიყენება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებთან და სერვისებთან მიმართებაში, შესაძლებელია მისი გამოყენება კრიპტოვალუტების ფასების ცვლილებებისთვის თვალის დევნების მიზნითაც.