მთავარი
ლექსიკონი
ფინანსირების საკომისიოები

ფინანსირების საკომისიოები

რა არის ფინანსირების საკომისიოები?

ფინანსირების საკომისიოები გახლავთ long (ყიდვის) და short (გაყიდვის) პოზიციების მფლობელ ტრეიდერებს შორის უვადო ფიუჩერსების ბაზრებზე განხორციელებული გადახდები. გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ფინანსირების განაკვეთის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება ფიუჩერსების ფასსა და აქტივის სპოტ ფასს შორის სხვაობას.

თუ ფინანსირების განაკვეთის მაჩვენებელი დადებითია, long პოზიციების მფლობელი ტრეიდერები უხდიან თანხას short პოზიციების მფლობელ ტრეიდერებს. თუ ფინანსირების განაკვეთის მაჩვენებელი უარყოფითია, პროცესი მიმდინარეობს პირიქით, short პოზიციების მფლობელი ტრეიდერები უხდიან თანხას long პოზიციების მფლობელ ტრეიდერებს. ამ მექანიზმის მეშვეობით ხდება სტაბილურობის შენარჩუნება და ფიუჩერსების და სპოტ ბაზრებზე არსებულ ფასებს შორის მკვეთრი სხვაობის თავიდან აცილება.

როგორ მუშაობს ფინანსირების საკომისიოები?

ფინანსირების საკომისიოები განისაზღვრება ფინანსირების განაკვეთების საფუძველზე, რომელზეც ზემოქმედებს ორი ძირითადი ფაქტორი: საპროცენტო განაკვეთი და პრემიუმ ინდექსი (სხვაობა კონტრაქტის და სპოტ ფასს შორის).
  • ფინანსირების განაკვეთის დადებითი მაჩვენებელი: თუ კონტრაქტის ფასი სპოტ ფასზე მაღალია, მივიღებთ ფინანსირების განაკვეთის დადებით მაჩვენებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ long პოზიციების მფლობელი ტრეიდერები გადაუხდიან თანხას short პოზიციების მფლობელ ტრეიდერებს.
  • ფინანსირების განაკვეთის უარყოფითი მაჩვენებელი: თუ კონტრაქტის ფასი სპოტ ფასზე ნაკლებია, short პოზიციის მფლობელი ტრეიდერები გადაუხდიან თანხას long პოზიციის მფლობელ ტრეიდერებს. ეს ხელს უწყობს ფასის კვლავ გაზრდას და სპოტის შესაბამის მაჩვენებელზე დაბრუნებას.

რატომ არის ფინანსირების განაკვეთები მნიშვნელოვანი?

ფინანსირების განაკვეთები მნიშვნელოვანია რამდენიმე სხვადასხვა მიზეზის გამო:

  1. ფასების კონტროლი: მათი მეშვეობით ხდება უვადო ფიუჩერსების ფასებსა და სპოტ ფასებს შორის მკვეთრი სხვაობის თავიდან აცილება, რაც ხელს უწყობს ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას.
  2. ბაზრის განწყობა: ფინანსირების განაკვეთის დადებითი მაჩვენებელი მიუთითებს bullish ბაზარზე, ხოლო უარყოფითი მაჩვენებელი - bearish განწყობაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ის გვიჩვენებს, თუ რომელი მხარე (ყიდვის თუ გაყიდვის) ჭარბობს რაოდენობრივად მოცემულ მონაკვეთში.
  3. ვაჭრობასთან დაკავშირებული ხარჯები: ტერიდერებისთვის ეს განაკვეთები ფასების შემცირებისა და ზრდის განმაპირობებელ ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს. მაგალითად, bullish ბაზარზე long პოზიციის ფლობა ასოცირებულია შედარებით მაღალი საკომისიოს გადახდის საჭიროებასთან.

როგორ ხდება ფინანსირების განაკვეთების გაანგარიშება?

ფინანსირების განაკვეთების გაანგარიშება სხვადასხვა ბირჟის მიერ სხვადასხვანაირად ხდება, თუმცა ყოველი მათგანი იყენებს საპროცენტო განაკვეთის და პრემიუმ ინდექსის კონცეფციებს. როგორც წესი, ამ განაკვეთების განახლება ხდება პერიოდულად (მაგ., ყოველ 8 საათში). ტრეიდერებს შეუძლიათ მიმდინარე და მოსალოდნელი ფინანსირების განაკვეთების შემოწმება და ვაჭრობების შესაბამისად დანერგვა, მოულოდნელი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით.

რატომ არის ეს ფენომენი მნიშვნელოვანი?

ტრეიდერებისთვის ფინანსირების განაკვეთების მნიშვნელობის და მუშაობის პრინციპის შესწავლა ვაჭრობასთან დაკავშირებული ხარჯების მართვის და კონტროლის მთავარ საშუალებას წარმოადგენს. მაგალითად, თუ ბაზარზე bullish განწყობაა და ფინანსირების განაკვეთი მაღალია, შესაძლოა long პოზიციის ფლობის სანაცვლოდ ბევრად მეტი თანხის გადახდა გახდეს საჭირო. მეორეს მხრივ, ტრეიდერებს შეუძლიათ ისარგებლონ ფინანსირების განაკვეთის უარყოფითი მაჩვენებლით და მოიპოვონ ფინანსირების საკომისიოები bearish ბაზარზე long პოზიციის ფლობის სანაცვლოდ.

დასკვნა

ფინანსირების საკომისიოები ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალად შეიძლება აღვიქვათ, თუმცა ისინი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კრიპტო ფიუჩერსების ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნების და ტრეიდერებისთვის ბაზარზე არსებული განწყობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საკითხებში. თუ უვადო კონტრაქტებით ვაჭრობთ, მოულოდნელი ხარჯების თავიდან აცილების და ვაჭრობის სტრატეგიის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია, რომ მუდმივად ადევნოთ თვალი ამ მაჩვენებლებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.