მთავარი
ლექსიკონი
კრიპტოს „შიშის“ და „სიხარბის“ ინდექსი

კრიპტოს „შიშის“ და „სიხარბის“ ინდექსი

კრიპტოს „შიშის“ და „სიხარბის“ ინდექსი გახლავთ ბაზარზე არსებული განწყობის აღქმის ინსტრუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ემოციაა დომინანტური კრიპტოვალუტის ბაზარზე - „შიშის“ თუ „სიხარბის“. ის აფასებს ბაზარზე არსებულ ემოციურ განწყობას 0-დან 100-მდე ქულით. 0 ქულა ნიშნავს „მაქსიმალურ შიშს“, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბაზარზე ჭარბობს სკეპტიციზმის, გარუკვევლობის და გაუფასურების მოლოდინის განწყობა. მეორეს მხრივ, 100 ქულა ნიშნავს „მაქსიმალურ სიხარბეს“, რაც მიანიშნებს ზედმეტ რწმენაზე, გადაჭარბებულ ოპტიმიზმზე და ფასის ზრდის მოლოდინზე.

კრიპტოვალუტის სივრცეში ყველაზე ხშირად გამოყენებული „შიშის და სიხარბის ინდექსი“ გახლავთ ეგრეთწოდებული „ინდექსი“. ის მოიპოვებს სხვადასხვა პლატფორმის და კრიპტოვალუტის მონაცემებს და ორიენტირდება ისეთ ფართომასშტაბიან კრიპტოვალუტებზე, როგორიცაა Bitcoin. ის გამოიყენება ზოგადი bullish ან bearish განწყობის შესაფასებლად, რაც ზეგავლენას ახდენს შედარებით მსხვილ კრიპტო ბირჟაზე. 

როგორც წესი, „ინდექსი“ განისაზღვრება სხვადასხვა ინდიკატორის საფუძველზე. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

  • მერყეობა: ხდება მერყეობის მიმდინარე დონის განსაზღვრა მერყეობის საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში. მერყეობის მაღალი მაჩვენებელი, როგორც წესი, დაკავშირებულია ბაზარზე „შიშის“ განწყობის მომატებასთან.
  • ბაზრის იმპულსი/მოცულობა: ხდება მოცულობის და იმპულსის მიმდინარე მაჩვენებლების შედარება საშუალო მაჩვენებლებთან. იმპულსის/მოცულობის მაღალი მაჩვენებელი, როგორც წესი, დაკავშირებულია ბაზარზე „სიხარბის“ განწყობის მომატებასთან.
  • სოციალური ქსელები: ხდება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის შეფასება. როგორც წესი, გაზრდილი აჟიოტაჟი მიანიშნებს „სიხარბის“ განწყობის მატებაზე, ხოლო გაზრდილი ეჭვები „შიშის“ განწყობის მატებაზე.
  • გამოკითხვები: სხვადასხვა გამოკითხვის საფუძველზე საზოგადოების განწყობის შეფასება ამარტივებს ინდექსის საერთო მაჩვენებლის განსაზღვრას.
  • დომინირება: Bitcoin-ის დომინირების ზრდა ხშირად მიანიშნებს ბაზარზე „შიშის“ განწყობის გაჩენაზე, რამაც შესაძლოა ალტკოინების მასიური გაყიდვა გამოიწვიოს.
  • Trends: Google Trends-ის მონაცემების გამოყენება კრიპტოვალუტებით დაინტერესების მიმდინარე დონის შესაფასებლად.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებობს „შიშის“ და „სიხარბის“ ინდექსის მრავალი ვარიანტი. ამ ინდექსების მიერ გამოყენებული ინდიკატორები შესაძლოა განსხვავდებოდეს წონისა და გამოთვლების თვალსაზრისით, რაც დამოკიდებულია მათ დიზაინზე და სამიზნე მონაცემების ტიპზე. გარდა ამისა, Bitcoin-ის აბსოლუტური დომინირება კრიპტოვალუტების ბაზარზე ხშირ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ინდექსის მოქმედება პირდაპირ ასახავს Bitcoin-ის ბაზარზე არსებულ განწყობას. 

კრიპტოს „შიშის“ და „სიხარბის“ ინდექსი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც ხდება ბაზარზე არსებული განწყობის განსაზღვრა კრიპტოვალუტის სივრცის ფარგლებში. ის ძირითადად გამოიყენება ფასის სავარაუდო ცვლილების განსაზღვრისთვის ბაზარზე არსებული განწყობის საფუძველზე. თუმცა, სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა და ეფექტური ვაჭრობის სტრატეგიების შექმნისთვის, მომხმარებლებისთვის რეკომენდებულია ბაზრის დამატებითი ინდიკატორების ან ინსტრუმენტების გამოყენება.

პოსტების გაზიარება
შესაბამისი ტერმინები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.