რა არის Scroll (SCR)?
მთავარი
სტატიები
რა არის Scroll (SCR)?

რა არის Scroll (SCR)?

განახლებული Oct 10, 2024
7m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს.

მთავარი დეტალები

  • Scroll არის მასშტაბირებადობის გაუმჯობესების ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით ხდება ტრანზაქციების დამუშავება Ethereum-ის მთავარი ბლოკჩეინის გარეთ. ეს ამცირებს ქსელის დატვირთვას და ზრდის მისი მუშაობის სისწრაფეს მაღალი მოთხოვნის პერიოდებშიც კი.

  • zk-როლაფების ტექნოლოგიის მეშვეობით, Scroll ამცირებს Ethereum-ის გაზის საკომისიოების ოდენობას, რაც DApp-ებსა და DeFi სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლებისთვის.

  • Scroll ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუშაობს Ethereum-ზე, რაც დეველოპერებს მათი არსებული ინსტრუმენტების და სმარტ კონტრაქტების კოდის ხელახლა გადაწერის გარეშე გამოყენების საშუალებას აძლევს.

შესავალი

თუ Ethereum ოდესმე გამოგიყენებიათ, ალბათ შეამჩნევდით, რომ მაღალი მოთხოვნის პერიოდებში მისი მუშაობის სიჩქარე საკმაოდ მცირდება, ღირებულება კი იმატებს. რაც უფრო მეტი ადამიანი ირჩევს Ethereum-ს დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) გამოყენების მიზნით, მით უფრო იზრდება მისი გადატვირთვის ალბათობაც, რაც თავის მხრივ იწვევს საკომისიოების ზრდას და ტრანზაქციების განხორციელების სიჩქარის შემცირებას. სწორედ ამ დროს ერთვება საქმეში Scroll.

Scroll გახლავთ პროექტი, რომელიც შექმნილია Ethereum-ის მუშაობის სიჩქარის და ეფექტურობის დონის გასაუმჯობესებლად და მის გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯების შესამცირებლად უსაფრთხოებაზე და დეცენტრალიზაციაზე ზემოქმედების გარეშე, რადგან სწორედ ეს ფაქტორები ხდის Ethereum-ს განსაკუთრებულს. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ Scroll-ის მნიშვნელობა და მისი მასშტაბირებადობის გაუმჯობესების ტექნოლოგიები.

რა არის Scroll (SCR)?

Scroll გახლავთ სპეციალურად Ethereum-ისთვის შექმნილი მე-2 დონის მასშტაბირებადობის გაუმჯობესების ტექნოლოგია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს გახლავთ ტექნოლოგია, რომელიც მუშაობს Ethereum-ის მთავარ ქსელზე (1-ელი დონე) და ხელს უწყობს სხვადასხვა პროცესის შეუფერხებლად წარმართვას. Scroll-ის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახლავთ კრიპტოგრაფიული ტექნოლოგია, სახელად ნულოვანი ინფორმაციის როლაფები (zk-როლაფები), რომელიც მთავარ როლს თამაშობს ტრანზაქციების განხორციელების სისწრაფის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების საჭირო დონის შენარჩუნებაში.

Scroll-ის მეშვეობით ტრანზაქციების დამუშავება ხდება Ethereum-ის მთავარი ბლოკჩეინის გარეთ, რაც ქსელის გადატვირთვის თავიდან აცილებას უწყობს ხელს. ამის შემდეგ, მნიშვნელოვანი მონაცემები გადამოწმების მიზნით იგზავნება უკან, Ethereum-ის 1-ელ დონეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს კვლავ აქვთ Ethereum-ზე ხელმისაწვდომი პოპულარული DApp-ებისა და ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა, თუმცა ამ შემთხვევაში მაღალი საკომისიოების გადახდის და დადასტურების ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლოდინის საჭიროების გარეშე.

რისთვის სჭირდება Ethereum-ს Scroll?

Ethereum შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც გადატვირთული ავტომაგისტრალი. როდესაც მეტისმეტად ბევრი ადამიანი ცდილობს მის გამოყენებას, მისი სიჩქარე მცირდება, გამოყენების ღირებულება (გაზის საკომისიოები) კი იმატებს. მაღალი საკომისიოების გადახდა არავისთვისაა სასიამოვნო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე ისეთ მარტივ ოპერაციებს ეხება, როგორიცაა კრიპტოვალუტების მეგობრისთვის გაგზავნა ან DApp-ის გამოყენება.

Ethereum-ის დეველოპერები მაქსიმალურად ცდილობენ ამ პრობლემის აღმოფხვრას, თუმცა ქსელის მასშტაბირებას ართულებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა უსაფრთხოების და დეცენტრალიზაციის მაღალი დონის შენარჩუნების აუცილებლობა. სწორედ ასეთ სიტუაციებში ერთვება საქმეში მე-2 დონის ტექნოლოგიები, როგორიცაა Scroll—მათი მეშვეობით ხდება Ethereum-ის მთავარი ქსელის დატვირთვის დონის შემცირება, უსაფრთხოებასა და დეცენტრალიზაციაზე ზემოქმედების გარეშე.

როგორ მუშაობს Scroll?

როლაფების საფუძვლები

როგორც ვიცით, როლაფები წარმოადგენს ტრანზაქციების Ethereum-ის მთავარი ქსელის გარეთ (off-chain) დამუშავების ეფექტურ ტექნოლოგიას, რის შემდეგაც ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებული ინფორმაცია დადასტურების მიზნით კვლავ 1-ელ დონეზე იგზავნება. ეს სიტუაცია შეგვიძლია შევადაროთ მოკლეტექსტური შეტყობინების რამდენიმე ადამიანთან ერთდროულად გაგზავნას დროის დაზოგვის მიზნით, ნაცვლად სათითაოდ გაგზავნისა.

არსებობს ორი ტიპის როლაფები ოპტიმისტური როლაფები და ნულოვანი ინფორმაციის როლაფები (zk-როლაფები). Scroll იყენებს zk-როლაფებს, რომლებიც აღჭურვილია უსაფრთხოების დამატებითი შრით. ეს როლაფები იყენებენ ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებს (ZKP) off-chain ტრანზაქციების სათანადოდ დამუშავების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, ქრება Ethereum-ის მიერ ინფორმაციის გადამოწმების აუცილებლობა, რაც ხელს უწყობს პროცესების უფრო სწრაფად და ეკონომიურად წარმართვას.

Scroll-ის სამშრიანი არქიტექტურა

Scroll-ის სისტემა შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან:

  1. ანგარიშსწორების შრე: ეს გახლავთ თავად Ethereum. Scroll იყენებს Ethereum-ის 1-ელ დონეს ისეთი ოპერაციების განსახორციელებლად, როგორიცაა მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და zk-როლაფების მტკიცებულებების ვერიფიკაცია. რეალურად, Ethereum ითავსებს საბოლოო შემფასებლის როლს და ამოწმებს ყველა მონაცემისა და ინფორმაციის სისწორეს.

  2. თანმიმდევრობის განსაზღვრის შრე: ამ შრეზე ხდება Scroll-ის მიერ ტრანზაქციების დამუშავება და ორგანიზება. ტრანზაქციების დაჯგუფების შემდეგ ინფორმაცია იგზავნება უკან, Ethereum-ზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ვერიფიკაციის მიზნით.

  3. დადასტურების შრე: ამ შრეზე თავს იჩენს zk-როლაფების შეუდარებელი შესაძლებლობები. კომპიუტერების ჯგუფი (რომლებსაც დამადასტურებლებსაც უწოდებენ) ახდენს ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების გენერირებას იმის დასადასტურებლად, რომ ტრანზაქციების დამუშავება მოხდა ყოველგვარი შეცდომისა და ხარვეზის გარეშე. ამ შრეზე ხდება Ethereum-ის მიერ ტრანზაქციების დადასტურებისთვის საჭირო უსაფრთხოების და მზაობის დონის უზრუნველყოფა.

Ethereum-ის ნულოვანი ინფორმაციის ვირტუალური კომპიუტერი (zkEVM)

Scroll-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომპონენტია zkEVM (განიმარტება როგორც Ethereum-ის ნულოვანი ინფორმაციის ვირტუალური კომპიუტერი). ეს სახელწოდება ერთი შეხედვით დამაბნეველად ჟღერს, თუმცა რეალურად ეს ნიშნავს იმას, რომ Scroll-ს აქვს zk-როლაფების მეშვეობით Ethereum-ის მსგავსი ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა Ethereum-ის მუშაობის პროცესზე ზემოქმედების გარეშე. არ არსებობს დეველოპერების მიერ კოდის ხელახლა გადაწერის ან ახალი ინსტრუმენტების შექმნის საჭიროება, რაც Scroll-ის დიდ უპირატესობას წარმოადგენს.

zkEVM უზრუნველყოფს Scroll-ის 100%-იან თავსებადობას Ethereum-თან, რაც დეველოპერებს უმარტივებს საკუთარი აპლიკაციების ამ სწრაფი და ეფექტური სისტემის ფარგლებში გამოყენებას და ინტეგრირებას.

როგორ ხდება ტრანზაქციების განხორციელება Scroll-ზე

პროცესების სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად Scroll-ზე განხორციელებული ტრანზაქციები გადის დამუშავების რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს:

  1. დადასტურება: საწყის ეტაპზე მომხმარებელი აგზავნის ტრანზაქციას Ethereum-ის მთავარ ბლოკჩეინზე (1-ელი დონე) ან პირდაპირ Scroll-ზე (მე-2 დონე). ტრანზაქციის აღსრულების და ბლოკში დამატების შემდეგ, ის ჩაითვლება დადასტურებულად.

  2. დაჯგუფება: ამის შემდეგ ხდება დადასტურებული ტრანზაქციების ერთ ჯგუფში გაერთიანება. ტრანზაქციების ეს ჯგუფი იგზავნება Ethereum-ის მთავარ ქსელზე, სადაც ხდება ჩაწერილი მონაცემების სისწორის გადამოწმება.

  3. საბოლოო დამუშავება: საბოლოო ეტაპზე Scroll-ის მიერ იქმნება ვალიდურობის მტკიცებულება (ჩვენ მიერ ზემოთ განხილული zk-როლაფების მეშვეობით) და ხდება მისი გაგზავნა Ethereum-ზე. Ethereum-ის მიერ ამ მტკიცებულების დადასტურება წარმოადგენს ტრანზაქციის დამუშავების პროცესის საბოლოო ეტაპს. სულ ეს არის! თქვენი ტრანზაქცია ახლა უკვე Ethereum-ის ოფიციალური ბლოკჩეინის ნაწილად ითვლება და ამ ეტაპამდე მოსასვლელად სულაც არ არის საჭირო ისეთი პროცესების განხორციელება, რომლებიც საგრძნობლად შეამცირებს ქსელის მუშაობის ზოგად სისწრაფეს.

Scroll-ის უპირატესობები

1. გაუმჯობესებული მასშტაბირებადობა

ტრანზაქციების off-chain დამუშავებით, Scroll საგრძნობლად ზრდის Ethereum-ის მიერ დამუშავებული ტრანზაქციების რაოდენობას. ეს მკვეთრად აუმჯობესებს ქსელის მუშაობის სისწრაფეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Ethereum-ზე განთავსებულ დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე (DApp-ებზე) მოთხოვნის ზრდის ფონზე.

2. შემცირებული ტრანზაქციების საკომისიოები

Scroll შესანიშნავი სიახლეა თქვენი კრიპტო საფულისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ტრანზაქციების დაჯგუფების და zk-როლაფების გამოყენების შესაძლებლობა, მცირდება Ethereum-ის გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯები. ეს DApp-ების გამოყენების და კრიპტოვალუტების გადარიცხვის შესაძლებლობებს ბევრად უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

3. უსაფრთხოების საჭირო დონის შენარჩუნება

მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქციების დამუშავება ხდება off-chain, Scroll იყენებს მაღალი დონის zk-როლაფებს უსაფრთხოების და სანდოობის საჭირო დონის შენარჩუნების მიზნით. არ არის საჭირო თქვენი ტრანზაქციების უსაფრთხოებაზე ფიქრი—Scroll უცვლელად ინარჩუნებს უსაფრთხოების იმავე დონეს, რომელიც უზრუნველყოფილი იქნებოდა მათი პირდაპირ Ethereum-ზე დამუშავების შემთხვევაში.

4. Ethereum-თან თავსებადობა

Scroll-ის გამოყენებისას დეველოპერებს არ სჭირდებათ მათი DApp-ების სტრუქტურის შეცვლა. მისი zkEVM-ის მეშვეობით ხდება Ethereum-ის არსებულ ინფრასტრუქტურასთან სრული თავსებადობის უზრუნველყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეველოპერებს მარტივად შეუძლიათ Scroll-ის გამოყენება სრულიად ახალი სისტემის მუშაობის პრინციპების შესწავლის საჭიროების გარეშე.

SCR ტოკენი

SCR ტოკენები წარმოადგენს Scroll-ის ეკოსისტემის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. ეს ტოკენები ძირითადად გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

  1. მმართველობა: SCR ტოკენების მფლობელებს აქვთ Scroll-ის განვითარებასთან დაკავშირებულ პროცესებში საკუთარი წვლილის შეტანის უფლება. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან, მაგალითად პროტოკოლის განახლებებთან ან ქსელის ფუნქციონირების პრინციპთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესებში მონაწილეობა.

  2. ქსელის მხარდაჭერა: Scroll მუშაობს კომპიუტერების ორ მნიშვნელოვან ჯგუფზე დაყრდნობით, ესენია დამადასტურებელი და თანმიმდევრობის განმსაზღვრელი კომპიუტერები. მათი მოვალეობაა პროცესების შეფერხების გარეშე წარმართვა, ტრანზაქციების ვერიფიკაციის განხორციელება და მათი გაერთიანება შესაბამის ბლოკებში. დეცენტრალიზაციის და უსაფრთხოების საჭირო დონის შენარჩუნების მიზნით გაწეული შრომის სანაცვლოდ ისინი ჯილდოვდებიან SCR ტოკენებით​.

  3. სტეიკინგი: მომხმარებლებს და ვალიდატორებს აქვთ საკუთარი SCR ტოკენების სტეიკინგის განხორციელების შესაძლებლობა, რაც ეხმარება მათ ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ჯილდოების მოპოვებაში. გარდა ამისა, ეს წახალისების საკმაოდ ეფექტურ მეთოდსაც წარმოადგენს.

შეჯამება

Scroll (SCR) გახლავთ მასშტაბირების მე-2 დონის ინოვაციური ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ხდება Ethereum-ის მასშტაბირებადობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა. ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად კი ნულოვანი ინფორმაციის როლაფები გამოიყენება. ტრანზაქციების გამტარუნარიანობის დონის გაუმჯობესებით, ხარჯების შემცირებით და Ethereum-ის ეკოსისტემასთან თავსებადობის შენარჩუნებით, Scroll დეველოპერებს აძლევს Ethereum-ის უფრო მარტივად და ნაკლები ხარჯით გამოყენების შესაძლებლობას.

Ethereum-ის განვითარების პარალელურად, Scroll-ის მსგავსი პროექტები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება ქსელზე განთავსებულ დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე და სერვისებზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.