რა არის Puffer Finance?
მთავარი
სტატიები
რა არის Puffer Finance?

რა არის Puffer Finance?

გამოქვეყნებული Apr 17, 2024განახლებული Jun 12, 2024
5m

მთავარი დეტალები

  • Puffer გახლავთ ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგის ადგილობრივი პროტოკოლი (nLRP), რომელიც მუშაობს EigenLayer-ზე. 

  • ის შექმნილია Ethereum proof-of-stake (PoS) ვალიდატორების მეტი ეფექტურობისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად, რაც ადგილობრივ განმეორებით სტეიკინგს უფრო მარტივად ხელმისაწვდომს და დეცენტრალიზებულს ხდის.

  • Puffer-ის სლეშინგისგან დაცვის მექანიზმის და ვალიდატორების ბილეთების მეშვეობით ხდება ჯილდოების თანაბრად განაწილებისა და უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფა სტეიკერებისთვის.

შესავალი

Puffer-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალი სტანდარტის დანერგვა ვალიდატორების ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და იმავდროულად Ethereum-ის დეცენტრალიზაციის შენარჩუნება. 

Puffer Finance-ს შემოაქვს ახალი მიდგომა Ethereum-ის სტეიკინგის მიმართ, რაც ლიკვიდურობის განმეორებით სტეიკინგის უფრო ხელმისაწვდომს ხდის. მისი მეშვეობით ხდება ცენტრალიზაციასთან და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა სტეიკინგის ფარგლებში, მისი საჯაროობის, განმეორებითი ადგილობრივი სტეიკინგის შესაძლებლობების და დეცენტრალიზაციის პრინციპების დაცვის მეშვეობით. სლეშინგისგან დაცვის ეფექტური მექანიზმის და ვალიდატორების ბილეთების მეშვეობით, პროტოკოლი გვთავაზობს სტაბილურ ჯილდოებს და უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეს ETH-ის სტეიკერებისთვის.

თუმცა, Puffer-ის მუშაობის მექანიზმის განხილვამდე, უმჯობესია განვიხილოთ განსხვავება ლიკვიდურობის სტეიკინგსა და ლიკვიდურობის განმეორებით სტეიკინგს შორის.

ლიკვიდურობის სტეიკინგი და ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგი

ლიკვიდურობის სტეიკინგი გახლავთ სტეიკინგში გამოყენებული აქტივების ტოკენიზაციის პროცესი. მაგალითად, თუ თქვენ განახორციელებთ ETH-ის სტეიკინგს ისეთ პლატფორმაზე, როგორიცაა Lido, ამის სანაცვლოდ მიიღებთ stETH ტოკენებს. ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენები (LST-ები), როგორიცაა მაგალითად stETH, საშუალებას გაძლევთ შეიტანოთ საკუთარი წვლილი ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, ლიკვიდურობაზე ზემოქმედების გარეშე. ამის შემდეგ, LST-ების გამოყენებას შეძლებთ ნებისმიერ სხვა სივრცეში თქვენი ადგილობრივი ETH-ის სტეიკინგში გამოყენების პარალელურად.

ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგის მეშვეობით ეს კონცეფცია კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაინაცვლებს. შესაძლებელი ხდება სტეიკინგში გამოყენებული ETH-ის გამოყენება ბლოკჩეინის უსაფრთხოების უფრო ეფექტური „გარე“ მოდულების და სისტემების გამოყენების მეშვეობით, როგორიცაა oracle-ები, საიდჩეინები და როლაფები. ეს ვალიდატორებს მათი აქტივების უფრო ეფექტურად გამოყენების და სტეიკინგის ჯილდოების გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს.

როგორ მუშაობს Puffer Finance?

Puffer შექმნილია Ethereum proof-of-stake (PoS) ვალიდატორების მეტი ეფექტურობისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად. სტეიკინგის ტრადიციული მოდელებისგან განსხვავებით, სადაც ვალიდატორების მხრიდან საჭიროა დიდი ოდენობის კაპიტალის (32 ETH) დაბლოკვა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის შემუშავება, Puffer გვთავაზობს უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივას. Puffer-ის შემთხვევაში, ინდივიდებს შეუძლიათ პროცესებში მონაწილეობა მიიღონ ვალიდატორების სახით, რისთვისაც საჭირო იქნება მხოლოდ 1 ETH-ის გამოყენება, რაც ამცირებს შესვლის ბარიერს და ხელს უწყობს დეცენტრალიზაციის დანერგვას.

განმეორებითი ლიკვიდურობის სტეიკინგის ადგილობრივი პროტოკოლი (nLRP)

Puffer მუშაობს EigenLayer-ზე, რომელიც გახლავთ სპეციალიზებული ბლოკჩეინის დონე, რომელიც ოპტიმიზებულია სტეიკინგის ოპერაციების განსახორციელებლად. Puffer ფუნქციონირებს როგორც განმეორებითი ლიკვიდურობის სტეიკინგის ადგილობრივი პროტოკოლი (nLRP):

  • ადგილობრივი ნიშნავს, რომ Puffer იყენებს მხოლოდ ადგილობრივ ETH-ს. 

  • ლიკვიდურობა გულისხმობს ლიკვიდურობის სტეიკინგის მექანიზმს, რომელიც მომხმარებლებს ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენებს (LST-ებს) მიანიჭებს. Puffer-ზე სტეიკინგში გამოყენებული თითოეული ETH-ის სანაცვლოდ, თქვენ მიიღებთ ერთ pufETH-ს, რომლის გამოყენებასაც შეძლებთ სხვა DeFi აპლიკაციების ფარგლებში, თქვენი ETH-ის სტეიკინგის პარალელურად. 

  • განმეორებითი სტეიკინგი გახლავთ ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგის მექანიზმი, რომელიც Puffer-ზე დეპოზიტის სახით შეტანილი ETH-ის უზრუნველყოფის სახით გამოყენების საშუალებას იძლევა, EigenLayer-ზე ხელმისაწვდომი სერვისებისთვის.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, Puffer-ის ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგის ადგილობრივი მექანიზმი ვალიდატორებს მათი სტეიკინგში გამოყენებული ETH-ის სხვა აქტივობების ფარგლებში გამოყენების საშუალებას აძლევს, ვალიდატორის სტატუსის შენარჩუნების და სარგებლის გენერირების პარალელურად. ეს აუმჯობესებს კაპიტალის ეფექტურობის დონეს და უზრუნველყოფს იმას, რომ ხდება ვალიდატორების აქტივების სრულად გამოყენება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სტეიკინგის ეკოსისტემის უფრო მეტად გააქტიურებასა და განვითარებას.

საჯარო სივრცე

Puffer Finance ფუნქციონირებს როგორც საჯარო სივრცე და ნებისმიერ პირს აძლევს საშუალებას, ამუშაოს ვალიდატორი პროტოკოლზე. სტეიკინგისადმი ამგვარი დემოკრატიული მიდგომა უზრუნველყოფს ვალიდატორების ჯგუფის მრავალფეროვნების და დეცენტრალიზებულობის შენარჩუნებას, რაც თავისთავად ამცირებს ცენტრალიზაციის რისკს. შესვლის ბარიერების გაუქმებით, Puffer ინდივიდუალურ სტეიკერებს აძლევს Ethereum-ის კონსენსუსის მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას, რაც შეესაბამება პლატფორმის უმთავრეს ეთოსს - დეცენტრალიზაცია.

სლეშინგისგან დაცვა და MEV ავტონომია

ვალიდატორების აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება Puffer-ის სლეშინგისგან დაცვის ინოვაციური მექანიზმის მეშვეობით. სლეშინგის საწინააღმდეგო აპარატურის მხარდაჭერით და უსაფრთხოების ეფექტური პროტოკოლების გამოყენებით, Puffer მინიმუმამდე ამცირებს ვალიდატორების მიმართ სლეშინგის განხორციელების რისკს, არაკეთილსინდისიერი ქმედებების ან ოპერატიული ხარვეზების გამო.

გარდა ამისა, Puffer ვალიდატორებს ანიჭებს ავტონომიას მათ MEV (მაქსიმალური ამოღებადი ღირებულება) სტრატეგიებთან მიმართებაში, რის შედეგადაც მათ ეძლევათ ჯილდოების ოპტომიზაციის საშუალება, უსაფრთხოების საჭირო დონის და ერთიანობის შენარჩუნების პარალელურად.

ვალიდატორების ბილეთები და გაუმჯობესებული ჯილდოები

Puffer Finance-ს შემოაქვს ვალიდატორების ბილეთების კონცეფცია, რაც გახლავთ სტეიკერებისთვის ჯილდოების გადაცემის გარანტია, ვალიდატორების მუშაობის ეფექტურობის დონის მიუხედავად. ამ ინოვაციური მიდგომით ხდება ჯილდოების სტაბილურობის უზრუნველყოფა სტეიკერებისთვის და პროტოკოლის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში ადრეული მონაწილეობის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, Puffer-ის Eigenlayer-თან ინტეგრაცია კიდევ უფრო აუმჯობესებს ვალიდატორების ჯილდოებს და გვთავაზობს დამატებით წახალისებებს მონაწილეობის მიღების და საკუთარი წვლილის შეტანის თვალსაზრისით.

Puffer Airdrop

2024 წლის აპრილის მონაცემებით, არ მოიპოვება არავითარი ოფიციალური განაცხადი Puffer Airdrop-თან დაკავშირებით. თუმცა, მომხმარებლებს Puffer Point-ების მიღება stETH-ის დეპოზიტი განხორციელებით, ან Puffer-ის პლატფორმაზე ლიკვიდურობის დამატებით შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დადასტურებული ფაქტი ამ საკითხთან დაკავშირებით, ზოგიერთი მომხმარებელი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მოგვიანებით შესაძლებელი გახდეს ამ ქულების გამოყენება airdrop-ში და განაწილების პროცესში მონაწილეობის მიღების უფლების მოსაპოვებლად.

შეჯამება

Puffer-ის მიზანს წარმოადგენს ახალი სტანდარტის დანერგვა ვალიდატორების ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და იმავდროულად Ethereum-ის დეცენტრალიზაციის შენარჩუნება. ამის მისაღწევად, ხდება სლეშინგის საწინააღმდეგო ტექნოლოგიის დანერგვა, რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად და ვალიდატორების უფრო დიდი რაოდენობისთვის ნოდების ოპერაციების მრავალფეროვნების გაზრდის შესაძლებლობის მინიჭება.

Puffer Finance პროტოკოლი Ethereum-ის ვალიდატორებს და სტეიკერებს სთავაზობს დეცენტრალიზებულ, ხელმისაწვდომ და ინოვაციურ მიდგომას. ლიკვიდურობის სტეიკინგის, სლეშინგისგან დაცვის მექანიზმის და ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგის ადგილობრივი შესაძლებლობების გამოყენებით, Puffer აუმჯობესებს Ethereum-ის PoS ეკოსისტემის ეფექტურობის და ხელმისაწვდომობის დონეს.

დამატებითი საკითხავი


პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ კონსულტანტს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შესაძლოა იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.