მთავარი დეტალები
BNB Smart Chain (BSC) შეიქმნა 2020 წელს, BNB Beacon Chain-ის პარალელურად მუშაობის მიზნით. ბლოკჩეინები სხვადასხვა მიზნებისთვის შეიქმნა, თუმცა ორივე მათგანი წარმოადგენს უფრო ფართო BNB Chain-ის ეკოსისტემის ნაწილს.
BSC-მა დანერგა ახალი ფუნქციები და პერსონალიზების უფრო მეტი შესაძლებლობა სმარტ-კონტრაქტების გამოყენებით, რითაც ხელი შეუწყო დეცენტრალიზებული აპლიკაციების და Web3 სერვისების სწრაფ განვითარებას.
უახლოეს მომავალში მოხდება BNB Beacon Chain-ის მხარდაჭერის შეწყვეტა და ის გაერთიანდება BSC-სთან, რითაც შეიქმნება ერთიანი BNB Smart Chain.
შესავალი
BNB Smart Chain (BSC) არის ბლოკჩეინის ქსელი, რომელიც გთავაზობთ Web3-ის მრავალ სხვადასხვა ინსტრუმენტს და დეცენტრალიზებულ აპლიკაციას (DApp-ები). ეს გახლავთ სმარტ-კონტრაქტების მხარდაჭერის მქონე მაღალი ეფექტურობის ბლოკჩეინი, რომელიც დეველოპერებს აძლევს ყველა ტიპის სერვისის და აპლიკაციის შექმნის შესაძლებლობას, რაც მოიცავს ბლოკჩეინის თამაშებს, მმართველობის და ხმის მიცემის სისტემებს, დეცენტრალიზებული ფინანსებს (DeFi) და ა.შ.
რა არის BNB Smart Chain (BSC)?
BNB Smart Chain შეიქმნა 2020 წელს, BNB Beacon Chain-თან დაკავშირებული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად. BNB Smart Chain-ის მნიშვნელობის უკეთ აღსაქმელად, საჭიროა მისი კავშირის შესწავლა BNB Beacon Chain-თან.
BNB Chain გაეშვა 2019 წელს. იმ პერიოდში მოხდა BNB utility ტოკენის მიგრირება Ethereum-ის ქსელიდან და ის გახდა BNB Chain-ის ადგილობრივი ტოკენი. BNB Chain-ის ეს საწყისი ვერსია დღესდღეობით ცნობილია როგორც BNB Beacon Chain.
2022 წელს, BNB Smart Chain (BSC) და BNB Beacon Chain გაერთიანდა BNB Chain-ის ეკოსისტემაში. მას შემდეგ, ეს ორი ბლოკჩეინი განაგრძობდა დამოუკიდებლად, სხვადასხვა მიზნით ფუნქციონირებას.
BNB Beacon Chain და BNB Smart Chain (BSC)
BNB Beacon Chain-ისგან განსხვავებით, BSC-ს გააჩნია სმარტ-კონტრაქტების ფუნქციების მხარდაჭერა და თავსებადია Ethereum-ის ვირტუალური მანქანასთან (EVM). ამ დიზაინის შექმნის მიზანს წარმოადგენდა BNB ეკოსისტემაში სმარტ-კონტრაქტების დანერგვა, BNB Beacon Chain-ზე მიმდინარე ოპერაციებისთვის ხელის შეშლის გარეშე.
BNB Beacon Chain: იყენებს BEP-2 ტოკენის სტანდარტს და მოქმედებს როგორც სტეიკინგის და ხმის მიცემის სისტემის მქონე მმართველობის დონე.
BNB Smart Chain (BSC): შექმნილია სმარტ-კონტრაქტის ფუნქციების შეთავაზებისთვის. ის იყენებს BEP-20 ტოკენის სტანდარტს და ფუნქციონირებს როგორც DApp-ების, DeFi სერვისების, მრავალი ბლოკჩეინის და სხვა Web3 აპლიკაციების მხარდაჭერის მქონე EVM-თან თავსებადი დონე.
რეალურად, ორივე ბლოკჩეინი ერთმანეთის გვერდიგვერდ ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ BSC არ არის ეგრეთწოდებული მე-2 დონის მექანიზმი ან off-chain მასშტაბირებადობის ტექნოლოგია. ეს გახლავთ დამოუკიდებელი ბლოკჩეინი, რომელიც გააგრძელებს ფუნქციონირებას BNB Beacon Chain-ის გათიშვის შემთხვევაშიც კი.
BSC-ის EVM-თან თავსებადობის წყალობით, მან გაშვებისთანავე მოიპოვა Ethereum-ის სფეროში არსებული მრავალი ინსტრუმენტებისა და DApps-ის მხარდაჭერა. ეს ამარტივებს დეველოპერების მიერ Ethereum-იდან საკუთარი პროექტების გადმოტანის პროცესს. მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია MetaMask-ის მსგავსი აპლიკაციების მარტივად კონფიგურაცია BSC-თან სამუშაოდ.
The BNB Chain Fusion
2023 წლის ბოლოს , BNB Chain-ის გუნდმა გააკეთა განცხადება მის გეგმასთან დაკავშირებით, რომ ის აპირებდა BNB Beacon Chain-ის მხარდაჭერის შეწყვეტას და მისი ძირითადი ფუნქციების BNB Smart Chain ქსელზე გადატანას.
მოსალოდნელია, რომ ეს მიგრაცია განხორციელდება რამდენიმე ეტაპად. ის დაიწყება 2024 წლის აპრილში და დასრულდება ამავე წლის ივნისში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ BNB Chain Fusion-ის საგზაო რუკა.
როგორ მუშაობს BNB Smart Chain?
კონსენსუსის მექანიზმი
BNB Smart Chain-ს შეუძლია ბლოკის 3 წამში შექმნა Proof of Stake (PoS) კონსენსუსის ალგორითმის მეშვეობით. კერძოდ, ის იყენებს Proof of Staked Authority (PoSA) მექანიზმს, სადაც მონაწილეები ახდნენ BNB-ის სტეიკინგს, რათა გახდნენ ვალიდატორები.
ვალიდატორების დაინტერესება ხდება მათ მიერ ვალიდირებული ტრანზაქციის ბლოკებიდან მიღებული ტრანზაქციის საკომისიოებით. გასათვალისწინებელია, რომ ბევრი პროტოკოლისგან განსხვავებით, აქ არ ხდება ახლად გამოშვებული BNB-ის ბლოკის სუბსიდირება, ვინაიდან BNB არ არის ინფლაციური კრიპტოვალუტა. სინამდვილეში, BNB-ის მარაგი მცირდება დროთა განმავლობაში, ვინაიდან BNB-ის გუნდი რეგულარულად ახორციელებს მონეტების დაწვას.
BEP-20 ტოკენის სტანდარტი
BNB Smart Chain იყენებს BEP-20-ს, როგორც ტოკენის მთავარ სტანდარტს. უკვე წაიკითხეთ სტატია ERC-20 ტოკენების გაცნობა? თუ ასეა, თქვენ უკვე იცით BEP-20-ის ფორმატის შესახებ. ის იყენებს იგივე ფუნქციებს, რასაც Ethereum-ის ალტერნატივა.
BEP-20 მოქმედებს, როგორც ინსტრუქციები ტოკენებისთვის და განსაზღვრავს ტოკენის გაცემისა და ფუნქციონირების მნიშვნელოვან პარამეტრებს და წესებს. BEP-20 წარმოადგენს BNB Smart Chain-ის ტექნიკური სპეციფიკაციების ნაკრებს, რაც დეველოპერებს აძლევს მრავალფეროვანი ციფრული აქტივების, მათ შორის NFT-ების, სტეიბლკოინების, utility ტოკენების და სხვათა შექმნის შესაძლებლობას.
BNB Smart Chain-ზე ბლოკჩეინის ტრანზაქციების განხორციელებისთვის საჭიროა მცირე რაოდენობის BNB-ის გადახდა გაზის საკომისიოს სახით. Ethereum-ის ბლოკჩეინზე არსებული ETH-ის მსგავსად, გაზის საკომისიო წარმოადგენს ვალიდატორების მიერ ტრანზაქციების დადასტურების და ქსელის დაცვის სტიმულს.
დეცენტრალიზებული ფინანსები BNB Smart Chain-ზე
თუ BSC-ზე იყენებთ PancakeSwap-ს ან სხვა DeFi აპლიკაციებს, შესაძლოა უკვე შენიშნეთ სხვა ბლოკჩეინების ციფრული აქტივები, როგორიცაა BTC, USDT, ETH და მრავალი სხვა. BNB Smart Chain-ზე ასეთი აქტივები გვხვდება, როგორც „Peggy მონეტები“ ან „შეფუთული ტოკენები“. ამ ტოკენების ღირებულება მიბმულია მათი ადგილობრივი ბლოკჩეინის თავდაპირველ აქტივებზე.
მაგალითად, BSC-ზე ქსელზე არსებული BTCB ტოკენის ფასი დამოკიდებულია Bitcoin-ის თავდაპირველ ბლოკჩეინზე არსებულ BTC-ის ფასზე. ეს ხორციელდება სმარტ-კონტრაქტების მეშვეობით, რომლებიც გასცემენ ახალ BTCB ტოკენს თავდაპირველ ბლოკჩეინზე დაბლოკილი თითოეული BTC-ის ტოკენის შესაბამისად. ამის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია გარე აქტივების უპრობლემოდ გადმოტანა BSC-ის ეკოსისტემაში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, BNB Smart Chain-ის მოქნილობის წყალობით, შესაძლებელია სხვადასხვა ბლოკჩეინის აქტივების გამოყენება BNB Chain-ის ეკოსისტემის განვითარებად DeFi სივრცეში – რაც მომხმარებლებს აძლევს აქტივების გაცვლის, შემოსავლის ფარმინგის, შემოთავაზებებთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცეში ჩართვის და ბევრი სხვა შესაძლებლობით სარგებლობის საშუალებას.
შეჯამება
BNB Smart Chain (BSC) არის BNB Chain-ის ეკოსისტემის დინამიური და მაღალი ეფექტურობის მქონე ბლოკჩეინი, რომელიც გთავაზობთ უამრავ Web3 ინსტრუმენტს და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (DApp-ებს). ის შეიქმნა 2020 წელს, BNB Beacon Chain-თან დაკავშირებული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად. სმარტ-კონტრაქტების დანერგვით, BSC-მა შეასრულა გადამწყვეტი როლი დეცენტრალიზებული აპლიკაციებისა და Web3 სერვისების სწრაფად ზრდის ხელშეწყობაში.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.