მთავარი
ლექსიკონი
ტოკენის სტანდარტები

ტოკენის სტანდარტები


არსებითად, ტოკენის სტანდარტები არის წესების, პროტოკოლებისა და სპეციფიკაციების ერთობლიობა, რომლითაც განისაზღვრება ტოკენების ფუნქციონირების და კონკრეტული ბლოკჩეინის სივრცეში ინტერაქციის პრინციპები. ეს სტანდარტები ფუნდამენტურ როლს თამაშობს ტოკენების ფუნქციონირებისა და მოქმედების პრინციპების ჩამოყალიბების საკითხში. მათი მეშვეობით იქმნება მექანიზმი, რომლითაც ხდება ერთიანობის, თავსებადობისა და ინტეგრაციის სიმარტივის უზრუნველყოფა ბლოკჩეინის ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტში. 

ეს სტანდარტები უმნიშვნელოვანესია მრავალ სხვადასხვა აპლიკაციაში, საფულეში და პლატფორმაზე ტოკენების სტაბილურობის, თავსებადობისა და გამოყენების სიმარტივის უზრუნველსაყოფად. ტოკენების სტანდარტების გააზრება უმნიშვნელოვანესია დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სივრცეში ეფექტურად მოქმედებისთვის და აქტივების სათანადოდ მართვისთვის. 

სხვადასხვა ბლოკჩეინის პლატფორმაზე წარმოდგენილია ტოკენების კონკრეტულ საჭიროებებსა და გამოყენების შემთხვევებზე მორგებული სტანდარტები. ქვემოთ მოცემულია ბლოკჩეინის ცნობილი ეკოსისტემების რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ტოკენის სტანდარტი.

ERC-20

ERC-20, რომელიც იშიფრება როგორც Ethereum Request for Comments 20, გახლავთ ყველაზე პოპულარული ტოკენის სტანდარტი Ethereum-ის ბლოკჩეინზე. ეს სტანდარტი მოიცავს წესებსა და გაიდლაინებს, რომლითაც განისაზღვრება ტოკენის კონტრაქტის დანერგვის პრინციპები და ხდება Ethereum-ის ეკოსისტემაში არსებულ სხვადასხვა აპლიკაციასთან, ბირჟასთან და საფულესთან ინტეგრაციის სიმარტივის უზრუნველყოფა.

ERC-721

ERC-20-ისგან განსხვავებით, ERC-721 არის სტანდარტი, რომლის მეშვეობითაც იქმნება უნიკალური და არადანაწევრებადი ციფრული აქტივები, რომლებიც ცნობილია როგორც არაჩანაცვლებადი ტოკენები (NFT). ამ სტანდარტის დამკვიდრებით ციფრული აქტივების სივრცეში მოხდა ერთგვარი გადატრიალება, შეიქმნა უნიკალური აქტივების შექმნისა და მათი მეშვეობით ვაჭრობის ფენომენი. ამის მაგალითებია ციფრული ხელოვნების ნიმუშები, საკოლექციო ნივთები, გეიმინგის ერთეულები და ვირტუალური უძრავი ქონება. ERC-721 ტოკენებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა მათი შესაძლებლობის წყალობით, წარმოადგინონ იშვიათი და ექსკლუზიური აქტივების მფლობელობისა და ავთენტურობის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინზე.

BEP-20

BEP-20 გახლავთ BNB Smart Chain-ის (BSC) მთავარი ტოკენის სტანდარტი. ის იმავე მიზანს ემსახურება, რასაც ERC-20, თუმცა ფუნქციონირებს BNB Chain-ის ეკოსისტემის ფარგლებში. ამ სტანდარტის მეშვეობით იქმნება ისეთი ტოკენების შექმნისა და მართვის შესაძლებლობა, რომელთა ინტეგრაციაც უპრობლემოდაა შესაძლებელი სხვადასხვა დეცენტრალიზებულ აპლიკაციასა და პლატფორმაზე, BSC ქსელის ფარგლებში. BEP-20 ტოკენებმა პოპულარობა მოიპოვა დაბალი ტრანზაქციების საკომისიოებისა და დადასტურების სისწრაფის წყალობით. ამ მახასიათებლების გამო მათ მილიონობით მომხმარებელი, ათასობით კრიპტოვალუტის პროექტი და დეველოპერი ირჩევს.

BEP-2

BEP-2 არის ტექნიკური სტანდარტი, რომლითაც განისაზღვრება ტოკენების გამოშვებისა და გამოყენების პრინციპები BNB Beacon Chain-ის ფარგლებში. ეს სტანდარტი განსაზღვრავს წესებს, რომლებსაც უნდა ემორჩილებოდნენ ტოკენები BNB Beacon Chain ეკოსისტემაში ფუნქციონირებისთვის.

SPL

SPL გახლავთ წესებისა და პროტოკოლების ერთობლიობა, რომლითაც განისაზღვრება ტოკენების ფუნქციონირებისა და ინტერაქციის პრინციპები Solana ქსელზე. Solana-ზე არსებული ამ სტანდარტების შესაბამისი ტოკენები, მათ შორის, ქსელის ადგილობრივი ტოკენი SOL, ახდენს Solana-ს საფულეებთან და სმარტ-კონტრაქტებთან თავსებადობის დემონსტრაციას.
პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.