ამ შეტევის მიზანია მოვაჭრეს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ გადახდა წარმატებით განხორციელდა. რეალურად კი, მან არაფერი იცის პარალელურად გაშვებული ტრანზაქციის შესახებ, რომლითაც თავდამსხმელი იმავე მონეტებს საკუთარ საფულეში აბრუნებს ან სხვა მისამართზე აგზავნის.
ვინაიდან ქსელში ჯერ კიდევ არ არის დაფიქსირებული მუდმივი ჩანაწერი იმის შესახებ, თუ რომელი ტრანზაქციაა ვალიდური, ჩნდება მცირე დროის შუალედი, რომელიც საბოლოო შედეგზე ზემოქმედების შესაძლებლობას იძლევა. ეს ამ შეტევას განსაკუთრებით ეფექტურს ხდის სწრაფი ანგარიშსწორებისას, როდესაც გამყიდველი საქონელს ან მომსახურებას მომენტალურად გადასცემს მყიდველს.
ვინაიდან ნოდებმა ეს ორი ტრანზაქცია შესაძლოა სხვადასხვა თანმიმდევრობით მიიღონ, ისინი გარკვეული დროის განმავლობაში ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რომელი მათგანია ლეგიტიმური.
საბოლოო ჯამში, ბლოკში მხოლოდ ერთი ტრანზაქცია ემატება. თუ მაინერები დაადასტურებენ იმ ტრანზაქციას, რომელიც მონეტებს თავდამსხმელს უბრუნებს, გამყიდველისთვის განკუთვნილი გადახდა არავალიდური გახდება.
თავდამსხმელს შეუძლია წარმატების შანსები გაზარდოს, თუ გადახდის ტრანზაქციის გასაგზავნად პირდაპირ გამყიდველის ნოდს დაუკავშირდება, ხოლო საპირისპირო ტრანზაქციას ქსელის დანარჩენ ნაწილში ბევრად უფრო ფართოდ გაავრცელებს. თუ გამყიდველი გადახდას ყოველგვარი დადასტურების გარეშე მიიღებს, ის, შესაძლოა, სრულიად ხელცარიელი დარჩეს.
Race თავდასხმების თავიდან აცილების ეფექტურ პრაქტიკას წარმოადგენს დადასტურებების მოლოდინი, ურთიერთსაწინააღმდეგო ტრანზაქციების მონიტორინგი და დაუდასტურებელი გადახდების მყისიერად დადასტურებისგან თავის შეკავება.
დეცენტრალიზებული ციფრული ლეჯერი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა ჩაწერილი კრიპტოვალუტის ტრანზაქციები...
ასევე ცნობილია როგორც უმრავლესობის შეტევა. როდესაც ერთი ან რამდენიმე მაინერი ქსელის მაინინგის ჰეშრეითის ან ...
როდესაც ქსელის მონაწილეების უმეტესობა არაკეთილსინდისიერი განზრახვით მოქმედებს და ამყარებს სრულ კონტროლს ქსე...